სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილის "მედიაჯალათი" - ვინ არიან ადამიანები, ვინც ქართული მედია უნდა გააკრიტიკოს და რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები
"ბიძინა ივანიშვილის "მედიაჯალათი" - ვინ არიან ადამიანები, ვინც ქართული მედია უნდა გააკრიტიკოს და რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტის გა­საკ­რი­ტი­კებ­ლად, ნო­ემ­ბრის ბო­ლოს პლატ­ფორ­მა "მე­დი­აკ­რი­ტი­კა" შე­იქ­მნა.

იმან რომ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა და­ფუძნ­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ბა­ზა­ზე, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ირ­ჩევს და პარ­ლა­მენ­ტი 6 წლის ვა­დით ამ­ტკი­ცებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ შექ­მნის ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლებ­ზე კრი­ტი­კულ რე­ცენ­ზი­ებს და ვინ შე­ეც­დე­ბა მე­დი­ა­გა­რე­მოს გა­ჯან­სა­ღე­ბას, "მე­დი­აკ­რი­ტი­კის" Facebook-გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი­დან ვი­გებთ. ეს სა­ხე­ე­ბი არი­ან:

  • ზვი­ად ავა­ლი­ა­ნი - „ობი­ექ­ტი­ვის“ წამ­ყვა­ნი;
  • რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი - „იმე­დის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე;
  • ია ან­თა­ძე - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი (თუმ­ცა, ან­თა­ძემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, რომ უშუ­ა­ლოდ მა­სა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ში არ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მხო­ლოდ ვი­დე­ორ­გოლ­ში გა­მოჩ­ნდა);
  • შო­რე­ნა შა­ვერ­დაშ­ვი­ლი - „ლი­ბე­რა­ლის“ მფლო­ბე­ლი;
  • ბასა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის რა­დი­ოს გა­და­ცე­მა „სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბის“ ავ­ტო­რი და "პირ­ველ არხზე" გა­და­ცე­მა "ნა­შუ­ა­დღევს" ერთ-ერთი სექ­ცი­ის წამ­ყვა­ნი;
  • ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი - ფი­ლო­სო­ფო­სი;
  • და­ვით კა­კა­ბა­ძე - კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის მე­დი­ა­ა­კა­დე­მი­ის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი;

"რას წე­რენ? რას ამ­ბო­ბენ? რას გად­მოს­ცე­მენ? რო­გორ აშუ­ქე­ბენ? ხში­რად გვეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წუ­ხი­ლი. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნიშ­ნავს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე" - გვე­უბ­ნე­ბა ბასა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი ვი­დე­ორ­გოლ­ში.

რა საფრ­თხე­ებს ხე­და­ვენ ექ­სპერ­ტე­ბი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ბა­ზა­ზე შექ­მნილ პლატ­ფორ­მა­ში? - ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ რამ­დე­ნი­მე რეს­პონ­დენტს მი­მარ­თა.

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მგე­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ მე­დი­აკ­რი­ტი­კა კარ­გია, თუმ­ცა ის, რომ მას ქმნის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია, ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას უჩენს:

"ჩვენ არ ვფიქ­რობთ, რომ დღე­ვან­დე­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია, იყო ან არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. იქ ადა­მი­ა­ნე­ბი ირ­ჩე­ოდ­ნენ და ინიშ­ნე­ბოდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ამი­ტომ, რო­დე­საც მე­დი­აკ­რი­ტი­კას, მე­დი­ის ში­ნა­არსზე კონ­კრე­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას იწყებს ინ­სტი­ტუ­ცია, რომ­ლის მი­მარ­თაც მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის კუ­თხით გვაქვს ეჭ­ვე­ბი, არ არის კარ­გი და ეს არ არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის საქ­მე.

იმი­ტომ, რომ ში­ნა­არ­სის კონ­ტრო­ლი, ში­ნა­არ­სის შეს­წავ­ლა დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, არ არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის პრე­რო­გა­ტი­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ამას არ ვუ­ყუ­რებთ, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბავს და გარ­კვე­ულ საფრ­თხეს ვხე­დავთ, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში აქვს სურ­ვი­ლი, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს რა­ი­მე სა­ხით, თუნ­დაც დიდი დო­ზით კრი­ტი­კით, კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­აპ­რო­დუქ­ტის შექ­მნა­ზე.

