სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროსტიტუცია ონლაინ - ვინ უნდა გააკონტროლოს ინტერნეტსაიტები, რომლებიც მსურველებს სექს-მომსახურებას სთავაზობენ
პროსტიტუცია ონლაინ - ვინ უნდა გააკონტროლოს ინტერნეტსაიტები, რომლებიც მსურველებს სექს-მომსახურებას სთავაზობენ

თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, პროს­ტი­ტუ­ცი­ამ ქუ­ჩე­ბი­დან ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. AMBEBI.GE-მ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მოკ­ვლე­ვის ფარ­გლებ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა რამ­დე­ნი­მე სა­ი­ტი ქარ­თუ­ლი მი­სა­მარ­თე­ბით, რომ­ლე­ბიც პროს­ტი­ტუ­ცი­ას უწე­ვენ პრო­პა­გან­დას და ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი სექსმუ­შა­კე­ბის "კლი­ენ­ტებ­თან" და­კავ­ში­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

ე.წ. ონ­ლა­ინ ბორ­დე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლოა და ამ ტი­პის სა­ი­ტებ­ზე არას­რულ­წლოვ­ნებ­საც უპ­რობ­ლე­მოდ აქვთ წვდო­მა. ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი სა­ი­ტი, რო­მელ­საც გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო არ ვა­სა­ხე­ლებთ, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ პი­რად და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას სთა­ვა­ზობს.

სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია გო­გო­ნე­ბის შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და სა­ი­ტის ვი­ზი­ტო­რე­ბის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი რე­ი­ტინ­გე­ბი. ასე­ვე მო­ბი­ლუ­რის ნომ­რე­ბი და ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.

მო­ცე­მუ­ლი ფო­ტო­ე­ბი აღე­ბუ­ლია სა­ი­ტი­დან და და­ფა­რუ­ლია ყვე­ლა პი­რა­დი მო­ნა­ცე­მი, მათ შო­რის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი

ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი, რომ­ლი­თაც და­დას­ტურ­და, რომ ეს მარ­თლაც სექსმუ­შა­კე­ბის სა­კონ­ტაქ­ტო მო­ნა­ცე­მე­ბია, თუმ­ცა არ­სე­ბობს მა­ღა­ლი რის­კი იმი­სა, რომ სა­იტ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ფოტო და სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია მოხ­ვდეს, რად­გან რო­გორც ვებ-სა­იტ­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი, სა­ი­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ის ნამ­დვი­ლო­ბა­ზე, არ ამოწ­მებს მას.

ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ შე­ის­წავ­ლა ჩვენს მიერ მოკ­ვლე­უ­ლი სა­ი­ტი. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იუ­რის­ტის, შო­რე­ნა ლო­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ხე­ზეა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით:

"პირ­ვე­ლი საფრ­თხე ის არის, რომ ეს სა­ჯა­რო სივ­რცეა და მას­ზე ნე­ბის­მი­ერ პირს, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს აქვს წვდო­მა და იქე­დან გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შე­ი­ცავს სე­რი­ო­ზულ რის­კებს არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ამ სა­იტ­ზე შეს­ვლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ი­ტის გახ­სნის დროს გა­მო­დის შე­კი­თხვის გრა­ფა - "ხარ თუ არა სრულ­წლო­ვა­ნი?" და თუნ­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, თუ მო­ნიშ­ნავ გრა­ფას და მი­უ­თი­თებ, რომ ხარ სრულ­წლო­ვა­ნი, უპ­რობ­ლე­მოდ შე­დი­ხარ სა­იტ­ზე.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქვეყ­ნე­ბი პროს­ტი­ტუ­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ე­ბად იყო­ფი­ან: ზო­გან სრუ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია პროს­ტი­ტუ­ცია, ზო­გან ნა­ხევ­რად აკ­რძა­ლუ­ლი და ზო­გა­ნაც - დაშ­ვე­ბუ­ლი. ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ად­მი­ნიტ­რა­ცი­უ­ლი სა­მარ­თლა­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სი, პროს­ტი­ტუ­ცი­ას კრძა­ლავს და იგი შე­სა­ბა­მის სან­ქცი­ებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. ადა­მი­ა­ნი ღია ცის ქვეშ ეწე­ვა სექსმომ­სა­ხუ­რე­ბას თუ ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად იგი­ვეა, უბ­რა­ლოდ, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი" - გან­მარ­ტავს შო­რე­ნა ლო­ლა­ძე.

