პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა  საქართველოში გრიპის ეპიდემია? - პაატა იმნაძე ვაქცინაციისა და ავადობის მაჩვენებლებზე
არის თუ არა  საქართველოში გრიპის ეპიდემია? - პაატა იმნაძე ვაქცინაციისა და ავადობის მაჩვენებლებზე

არის ზამ­თა­რი და ზამ­თა­რი გრი­პის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა არა­ვი­თარ ეპი­დე­მი­ა­ზე სა­უ­ბა­რი არაა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ავა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 100 ათას მო­სახ­ლე­ზე არის 190 შემ­თხვე­ვა, მა­შინ როცა, ეპი­დე­მი­ად ით­ვლე­ბა 450-500 შემ­თხვე­ვა.

"გა­სულ წელს იმა­ვე პე­რი­ოდ­ში იყო 220 შემ­თხვე­ვა 100 ათას მო­სახ­ლე­ზე, ხოლო პიკ­ზე იყო 280 შემ­თხვე­ვა 100 ათას მო­სახ­ლე­ზე. შე­და­რე­ბის­თვის, რუ­სეთ­ში ეპი­დე­მი­ურ ზღვა­რად ით­ვლე­ბა 700-მდე შემ­თხვე­ვა 100 ათას მო­სახ­ლე­ზე ანუ არა­ვი­თარ ეპი­დე­მი­ა­ზე სა­უ­ბა­რი არაა. მაგ­რამ ვინც ავა­დაა, მის­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, არის თუ არა ეპი­დე­მია. ძი­რი­თა­დად, ბავ­შვე­ბი ავად­დე­ბი­ან გრი­პით, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აც მათ უხ­დე­ბათ. დი­დე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ არის ასე­თი გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა, რო­გო­რი­ცაა ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში. ეს არის ზამ­თრის­თვის და ამ პე­რი­ო­დის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა და ჩვენ­თვის დღეს არ ით­ვლე­ბა ეს ეპი­დე­მი­ად", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

იმ­ნა­ძემ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის თე­მა­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო მხო­ლოდ მა­ღა­ლი რის­კის გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვი­საა და მათ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას სა­ზელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"დღე­საც გრძელ­დე­ბა 4-კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნით სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია. დღე­ის­თვის 93 ათა­სი ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი უფა­სოდ სა­ხელ­მწი­ფოს ვაქ­ცი­ნით. კი­დევ მა­რაგ­ში 7000 ვაქ­ცი­ნაა იმათ­თვის, ვი­საც ახლა გა­ახ­სენ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კო­მერ­ცი­ულ ჯგუ­ფებს, მო­თხოვ­ნამ გა­და­ა­ჭარ­ბა მათ ბიზ­ნეს­მო­ლო­დო­ნებს და სამ­წუ­ხა­როდ, გა­უ­თავ­დათ კო­მერ­ცი­ულ სექ­ტორ­ში ვაქ­ცი­ნა. ეს 7000 ვაქ­ცი­ნა არის მა­ღა­ლი რის­კის ჯფუ­ფე­ბის­თვის. ორ­სულს ვერ და­ი­ჭერ და ძა­ლით ვერ აცრი. ეგ იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, როცა აფ­თი­ა­ქე­ბი და ფარ­მა­ცია იყო სა­ხელ­მწი­ფო და სა­ხელ­მწი­ფოს შე­მოჰ­ქონ­და ყვე­ლა­ფე­რი. ბიზ­ნე­სია, მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა. თუ ჩვე­ნი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სექ­ტო­რი მო­ი­კოჭ­ლებს ბიზ­ნეს­ში, მე ნუ მთხოვთ პა­სუხს, რომ ვი­ღა­ცა ბიზ­ნეს­მენ­მა ვერ გათ­ვა­ლა. ჩვენ გავ­თვა­ლეთ კარ­გად, სა­ხელ­მწი­ფოს უნ­დო­და 2.5-ჯერ მეტი ვაქ­ცი­ნა, შე­მო­ვი­ტა­ნეთ და ავ­ცე­რით ყვე­ლა მსურ­ვე­ლი მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფი­დან“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