მო­ლო­დი­ნიც გვაქვს, რომ ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან ლო­ი­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მე­დი­ე­ბის მი­მართ და უფრო კრი­ტი­კულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს გა­აკ­რი­ტი­კე­ბენ" - გან­მარ­ტა გი­ორ­გი მგე­ლა­ძემ.

"მე­დი­ა­ჯა­ლა­თი" - ასე მო­იხ­სე­ნია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­აც და მისი პრო­ექ­ტიც ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო ჯან­გი­რაშ­ვილ­მა.

"მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს კა­ნო­ნი ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ უდ­გენს ჩარ­ჩო­ებს, რა უნდა გა­ა­კე­თოს მან. ეს პლატ­ფორ­მა, რაც კო­მი­სი­ამ შექ­მნა სი­ნამ­დვი­ლე­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მის მი­სი­ას. სა­ბო­ლო­ოდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი იქით მი­დის, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის „მე­დი­ა­ჯა­ლა­თი“ და ამ ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს ახლა.

"ობი­ექ­ტი­ვის" წამ­ყვა­ნი რომ დაჯ­დე­ბა და მე რომ გა­მაკ­რი­ტი­კებს, ეგ ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ ვინც არ უნდა იყოს და სულ რომ ან­გე­ლოზ­თა დასი დას­ვას იქ, ეს არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის­თვის შე­უ­სა­ბა­მო საქ­მი­ა­ნო­ბა.

კახა ბე­ქა­უ­რი იმ­დენს აკე­თებს, რომ სია რომ დგე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­სა და პრო­კუ­რო­რე­ბის, რომ­ლი­თაც შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა­ვენ, რომ მათ­ზე სან­ქცი­ე­ბი და­წეს­დეს, ბო­ლოს მო­ვი­თხოვთ, რომ ესეც შე­იყ­ვა­ნონ ამ სი­ა­ში. ჯამ­ში ის არის მე­დი­ა­ჯა­ლა­თი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც უნდა შე­ა­ფა­სოს, რო­გორც მე­დი­ა­ჯა­ლა­თი.

ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მე­დი­ე­ბის და ივა­ნიშ­ვი­ლის ჯი­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის კრი­ტი­კა ძა­ლი­ან არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ერთი რომ კა­ნონ­თან შე­უ­სა­ბა­მოა, რა­საც აკე­თებს კახა ბე­ქა­უ­რი ამ თა­ვის პლატ­ფორ­მას და მე­ო­რე, რომც იყოს კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სი, პერ­სო­ნა­ლია იქ ისე­თი და ისე­თი ხალ­ხია შერ­ჩე­უ­ლი, რომ ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა. შე­ირჩნენ "ქო­ცუ­რი" კრი­ტე­რი­უ­მე­ბით. ვინც არის ქოცი, შე­არ­ჩი­ეს ისი­ნი" - გა­ნუ­მარ­ტა AMBEBI.GE-ს ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო ჯან­გი­რაშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტი­კის რე­სურსცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­თია კუპ­რაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე ერე­ვა მე­დი­ის ში­ნა­არსში და მე­დი­აკ­რი­ტი­კის შექ­მნით, მას ახა­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამს:

"ჩემი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სჭირ­დე­ბა არა­ნა­ი­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა და ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა იმის­თვის, რომ მე­დი­ის ში­ნა­არსში შე­მო­იჭ­რას თუ მას ამ­გვა­რი ნება აქვს. ამას ის უკვე აკე­თებს. ეს გა­უ­კე­თე­ბია არა­ერ­თხელ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ამის უფ­ლე­ბა არ აქვს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას.

