პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მათი მცირეწლოვანი შვილი და ნათესავი ემსხვერპლნენ
ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მათი მცირეწლოვანი შვილი და ნათესავი ემსხვერპლნენ

ქო­ბუ­ლე­თი-ოზურ­გე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს სატ­ვირ­თო და მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ბავ­შვიც არის. ავა­რი­ის შე­დე­გად არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც. რო­გორც აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ისი­ნი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"ბავ­შვს მუც­ლის ღრუს და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა ჰქონ­და, ოპე­რა­ცია ქო­ბუ­ლე­თის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და, გა­ი­კე­რა ელენ­თა. მოხ­და ემოს­ტა­ზი, თუმ­ცა სხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო რე­ა­ნო­მო­ბი­ლით ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­დაგ­ვყავს. მო­ზარდს თავ­ზე აქვს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ბიჭი 3-4 წლამ­დე ასაკ­შია. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე და­შა­ვე­ბულს, იგი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლია. მას თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს. გა­და­ი­ღო ტო­მოგ­რა­ფია და სტა­ბი­ლუ­რა­დაა ",- გა­ნა­ცხა­და ზაალ მი­ქე­ლა­ძემ.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან სამი - ერთი ოჯა­ხის წევ­რი, მე­ო­თხე კი მათი ნა­თე­სა­ვია. და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი მა­დო­ნა და ედუ­არდ შა­ში­კა­ძე­ე­ბი და მათი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა, ასე­ვე მათი ნა­თე­სა­ვი 23 წლის გუ­რამ ცე­ცხლა­ძე.

მა­დო­ნა და ედუ­არდ შა­ში­კა­ძე­ე­ბი
გუ­რამ ცე­ცხლა­ძე

"გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი, ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მძღო­ლის მა­მი­დაშ­ვი­ლის ცოლი ბავ­შვებ­თან ერ­თად იჯდა, ერთი ბავ­შვი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მე­ო­რე მცი­რე­წლო­ვა­ნი კლი­ნი­კა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­დნენ...",- გა­ნუ­ცხა­დეს ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლებ­მა AMBEBI.GE-ს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 276-ე მუხ­ლის მერ­ვე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
0

ვიზიარებ ამ უდიდეს ტკივილსა და მწუხარებას . მეტკინა ძალიან ძალიან !

g55
4

ძალიან სახიფათო სამოძრაო გზებია ქობულეთი-ოზურგეთი. ასევე, ბათუმი-ქობულეთის ეგრეთ წოდებული ერთზოლიანი ავტობანიც სახიფათოა. მეორე ზოლი უნდა აშენდეს. 21-ე საუკუნეა გარეთ, ხალხოოო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მათი მცირეწლოვანი შვილი და ნათესავი ემსხვერპლნენ

ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მათი მცირეწლოვანი შვილი და ნათესავი ემსხვერპლნენ

ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. გარდაცვლილებს შორის ბავშვიც არის. ავარიის შედეგად არიან დაშავებულებიც. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, მათი მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

"ბავშვს მუცლის ღრუს დახურული ტრავმა ჰქონდა, ოპერაცია ქობულეთის კლინიკაში ჩაუტარდა, გაიკერა ელენთა. მოხდა ემოსტაზი, თუმცა სხვა დაზიანებების გამო რეანომობილით ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაგვყავს. მოზარდს თავზე აქვს მძიმე დაზიანებები. ბიჭი 3-4 წლამდე ასაკშია. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, იგი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მას თავის არეში დაზიანებები აქვს. გადაიღო ტომოგრაფია და სტაბილურადაა ",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან სამი - ერთი ოჯახის წევრი, მეოთხე კი მათი ნათესავია. დაღუპულები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მადონა და ედუარდ შაშიკაძეები და მათი მცირეწლოვანი გოგონა, ასევე მათი ნათესავი 23 წლის გურამ ცეცხლაძე.

მადონა და ედუარდ შაშიკაძეები
გურამ ცეცხლაძე

"გარდაცვლილები ერთმანეთის ნათესავები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მძღოლის მამიდაშვილის ცოლი ბავშვებთან ერთად იჯდა, ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მცირეწლოვანი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გარდაცვლილი ნათესავები ახალგაზრდები არიან, ბათუმში ცხოვრობდნენ...",- განუცხადეს ფაქტის თვითმხილველებმა AMBEBI.GE-ს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის სემეკი „მედია კლუბის“ განახლებულ პროექტს იწყებს

ე.წ კორონა ვირუსით ჩინეთში უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

თენგიზ სიგუა გარდაიცვალა