მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წელს, სამ კვარტალში “ნენსკრა ჰიდრომ” $16 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა
წელს, სამ კვარტალში “ნენსკრა ჰიდრომ” $16 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

„2019 წლის სა­მი­ვე კვარ­ტალ­ში ნენ­სკრა ჰე­სის საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია სს „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ 16 მი­ლი­ო­ნამ­დე აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა“, - ამის შე­სა­ხებ „ნენ­სკრა ჰიდ­რო­დან“ BM.GE-ის მიერ გა­მო­თხო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში იუ­წყე­ბი­ან, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია მი­მარ­თუ­ლი იყო რო­გორც ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

„ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჭუ­ბე­რი­სა და ნაკ­რას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში, ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც გზე­ბი­სა და ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს.

მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კომ­პა­ნი­ამ მთე­ლი რიგი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის­თვი­საც სს „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ 2019 წლის სა­მი­ვე კვარ­ტალ­ში 200 ათა­სამ­დე აშშ დო­ლა­რი გა­მოჰ­ყო.

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა: მცი­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

კერ­ძოდ, 2019 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სს „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ ისე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­გო­რე­ბი­ცაა: ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჭუ­ბერ­ში, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის გაწ­მენ­დი­თი და ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ნაკ­რა­ში, კულ­ტუ­რის სახ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჭუ­ბერ­ში, ინ­გლი­სუ­რის და კომ­პი­უ­ტე­რის კურ­სე­ბი, მძი­მე ტექ­ნი­კის ოპე­რა­ტო­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი, მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ა­ში ხელ­შე­წყო­ბა, სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და მცი­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მძი­მე ტექ­ნი­კით მომ­სა­ხუ­რე­ბა და სხვა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­მო­თხო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ კო­რე­ის წყლის რე­სურ­სე­ბის კორ­პო­რა­ცია K-water-ისა და სს „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად 2015 წელს შე­იქ­მნა. კომ­პა­ნია მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მდი­ნა­რე­ე­ბის ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბებ­ში ნენ­სკრას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, რომ­ლის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე 280 მე­გა­ვა­ტია, ხოლო წლი­უ­რი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა 1’200.00 გვტ.სთ. ძი­რი­თა­დი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბა 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზეა და­გეგ­მი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის 2019 წლის სა­მი­ვე კვარტლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ტოპ ინ­ვეს­ტორ­თა ათე­უ­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

• აი­დი­ეს ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლო, შპს აი­დი­ეს ბორ­ჯო­მი ბე­ვე­რი­ჯიზ კომ­პა­ნის სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლი­ა­ლი• შპს მაგ­თი­კო­მი• სს კორ­პო­რა­ცია ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რი• სს RMG Copper• BP ჯგუ­ფი• შპს ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სია• შპს აჭარ ენერ­ჯი-2007• შპს სითი ლოფ­ტი• შპს სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი• სს ნენ­სკრა ჰიდ­რო

წყა­რო: https://bm.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

წელს, სამ კვარტალში “ნენსკრა ჰიდრომ” $16 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

წელს, სამ კვარტალში “ნენსკრა ჰიდრომ” $16 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

„2019 წლის სამივე კვარტალში ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 16 მილიონამდე აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა“, - ამის შესახებ „ნენსკრა ჰიდროდან“ BM.GE-ის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც კომპანიაში იუწყებიან, წლის განმავლობაში აღნიშნული ინვესტიცია მიმართული იყო როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სოციალური პროექტების განხორციელებაში.

„ამ წლის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჰესის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა, რაც გზებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, კომპანიამ მთელი რიგი სოციალური პროექტები განახორციელა, რისთვისაც სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 2019 წლის სამივე კვარტალში 200 ათასამდე აშშ დოლარი გამოჰყო.

სოციალური პროექტები ძირითადად შემდეგი მიმართულებებით ხორციელდება: მცირე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლება და პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

კერძოდ, 2019 წლის განმავლობაში სს „ნენსკრა ჰიდრომ“ ისეთი სოციალური პროექტები განახორციელა, როგორებიცაა: ამბულატორიის სრული რეაბილიტაცია ჭუბერში, მდინარის კალაპოტის გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები ნაკრაში, კულტურის სახლის რეაბილიტაცია ჭუბერში, ინგლისურის და კომპიუტერის კურსები, მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების კურსები, მიწის რეგისტრაციაში ხელშეწყობა, სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებისთვის, სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად მძიმე ტექნიკით მომსახურება და სხვა“, - აღნიშნულია გამოთხოვილ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ახორციელებს, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 1’200.00 გვტ.სთ. ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2020 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის სამივე კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით ტოპ ინვესტორთა ათეული ასე გამოიყურება:

• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი• შპს მაგთიკომი• სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური• სს RMG Copper• BP ჯგუფი• შპს ტოიოტა კავკასია• შპს აჭარ ენერჯი-2007• შპს სითი ლოფტი• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი• სს ნენსკრა ჰიდრო

წყარო: https://bm.ge

"მეგი პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს, მაგრამ მომხდარს მკვლელობის მუხლით იძიებენ" - ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი გოგონა?

ექიმი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - მიღწეულია სტაბილურობა, მაგრამ მძიმეა მდგომარეობა

პეტრე ყუფარაძე არის ცოტნეს ძალიან ახლო მეგობარი - გამორიცხულია, თავდასხმის მონაწილე ყოფილიყო, ის დაეხმარებოდა ცოტნეს - ცოტნე გამსახურდიას მეუღლე