მა­გა­ლი­თად, ამ წუ­თას მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სი სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნი მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და ამ საქ­მე­ში ერთ-ერთ მთა­ვარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად დევს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის მიერ და­წე­რი­ლი წე­რი­ლი ჩვენს მე­დი­აპ­რო­დუქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

"მე­დი­აკ­რი­ტი­კამ" მო­მა­ვალ­ში რა­ტომ უნდა შე­მა­ში­ნოს, რო­დე­საც უკვე პრაქ­ტი­კა­ში მაქვს ის, რა­ზეც მო­მა­ვალ­ში ჰი­პო­თე­ტუ­რად სა­უბ­რობს ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი?" - გა­ნა­ცხა­და ნა­თია კუპ­რაშ­ვილ­მა.

"მე­დი­აკ­რი­ტი­კის" ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი ექ­სპერ­ტე­ბის გარ­და, რო­გორც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ონ­ლა­ინ-პლატ­ფორ­მა მზა­დაა ითა­ნამ­შრომ­ლოს ყვე­ლას­თან, ვინც გა­ი­ზი­ა­რებს მე­დი­აკ­რი­ტი­კის სა­რე­დაქ­ციო კო­დექსს, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტი­კის უმ­თავ­რე­სი პრინ­ცი­პე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

"მე­დი­აკ­რი­ტი­კის" ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა შო­რე­ნა შა­ვერ­დაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ავ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც კრი­ტი­კულ მა­სა­ლებს მო­ამ­ზა­დე­ბენ, შე­უძ­ლი­ათ დის­ტან­ცი­რე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გავ­ლე­ნის­გან, არა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, არა­მედ სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­გა­ნაც:

"ჩვენს მე­დი­ა­სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც არის უკი­დუ­რე­სად პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ბევ­რია ყალ­ბი და ტყუ­ი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ბევ­რია სპე­კუ­ლა­ცია და მოვ­ლე­ნე­ბის ზე­და­პი­რუ­ლად გა­შუ­ქე­ბა. ვფიქ­რობ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­სა და სხვა­დას­ხვა მე­დია პრო­დუქ­ტებ­ზე ისა­უბ­რებს ობი­ექ­ტუ­რო­ბის პრე­ტენ­ზი­ით, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად და კო­რექ­ტუ­ლად.

რაც უფრო მე­ტად ილა­პა­რა­კე­ბენ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­დი­ის შე­სა­ხებ და მე­ტად თვითკრი­ტი­კუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, ვფიქ­რობ, რომ უფრო მე­ტად წა­ად­გე­ბა ჩვენს მე­დი­ა­სივ­რცეს და უფრო მე­ტად გა­ჯან­საღ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი. ეს იქ­ნე­ბა კარ­გი შე­ნა­ძე­ნი მე­დია სივ­რცის­თვის. ჩემი რწმე­ნა ასე­თია იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვინც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ამ პრო­ექ­ტში და იმ პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ­ლებ­საც ვი­ზი­ა­რებთ და რომ­ლის­გა­ნაც შედ­გე­ბა ამ პლატ­ფორ­მის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა.

რო­დე­საც ჩვენ გავ­ლე­ნებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ყვე­ლას ჰგო­ნია სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გავ­ლე­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი და მე მგო­ნია, რომ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი უნდა ვა­ხერ­ხებ­დეთ დის­ტან­ცი­რე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის გავ­ლე­ნის­გან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კრი­ტი­კუ­ლე­ბი ვი­ყოთ ყვე­ლაფ­რის მი­მართ და არა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ“ - გა­ნა­ცხა­და შა­ვერ­დაშ­ვილ­მა.

AMBEBI.GE-სთვის გა­მოგ­ზავ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია გან­მარ­ტავს, რომ ახა­ლი ვებ-პლატ­ფორ­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის მე­დი­ა­ა­კა­დე­მი­ამ ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით შექ­მნა და ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­ფე­სი­ულ და კვა­ლი­ფი­ცი­ურ, მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ მე­დი­აკ­რი­ტი­კას სთა­ვა­ზობს.

"მე­დი­აკ­რი­ტი­კის ონ­ლა­ინ-პლატ­ფორ­მის მი­ზა­ნი, ინ­ფორ­მა­ცი­ის კრი­ტი­კუ­ლი აღ­ქმის და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­აზ­რე­ბუ­ლი და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ხელ­შე­წყო­ბაა. Mediacritic.ge ასე­ვე ხელს შე­უ­წყობს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და პრო­დი­უ­სე­რე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და და­ეხ­მა­რე­ბა მე­დი­ას, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მე­დი­აპ­რო­დუქ­ტის შექ­მნა­ში“ - ნათ­ქვა­მია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი კი­თხვე­ბი არ არ­სე­ბობს.

