პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ჩემს გორელ გოგოს ვგულშემატკივრობ..." - 31 დეკემბერს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალია, როგორია მოლოდინები და ვინ ვის გამარჯვებას ელოდება
"მე ჩემს გორელ გოგოს ვგულშემატკივრობ..." - 31 დეკემბერს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალია, როგორია მოლოდინები და ვინ ვის გამარჯვებას ელოდება

მე­გაპ­რო­ექ­ტმა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ფი­ნა­ლის­კენ სტარ­ტი აიღო. 31 დე­კემ­ბერს გრან­დი­ო­ზუ­ლი შოუა და­გეგ­მი­ლი, სა­დაც ერ­თმა­ნეთს 4 კონ­კურ­სან­ტი შე­ე­ჯიბ­რე­ბა. ერთ-ერთი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ტი­ტულს მო­ი­პო­ვებს. ფი­ნა­ლუ­რი შო­უს­თვის მზა­დე­ბა კონ­კურ­სან­ტებ­მა თორ­ნი­კე ყი­ფი­ან­მა, ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძემ, მა­რი­ამ გო­გი­ბე­რი­ძემ და თა­მარ კა­კა­ლაშ­ვილ­მა უკვე და­ი­წყეს.

მათ­გან თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი 6 "ლა­ივ­შო­უს" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. კონ­კურ­სის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს დათო რუ­სა­ძე გა­მო­ე­თი­შა. რა შე­დე­გე­ბით დას­რულ­დე­ბა პრო­ექ­ტი, ამას 31 დე­კემ­ბრის ახა­ლი წლის ღამე გა­მო­ავ­ლენს.

თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ჟი­უ­რის წევ­რი:

- "პირ­ვე­ლი არ­ხის" მა­ყუ­რებ­ლის­თვის ნამ­დვი­ლად დღე­სას­წა­უ­ლია ყო­ვე­ლი ტური. არა­ერ­თხელ გვით­ქვამს და გვი­სა­უბ­რია იმა­ზე, რომ კონ­კურ­სი კონ­კურ­სია თა­ვი­სი სი­ხა­რუ­ლე­ბით და ტკი­ვი­ლე­ბით, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი კონ­კურ­სის ფარ­გლებს გას­ცდა. ყო­ვე­ლი ლა­ი­ვი კონ­ცერ­ტია, მუ­სი­კა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი, ასე­თი რამ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. შე­მიძ­ლია მა­ყუ­რე­ბელს ვუ­თხრა, რომ 31-ში ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იქ­ნე­ბა. ვი­საც უნდა, ახა­ლი წელი გა­რეთ, პო­ზი­ტი­უ­რად და ხა­ლი­სი­ა­ნად გა­ა­ტა­როს, 21 სა­ათ­ზე ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში უნდა მო­ვი­დეს, მერე კი 23 სა­ათ­ზე რუს­თა­ველ­ზე, ღია ცის ქვეშ კონ­ცერტს შე­უ­ერ­თდეს. ასე რომ, შევ­ხვდეთ გა­რეთ ახალ წელს და გა­ვა­ტა­როთ ის "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­თან" ერ­თად. ეთერს 21 სა­ათ­ზე და­ვი­წყებთ და 23 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა. შემ­დეგ ჩვენს ეთერ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი (ღია ცის ქვეშ) და­ი­წყე­ბა.

- თორ­ნი­კე 6 ლა­ი­ვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, ეს რაზე მე­ტყვე­ლებს?

- კი, ასეა და ციფ­რე­ბის მჯე­რა. არ შე­იძ­ლე­ბა, არ და­ი­ჯე­რო, თუმ­ცა ერთი მინ­და ვთქვა, რომ კონ­კურ­სე­ბი ყო­ველ­თვის სი­ურპრი­ზე­ბით არის სავ­სე. თორ­ნი­კეს ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბა მა­გა­ლი­თად, ბარ­ბა­რა... ამი­ტომ, კონ­კურ­სი და­ძა­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო უნდა გა­მო­ვი­დეს, რად­გან არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა.

