სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ

სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი „მაგ­ნი­ტის“ წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი გა­თა­მა­შე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს კუთ­ვნი­ლი პრი­ზე­ბი გა­დას­ცეს. სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ხუ­თი­დან 4 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­ვი­და. მო­გე­ბუ­ლი ბი­ლე­თე­ბის მფლო­ბე­ლებს „მაგ­ნი­ტის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და გა­თა­მა­შე­ბის წამ­ყვან­მა დუტა სხირტლა­ძემ უმას­პინ­ძლეს.

iPhone XS, 2000 ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 4 კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი ევ­რო­პა­ში, 2019 წლის ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota Camry და თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­შია. სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ „მაგ­ნი­ტის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სტუმ­რებ­თან ერ­თად ტორ­ტიც გაჭ­რეს და გა­მარ­ჯვე­ბა აღ­ნიშ­ნეს.

„მაგ­ნი­ტის“ გა­თა­მა­შე­ბის 30 ბი­ლე­თი მქონ­და, მაგ­რამ მა­ინც არ მჯე­რო­და, რომ მო­ვი­გებ­დი. მა­ში­ნაც ვერ ვი­ჯე­რებ­დი, როცა დუ­ტამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, გა­თა­მა­შე­ბი­დან გი­რე­კა­ვო. ისე გა­მიკ­ვირ­და, იმ მო­მენ­ტში ემო­ცია სა­ერ­თოდ ვერ გა­მოვ­ხა­ტე. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ,“ - ამ­ბობს კახა მღებ­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც „მაგ­ნი­ტის“ წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ გა­თა­მა­შე­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ი­გო.

„მაგ­ნი­ტში“ საკ­მა­ოდ ხში­რად დავ­დი­ვარ, ამი­ტომ 300 ბი­ლეთ­ზე მეტი შე­მიგ­როვ­და. არას­დროს არა­ფე­რი მო­მი­გია, ამი­ტომ დუ­ტამ რომ და­მი­რე­კა, მა­ში­ნაც კი არ მე­გო­ნა, რომ რამე მო­ვი­გე. სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც გა­მოს­ცა­დოს,“ - ამ­ბობს ორო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის მფლო­ბე­ლი ალექ­სან­დრე პავ­ლი­აშ­ვი­ლი.

„მაგ­ნი­ტის“ წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი გა­თა­მა­შე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ პირ­და­პირ ეთერ­ში დუტა სხირტლა­ძემ გა­მო­ავ­ლი­ნა. წამ­ყვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბი­ლე­თე­ბის მფლო­ბე­ლებს ეთე­რი­დან და­უ­კავ­შირ­და და მათ და­ფა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი კონ­ვერ­ტე­ბი­დან ერთ-ერ­თის ამორ­ჩე­ვა სთხო­ვა. სწო­რედ ასე გა­მოვ­ლინ­დნენ 5 სხვა­დას­ხვა სა­ჩუქ­რის მფლო­ბე­ლე­ბი.

გა­თა­მა­შე­ბის ბი­ლე­თე­ბის გა­ცე­მა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ „მაგ­ნი­ტის“ ყვე­ლა ფი­ლი­ალ­ში 15 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო. ყო­ვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, და­ხარ­ჯულ ათ ლარ­ზე გა­თა­მა­შე­ბის თითო ბი­ლეთს იღებ­და. გა­თა­მა­შე­ბის ბი­ლე­თე­ბის მი­ღე­ბა „მაგ­ნი­ტის“ მომ­ხმა­რებ­ლებს 9 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით შე­ეძ­ლოთ. 14 დე­კემ­ბერს კი 4 მი­ლი­ო­ნამ­დე ბი­ლე­თი დო­ლუ­რა­ში მო­ა­თავ­სეს და იღ­ბლი­ა­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს.

„მაგ­ნი­ტის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს მო­მა­ვალ­შიც უამ­რავ სი­ურპრიზ­სა და წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ გა­თა­მა­შე­ბას შეს­თა­ვა­ზებს.

სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი "მაგ­ნი­ტი" 2015 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. „მაგ­ნი­ტი“ პირ­ვე­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­მაც ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი ქსე­ლის რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­ა­კე­თა. ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით „მაგ­ნიტს“ 200-მდე ფი­ლი­ა­ლი აქვს და 4000-მდე თა­ნამ­შრო­მელს ასაქ­მებს.

R

ავტორი:

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები გადასცეს. საზეიმო ღონისძიებაზე ხუთიდან 4 გამარჯვებული რეგიონიდან ჩამოვიდა. მოგებული ბილეთების მფლობელებს „მაგნიტის“ წარმომადგენლებმა და გათამაშების წამყვანმა დუტა სხირტლაძემ უმასპინძლეს.

iPhone XS, 2000 ლარიანი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში, 4 კაციანი საგზური ევროპაში, 2019 წლის ავტომობილი Toyota Camry და თბილისში მდებარე ოროთახიანი ბინა უკვე გამარჯვებულების მფლობელობაშია. საზეიმო ღონისძიების შემდეგ „მაგნიტის“ წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად ტორტიც გაჭრეს და გამარჯვება აღნიშნეს.

„მაგნიტის“ გათამაშების 30 ბილეთი მქონდა, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ მოვიგებდი. მაშინაც ვერ ვიჯერებდი, როცა დუტამ დამირეკა და მითხრა, გათამაშებიდან გირეკავო. ისე გამიკვირდა, იმ მომენტში ემოცია საერთოდ ვერ გამოვხატე. ძალიან გახარებული ვარ,“ - ამბობს კახა მღებრიშვილი, რომელმაც „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ავტომობილი მოიგო.

„მაგნიტში“ საკმაოდ ხშირად დავდივარ, ამიტომ 300 ბილეთზე მეტი შემიგროვდა. არასდროს არაფერი მომიგია, ამიტომ დუტამ რომ დამირეკა, მაშინაც კი არ მეგონა, რომ რამე მოვიგე. საოცარი შეგრძნებაა, ყველას ვუსურვებ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსცადოს,“ - ამბობს ოროთახიანი ბინის მფლობელი ალექსანდრე პავლიაშვილი.

„მაგნიტის“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში დუტა სხირტლაძემ გამოავლინა. წამყვანი გამარჯვებული ბილეთების მფლობელებს ეთერიდან დაუკავშირდა და მათ დაფაზე განთავსებული კონვერტებიდან ერთ-ერთის ამორჩევა სთხოვა. სწორედ ასე გამოვლინდნენ 5 სხვადასხვა საჩუქრის მფლობელები.

გათამაშების ბილეთების გაცემა სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ ყველა ფილიალში 15 სექტემბერს დაიწყო. ყოველი მომხმარებელი, დახარჯულ ათ ლარზე გათამაშების თითო ბილეთს იღებდა. გათამაშების ბილეთების მიღება „მაგნიტის“ მომხმარებლებს 9 დეკემბრის ჩათვლით შეეძლოთ. 14 დეკემბერს კი 4 მილიონამდე ბილეთი დოლურაში მოათავსეს და იღბლიანი მომხმარებლები გამოავლინეს.

„მაგნიტის“ წარმომადგენლების თქმით, კომპანია მომხმარებელს მომავალშიც უამრავ სიურპრიზსა და წამახალისებელ გათამაშებას შესთავაზებს.

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 200-მდე ფილიალი აქვს და 4000-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

R

Galaxy Fold ლიმიტირებული რაოდენობით საქართველოშია

„ისი პარის“ ახალი ფილიალი City Mall საბურთალოში გაიხსნა!

რომელი პროდუქტები უნდა შეიძინოთ წინასწარ, ახალ წლამდე