"მე­დი­ა­ა­კა­დე­მია არის ააიპ, რო­მე­ლიც და­ა­ფუძნა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ. მათ, ვინც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას, შე­ვახ­სე­ნებთ, რომ კო­მი­სია არ ფი­ნანსდე­ბა ბი­უ­ჯე­ტი­დან და არის სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უწყე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ თე­მა­ზე ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი. მე­დი­აკ­რი­ტი­კა არის მე­დი­ა­ა­კა­დე­მი­ის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა და ფი­ნანსდე­ბა აკა­დე­მი­ის ბი­უ­ჯე­ტი­დან".

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ა­ა­კა­დე­მი­ის 2019 წლის ბი­უ­ჯე­ტი - 2 469 673 ლარი იყო.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
16

(გასაოცარი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებააა...)

ჰმ
73

შორენა შავერდაშვილი, ზაზა ფირალიშვილი და ბასა ყოფილან თურმე მედია ჯალათები და ნიკა გვარამია თავისუფალი სიტყვის ქომაგი.... მართლა ჯანგირაშვილი ხარ რა!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილის "მედიაჯალათი" - ვინ არიან ადამიანები, ვინც ქართული მედია უნდა გააკრიტიკოს და რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

"ბიძინა ივანიშვილის "მედიაჯალათი" - ვინ არიან ადამიანები, ვინც ქართული მედია უნდა გააკრიტიკოს და რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

ქართულ მედიასივრცეში შექმნილი პროდუქტის გასაკრიტიკებლად, ნოემბრის ბოლოს პლატფორმა "მედიაკრიტიკა" შეიქმნა.

იმან რომ, აღნიშნული პლატფორმა დაფუძნდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბაზაზე, რომლის შემადგენლობასაც საქართველოს პრეზიდენტი ირჩევს და პარლამენტი 6 წლის ვადით ამტკიცებს, საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და არასამთავრობოების კრიტიკა დაიმსახურა.

ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ შექმნის ქართველი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ მასალებზე კრიტიკულ რეცენზიებს და ვინ შეეცდება მედიაგარემოს გაჯანსაღებას, "მედიაკრიტიკის" Facebook-გვერდზე გავრცელებული ვიდეორგოლიდან ვიგებთ. ეს სახეები არიან:

  • ზვიად ავალიანი - „ობიექტივის“ წამყვანი;
  • რევაზ საყევარიშვილი - „იმედის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე;
  • ია ანთაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი (თუმცა, ანთაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ უშუალოდ მასალების შეფასებასა და გამოქვეყნებაში არ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ ვიდეორგოლში გამოჩნდა);
  • შორენა შავერდაშვილი - „ლიბერალის“ მფლობელი;
  • ბასა ჯანიკაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს გადაცემა „საუკეთესო წიგნების“ ავტორი და "პირველ არხზე" გადაცემა "ნაშუადღევს" ერთ-ერთი სექციის წამყვანი;
  • ზაზა ფირალიშვილი - ფილოსოფოსი;
  • დავით კაკაბაძე - კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის პროგრამის ხელმძღვანელი;

"რას წერენ? რას ამბობენ? რას გადმოსცემენ? როგორ აშუქებენ? ხშირად გვესმის საზოგადოების წუხილი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მედიის თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე" - გვეუბნება ბასა ჯანიკაშვილი ვიდეორგოლში.

რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები მარეგულირებელი კომისიის ბაზაზე შექმნილ პლატფორმაში? - ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ რამდენიმე რესპონდენტს მიმართა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ მედიაკრიტიკა კარგია, თუმცა ის, რომ მას ქმნის მარეგულირებელი კომისია, ჟურნალისტებს მიკერძოებულობის შეგრძნებას უჩენს:

"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ დღევანდელი მარეგულირებელი კომისია, იყო ან არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი. იქ ადამიანები ირჩეოდნენ და ინიშნებოდნენ ხელისუფლების გავლენების შესაბამისად. ამიტომ, როდესაც მედიაკრიტიკას, მედიის შინაარსზე კონკრეტული მოსაზრებების გამოქვეყნებას იწყებს ინსტიტუცია, რომლის მიმართაც მიუკერძოებლობის კუთხით გვაქვს ეჭვები, არ არის კარგი და ეს არ არის კომუნიკაციების კომისიის საქმე.

იმიტომ, რომ შინაარსის კონტროლი, შინაარსის შესწავლა დღევანდელი კანონმდებლობით, არ არის კომუნიკაციების კომისიის პრეროგატივა. შესაბამისად, ამას არ ვუყურებთ, როგორც ჩვეულებრივ ამბავს და გარკვეულ საფრთხეს ვხედავთ, რომ კომუნიკაციების კომისიას ამ პროექტის ფარგლებში აქვს სურვილი, გავლენა მოახდინოს რაიმე სახით, თუნდაც დიდი დოზით კრიტიკით, კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ კონკრეტული მედიაპროდუქტის შექმნაზე.

მოლოდინიც გვაქვს, რომ ისინი იქნებიან ლოიალური ხელისუფლების მხარდამჭერი მედიების მიმართ და უფრო კრიტიკულ მედიასაშუალებებს გააკრიტიკებენ" - განმარტა გიორგი მგელაძემ.

"მედიაჯალათი" - ასე მოიხსენია კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც და მისი პროექტიც ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა.

"მარეგულირებელს კანონი ძალიან მკაფიოდ უდგენს ჩარჩოებს, რა უნდა გააკეთოს მან. ეს პლატფორმა, რაც კომისიამ შექმნა სინამდვილეში აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მის მისიას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი იქით მიდის, რომ კომუნიკაციების კომისია არის ბიძინა ივანიშვილის „მედიაჯალათი“ და ამ ფუნქციას ასრულებს ახლა.

"ობიექტივის" წამყვანი რომ დაჯდება და მე რომ გამაკრიტიკებს, ეგ ძალიან სასაცილოა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს და სულ რომ ანგელოზთა დასი დასვას იქ, ეს არის კომუნიკაციების კომისიისთვის შეუსაბამო საქმიანობა.

კახა ბექაური იმდენს აკეთებს, რომ სია რომ დგება, პოლიტიკურად მოტივირებული მოსამართლეებისა და პროკურორების, რომლითაც შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ, რომ მათზე სანქციები დაწესდეს, ბოლოს მოვითხოვთ, რომ ესეც შეიყვანონ ამ სიაში. ჯამში ის არის მედიაჯალათი და საერთაშორისო საზოგადოებამაც უნდა შეაფასოს, როგორც მედიაჯალათი.

ივანიშვილის დაფინანსებული მედიების და ივანიშვილის ჯიბის ჟურნალისტებისა და ექსპერტების კრიტიკა ძალიან არ მაინტერესებს. ერთი რომ კანონთან შეუსაბამოა, რასაც აკეთებს კახა ბექაური ამ თავის პლატფორმას და მეორე, რომც იყოს კანონთან შესაბამისი, პერსონალია იქ ისეთი და ისეთი ხალხია შერჩეული, რომ ძალიან სასაცილოა. შეირჩნენ "ქოცური" კრიტერიუმებით. ვინც არის ქოცი, შეარჩიეს ისინი" - განუმარტა AMBEBI.GE-ს ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი გვეუბნება, რომ ხელისუფლება უკვე ერევა მედიის შინაარსში და მედიაკრიტიკის შექმნით, მას ახალი არაფერი უთქვამს:

"ჩემი აზრით, ხელისუფლებას არ სჭირდება არანაირი საკანონმდებლო ცვლილება და ახალი ინიციატივა იმისთვის, რომ მედიის შინაარსში შემოიჭრას თუ მას ამგვარი ნება აქვს. ამას ის უკვე აკეთებს. ეს გაუკეთებია არაერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ამის უფლება არ აქვს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

მაგალითად, ამ წუთას მიმდინარეობს პროცესი სასამართლოში ჩვენი მედიაორგანიზაციის წინააღმდეგ და ამ საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად დევს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაწერილი წერილი ჩვენს მედიაპროდუქტთან დაკავშირებით.