ოთო ნემ­სა­ძე, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" წინა სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი:

- ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს, რო­გორც ყო­ველ­თვის მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი სცდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მაქვს მსგავ­სი პრო­ექ­ტი ნა­ნა­ხი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ "ნოვა პრო­დაქ­შენ­მა" კარ­გად იცის კონ­ტენ­ტის შექ­მნა. ხმა, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სინ­გი - ყვე­ლა­ფე­რი სა­ო­ცარ ნა­მუ­შე­ვარს ქმნის. ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მათ. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს" სა­უ­კე­თე­სო კონ­კურ­სან­ტე­ბი ჰყავს, თი­თო­ე­უ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ძა­ლი­ან მა­გა­რი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ. მე ჩემს გო­რელ გო­გო­ნას, თა­მარ კა­კა­ლაშ­ვილს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც უნდა გა­ი­მარ­ჯვოს და "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წა­ვი­დეს, სხვა ვო­კა­ლის­ტებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ვო­კა­ლის­ტი ეყო­ლე­ბა.

- შენ გაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა და იცი რას ნიშ­ნავს იქა­უ­რი სცე­ნა. ამ ოთხე­უ­ლი­დან ყვე­ლა შეძ­ლებს "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სან­ტო­ბას?

- ვფიქ­რობ, რომ ის კონ­კურ­სი ფორ­მა­ტე­ბად არ უნდა დავ­ყოთ, არ შე­იძ­ლე­ბა. ჩემ­თვის არ­სე­ბობს მუ­სი­კა და სხვა და­ნარ­ჩე­ნი. ვინც "ევ­რო­ვი­ზი­ას", რო­გორც არა­მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტს, ისე უყუ­რებს, ეს და­ნა­შა­უ­ლია. ის არის მუ­სი­კა და ძა­ლი­ან კარ­გი "შე­ფუთ­ვა" იმ ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც იქ მი­დის. ამას თან­ხე­ბი, სპონ­სო­რე­ბი სჭირ­დე­ბა. მოკ­ლედ, სა­კითხს სწო­რად უნდა მი­ვუდ­გე და შე­დეგ­საც მი­ვაღ­წევთ. სა­ქარ­თვე­ლო­დან ვინც არ უნდა წა­ვი­დეს, მა­ინც იმა­ზე მა­გა­რი იქ­ნე­ბა, ვინც იქ დახ­ვდე­ბა. არ არ­სე­ბობს აქე­დან ვო­კა­ლუ­რად სუს­ტი მოხ­ვდეს იქ - წარ­მა­ტე­ბის შან­სი ყვე­ლას აქვს.

მა­რი­ამ შენ­გე­ლია, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" მან გა­სულ ტურ­ზე და­ტო­ვა:

- ისე მოხ­და, რომ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ვერ გა­ვე­დი, მაგ­რამ გული არ მწყდე­ბა. ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, ორ­კესტრთან ერ­თად მემ­ღე­რა, რაც ავიხ­დი­ნე. ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის დი­რი­ჟო­რო­ბით ორ­კესტრთან ერ­თად კორ­დი­ლი­ას არია (ინ­გლი­სუ­რად) შე­ვას­რუ­ლე. ეს ჩემ­თვის ორ­მა­გი დატ­ვირ­თვა იყო. იმ დღეს ისე­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, უკვე აღარც ვფიქ­რობ­დი, პრო­ექტს დავ­ტო­ვებ­დი თუ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი. ერთი, რა­ზეც გული დამ­წყდა, ბავ­შვებს ჩე­მოვ­შორ­დი, რე­პე­ტი­ცი­ებს ვე­ღარ ვეს­წრე­ბი. ისე, შე­მიძ­ლია და­ვეს­წრო, მაგ­რამ რა­ღაც გულ­და­წყვე­ტა მა­ინც არის... თუ მკი­თხავთ, ვის ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, გე­ტყვით, რომ ყვე­ლას, რად­გა­ნაც ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რია. მინ­და, რომ თი­თო­ე­უ­ლი წინ წა­ვი­დეს. ეს პრო­ექ­ტი რო­გორც უნდა დამ­თავ­რდეს, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის ეს ბიძ­გი იქ­ნე­ბა, რომ წინ წა­ვი­დეთ. რომ არა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი", ხალ­ხის ამ­ხე­ლა სიყ­ვა­რულს, გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ვერ და­ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. შოუმ ის მო­მი­ტა­ნა, რომ უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­მიც­ნო. ამას­თან, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც და­ვაგ­რო­ვე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mm
3

