პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ არავინ შემხვედრია, არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან -  დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს  ერეკლე კუხიანიძე
ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ არავინ შემხვედრია, არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან -  დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს  ერეკლე კუხიანიძე

ჩავ­თვა­ლე, რომ თუ ვინ­მე გა­და­ვი­დო­და და კა­ცუ­რად და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, ვთხოვ­დი და ავუხ­სნი­დი, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს გა­მო­უშ­ვებ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა, ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მისი ჩას­ვლის მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმს ერთი მტე­რი ჰყავს, ამი­ტომ ბი­ბი­ლო­ვის რე­ჟი­მის­თვის მის მო­შო­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა უნდა ეთხო­ვა.

“რა­ღაც მქონ­და ისე­თი, რომ მე შე­მეძ­ლო ვინ­მეს­თვის მი­მე­მარ­თა, ვა­პი­რებ­დი გა­დას­ვლას, მე­ცა­და უბ­რა­ლოდ. იქ­ნებ ისი­ნი არი­ან მარ­თლე­ბი და მე ვტყუ­ი­ვარ. გა­და­ვი­დო­დი პირ­და­პირ იმ მიზ­ნით, რომ ჩავ­ბა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. ვე­ტყო­დი, მე გად­მო­ვე­დი იმის­თვის, რათა მე­თხო­ვა თქვენ­თვის დახ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ჩვე­ნი სა­ერ­თო მტე­რი - ნა­ცის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გია, რო­მელ­მაც და­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლო, მო­ვი­შო­როთ, რომ თქვენც ხართ იძუ­ლე­ბუ­ლი...

ჩავ­თვა­ლე, რომ თუ ვინ­მე გა­და­ვი­დო­და და კა­ცუ­რად და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მტერ­თან გი­ნე­ბა, უნდა მო­იქ­ცე ღირ­სე­უ­ლად, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და­ამ­ცი­რო, თუ ვთხოვ­დი და ავუხ­სნი­დი, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს, გა­მო­უშ­ვებ­დნენ”, - გა­ნა­ცხა­და კუ­ხი­ა­ნი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კუ­ხი­ა­ნი­ძის შე­ფა­სე­ბას, თუ რა­ტომ არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სა­ო­კუ­პა­ციო მხა­რემ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, კუ­ხი­ა­ნი­ძის თქმით, “იმი­ტომ არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ რო­დე­საც გა­ფურ­თხე­ბენ, გე­უბ­ნე­ბი­ან რომ ოკუ­პან­ტი ხარ, არ გა­უშ­ვებ”.

მი­სი­ვე თქმით, და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთ­თან სა­ერ­თო ენა გა­მო­ნა­ხოს და ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, აზი­ა­ნებს ქვე­ყა­ნას.

“ამე­რი­კე­ლი და და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ რუ­სეთ­თან უნდა ილა­პა­რა­კოთ და გა­მო­ნა­ხოთ სა­ერ­თო ენა. არ გა­ა­კე­თოთ არა­ფე­რი ისე­თი, არ გა­დად­გათ ისე­თი ნა­ბი­ჯი, რაც და­ამ­ძი­მებს თქვენს მდგო­მა­რე­ო­ბას, ეს არის აქ­სი­ო­მა. ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, რო­მე­ლიც ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, აზი­ა­ნებს ქვე­ყა­ნას. მე მგო­ნი, ამა­ზე ვერც ერთი მხა­რე ვერ შე­მო­მე­და­ვე­ბა.

რო­დე­საც შენ მუდ­მი­ვად ვი­ღა­ცას ეძა­ხი ოკუ­პანტს, აგი­ნებ, ლან­ძღავ, შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა იმ გა­რე­მოს შექ­მნა, სა­დაც და­ლა­პა­რა­კე­ბა და მსჯე­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

რო­დე­საც შენი ქმე­დე­ბა იწ­ვევს და­ძა­ბუ­ლო­ბას და ვი­ღა­ცა ამას, თუნ­დაც ოჯა­ხი, იყე­ნებს იმის­თვის, რომ შე­უ­ტი­ოს მთავ­რო­ბას, მე ვამ­ბობ, რომ ეს არ არის სწო­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი. ამას ვამ­ბობ, უბ­რა­ლოდ, ეს ვთქვი ძა­ლი­ან უხე­შად.

მუდ­მი­ვად იმ რე­ჟიმ­ში ვი­ყოთ, ვა­ფურ­თხოთ იმ ძა­ლას, რო­მე­ლიც ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია? და ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი რომ არა, დიდი ხა­ნია სულ სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია და სად ვიქ­ნე­ბო­დით არ ვი­ცით?”, - გა­ნა­ცხა­და კუ­ხი­ა­ნი­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, ნა­ნობს თუ არა სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბებს იმ შე­დე­გის შემ­დეგ, რაც მას მოჰ­ყვა, კუ­ხი­ა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ “შეც­დო­მა იყო თუ არა, ამას გან­სჯის დრო”.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ხომ არ აპი­რებს საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტის და­ტო­ვე­ბას, კუ­ხი­ა­ნი­ძემ შემ­დეგ­ნა­ი­რად უპა­სუ­ხა: “არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ დავ­ტო­ვებ მან­დატს, იმი­ტომ, რომ ეს მომ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას ვებ­რძო­ლო ამ სა­ში­ნელ ძა­ლას”.

“ისე გა­მომ­რი­ცხეს გუნ­დი­დან, რომ ჩემ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ყო­ფი­ლა. პირ­და­პირ გა­მო­ცხად­და ისე, რომ არ­ცერ­თი მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ შემ­ხვედ­რია. არა­და, მა­ღა­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბი­დან ზარი იყო ჩემ­თან, რომ მხარს მი­ჭე­რენ პრინ­ცი­პუ­ლად, ჩემ მხა­რეს არი­ან, მაგ­რამ მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ასე არ არის”, - გა­ნა­ცხა­და კუ­ხი­ა­ნი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
26

ეგრეა, მოღალატესთან და გამყიდველთან, ლუსტრაციის შემდეგ არავინ თანამშრომლობს! ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე! მსახიობი კაცი ხარ და დათა თუთაშხია მაინც გექნება ნანახი, "რა ქენი გუდუნა ეს". აწი ჩამოწერილი ხარ და თუ დროზე არ მოცილდები მაქაურობას ნერვიულობის მეტს ვერაფერს ნახავ. გაგშიფრეს მოკლედ თუ თავი გაიშიფრე ვერ გავიგე, ამის შემდეგ აღარც რუსეთს გამოადგები და აღარც მაგათ დამქაშებს!

გლახუნა
26

ივანაშვილებო -კიდევ ერთი -ფაქტი-ა ვ ა დ მ ყ ო ფ ე ბ ი ხართ,მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ ავადმყოფები და ამიტომ მოგიყვანათ -2012 წელს კრემლის გენერალიტეტმა ხელისუფლებაში მას შემდეგ განგრევინებენ, გაუსუსურებუინებენ, გაღატაკებინებენ , უიმედო და უპერსპექტივოს ხდიან ...-როგორ ?! - რა ,,კაცურად დაველოპარაკებოდი,, -მ ტ ე რ თ ა ნ - საქართველოს სახელმწიფოს მტრებთან ?! რის ,,რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს გა­მო­უშ­ვებ­დნენ,, -რომელი ,,საერთო ინტერესებები,, - სამაჩაბლოს და აფხაზეთის აღიარება ?! - რომელ ,,ნაცისტურ იდეოლოგიას,, ებრძვით თქვენ რუსები,ოსები და აფხაზები ...,,ქართულ ნაცისტურ იდეოლოგიას,, ?! ანუ - ურუსები, ოსები, აფხაზები ნაცისტები ა რ არიან და ქართულ ტერ-ბს ა რ იპყრობენ - ქართველობის ეთნოწმენდებს ა რ ახორციელებ-საქართველოს ძირძველ რეგიონებში ?! - ა ვ ა დ ხართ ივანაშვილებო...ან ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო იციით საერთოდ-რ ა ს ნიშნავს ?! მისი არსი, ფუნქცია-რ ა არის ?! ივანაშვილებო -კრემლის -გუბერნატურა -ძალები - მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ ა ც (ანუ ა ვ ა დ მ ყ ო ფ ი, რის გამო თავად ურუსეთი-83-ე ადგილზე არიან ადამიანთა ცხოვრებით და ხარისხცით და მხოლოდ უპერსპექტივოდ, ანუ რეგრესირებით ) ხართ და იმ რუსულ დღესაც შუა საუკუნეებში მიგყავთ 2012 წლიდან საქართველო ?! ...მაგრამ სწორად თქვენს- მით მოტანიულ სიღატაკეს, უიმედობას, უპერსპექტივობას -ე რ ი დაგასრულებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ არავინ შემხვედრია, არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან -  დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს  ერეკლე კუხიანიძე

ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ არავინ შემხვედრია, არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან -  დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს  ერეკლე კუხიანიძე

ჩავთვალე, რომ თუ ვინმე გადავიდოდა და კაცურად დაელაპარაკებოდა, ვთხოვდი და ავუხსნიდი, რომ ამ შემთხვევაში საერთო ინტერესები გვაქვს, ვაჟა გაფრინდაშვილს გამოუშვებდნენ, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საოკუპაციო ხაზთან მისი ჩასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოსა და საოკუპაციო რეჟიმს ერთი მტერი ჰყავს, ამიტომ ბიბილოვის რეჟიმისთვის მის მოშორებაში დახმარება უნდა ეთხოვა.