"მედიაკრიტიკამ" მომავალში რატომ უნდა შემაშინოს, როდესაც უკვე პრაქტიკაში მაქვს ის, რაზეც მომავალში ჰიპოთეტურად საუბრობს ზოგიერთი ექსპერტი?" - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

"მედიაკრიტიკის" ზემოთჩამოთვლილი ექსპერტების გარდა, როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, ონლაინ-პლატფორმა მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც გაიზიარებს მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსს, რომელიც ჟურნალისტიკის უმთავრესი პრინციპების საფუძველზეა მომზადებული.

"მედიაკრიტიკის" ერთ-ერთმა ავტორმა შორენა შავერდაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ავტორებს, რომლებიც კრიტიკულ მასალებს მოამზადებენ, შეუძლიათ დისტანცირება ნებისმიერი სახის გავლენისგან, არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგანაც:

"ჩვენს მედიასივრცეში, რომელიც არის უკიდურესად პოლარიზებული, ძალიან ბევრია ყალბი და ტყუილი ინფორმაცია, ბევრია სპეკულაცია და მოვლენების ზედაპირულად გაშუქება. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც მედიაში მიმდინარე პროცესებსა და სხვადასხვა მედია პროდუქტებზე ისაუბრებს ობიექტურობის პრეტენზიით, კეთილსინდისიერად და კორექტულად.

რაც უფრო მეტად ილაპარაკებენ მედიის წარმომადგენლები მედიის შესახებ და მეტად თვითკრიტიკულები ვიქნებით, ვფიქრობ, რომ უფრო მეტად წაადგება ჩვენს მედიასივრცეს და უფრო მეტად გაჯანსაღდება პროცესები. ეს იქნება კარგი შენაძენი მედია სივრცისთვის. ჩემი რწმენა ასეთია იმ ადამიანებიდან გამომდინარე, ვინც ჩართულები არიან ამ პროექტში და იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომლებსაც ვიზიარებთ და რომლისგანაც შედგება ამ პლატფორმის სარედაქციო პოლიტიკა.

როდესაც ჩვენ გავლენებზე ვსაუბრობთ, ყველას ჰგონია სახელისუფლებო გავლენებზე საუბარი და მე მგონია, რომ მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები უნდა ვახერხებდეთ დისტანცირებას ნებისმიერი ტიპის გავლენისგან. მნიშვნელოვანია კრიტიკულები ვიყოთ ყველაფრის მიმართ და არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ“ - განაცხადა შავერდაშვილმა.

AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში მარეგულირებელი კომისია განმარტავს, რომ ახალი ვებ-პლატფორმა კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნა და ის საზოგადოებას პროფესიულ და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას სთავაზობს.

"მედიაკრიტიკის ონლაინ-პლატფორმის მიზანი, ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა. Mediacritic.ge ასევე ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების პროფესიულ განვითარებას და დაეხმარება მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის შექმნაში“ - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება აღნიშნული პლატფორმის დაფინანსების საკითხს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განგვიმარტეს, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ არსებობს.

"მედიააკადემია არის ააიპ, რომელიც დააფუძნა კომუნიკაციების კომისიამ. მათ, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, შევახსენებთ, რომ კომისია არ ფინანსდება ბიუჯეტიდან და არის სრულიად დამოუკიდებელი უწყება. შესაბამისად, ამ თემაზე ინტერპრეტაციები არის არასერიოზული. მედიაკრიტიკა არის მედიააკადემიის ერთ-ერთი მიმართულება და ფინანსდება აკადემიის ბიუჯეტიდან".

ცნობისთვის, მედიააკადემიის 2019 წლის ბიუჯეტი - 2 469 673 ლარი იყო.

ტემპერატურა დასავლეთში 15 გრადუსამდე მოიმატებს - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 იანვრამდე

"თავი შეიკავეთ ირანის და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან" - საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აფრთხილებს

ბერა ივანიშვილის ვაჟი გაქრისტიანდა - ფოტოები ნათლობიდან