პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზესტაფონში, 51 წლის ქალი პირველად გახდა დედა - "ათი წელი იმედიანად ვიყავით... ბედნიერები ვართ ღმერთის ამ საჩუქრით"
ზესტაფონში, 51 წლის ქალი პირველად გახდა დედა - "ათი წელი იმედიანად ვიყავით... ბედნიერები ვართ ღმერთის ამ საჩუქრით"

ზეს­ტა­ფონ­ში 51 წლის ქალი პირ­ვე­ლად გახ­და დედა. ირმა გაფ­რინ­დაშ­ვილს ტყუ­პი - მა­რი­ტა და მე­ლი­ტო­ნი შე­ე­ძი­ნა.

ირმა და მისი მე­უღ­ლე 54 წლის ემ­ზარ მა­ცა­ბე­რი­ძე ზეს­ტა­ფონ­ში ცხოვ­რო­ბენ. წყვი­ლი ათი წელი ელო­და შვილს და იმე­დი არას­დროს და­უ­კარ­გავთ, რომ მშობ­ლე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ყვე­ბი­ან, რომ ეს მათ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი სას­წა­უ­ლია.

მა­რი­ტა და მე­ლო­ტო­ნი 21 დე­კემ­ბერს, დღის სამ სა­ათ­ზე, სა­კე­ის­რო კვე­თით და­ი­ბად­ნენ. გო­გო­ნა წო­ნით 1 კგ და 800 გრა­მია, ვაჟი კი - 2 კგ და 140 გრა­მი. ოპე­რა­ცია კლი­ნი­კა "ელი­ტე­ში" ჩა­ტარ­და. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსგავ­სი მა­გა­ლი­თი მათ პრაქ­ტი­კა­ში არ ქო­ნი­ათ.

"41 წლის ვი­ყა­ვი, ჩემი მე­უღ­ლე 44-ის როცა და­ვო­ჯახ­დით. რო­გორც იტყვი­ან, ცოტა და­ვაგ­ვი­ა­ნე და­ო­ჯა­ხე­ბა, მაგ­რამ ალ­ბათ, ესეც ღვთის ნება იყო. მი­უ­ხე­და­ვად დიდი სურ­ვი­ლი­სა, 10 წელი არ გვყავ­და შვი­ლი, ვმკურ­ნა­ლობ­დით, მაგ­რამ ჩვე­ნი ოც­ნე­ბა არ ხდე­ბო­და...

ათი წლის შემ­დეგ, ღმერ­თის შე­წევ­ნით, ჩემი მო­ძღვრის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, შეგ­ვე­ძი­ნა ორი პა­ტა­რა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, ეს ყვე­ლა­ზე დიდი სას­წა­უ­ლია" - გა­ნა­ცხა­და ირმა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

ბავ­შვე­ბის მამა ამ სი­ხა­რულს ღმერ­თის წყა­ლო­ბას და ცო­ლის დიდ სურ­ვილს უკავ­ში­რებს. რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ემ­ზარ მა­ცა­ბე­რი­ძე აცხა­დებს, მისი მე­უღ­ლე ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მშობ­ლე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ, რის­თვი­საც ბევ­რი იბ­რძო­ლა.

"ათი წელი ჩემი მე­უღ­ლე არ და­ნებ­და, ბო­ლომ­დე იმე­დი­ა­ნად იყო და გაგ­ვი­მარ­თლა. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი, ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ ღმერ­თის ამ სა­ჩუქ­რით, რა­საც დედ-მა­მო­ბა ჰქვია. მად­ლო­ბა უფალს და ყვე­ლას, ვი­საც ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი ეს­მო­და და ეს წლე­ბი გვერ­დით გვედგნენ. ეს ყვე­ლა­ზე დიდი ახ­დე­ნი­ლი სას­წა­უ­ლია. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას დ ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ შობა ახალ წელს" - ამ­ბობს ახალ­ბე­და მამა.

ახ­ლად­შე­ძე­ნილ ტყუპს მა­რი­ტა და მე­ლი­ტო­ნი და­არ­ქვეს:

"ჩვენ ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი ვართ, ჩვენს მო­ძღვარს მამა მე­ლი­ტონს დიდი როლი აქვს ჩვენს სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ვხუმ­რობ, ჩემი ცოდ­ვე­ბი იტ­ვირ­თა­თქო. ერთხელ გაგ­ვე­ხუმ­რა, ბიჭი რომ გე­ყო­ლე­ბათ, ჩემს სა­ხელს ხომ და­არ­ქმევ­თო და ამი­ტომ გვინ­დო­და მად­ლი­ე­რე­ბა ამ ფორ­მით გა­მოგ­ვე­ხა­ტა და შვილს მისი სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით, მა­რი­ტა კი მე­ლი­ტონ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლია, ასე­ვე მისი ფუ­ძეა მა­რი­ა­მი" - გა­ნა­ცხა­და ემ­ზარ მა­ცა­ბე­რი­ძემ.

