სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალმა აღმოაჩინა, რომ მისი "საიდუმლო სანტა" ბილ გეითსია - მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უცნობს 36 კილოგრამი საჩუქრები გაუგზავნა
ქალმა აღმოაჩინა, რომ მისი "საიდუმლო სანტა" ბილ გეითსია - მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უცნობს 36 კილოგრამი საჩუქრები გაუგზავნა

რას იტყვით, ბილ გე­ით­სი რომ თქვე­ნი სან­ტა აღ­მოჩ­ნდეს? რო­გორ სა­ჩუ­ქარს ელით მის­გან? სო­ცი­ა­ლურ ქსელ Reddit-ის მი­ჩი­გა­ნე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იღ­ბალს არ უჩი­ვის, რად­გა­ნაც მისი სა­ი­დუმ­ლო სან­ტა სწო­რედ Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბილ გე­ით­სი აღ­მოჩ­ნდა.

ქალი, სა­ხე­ლად შელ­ბი, RedditGifts.com-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ "სა­ი­დუმ­ლო სან­ტას“ უკვე წლე­ბია თა­მა­შობს. წელს კი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან მი­ი­ღო. სა­სა­ჩუქ­რე ყუთი, რო­მე­ლიც ბილ გე­ითსმა გა­მო­უგ­ზავ­ნა, 36 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და.

შელ­ბის თქმით, იცო­და, რომ "სა­ი­დუმ­ლო სან­ტას" ბილ გე­ით­სიც თა­მა­შობ­და და ყო­ველ­თვის ფიქ­რობ­და, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და თუ თა­ვად აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ბი­ლის სან­ტა და კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, თუ ბილ გე­ით­სი იქ­ნე­ბო­და მისი "სა­ი­დუმ­ლო სან­ტა".

მი­ლი­არ­დე­ლი ფი­ლან­თრო­პი "რე­დი­თის“ სა­ი­დუმ­ლო სან­ტას თა­მაშ­ში ხუთ წელ­ზე მე­ტია ჩარ­თუ­ლია და ამ­ბობს, რომ ცდი­ლობს პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­ჩუქ­რე­ბი შე­არ­ჩი­ოს და მათ ყო­ველ­თვის თა­მაშ­ში ჩარ­თულ მომ­ხმა­რე­ბელ­თა მიერ შევ­სე­ბუ­ლი კი­თხვა­რის მი­ხედ­ვით ყი­დუ­ლობს.

ბილ გე­ით­სის სა­სა­ჩუქ­რე ყუთი იმ­დე­ნად დიდი და მძი­მე იყო, რომ მან­ქა­ნა­ში ვერ ჩა­ე­ტია, ამი­ტო­მაც შელ­ბიმ და მის­მა ქმარ­მა ყუთი გახ­სნეს, სა­ჩუქ­რე­ბი გა­და­ა­ნა­წი­ლეს და სახ­ლში ასე წა­ი­ღეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ 2019 წლის მარ­ტში შელ­ბის დედა გარ­და­ეც­ვა­ლა, ბილ გე­ითსმა კი, გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის სა­ხელ­ზე ამე­რი­კის გუ­ლის ასო­ცი­ა­ცი­ას თან­ხა შეს­წი­რა. შელ­ბი ამ­ბობს, რომ ეს მის­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რია.

შელ­ბი გვი­ზი­ა­რებს ზო­გი­ერთ სა­ჩუ­ქარს, რო­მე­ლიც ყუთ­ში აღ­მოჩ­ნდა:

  • 2019 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის კო­ლექ­ცია, რო­მელ­თა წა­კი­თხვა­საც ბილ გე­ით­სი უწევს რე­კო­მენ­და­ცი­ას.
  • "ჰარი პო­ტე­რის" თე­მით ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი სან­ტა კლა­უ­სის ქუდი.
  • ჰი­ლი­ან შილ­დის სა­ყუ­რე­ე­ბი, რო­მე­ლიც "ლე­გენ­და ზელ­დას“ თე­მის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა.
  • "ლე­გენ­და ზელ­დას“ თე­მა­ზე­ვე, ხე­ლით შექ­მნი­ლი პლე­დი.
  • ბუდე-ჰა­მა­კი
  • ტკბი­ლე­უ­ლი - ნუ­შის კან­ფე­ტე­ბი, სი­ეტ­ლის შო­კო­ლა­დი, ჟე­ლეს კან­ფე­ტე­ბი.
  • შვი­დი შეკ­ვრა ნამ­ცხვა­რი.
  • სა­თა­მა­შო­ე­ბი შელ­ბის კა­ტის­თვის, ემის­თვის.
  • სა­თა­მა­შო­ე­ბი ლო­გი­კის გა­სა­ვარ­ჯი­შებ­ლად. სა­თა­მა­შო­ე­ბის მთა­ვა­რი თემა კა­ტე­ბია.
  • მუ­ყა­ოსყდი­ა­ნი რვა წიგ­ნი.
  • "დიდი გეთსბის“ ხელ­ნა­წე­რის ასლი.
  • სან­თლე­ბი წარ­წე­რით "დიდი გეთსბის­გან“
  • ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ლე­გოს ორი სა­თა­მა­შო - ერ­თით ჰარი პო­ტე­რის სა­სახ­ლე იგე­ბა, მე­ო­რე­თი კი ვარ­სკვლა­ვუ­რი ომე­ბის ერთ-ერთი სცე­ნა.
  • სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ "Twin Peaks"-ის თე­მით შთა­გო­ნე­ბუ­ლი სა­მო­სი - მა­ი­სუ­რი, ჟა­კე­ტი, სვი­ტე­რი, რო­მელ­ზეც შოუს გმი­რე­ბის ფო­ტო­ე­ბია დაპ­რინ­ტუ­ლი, ასე­ვე, რე­ჟი­სორ ჯო­ნა­თან სენ­გე­რის წიგ­ნი და შოუს მე­ო­რე სე­ზო­ნის სცე­ნა­რი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაგი
6