ამას­თან, იმ­ნა­ძემ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ როცა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა ავად, ყო­ველ­თვის აღ­მოჩ­ნდე­ბა რის­კის ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გვი­ან მი­მარ­თავს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი შემ­თხვე­ვა ხდე­ბა.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, წელს ეს არის ჯერ­ჯე­რო­ბით 2 შემ­თხვე­ვა და იმე­დი გვაქვს, რომ მეტი არ იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ წამ­ყვა­ნი ვირუ­სი არის B ტი­პის ვირუ­სი, რო­მელ­ზეც იმუ­ნი­ნე­ტი მე­ტად გვაქვს, ვიდ­რე A ტი­პის ვირუს­ზე, მი­თუ­მე­ტეს A ტი­პის H1 ვირუს­ზე, რო­მე­ლიც 2009 წლი­დან და­დის დე­და­მი­წა­ზე და მარ­ტი­ვად ვართ ამ­თვი­სებ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zmo
5

ეს მონაცემები არის ვინც მოგმართათ სავადმყოფოში და არის მცდარი ჩემო ბატონო, ვინაიდან ნახევარზე მეტი სახლში მკურნალობს. 

milan
0

გრიპთან რა შუაიშია მარა მაინც დავწერ თეო მიყვარხარ

ავტორი:

არის თუ არა  საქართველოში გრიპის ეპიდემია? - პაატა იმნაძე ვაქცინაციისა და ავადობის მაჩვენებლებზე

არის თუ არა  საქართველოში გრიპის ეპიდემია? - პაატა იმნაძე ვაქცინაციისა და ავადობის მაჩვენებლებზე

არის ზამთარი და ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს, თუმცა არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობა საქართველოში 100 ათას მოსახლეზე არის 190 შემთხვევა, მაშინ როცა, ეპიდემიად ითვლება 450-500 შემთხვევა.

"გასულ წელს იმავე პერიოდში იყო 220 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, ხოლო პიკზე იყო 280 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. შედარებისთვის, რუსეთში ეპიდემიურ ზღვარად ითვლება 700-მდე შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე ანუ არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა. მაგრამ ვინც ავადაა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ეპიდემია. ძირითადად, ბავშვები ავადდებიან გრიპით, მცირეწლოვანი ბავშვები და ჰოსპიტალიზაციაც მათ უხდებათ. დიდების საავადმყოფოში არ არის ასეთი გადატვირთულობა, როგორიცაა ბავშვთა საავადმყოფოებში. ეს არის ზამთრისთვის და ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს არ ითვლება ეს ეპიდემიად", - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ ვაქცინაციის თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო მხოლოდ მაღალი რისკის გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვისაა და მათ ვაქცინაციას საზელმწიფო უზრუნველყოფს.

"დღესაც გრძელდება 4-კომპონენტიანი ვაქცინით სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია. დღეისთვის 93 ათასი ადამიანია აცრილი უფასოდ სახელმწიფოს ვაქცინით. კიდევ მარაგში 7000 ვაქცინაა იმათთვის, ვისაც ახლა გაახსენდება. რაც შეეხება კომერციულ ჯგუფებს, მოთხოვნამ გადააჭარბა მათ ბიზნესმოლოდონებს და სამწუხაროდ, გაუთავდათ კომერციულ სექტორში ვაქცინა. ეს 7000 ვაქცინა არის მაღალი რისკის ჯფუფებისთვის. ორსულს ვერ დაიჭერ და ძალით ვერ აცრი. ეგ იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა აფთიაქები და ფარმაცია იყო სახელმწიფო და სახელმწიფოს შემოჰქონდა ყველაფერი. ბიზნესია, მოთხოვნა იქნება, ვაქცინა იქნება. თუ ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს ბიზნესში, მე ნუ მთხოვთ პასუხს, რომ ვიღაცა ბიზნესმენმა ვერ გათვალა. ჩვენ გავთვალეთ კარგად, სახელმწიფოს უნდოდა 2.5-ჯერ მეტი ვაქცინა, შემოვიტანეთ და ავცერით ყველა მსურველი მაღალი რისკის ჯგუფიდან“, - განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძემ გარდაცვალების შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა ამდენი ადამიანი ხდება ავად, ყოველთვის აღმოჩნდება რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანი, რომელიც გვიან მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა ხდება.

"საბედნიეროდ, წელს ეს არის ჯერჯერობით 2 შემთხვევა და იმედი გვაქვს, რომ მეტი არ იქნება იმიტომ, რომ წამყვანი ვირუსი არის B ტიპის ვირუსი, რომელზეც იმუნინეტი მეტად გვაქვს, ვიდრე A ტიპის ვირუსზე, მითუმეტეს A ტიპის H1 ვირუსზე, რომელიც 2009 წლიდან დადის დედამიწაზე და მარტივად ვართ ამთვისებლები“, - განაცხადა იმნაძემ.

"დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით" - საპატრიარქოს განცხადება

"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტიდან 4 პირი არასრულწლოვანია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"