დედა და შვი­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით კლი­ნი­კა­ში რჩე­ბი­ან, ისი­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

ფოტო: ტე­ლე­კომ­პა­ნია არგო

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Natashka
0

gmerTma janmrTeli da bednieri gagizardot.

ნათელა
0

გილოცავთ.გაგახაროთ უფალმა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ზესტაფონში, 51 წლის ქალი პირველად გახდა დედა - "ათი წელი იმედიანად ვიყავით... ბედნიერები ვართ ღმერთის ამ საჩუქრით"

ზესტაფონში, 51 წლის ქალი პირველად გახდა დედა - "ათი წელი იმედიანად ვიყავით... ბედნიერები ვართ ღმერთის ამ საჩუქრით"

ზესტაფონში 51 წლის ქალი პირველად გახდა დედა. ირმა გაფრინდაშვილს ტყუპი - მარიტა და მელიტონი შეეძინა.

ირმა და მისი მეუღლე 54 წლის ემზარ მაცაბერიძე ზესტაფონში ცხოვრობენ. წყვილი ათი წელი ელოდა შვილს და იმედი არასდროს დაუკარგავთ, რომ მშობლები გახდებოდნენ.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ყვებიან, რომ ეს მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სასწაულია.

მარიტა და მელოტონი 21 დეკემბერს, დღის სამ საათზე, საკეისრო კვეთით დაიბადნენ. გოგონა წონით 1 კგ და 800 გრამია, ვაჟი კი - 2 კგ და 140 გრამი. ოპერაცია კლინიკა "ელიტეში" ჩატარდა. ექიმების ინფორმაციით, მსგავსი მაგალითი მათ პრაქტიკაში არ ქონიათ.

"41 წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე 44-ის როცა დავოჯახდით. როგორც იტყვიან, ცოტა დავაგვიანე დაოჯახება, მაგრამ ალბათ, ესეც ღვთის ნება იყო. მიუხედავად დიდი სურვილისა, 10 წელი არ გვყავდა შვილი, ვმკურნალობდით, მაგრამ ჩვენი ოცნება არ ხდებოდა...

ათი წლის შემდეგ, ღმერთის შეწევნით, ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, შეგვეძინა ორი პატარა, ძალიან ბედნიერები ვართ, ეს ყველაზე დიდი სასწაულია" - განაცხადა ირმა გაფრინდაშვილმა.

ბავშვების მამა ამ სიხარულს ღმერთის წყალობას და ცოლის დიდ სურვილს უკავშირებს. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ემზარ მაცაბერიძე აცხადებს, მისი მეუღლე ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ მშობლები გახდებოდნენ, რისთვისაც ბევრი იბრძოლა.

"ათი წელი ჩემი მეუღლე არ დანებდა, ბოლომდე იმედიანად იყო და გაგვიმართლა. ძალიან გახარებულები, ბედნიერები ვართ ღმერთის ამ საჩუქრით, რასაც დედ-მამობა ჰქვია. მადლობა უფალს და ყველას, ვისაც ჩვენი ტკივილი ესმოდა და ეს წლები გვერდით გვედგნენ. ეს ყველაზე დიდი ახდენილი სასწაულია. ყველას ვუსურვებ ამ ბედნიერებას დ ყველას ვულოცავ შობა ახალ წელს" - ამბობს ახალბედა მამა.

ახლადშეძენილ ტყუპს მარიტა და მელიტონი დაარქვეს:

"ჩვენ ეკლესიის მრევლი ვართ, ჩვენს მოძღვარს მამა მელიტონს დიდი როლი აქვს ჩვენს სულიერ განვითარებაში, ვხუმრობ, ჩემი ცოდვები იტვირთათქო. ერთხელ გაგვეხუმრა, ბიჭი რომ გეყოლებათ, ჩემს სახელს ხომ დაარქმევთო და ამიტომ გვინდოდა მადლიერება ამ ფორმით გამოგვეხატა და შვილს მისი სახელი დავარქვით, მარიტა კი მელიტონთან მიახლოვებულია, ასევე მისი ფუძეა მარიამი" - განაცხადა ემზარ მაცაბერიძემ.

დედა და შვილები ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

ფოტო: ტელეკომპანია არგო

სემეკში „ბათუმის წყალთან“ შეხვედრა გაიმართა

გახდება თუ არა საჭირო ვაქცინის მესამე დოზის მიღება? - ამირან გამყრელიძის კომენტარი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტს შეხვდა