პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის" - პატრიარქის ქადაგება აღსაყდრების საიუბილეო წირვაზე
"მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის" - პატრიარქის ქადაგება აღსაყდრების საიუბილეო წირვაზე

"ჩვე­ნი ერი ღვთი­სა­გან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია სიყ­ვა­რუ­ლით და ამ სიყ­ვა­რულს უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ. სიყ­ვა­რულ­ზე სი­ძულ­ვი­ლით არ უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ" - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პატ­რი­არ­ქის აღ­საყ­დრე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზე­ი­მო წირ­ვა-ლოც­ვა გა­ი­მარ­თა.

პატ­რი­არ­ქმა ქარ­თველ ერს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს ის­ტო­რი­უ­ლი დღეა.

"დღეს ნამ­დვი­ლად არის ის­ტო­რი­უ­ლი დღე, ეს არის ღვთის დიდი წყა­ლო­ბა, ღვთის მად­ლი, რო­მე­ლიც მოგვფი­ნა ჩვენ ყვე­ლას.

მად­ლო­ბე­ლი ვარ ღვთი­სა და ჩვე­ნი ერი­სა, რომ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ეს საქ­მე, ჩვე­ნი ერი ღვთი­სა­გან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია სიყ­ვა­რუ­ლით და ამ სიყ­ვა­რულს უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ. სიყ­ვა­რულ­ზე სი­ძულ­ვი­ლით არ უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ. მად­ლო­ბე­ლი ვარ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით “,- ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

25 დე­კემ­ბე­რი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის აღ­საყ­დრე­ბის დღეა. პატ­რი­არ­ქის აღ­საყ­დრე­ბი­დან დღეს 42 წელი შეს­რულ­და. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­დღე­სას­წა­უ­ლო საღმთო ლი­ტურ­გია სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში შეს­რულ­და.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ინ­ტრო­ნი­ზა­ცია 1977 წლის 25 დე­კემ­ბერს სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მოხ­და. მას სა­ხე­ლად ილია მე­ო­რე ეწო­და.

პატ­რი­არ­ქის აღ­საყ­დრე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში 15 ეპარ­ქია და 30-ზე მეტი მოქ­მე­დი ტა­ძა­რი იყო. დღე­ი­სათ­ვის სულ 46 ეპარ­ქია, და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სამ­დე მოქ­მე­დი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი და 3 ათა­სამ­დე სა­სუ­ლი­ე­რო პირი და ბერ-მო­ნა­ზო­ნია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.ნ.
1

თითოეული გათენებული ღამე დღესასწაულია.ღვთის მადლი მარადიულია და ყველა ცოდვილ ადამიანს შეუძლია მიიღოს თავისუფალი ნებით, რომელიც უფლის საჩუქარია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის" - პატრიარქის ქადაგება აღსაყდრების საიუბილეო წირვაზე

"მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის" - პატრიარქის ქადაგება აღსაყდრების საიუბილეო წირვაზე

"ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა.

პატრიარქმა ქართველ ერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს ისტორიული დღეა.

"დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე, ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას.

მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე, ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. დალოცვილი იყავით “,- ბრძანა პატრიარქმა.

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. პატრიარქის აღსაყდრებიდან დღეს 42 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქია, დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.

ბაკურიანში ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელ რუბლს იყენებენ - რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო დამსვენებლებს

"დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ" - მიხეილ რამიშვილი

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვლება