საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხადია, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს" - სანდრა რულოვსი საავადმყოფოში ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის გასარკვევად მივიდა
"ცხადია, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს" - სანდრა რულოვსი საავადმყოფოში ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის გასარკვევად მივიდა

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­და რუ­ლოვ­სი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას დაჭ­რა­ში „პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულს" ხე­დავს. ამის შე­სა­ხებ სან­დრა რუ­ლოვსმა ჟურ­ნა­ლის­ტებს ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც დაჭ­რი­ლი გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ნა­ხა­ვად მი­ვი­და.

რუ­ლოვ­სის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა.

"ჯერ არ მი­ნა­ხავს ექი­მი, შე­მოვ­ლა­ზეა და და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში დავ­ბრუნ­დე­ბი და მე­ტყვის, რო­გორ არის ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია. მეც, და­ახ­ლო­ე­ბით, თქვენ­სა­ვით ვიცი, რომ ორი ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და ცოტ­ნეს და საკ­მა­ოდ მძი­მედ არის. რა თქმა უნდა, პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და დიდი იმე­დი გვაქვს, რომ კარ­გად გა­მო­ვა ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

ის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ბი­ჭია. რა თქმა უნდა, ცუ­დია რაც მოხ­და. ცხა­დია, რომ ამას პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი აქვს. ძა­ლი­ან ცუდ პე­რი­ოდ­ში ვცხოვ­რობთ. ბოლო დღე­ებ­ში ცუ­დად გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, მაგ­რამ არ მინ­და, რომ პე­სი­მიზ­მში ჩა­ვი­ძი­როთ, რად­გან ეს არის ის, რაც ვერ გა­და­არ­ჩენს ჩვენს ქვე­ყა­ნას. უნდა ვი­ყოთ ოპ­ტი­მის­ტე­ბი. ცოტ­ნეც უნდა გა­მო­ვი­დეს. გვინ­და, რომ ყველ­გან, თბი­ლის­შიც და რე­გი­ო­ნებ­შიც ხალ­ხი ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყოს. მოვა დრო, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში უკე­თე­სი გან­ვით­რე­ბა იქ­ნე­ბა, რად­გან ასე გაგ­რძე­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა. ამ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ში, კრი­მი­ნა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში, და­უს­ჯე­ლო­ბა­ში მი­ჭირს,მაგ­რამ მინ­და ოპ­ტი­მი­სად დავ­რჩე", - გა­ნა­ცხა­და რუ­ლოვსმა.

იგი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე თავ­დას­ხმა მი­სი­ვე კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბის გამო მოხ­და­რი­ყო.

"რა თქმა უნდა, ამას არ გა­მოვ­რი­ცხავ. თა­ვად იტყვის, როცა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვა, რად­გან ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნია, ვინც რამე და­ი­ნა­ხა ან მო­ის­მი­ნა, მაგ­რამ ჩემ­თვის ცხა­დია, ზო­გა­დად, დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში კლი­მა­ტია ასე­თი, რომ ვი­საც ოდ­ნავ ოპო­ზი­ცი­უ­რი მიდ­გო­მა აქვს დღე­ვან­დელ პრო­რუ­სულ მთავ­რო­ბას­თან, ის და­სას­ჯე­ლია. ჩვენ ყვე­ლა ერ­თად უნდა ვიდ­გეთ და ბრძო­ლა გა­ვაგ­რძე­ლოთ ამ მავ­ნე­ბელ მთავ­რო­ბას­თან", - გა­ნა­ცხა­და სან­დრა რუ­ლოვსმა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
23

პირად საუბრებში მითხრა მიშას ჩემთვის არასოდეს არ უღალატიაო.

ქონდარა
16

არაოჯახის წევრზე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემა არ შეიძლება

ავტორი:

"ცხადია, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს" - სანდრა რულოვსი საავადმყოფოში ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის გასარკვევად მივიდა

"ცხადია, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს" - სანდრა რულოვსი საავადმყოფოში ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის გასარკვევად მივიდა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდა რულოვსი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაში „პოლიტიკურ სარჩულს" ხედავს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადა, სადაც დაჭრილი გამსახურდიას სანახავად მივიდა.

რულოვსის თქმით, ქვეყანაში რთული ვითარებაა.

"ჯერ არ მინახავს ექიმი, შემოვლაზეა და დაახლოებით ნახევარ საათში დავბრუნდები და მეტყვის, როგორ არის ცოტნე გამსახურდია. მეც, დაახლოებით, თქვენსავით ვიცი, რომ ორი ოპერაცია გაუკეთდა ცოტნეს და საკმაოდ მძიმედ არის. რა თქმა უნდა, პოსტოპერაციული პერიოდი მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგად გამოვა ამ მდგომარეობიდან.

ის ძალიან ძლიერი ბიჭია. რა თქმა უნდა, ცუდია რაც მოხდა. ცხადია, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. ძალიან ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ. ბოლო დღეებში ცუდად განვითარდა მოვლენები, მაგრამ არ მინდა, რომ პესიმიზმში ჩავიძიროთ, რადგან ეს არის ის, რაც ვერ გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. უნდა ვიყოთ ოპტიმისტები. ცოტნეც უნდა გამოვიდეს. გვინდა, რომ ყველგან, თბილისშიც და რეგიონებშიც ხალხი ოპტიმისტურად იყოს. მოვა დრო, რომ ამ ქვეყანაში უკეთესი განვითრება იქნება, რადგან ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. ამ განუკითხაობაში, კრიმინალურ ვითარებაში, დაუსჯელობაში მიჭირს,მაგრამ მინდა ოპტიმისად დავრჩე", - განაცხადა რულოვსმა.

იგი არ გამორიცხავს, რომ გამსახურდიაზე თავდასხმა მისივე კრიტიკული მოსაზრების გამო მოხდარიყო.

"რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავ. თავად იტყვის, როცა მდგომარეობიდან გამოვა, რადგან ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც რამე დაინახა ან მოისმინა, მაგრამ ჩემთვის ცხადია, ზოგადად, დღევანდელ საქართველოში კლიმატია ასეთი, რომ ვისაც ოდნავ ოპოზიციური მიდგომა აქვს დღევანდელ პრორუსულ მთავრობასთან, ის დასასჯელია. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და ბრძოლა გავაგრძელოთ ამ მავნებელ მთავრობასთან", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე 86 ხმით აირჩიეს

"მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება.. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ეს პრემიერის გადასაწყვეტია" - ირაკლი კობახიძე

"მე მიყვარს ქალბატონი სალომე, მართობს და მახალისებს" - ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს ფინჯან ყავაზე ეპატიჟება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"