საქართველოს მასშტაბით 2083 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი 103 სკოლას ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ჯამში შტატიანი და შტატგარეშე 107 ფსიქოლოგია დასაქმებული, მათგან 34 შტატშია, 73 კი შტატგარეშედ მუშაობს.
ფსიქოლოგები ჰყავს დედაქალაქ თბილისის, ასევე იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლების ნაწილს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფსიქოლოგის შტატის არსებობა განისაზღვრება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების მოთხოვნიდან გამომდინარე - დაწესებულებაში მოსწავლის საჭიროების მიხედვით. რაც შეეხება ფსიქოლოგების ანაზღაურებას, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საათობრივად და შეადგენს საათში 12 ლარს.
მერე რატომ არ ყავთ? ინკლუზიური სწავლა ხომ შემოიღეს და უამრავი ბავშვი ყავთ ქცევის დარღვევით.
უნდა იყოს ორი აზრი არაა, მაგრამ ყველაზე კარგი ფსიქოლოგი მოზარდისთვის მისი მშობლებია და ყველაზე დიდი მხარდამჭერი ოჯახი. დღეს კი ტრენდად იქცა რაიმე შემთხვევა მოხდება და ყველას პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ გარდა ოჯახისა. მასწავლებელი, საზოგადოება, მეზობელი, ბიძაშვილი და ა. შ. იქნებ ასეთი რამეების გამოა, რომ მოზარდები აღარ განიხილავენ ოჯახს, როგორც დასაყრდენს, და მშბლებს ავტორიტეტებად, იქნებ იმიტომაა, რომ მოზარდები არ არიან მადლიერები მშობლების იმისთვის რასაც ისინი აკეთებენ შვილებისთვის, ვგულისხმობ მათ შრომას იმასაც, რომ ზუსტად მშობელია ის ვინც ცდილობს ნორმალური ცხოვრების პირობები შეუქმნას შვილებს თავის პირადული კეთილდღეობაზე უარის თქმის ხარჯზე. ოჯახის როლს უნდა გაესვას ხაზი და მშობებს უნდა შევუქმნათ ავტორიტეტი და არა ის რომ მარტო სკოლის, საზოგადოების, და პატრულის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და ა. შ. იმედზე უნდა იყოს მოზარდი თურმე. აი ესაა გამოსავალი და არა ის რასაც ვაკეთებთ.