სამხარაძე ყველას სჯობია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მე ჩემს გორელ გოგოს ვგულშემატკივრობ..." - 31 დეკემბერს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალია, როგორია მოლოდინები და ვინ ვის გამარჯვებას ელოდება

"მე ჩემს გორელ გოგოს ვგულშემატკივრობ..." - 31 დეკემბერს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალია, როგორია მოლოდინები და ვინ ვის გამარჯვებას ელოდება

მეგაპროექტმა "საქართველოს ვარსკვლავი" ფინალისკენ სტარტი აიღო. 31 დეკემბერს გრანდიოზული შოუა დაგეგმილი, სადაც ერთმანეთს 4 კონკურსანტი შეეჯიბრება. ერთ-ერთი "საქართველოს ვარსკვლავის" ტიტულს მოიპოვებს. ფინალური შოუსთვის მზადება კონკურსანტებმა თორნიკე ყიფიანმა, ბარბარა სამხარაძემ, მარიამ გოგიბერიძემ და თამარ კაკალაშვილმა უკვე დაიწყეს.

მათგან თორნიკე ყიფიანი 6 "ლაივშოუს" გამარჯვებულია. კონკურსის ნახევარფინალს დათო რუსაძე გამოეთიშა. რა შედეგებით დასრულდება პროექტი, ამას 31 დეკემბრის ახალი წლის ღამე გამოავლენს.

თიკო ბერძენიშვილი, ჟიურის წევრი:

- "პირველი არხის" მაყურებლისთვის ნამდვილად დღესასწაულია ყოველი ტური. არაერთხელ გვითქვამს და გვისაუბრია იმაზე, რომ კონკურსი კონკურსია თავისი სიხარულებით და ტკივილებით, მაგრამ ეს ყველაფერი კონკურსის ფარგლებს გასცდა. ყოველი ლაივი კონცერტია, მუსიკალური ექსპერიმენტი, ასეთი რამ იშვიათად ხდება. შემიძლია მაყურებელს ვუთხრა, რომ 31-ში ნამდვილი დღესასწაული იქნება. ვისაც უნდა, ახალი წელი გარეთ, პოზიტიურად და ხალისიანად გაატაროს, 21 საათზე ფილარმონიაში უნდა მოვიდეს, მერე კი 23 საათზე რუსთაველზე, ღია ცის ქვეშ კონცერტს შეუერთდეს. ასე რომ, შევხვდეთ გარეთ ახალ წელს და გავატაროთ ის "საქართველოს ვარსკვლავთან" ერთად. ეთერს 21 საათზე დავიწყებთ და 23 საათზე დასრულდება. შემდეგ ჩვენს ეთერში ტრადიციული საახალწლო კონცერტი (ღია ცის ქვეშ) დაიწყება.

- თორნიკე 6 ლაივის გამარჯვებულია, ეს რაზე მეტყველებს?

- კი, ასეა და ციფრების მჯერა. არ შეიძლება, არ დაიჯერო, თუმცა ერთი მინდა ვთქვა, რომ კონკურსები ყოველთვის სიურპრიზებით არის სავსე. თორნიკეს ფეხდაფეხ მიჰყვება მაგალითად, ბარბარა... ამიტომ, კონკურსი დაძაბული და საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან არავინ იცის, რა მოხდება.