“რაღაც მქონდა ისეთი, რომ მე შემეძლო ვინმესთვის მიმემართა, ვაპირებდი გადასვლას, მეცადა უბრალოდ. იქნებ ისინი არიან მართლები და მე ვტყუივარ. გადავიდოდი პირდაპირ იმ მიზნით, რომ ჩავბარებულიყავი. ვეტყოდი, მე გადმოვედი იმისთვის, რათა მეთხოვა თქვენთვის დახმარება იმაში, რომ ჩვენი საერთო მტერი - ნაცისტური იდეოლოგია, რომელმაც დაღუპა საქართველო, მოვიშოროთ, რომ თქვენც ხართ იძულებული...

ჩავთვალე, რომ თუ ვინმე გადავიდოდა და კაცურად დაელაპარაკებოდა, არ არის აუცილებელი მტერთან გინება, უნდა მოიქცე ღირსეულად, არ არის აუცილებელი დაამცირო, თუ ვთხოვდი და ავუხსნიდი, რომ ამ შემთხვევაში საერთო ინტერესები გვაქვს, გამოუშვებდნენ”, - განაცხადა კუხიანიძემ.

რაც შეეხება კუხიანიძის შეფასებას, თუ რატომ არ გაათავისუფლა საოკუპაციო მხარემ ვაჟა გაფრინდაშვილი, კუხიანიძის თქმით, “იმიტომ არ გაათავისუფლეს, რომ როდესაც გაფურთხებენ, გეუბნებიან რომ ოკუპანტი ხარ, არ გაუშვებ”.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციაა, რომ საქართველომ რუსეთთან საერთო ენა გამონახოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, აზიანებს ქვეყანას.

“ამერიკელი და დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ რუსეთთან უნდა ილაპარაკოთ და გამონახოთ საერთო ენა. არ გააკეთოთ არაფერი ისეთი, არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რაც დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას, ეს არის აქსიომა. ნებისმიერი ქმედება, ნებსით თუ უნებლიედ, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, აზიანებს ქვეყანას. მე მგონი, ამაზე ვერც ერთი მხარე ვერ შემომედავება.

როდესაც შენ მუდმივად ვიღაცას ეძახი ოკუპანტს, აგინებ, ლანძღავ, შეუძლებელი ხდება იმ გარემოს შექმნა, სადაც დალაპარაკება და მსჯელობა შესაძლებელი იქნება.

როდესაც შენი ქმედება იწვევს დაძაბულობას და ვიღაცა ამას, თუნდაც ოჯახი, იყენებს იმისთვის, რომ შეუტიოს მთავრობას, მე ვამბობ, რომ ეს არ არის სწორი და სამართლიანი. ამას ვამბობ, უბრალოდ, ეს ვთქვი ძალიან უხეშად.

მუდმივად იმ რეჟიმში ვიყოთ, ვაფურთხოთ იმ ძალას, რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია? და ჩვენი დასავლელი პარტნიორები რომ არა, დიდი ხანია სულ სხვანაირად იქნებოდა სიტუაცია და სად ვიქნებოდით არ ვიცით?”, - განაცხადა კუხიანიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს თუ არა საკუთარ განცხადებებს იმ შედეგის შემდეგ, რაც მას მოჰყვა, კუხიანიძემ განაცხადა, რომ “შეცდომა იყო თუ არა, ამას განსჯის დრო”.

რაც შეეხება იმას, ხომ არ აპირებს საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას, კუხიანიძემ შემდეგნაირად უპასუხა: “არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ მანდატს, იმიტომ, რომ ეს მომცემს საშუალებას ვებრძოლო ამ საშინელ ძალას”.

“ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ ჩემთან კომუნიკაცია არ ყოფილა. პირდაპირ გამოცხადდა ისე, რომ არცერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი არ შემხვედრია. არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან, რომ მხარს მიჭერენ პრინციპულად, ჩემ მხარეს არიან, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის”, - განაცხადა კუხიანიძემ.

2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"

რა ღონისძიებებს გეგმავს შსს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგოდ - უწყების განცხადება