იუ­რის­ტის თქმით, ცალ­კე გან­სჯის სა­გა­ნია ისიც, შე­ი­ცავს თუ არა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს სა­ი­ტის ამ ფორ­მით არ­სე­ბო­ბა, რად­გა­ნაც მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, პროს­ტის­ტუ­ცი­ის­თვის ად­გი­ლის დათ­მო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და ლო­გი­კუ­რად კი, ონ­ლა­ინ­სივ­რცის დათ­მო­ბა პროს­ტის­ტუ­ცი­ის მიზ­ნე­ბის­თვის, ესა­და­გე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ამ მუხლს.

გარ­და ამი­სა, შო­რე­ნა ლო­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბით სა­ი­ტის არ­სე­ბო­ბა ქმნის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის მა­ღალ რისკს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შე­ლახ­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვებ-გვერ­დე­ბის დო­მე­ნებს 13 კომ­პა­ნია გას­ცემს, რო­მელ­თაც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა დო­მე­ნე­ბის გამ­ცე­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. სა­ი­ტე­ბის ში­ნა­არ­სის მო­ნი­ტო­რინ­გი და არა­მარ­თლზო­მი­ე­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის აღ­კვე­თა კი მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას ევა­ლე­ბა. უწყე­ბას AMBEBI.GE-მ მი­მარ­თა კი­თხვით - რო­გორ მოხ­და, რომ უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია ქარ­თუ­ლი დო­მე­ი­ნით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­ი­ტი, რო­მე­ლიც მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის რეგ­ლა­მენ­ტით და­უშ­ვე­ბელ კონ­ტენტს იყე­ნებს და შე­სა­ბა­მი­სად, არ­ღვევს კა­ნონს?

მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ მათ არ აქვთ ასე­თი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის, მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­ტა­რე­ბენ შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს, თუ მათ ვინ­მე მი­აწ­ვდის დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას:

"ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია. მაგ­რამ თუ ვინ­მე მოგ­ვმარ­თავს, იმ შემ­თხვე­ვა­ში. ჩვენ არ გვაქვს მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მი, რომ თა­ვად გა­მო­ვავ­ლი­ნოთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ათა­სო­ბით დო­მე­ნია, ყვე­ლას ვერ გა­ვა­კონ­ტრო­ლებთ. ჩვე­ნი პრაქ­ტი­კი­დან ასეა: თუ კი მოგ­ვმარ­თა­ვენ კონ­კრე­ტულ დარ­ღვე­ვა­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შე­იკ­რი­ბე­ბა და შე­ის­წავ­ლის. დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­ტა­რებს სან­ქცი­ებს.

პირ­ველ ეტაპ­ზე გაფრ­თხი­ლე­ბას იღე­ბენ ასე­თი სა­ი­ტე­ბი, შემ­დეგ ჯერ­ზე კი ჯა­რი­მას. მაქ­სი­მა­ლუ­რი სან­ქცია ჯა­რი­მაა. ჩვენ არ გვაქვს ამ სა­ი­ტე­ბის გა­თიშ­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ეს კონ­ტენ­ტი არის და­უშ­ვე­ბე­ლი პრო­დუქ­ცია მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ამი­ტომ ამ სა­კითხს კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს და მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის ზო­მებს" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში.

ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. უწყე­ბას მივ­მარ­თეთ კი­თხვე­ბით: შე­ი­ცავს თუ არა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს ამ ში­ნა­არ­სის სა­ი­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში და აქვთ თუ არა მსგა­ვი ტი­პის საქ­მე­ებ­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი 254-ე მუხ­ლი - პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ხე­ლის შე­წყო­ბა, უწყე­ბა­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა მათი კომ­პე­ტენ­ცია არ არის და კვლავ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას­თან გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თეს.

შსს-ს პრეს­სამ­სხურ­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ კა­ნო­ნი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნას და დას­ჯას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან არ არის გა­მოკ­ვე­თი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პირი, შსს სა­კითხს სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში არ მო­ი­აზ­რებს.

ე.წ ონ­ლა­ინ-ბორ­დე­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­საც, რომ­ლის მან­და­ტის ძი­რი­თა­დი არსი სწო­რედ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის სა­კი­თხე­ბია.

უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, რომ აქამ­დე ამ სა­ი­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნი­ათ, თუმ­ცა, თუკი ვინ­მე მი­მარ­თავს გან­ცხა­დე­ბით და მო­ი­თხოვს, შეს­წავ­ლილ იქ­ნას, რო­გორც პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი სა­ი­ტი, ისი­ნი მოკ­ვლე­ვას და­ი­წყე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც კრძლავს პროს­ტი­ტუ­ცი­ას, პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას და პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბას, თუმ­ცა რო­გორც პრაქ­ტი­კი­დან იკ­ვე­თე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ფუნ­ქცი­ას სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ას­რუ­ლე­ბენ, რად­გან არ გა­აჩ­ნი­ათ მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

ამას­თან, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში სან­ქცი­ად მხო­ლოდ ჯა­რი­მა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რაც ცხა­დია, ვერც და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია იქ­ნე­ბა და ვერც მისი აღ­კვე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
11

ეს სტატია არის ონლაინ პროსტიტუციის ირიბი, შეფარული რეკლამა...

ნინო
7

კარგი რეკლამა რომ გაუკეთეთ ხვდებით?? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

პროსტიტუცია ონლაინ - ვინ უნდა გააკონტროლოს ინტერნეტსაიტები, რომლებიც მსურველებს სექს-მომსახურებას სთავაზობენ

პროსტიტუცია ონლაინ - ვინ უნდა გააკონტროლოს ინტერნეტსაიტები, რომლებიც მსურველებს სექს-მომსახურებას სთავაზობენ

თანამედროვე ტენოლოგიების განვითარებასთან ერთად, პროსტიტუციამ ქუჩებიდან ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. AMBEBI.GE-მ ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში გამოავლინა რამდენიმე საიტი ქართული მისამართებით, რომლებიც პროსტიტუციას უწევენ პროპაგანდას და ქართველი თუ უცხოელი სექსმუშაკების "კლიენტებთან" დაკავშირებას უზრუნველყოფენ.

ე.წ. ონლაინ ბორდელები საქართველოში სრულიად უკონტროლოა და ამ ტიპის საიტებზე არასრულწლოვნებსაც უპრობლემოდ აქვთ წვდომა. ერთ-ერთი ქართული საიტი, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ, დაინტერესებულ პირებს ქართველი და უცხოელი გოგონების შესახებ პირად და საკონტაქტო ინფორმაციას სთავაზობს.

საიტზე განთავსებულია გოგონების შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და საიტის ვიზიტორების მიერ მინიჭებული რეიტინგები. ასევე მობილურის ნომრები და ფიზიკური მონაცემები.

მოცემული ფოტოები აღებულია საიტიდან და დაფარულია ყველა პირადი მონაცემი, მათ შორის ტელეფონის ნომრები

ჩვენ ჩავატარეთ ჟურნალისტური ექსპერიმენტი, რომლითაც დადასტურდა, რომ ეს მართლაც სექსმუშაკების საკონტაქტო მონაცემებია, თუმცა არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ საიტზე ნებისმიერი ადამიანის ფოტო და საკონტაქტო ინფორმაცია მოხვდეს, რადგან როგორც ვებ-საიტზეა მითითებული, საიტის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს ინფორმაციის ნამდვილობაზე, არ ამოწმებს მას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა ჩვენს მიერ მოკვლეული საიტი. ორგანიზაციის იურისტის, შორენა ლოლაძის განმარტებით, სახეზეა სამართალდარღვევები სხვადასხვა მიმართულებით:

"პირველი საფრთხე ის არის, რომ ეს საჯარო სივრცეა და მასზე ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს წვდომა და იქედან გარკვეული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. შეიცავს სერიოზულ რისკებს არასრულწლოვნების მიმართულებითაც, რადგან ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ამ საიტზე შესვლა.

აღსანიშნავია, რომ საიტის გახსნის დროს გამოდის შეკითხვის გრაფა - "ხარ თუ არა სრულწლოვანი?" და თუნდაც არასრულწლოვანი იყო, თუ მონიშნავ გრაფას და მიუთითებ, რომ ხარ სრულწლოვანი, უპრობლემოდ შედიხარ საიტზე.

მოგეხსენებათ, ქვეყნები პროსტიტუციასთან მიმართებით სხვადასხვა კატეგორიებად იყოფიან: ზოგან სრულად აკრძალულია პროსტიტუცია, ზოგან ნახევრად აკრძალული და ზოგანაც - დაშვებული. ჩვენი კანონმდებლობა, ადმინიტრაციული სამართლადარღვევათა კოდექსი, პროსტიტუციას კრძალავს და იგი შესაბამის სანქციებსაც ითვალისწინებს. ადამიანი ღია ცის ქვეშ ეწევა სექსმომსახურებას თუ ონლაინსივრცეში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შინაარსობრივად იგივეა, უბრალოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებზეა მორგებული" - განმარტავს შორენა ლოლაძე.

