მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაიყვანენ თუ არა საზღვარგარეთ ცოტნე გამსახურდიას - რას პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
გადაიყვანენ თუ არა საზღვარგარეთ ცოტნე გამსახურდიას - რას პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ზაზა ბო­ხუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია მო­ი­ნა­ხუ­ლა. ზაზა ბო­ხუ­ას თქმით, ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას იმი­სა, რომ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ზღვარ­გა­რეთ ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მოხ­დეს. მისი თქმით, კონ­სი­ლი­უ­მი უკვე ჩა­ტარ­და და სა­ჭი­რო­ე­ბა ასე­ვე არ მო­ი­თხოვს, რომ გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში კონ­სი­ლი­უ­მი კი­დევ ჩა­ტარ­დეს.

მისი თქმით, ის კო­ლე­გებს ესა­უბ­რა და ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის დი­ნა­მი­კას აკ­ვირ­დე­ბი­ან.

"ჩემს კო­ლე­გებ­თან მქონ­და შეხ­ვედ­რა. მი­ნი­თათ­ბი­რი შედ­გა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­ფას­და დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ე­ფარ­დე­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ ვი­თა­რე­ბას, რაც არის მძი­მე. ის იმ­ყო­ფე­ბა ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე, თუმ­ცა იმ­ყო­ფე­ბა სამ­კურ­ნა­ლო ნარ­კო­ზის ქვეშ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მედ სტა­ბი­ლუ­რია, რად­გან ოპე­რა­ცი­ე­ბის მთე­ლი კას­კა­დია გა­და­ტა­ნი­ლი. მინ­და კი­დევ ერთხელ გა­ვუს­ვა ხაზი, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ოპე­რა­ტი­ულ მუ­შა­ო­ბას, რო­გორც სას­წრა­ფოს, ისე უშუ­ა­ლოდ, კლი­ნი­კის. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბო­ხუ­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ჩა­ტარ­და ქი­რურ­გი­უ­ლი, ტრავ­მა­ტო­ლო­გუ­რი, ან­გე­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი. "მთლი­ა­ნად გუნ­დი იყო ჩარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც დამ­თავ­რდა ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ით. ამ შემ­თხვე­ვა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა ოპერ­ცი­ის შემ­დგომ სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა რჩე­ბა მძი­მე, რო­გორც შე­ე­ფე­რე­ბა ამ ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დგომ მდგო­მა­რე­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ზაზა ბო­ხუ­ამ.

თუ რა ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი გამ­სა­ხურ­დი­ას ჭრი­ლო­ბე­ბი, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, ამას სა­თა­ნა­დო ორ­გა­ნო­ე­ბი იტყვი­ან.

"ამ წუ­თას ოპე­რა­ცი­ის შე­ფარ­დე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. დღეს და­მა­ტე­ბით ჩა­რე­ვა არ სჭირ­დე­ბა და სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის ქვეშ არის. საკ­მა­ოდ დიდი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ტარ­და. რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რობ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ცი­ას აქვს სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დი. ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და გულ­მკერ­დის არე­ში, ჩა­ტარ­და ნე­ი­რო­ქი­რურ­გე­ბის ჩა­რე­ვის მი­ხედ­ვით", - გა­ნა­ცხა­და ზაზა ბო­ხუ­ამ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გადაიყვანენ თუ არა საზღვარგარეთ ცოტნე გამსახურდიას - რას პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

გადაიყვანენ თუ არა საზღვარგარეთ ცოტნე გამსახურდიას - რას პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ ჟურნალისტებს საავადმყოფოში განუცხადა, სადაც პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია მოინახულა. ზაზა ბოხუას თქმით, ამ ეტაპზე არანაირი საჭიროება არ დგას იმისა, რომ ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ ტრანსპორტირება მოხდეს. მისი თქმით, კონსილიუმი უკვე ჩატარდა და საჭიროება ასევე არ მოითხოვს, რომ გაფართოებულ ფორმატში კონსილიუმი კიდევ ჩატარდეს.

მისი თქმით, ის კოლეგებს ესაუბრა და ექიმები პაციენტის მდგომარეობის დინამიკას აკვირდებიან.

"ჩემს კოლეგებთან მქონდა შეხვედრა. მინითათბირი შედგა, რომლის მიხედვითაც შეფასდა დღევანდელი მდგომარეობა. მისი მდგომარეობა შეეფარდება ოპერაციის შემდგომ ვითარებას, რაც არის მძიმე. ის იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე, თუმცა იმყოფება სამკურნალო ნარკოზის ქვეშ. აქედან გამომდინარე, მდგომარეობა მძიმედ სტაბილურია, რადგან ოპერაციების მთელი კასკადია გადატანილი. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, სამედიცინო პერსონალის ოპერატიულ მუშაობას, როგორც სასწრაფოს, ისე უშუალოდ, კლინიკის. მიმდინარეობს სათანადო მკურნალობა", - განაცხადა ბოხუამ.

მისივე თქმით, ჩატარდა ქირურგიული, ტრავმატოლოგური, ანგელოგიური ოპერაციები. "მთლიანად გუნდი იყო ჩართული, რომელიც დამთავრდა ნეიროქირურგიული ოპერაციით. ამ შემთხვევაში მდგომარეობა ოპერციის შემდგომ სტაბილურია, თუმცა რჩება მძიმე, როგორც შეეფერება ამ ოპერაციების შემდგომ მდგომარეობას", - განაცხადა ზაზა ბოხუამ.

თუ რა იარაღით აქვს მიყენებული გამსახურდიას ჭრილობები, მინისტრის მოადგილის თქმით, ამას სათანადო ორგანოები იტყვიან.

"ამ წუთას ოპერაციის შეფარდებით მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დღეს დამატებით ჩარევა არ სჭირდება და სათანადო მკურნალობის ქვეშ არის. საკმაოდ დიდი ოპერაციები ჩატარდა. რამდენიმე ოპერაცია მიმდინარობდა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ოპერაციას აქვს სხვადასხვა პერიოდი. ოპერაცია ჩატარდა გულმკერდის არეში, ჩატარდა ნეიროქირურგების ჩარევის მიხედვით", - განაცხადა ზაზა ბოხუამ.

უახლესი ცნობები ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"აქაურობა ჩემთვის სოხუმის სახლივით ძვირფასია" - რას იხსნებს  "ინტერპრესნიუსის"  20 წლის იუბილეზე  ჟურნალისტი, რომელიც სააგენტოში დაარსების დღიდან მუშაობს

რის გაკეთებას გეგმავს განათლების სამინისტრო და საპატრიარქო  მოზარდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების  წინააღმდეგ?