ოთო ნემსაძე, "საქართველოს ვარსკვლავის" წინა სეზონის გამარჯვებული:

- ჯგუფი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ამ ადამიანების პროფესიონალიზმი სცდება საქართველოს ფარგლებს. ბევრ ქვეყანაში მაქვს მსგავსი პროექტი ნანახი და მონაწილეობაც მიღებული, მაგრამ "ნოვა პროდაქშენმა" კარგად იცის კონტენტის შექმნა. ხმა, მუსიკალური პროდიუსინგი - ყველაფერი საოცარ ნამუშევარს ქმნის. ამისთვის დიდი მადლობა მათ. "საქართველოს ვარსკვლავს" საუკეთესო კონკურსანტები ჰყავს, თითოეული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, ძალიან მაგარი ვოკალური მონაცემები აქვთ. მე ჩემს გორელ გოგონას, თამარ კაკალაშვილს ვგულშემატკივრობ. ნებისმიერი, ვინც უნდა გაიმარჯვოს და "ევროვიზიაზე" წავიდეს, სხვა ვოკალისტებს შორის საქართველოს საუკეთესო ვოკალისტი ეყოლება.

- შენ გაქვს გამოცდილება და იცი რას ნიშნავს იქაური სცენა. ამ ოთხეულიდან ყველა შეძლებს "ევროვიზიის" კონკურსანტობას?

- ვფიქრობ, რომ ის კონკურსი ფორმატებად არ უნდა დავყოთ, არ შეიძლება. ჩემთვის არსებობს მუსიკა და სხვა დანარჩენი. ვინც "ევროვიზიას", როგორც არამუსიკალურ პროექტს, ისე უყურებს, ეს დანაშაულია. ის არის მუსიკა და ძალიან კარგი "შეფუთვა" იმ ადამიანის, რომელიც იქ მიდის. ამას თანხები, სპონსორები სჭირდება. მოკლედ, საკითხს სწორად უნდა მივუდგე და შედეგსაც მივაღწევთ. საქართველოდან ვინც არ უნდა წავიდეს, მაინც იმაზე მაგარი იქნება, ვინც იქ დახვდება. არ არსებობს აქედან ვოკალურად სუსტი მოხვდეს იქ - წარმატების შანსი ყველას აქვს.

მარიამ შენგელია, "საქართველოს ვარსკვლავი" მან გასულ ტურზე დატოვა:

- ისე მოხდა, რომ ნახევარფინალში ვერ გავედი, მაგრამ გული არ მწყდება. ჩემი მთავარი მიზანი იყო, ორკესტრთან ერთად მემღერა, რაც ავიხდინე. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ორკესტრთან ერთად კორდილიას არია (ინგლისურად) შევასრულე. ეს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა იყო. იმ დღეს ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, უკვე აღარც ვფიქრობდი, პროექტს დავტოვებდი თუ გავაგრძელებდი. ერთი, რაზეც გული დამწყდა, ბავშვებს ჩემოვშორდი, რეპეტიციებს ვეღარ ვესწრები. ისე, შემიძლია დავესწრო, მაგრამ რაღაც გულდაწყვეტა მაინც არის... თუ მკითხავთ, ვის ვგულშემატკივრობ, გეტყვით, რომ ყველას, რადგანაც ყველა ჩემი მეგობარია. მინდა, რომ თითოეული წინ წავიდეს. ეს პროექტი როგორც უნდა დამთავრდეს, რა მნიშვნელობა აქვს? თითოეული ჩვენგანისთვის ეს ბიძგი იქნება, რომ წინ წავიდეთ. რომ არა "საქართველოს ვარსკვლავი", ხალხის ამხელა სიყვარულს, გამოხმაურებას ვერ დავიმსახურებდი. შოუმ ის მომიტანა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნო. ამასთან, დიდი გამოცდილებაც დავაგროვე.

"არ იფიქროთ გამარჯვებაზე!" - ქვეყნის პირველი "მასტერშეფი" მეორე სეზონის ფინალისტებს მიმართავს

"...სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოველში, თქვენს გვერდით ყოფნისას" - რომის პაპის წერილი ილია მეორეს

ინტერვიუ "პრემია იკას" პარტნიორის - "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" თავ­მჯდო­მა­რე გიგა კო­ბა­ლა­ძესთან