მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოტნე და ბრალდებულები დაჭრამდე ერთ სუფრასთან იყვნენ" -  რას ამბობს გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი
"ცოტნე და ბრალდებულები დაჭრამდე ერთ სუფრასთან იყვნენ" -  რას ამბობს გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი და ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია დაჭ­რამ­დე ერთ სუფ­რას­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, გამ­სა­ხურ­დი­ას ჭრი­ლო­ბე­ბი და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, ინ­ცი­დენ­ტი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ მოხ­და.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვა, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით კი 4 პირი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტ.ღ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 4 პირი - 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ქ., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ს., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ყ. და 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ჩ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ პირს 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით, ხოლო ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პი­რებს კი - 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით და 376-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მძი­მე რჩე­ბა.

"პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ წუ­თის­თვის, დი­ლას­თან შე­და­რე­ბით არ შეც­ვლი­ლა.კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მძი­მე რჩე­ბა.გრძელ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა იგი­ვე მო­ცუ­ლო­ბით, რაც იყო დი­ლით. გარ­თუ­ლე­ბას ამ ეტა­პამ­დე ად­გი­ლი არ ჰქო­ნია", - გა­ნა­ცხა­და კვა­ჭა­ძემ..

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
28

ძალიან მენანება ეს კაცი ამ მდგომარეობისთვის, გადარჩება, იმედი მაქვს. მაგრამ გაკვეთილი უნდა იყოს. რა იცის ბინძური ენის ტრიალმა ღია ურთიერთობასა და სოცქსელებში.

ანი
58

მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ცოტნეს კონფლიქტური, ჯიუტი და აგრესიული ხასიათი მინდა მის მშობლებს დავაბრალო! .გაგონილი მაქვს, პატარა ძმებს ისე შეაძულეს რუსები, რომ დასასვენებლად გაგრაში რუსს რომ ნახავდნენ ხმამაღლა აგინებდნენ და ქვას ესროდნენ.!! ამათთ გამზრდელი კი პრეზიდენტი გახდა! ამიტომ ვართ ასე ,,ბედნიერები,, და მართლა ,,ამ ცხოვრების დედა,, ჩვენი ლოზუნგი გახდა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ცოტნე და ბრალდებულები დაჭრამდე ერთ სუფრასთან იყვნენ" -  რას ამბობს გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"ცოტნე და ბრალდებულები დაჭრამდე ერთ სუფრასთან იყვნენ" -  რას ამბობს გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები და ცოტნე გამსახურდია დაჭრამდე ერთ სუფრასთან იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, გამსახურდიას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ადვოკატის თქმითვე, ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოხდა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 4 პირი - 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., 1982 წელს დაბადებული პ.ყ. და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი - 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმე რჩება.

"პაციენტის მდგომარეობა ამ წუთისთვის, დილასთან შედარებით არ შეცვლილა.კვლავინდებურად მძიმე რჩება.გრძელდება მკურნალობა იგივე მოცულობით, რაც იყო დილით. გართულებას ამ ეტაპამდე ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა კვაჭაძემ..

თბილისის ერთ-ერთ ბარში ივიკო ფრუიძის ცემის საქმეზე მეხუთე პირი დააკავეს

"მოვიდა თითქმის სრულად ყველანაირი სატელეფონო კავშირები... გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს" - ადვოკატი

"მანქანაში სისხლის კვალი, სავარაუდოდ, თამუნას ეკუთვნის... ვინ გადაიჭრიდა იქ ვენებს? ან ძალით ასმევდნენ რამეს და ამის ბრალია" - ბაჩალიაშვილის დედა