ერთი კილო დოლარი გამოეგზავნა...

levani
16

კარგია, მისაბაძია, მაგრამ გაცილებით მეტი საჩუქარი გამიკეთებია ხმაურის გარეშე. ბილ გეიტს არ ეკადრება ჰაიპინგი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ქალმა აღმოაჩინა, რომ მისი "საიდუმლო სანტა" ბილ გეითსია - მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უცნობს 36 კილოგრამი საჩუქრები გაუგზავნა

ქალმა აღმოაჩინა, რომ მისი "საიდუმლო სანტა" ბილ გეითსია - მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უცნობს 36 კილოგრამი საჩუქრები გაუგზავნა

რას იტყვით, ბილ გეითსი რომ თქვენი სანტა აღმოჩნდეს? როგორ საჩუქარს ელით მისგან? სოციალურ ქსელ Reddit-ის მიჩიგანელი მომხმარებელი იღბალს არ უჩივის, რადგანაც მისი საიდუმლო სანტა სწორედ Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი აღმოჩნდა.

ქალი, სახელად შელბი, RedditGifts.com-ის მიერ ორგანიზებულ "საიდუმლო სანტას“ უკვე წლებია თამაშობს. წელს კი, განსაკუთრებული საჩუქარი განსაკუთრებული ადამიანისგან მიიღო. სასაჩუქრე ყუთი, რომელიც ბილ გეითსმა გამოუგზავნა, 36 კილოგრამს იწონიდა.

შელბის თქმით, იცოდა, რომ "საიდუმლო სანტას" ბილ გეითსიც თამაშობდა და ყოველთვის ფიქრობდა, საინტერესო იქნებოდა თუ თავად აღმოჩნდებოდა ბილის სანტა და კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ბილ გეითსი იქნებოდა მისი "საიდუმლო სანტა".

მილიარდელი ფილანთროპი "რედითის“ საიდუმლო სანტას თამაშში ხუთ წელზე მეტია ჩართულია და ამბობს, რომ ცდილობს პიროვნების შესაბამისი საჩუქრები შეარჩიოს და მათ ყოველთვის თამაშში ჩართულ მომხმარებელთა მიერ შევსებული კითხვარის მიხედვით ყიდულობს.

ბილ გეითსის სასაჩუქრე ყუთი იმდენად დიდი და მძიმე იყო, რომ მანქანაში ვერ ჩაეტია, ამიტომაც შელბიმ და მისმა ქმარმა ყუთი გახსნეს, საჩუქრები გადაანაწილეს და სახლში ასე წაიღეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის მარტში შელბის დედა გარდაეცვალა, ბილ გეითსმა კი, გარდაცვლილი ქალის სახელზე ამერიკის გულის ასოციაციას თანხა შესწირა. შელბი ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.

შელბი გვიზიარებს ზოგიერთ საჩუქარს, რომელიც ყუთში აღმოჩნდა:

  • 2019 წელს გამოქვეყნებული წიგნების კოლექცია, რომელთა წაკითხვასაც ბილ გეითსი უწევს რეკომენდაციას.
  • "ჰარი პოტერის" თემით ინსპირირებული სანტა კლაუსის ქუდი.
  • ჰილიან შილდის საყურეები, რომელიც "ლეგენდა ზელდას“ თემის მიხედვით შეიქმნა.
  • "ლეგენდა ზელდას“ თემაზევე, ხელით შექმნილი პლედი.
  • ბუდე-ჰამაკი
  • ტკბილეული - ნუშის კანფეტები, სიეტლის შოკოლადი, ჟელეს კანფეტები.
  • შვიდი შეკვრა ნამცხვარი.
  • სათამაშოები შელბის კატისთვის, ემისთვის.
  • სათამაშოები ლოგიკის გასავარჯიშებლად. სათამაშოების მთავარი თემა კატებია.
  • მუყაოსყდიანი რვა წიგნი.
  • "დიდი გეთსბის“ ხელნაწერის ასლი.
  • სანთლები წარწერით "დიდი გეთსბისგან“
  • ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ლეგოს ორი სათამაშო - ერთით ჰარი პოტერის სასახლე იგება, მეორეთი კი ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი სცენა.
  • სატელევიზიო შოუ "Twin Peaks"-ის თემით შთაგონებული სამოსი - მაისური, ჟაკეტი, სვიტერი, რომელზეც შოუს გმირების ფოტოებია დაპრინტული, ასევე, რეჟისორ ჯონათან სენგერის წიგნი და შოუს მეორე სეზონის სცენარი.

"არის საშიშროება" - რატომ არ ეთანხმება Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი სკოლების გახსნას?

უკრაინაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი მძევლად აიყვანა - რას ედავებიან თავდამსხმელს?

როგორ გამოიყურება "ნოტრ-დამი" ხანძრის შემდეგ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები