პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ისრაელის სახლი“ ნინო სურგულაძის ფონდთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს
„ისრაელის სახლი“ ნინო სურგულაძის ფონდთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს

30 დე­კემ­ბერს, 20.00 სთ. სა­ქარ­თვე­ლო - ის­რა­ე­ლის ბიზ­ნეს­პა­ლა­ტა, „ის­რა­ე­ლის სახ­ლი“ და ნინო სურ­გუ­ლა­ძის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი - „ნატ­ვრის ხე“ თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო “WYNDHAM GRAND TBILISI”-ში საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მოს - „სი­ცო­ცხლი­სათ­ვის“ გა­მარ­თავს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის ბიზ­ნეს­პა­ლა­ტა, „ის­რა­ე­ლის სახ­ლი“.

სა­ღა­მო­ზე მოწ­ვე­ულ­ნი არი­ან სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი ის­რა­ე­ლი­დან - პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი და ბიზ­ნე­სე­ლი­ტის ორ­მოც­და­ა­თამ­დე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ის­რა­ე­ლის ბიზ­ნეს - კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლი­სის მერი და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, პირ­ვე­ლად ჩა­მო­დის ამ მას­შტა­ბის დე­ლე­გა­ცია ის­რა­ე­ლი­დან საქ­ველ­მო­მე­დო მიზ­ნე­ბის­თვის.

სა­ღა­მო­ზე მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მეცო - სოპ­რა­ნო ნინო სურ­გუ­ლა­ძე წარ­სდგე­ბა. მას აკო­პა­ნი­მენტს გა­უ­წევს პი­ა­ნის­ტი და კომ­პო­ზი­ტო­რი ნიკა ნიკ­ვაშ­ვი­ლი.

შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა ფონ­დი „ნატ­ვრის ხის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­ზე, რო­მელ­თაც სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

ნინო სურ­გუ­ლა­ძემ გა­სუ­ლი რვა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ოთხმო­ცამ­დე ბავ­შვს აჩუ­ქა სი­ცო­ცხლე, ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ფი­ნანსდა და ჩა­უ­ტარ­დათ ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ასე­ვე ფონდმა დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ათა­სამ­დე ოჯახს. ფონ­დის საქ­ველ­მოქ­მე­დო ნო­მერ­ზე დღემ­დე ხუ­თა­სი ათას­ზე მეტი ზა­რია შე­მო­სუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის ბიზ­ნეს­პა­ლა­ტა და „ის­რა­ე­ლის სახ­ლი“ „ნატ­ვრის ხის“ საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში თით­ქმის სის­ტე­მა­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს.

საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო სიმ­ბო­ლუ­რად, ებ­რა­უ­ლი სი­ნათ­ლი­სა და სი­კე­თის დღე­სას­წა­უ­ლის - ხა­ნუ­ქას ბოლო დღეს ჩა­ტარ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის ბიზ­ნეს­პა­ლა­ტა და „ის­რა­ე­ლის სახ­ლი“ ამ დღე­სას­წა­ულს უკვე მე­ო­თხედ მარ­თავს, მას­ში სხვა­დას­ხვა დროს მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ის­რა­ე­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რო­მელ­თა შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბიც მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას მოხ­მარ­და.

„ის­რა­ე­ლის სახ­ლის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის იციკ მო­შეს გან­ცხა­დე­ბით, საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი ის­რა­ე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის - პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. ასე­თი გან­წყო­ბა დიდი კა­პი­ტა­ლია ორი სა­ხელ­მწი­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რო­მე­ლიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მა­ღა­ლი დო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო წლებ­ში „ის­რა­ე­ლის სახ­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­და მთა­ვა­რი მი­სა­მარ­თი ის­რა­ე­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა თუ სხვა გავ­ლე­ნი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ე­ბის­თვის, რაც კი­დევ ერთხელ მოწ­მობს, რომ ისი­ნი მხარს უჭე­რენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კონ­ცეფ­ცი­ას - მა­ღა­ლი დო­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას. „ის­რა­ე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში დიდ­მა წარ­მა­ტე­ბა­მაც - 30%-იან­მა ზრდამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ორი სა­ხელ­მწი­ფოს კავ­ში­რებ­ში პო­ტენ­ცი­ა­ლი ძა­ლი­ან დი­დია და ეს შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა სფე­რო­ზე აი­სა­ხოს. მო­მა­ვალ წლი­დან ის­რა­ე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და­ი­წყებს ახა­ლი ძა­ლე­ბით, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ორ­მხრი­ვი კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მოს, ის­რა­ე­ლის მხა­რის­თვის ეს გახ­დე­ბა 2019 წლის შე­ჯა­მე­ბაა და მზა­დე­ბა 2020-თვის.

ის­რა­ელ­ში არის დიდი კე­თილ­გან­წყო­ბა და ის­რა­ე­ლე­ლი წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მოს ჩა­ტა­რე­ბაც ნათ­ქვა­მის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­ა­თია“, - აცხა­დებს იციკ მოშე.

ნატ­ვრის ხის საქ­ველ­მოქ­მე­დო ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

სს თი­ბი­სი ბან­კი ა/ა GE18TB7276636080100005

საქ­ველ­მოქ­მე­დო ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი 09 01 900 999 ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლარი.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის:

ტელ: 555 12 60 70; 571 11 12 33

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

„ისრაელის სახლი“ ნინო სურგულაძის ფონდთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს

„ისრაელის სახლი“ ნინო სურგულაძის ფონდთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს

30 დეკემბერს, 20.00 სთ. საქართველო - ისრაელის ბიზნესპალატა, „ისრაელის სახლი“ და ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი - „ნატვრის ხე“ თბილისში, სასტუმრო “WYNDHAM GRAND TBILISI”-ში საქველმოქმედო საღამოს - „სიცოცხლისათვის“ გამართავს.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, „ისრაელის სახლი“.

საღამოზე მოწვეულნი არიან საპატიო სტუმრები ისრაელიდან - პარლამენტარები, პოლიტიკური და ბიზნესელიტის ორმოცდაათამდე წარმომადგენელი. ისრაელის ბიზნეს - კომპანიები საქართველოში, თბილისის მერი და პარლამენტარები.

საქართველოში, პირველად ჩამოდის ამ მასშტაბის დელეგაცია ისრაელიდან საქველმომედო მიზნებისთვის.

საღამოზე მსოფლიოში აღიარებული მეცო - სოპრანო ნინო სურგულაძე წარსდგება. მას აკოპანიმენტს გაუწევს პიანისტი და კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი.

შემოსული თანხებით განხორციელდება დახმარება ფონდი „ნატვრის ხის“ ბენეფიციარებზე, რომელთაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ.

ნინო სურგულაძემ გასული რვა საქველმოქმედო კონცერტით, საზოგადოების და მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით ოთხმოცამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. ასევე ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ ათასამდე ოჯახს. ფონდის საქველმოქმედო ნომერზე დღემდე ხუთასი ათასზე მეტი ზარია შემოსული.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო ღონისძიებებში თითქმის სისტემატიურად მონაწილეობს.

საქველმოქმედო საღამო სიმბოლურად, ებრაული სინათლისა და სიკეთის დღესასწაულის - ხანუქას ბოლო დღეს ჩატარდება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ ამ დღესასწაულს უკვე მეოთხედ მართავს, მასში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ისრაელელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, რომელთა შემოწირულობებიც მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობას მოხმარდა.

„ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის იციკ მოშეს განცხადებით, საქველმოქმედო საღამო საქართველოსადმი ისრაელის საზოგადოების - პოლიტიკური წრეების, ბიზნესისა და საზოგადო მოღვაწეების სოლიდარობის გამოხატულებაა. ასეთი განწყობა დიდი კაპიტალია ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში, რომელიც დაგვეხმარება მაღალი დონის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში „ისრაელის სახლი“ საქართველოში გახდა მთავარი მისამართი ისრაელელი პოლიტიკოსებისა თუ სხვა გავლენიანი მოღვაწეებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისინი მხარს უჭერენ ორგანიზაციის კონცეფციას - მაღალი დონის სახელმწიფოებრივი კავშირების დამყარებას. „ისრაელიდან საქართველოში ტურიზმის სფეროში დიდმა წარმატებამაც - 30%-იანმა ზრდამ დაგვანახა, რომ ორი სახელმწიფოს კავშირებში პოტენციალი ძალიან დიდია და ეს შეიძლება ყველა სფეროზე აისახოს. მომავალ წლიდან ისრაელი საქართველოსთან ურთიერთობას დაიწყებს ახალი ძალებით, რომელიც ორიენტირებულია ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე. რაც შეეხება საქველმოქმედო საღამოს, ისრაელის მხარისთვის ეს გახდება 2019 წლის შეჯამებაა და მზადება 2020-თვის.

ისრაელში არის დიდი კეთილგანწყობა და ისრაელელი წამყვანი ფიგურების მონაწილეობით საქველმოქმედო საღამოს ჩატარებაც ნათქვამის ნათელი მაგალიათია“, - აცხადებს იციკ მოშე.

ნატვრის ხის საქველმოქმედო ანგარიშის ნომერი:

სს თიბისი ბანკი ა/ა GE18TB7276636080100005

საქველმოქმედო ტელეფონის ნომერი 09 01 900 999 ზარის ღირებულება 1 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ტელ: 555 12 60 70; 571 11 12 33

26 დეკემბერს „ქართული ბრენდის დღე 2019“ გაიმართება

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომლის "ოჯახში ქათამიც კი მღერის" - ანა ქურთუბაძის ცხოვრება სცენაზე და სცენის მიღმა

კონსერვატორიაში ძველ როიალებს ახლით შეცვლიან - უნიკალური პროექტი, რომელსაც "ამბებს მიღმა" საზოგადოების დახმარებით განახორციელებს