იურისტის თქმით, ცალკე განსჯის საგანია ისიც, შეიცავს თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს საიტის ამ ფორმით არსებობა, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობით, პროსტისტუციისთვის ადგილის დათმობა სისხლის სამართლის დანაშაულია. შინაარსობრივად და ლოგიკურად კი, ონლაინსივრცის დათმობა პროსტისტუციის მიზნებისთვის, ესადაგება სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლს.

გარდა ამისა, შორენა ლოლაძე მიიჩნევს, რომ ასეთი მოცემულობით საიტის არსებობა ქმნის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების მაღალ რისკს, რომელმაც შეიძლება ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვა გამოიწვიოს.

საქართველოში ვებ-გვერდების დომენებს 13 კომპანია გასცემს, რომელთაც უფლებამოსილება დომენების გამცემი საერთაშორისო ორგანიზაციისგან აქვთ მინიჭებული. საიტების შინაარსის მონიტორინგი და არამართლზომიერი მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთა კი მარეგულირებელ კომისიას ევალება. უწყებას AMBEBI.GE-მ მიმართა კითხვით - როგორ მოხდა, რომ უკვე ერთ წელზე მეტია ქართული დომეინით ფუნქციონირებს საიტი, რომელიც მარეგულირებელი კომისიის რეგლამენტით დაუშვებელ კონტენტს იყენებს და შესაბამისად, არღვევს კანონს?

მარეგულირებელ კომისიაში განგვიმარტეს, რომ მათ არ აქვთ ასეთი სამართალდარღვევების აღმოჩენის, მონიტორინგის მექანიზმები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, თუ მათ ვინმე მიაწვდის დარღვევების შესახებ ინფორმაციას:

"ამაზე რეაგირებას მოახდენს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. მაგრამ თუ ვინმე მოგვმართავს, იმ შემთხვევაში. ჩვენ არ გვაქვს მონიტორინგის მექანიზმი, რომ თავად გამოვავლინოთ. წარმოიდგინეთ, ათასობით დომენია, ყველას ვერ გავაკონტროლებთ. ჩვენი პრაქტიკიდან ასეა: თუ კი მოგვმართავენ კონკრეტულ დარღვევაზე, სპეციალური კომისია შეიკრიბება და შეისწავლის. დარღვევის შემთხვევაში გაატარებს სანქციებს.

პირველ ეტაპზე გაფრთხილებას იღებენ ასეთი საიტები, შემდეგ ჯერზე კი ჯარიმას. მაქსიმალური სანქცია ჯარიმაა. ჩვენ არ გვაქვს ამ საიტების გათიშვის მექანიზმები. ეს კონტენტი არის დაუშვებელი პროდუქცია მარეგულირებელი კომისიის რეგლამენტის მიხედვით, ამიტომ ამ საკითხს კომისია განიხილავს და მიიღებს შესაბამის ზომებს" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს მარეგულირებელ კომისიაში.

ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებას მივმართეთ კითხვებით: შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს ამ შინაარსის საიტების არსებობა ქართულ ინტერნეტსივრცეში და აქვთ თუ არა მსგავი ტიპის საქმეებზე მუშაობის გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს კონკრეტული 254-ე მუხლი - პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა, უწყებაში განგვიცხადეს, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მათი კომპეტენცია არ არის და კვლავ მარეგულირებელ კომისიასთან გადაგვამისამართეს.

შსს-ს პრესსამსხურში განგვიმარტეს, რომ კანონი კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენას და დასჯას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, რადგან არ არის გამოკვეთილი კონკრეტული პირი, შსს საკითხს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში არ მოიაზრებს.

ე.წ ონლაინ-ბორდელის არსებობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც, რომლის მანდატის ძირითადი არსი სწორედ მოქალაქეების პირადი ინფორმაციის დაცვის საკითხებია.

უწყებაში გვითხრეს, რომ აქამდე ამ საიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ, თუმცა, თუკი ვინმე მიმართავს განცხადებით და მოითხოვს, შესწავლილ იქნას, როგორც პირადი ინფორმაციის გამჟღავნების მაღალი რისკის მატარებელი საიტი, ისინი მოკვლევას დაიწყებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც კრძლავს პროსტიტუციას, პროსტიტუციის ხელშეწყობას და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას, თუმცა როგორც პრაქტიკიდან იკვეთება, შესაბამისი უწყებები ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებენ, რადგან არ გააჩნიათ მონიტორინგის მექანიზმები.

ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში სანქციად მხოლოდ ჯარიმა განიხილება, რაც ცხადია, ვერც დანაშაულის პრევენცია იქნება და ვერც მისი აღკვეთის შესაძლებლობა.

წვიმა და თოვლი 14 იანვრამდე - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

როგორია "ბასიანთან" დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს მონასტერში გაგზავნიან