სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე დღე ძილში გვეყოლება" - როგორ ჩაიარა ცოტნე გამსახურდიას მორიგმა ოპერაციამ
"რამდენიმე დღე ძილში გვეყოლება" - როგორ ჩაიარა ცოტნე გამსახურდიას მორიგმა ოპერაციამ

დღეს დი­ლით ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. რო­გორც "ფე­ის­ბუქ­ზე" დაჭ­რი­ლის ძმა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია წერს, მდგო­მა­რე­ო­ბა ჯერ კი­დევ მძი­მეა:

"ოპე­რა­ცია დას­რულ­და. ექი­მი, ბა­ტო­ნი არ­ჩი­ლი თვლის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლად, თუმ­ცა ეს ჯერ კი­დევ არა­ფერს ნიშ­ნავ­სო. მდგო­მა­რე­ო­ბა ზო­გა­დად მძი­მეა. ესა თუ ის პრობ­ლე­მა თავს რო­დის იჩენს, ამას ვერ ვი­ტყვი­თო. სს ინი­ტომ, რომ საქ­მე გვაქვს სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მრავ­ლო­ბით ტრავ­მას­თან. უახ­ლო­ე­სი რამ­დე­ნი­მე დღე კრი­ტი­კუ­ლია, შე­საძ­ლოა კვი­რაც, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პროგ­ნო­ზი რთუ­ლია" - წერს კოკო გამ­სა­ხურ­დია.

რაც შე­ე­ხე­ბა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ექიმს, ნე­ი­რო­ქი­რურ­გმა არ­ჩილ ჯვარ­შე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი 7-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დღეს დი­ლით გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას კი­დევ დას­ჭირ­დეს ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა რო­გორც თავ­ზე, ასე­ვე გულ­მკერ­დზე.

"პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა: მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მა გულ­მკერ­დის, მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მა თა­ვის ტვი­ნის და თა­ვის ქა­ლის. ძა­ლი­ან ბევ­რი ჰე­მა­ტო­მა იყო თა­ვის ქა­ლის, რო­გორც მარ­ჯვნივ, ისე მარ­ცხნივ, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო ქალა ტვი­ნის ძვლე­ბი, შუბ­ლის წილ­ში და თხე­მის წილ­ში.

7 სა­ა­თი მო­ვუნ­დით ოპე­რა­ცი­ას, ჰე­მა­ტო­მე­ბი ამო­ღე­ბუ­ლია. ტვი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, ტვი­ნის რე­ლაქ­სა­ცია, ოპე­რა­ცი­ის ბო­ლოს, გე­მა­ტო­მის მო­შო­რე­ბის შემ­დეგ, იყო და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. პა­ცი­ენ­ტი გა­დაყ­ვა­ნი­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა, ჰე­მა­ტო­მა ამო­ვი­ღეთ და თა­ვის ტვი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა ასე თუ ისე იყო და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ინც რჩე­ბა მძი­მე. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­იკ­ვე­თე­ბა პროგ­ნო­ზი რო­გო­რი იქ­ნე­ბა. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ საფრ­თხემ უკვე ჩა­ი­ა­რა.

შე­საძ­ლოა, დას­ჭირ­დეს კი­დევ ოპე­რა­ცია რო­გორც თავ­ზე, ისე გულ­მკერ­დზე. ამას ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი გვაჩ­ვე­ნებს. რამ­დე­ნი­მე დღე ძილ­ში გვე­ყო­ლე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი იქ­ნე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით და ყვე­ლაფ­რით, ყვე­ლა რე­სურ­სით, რაც კლი­ნი­კა­ში გვაქვს და ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს, რისი სა­ჭი­რო­ე­ბაც არის. და­ნარ­ჩე­ნი გა­მოჩ­ნდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის რე­ჟიმ­ში,"- გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ ჯვარ­შე­იშ­ვილ­მა.

ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია გულ-მკერ­დის არე­ში ჩა­უ­ტარ­და, რის შემ­დე­გაც ტო­მოგ­რა­ფი­ულ­მა გა­მოკ­ვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ის ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებ­და.

ცნო­ბის­თვის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 19 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე დაჭ­რეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით,ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zug.
3

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ცოტნე გამსახურდიას. საშინელებაა. რა ტრაგიკული ოჯახია. 

emigranti
31

qveyana ukve gadachexilia aq sxva komentari zedmetia..................

ავტორი:

"რამდენიმე დღე ძილში გვეყოლება" - როგორ ჩაიარა ცოტნე გამსახურდიას მორიგმა ოპერაციამ

"რამდენიმე დღე ძილში გვეყოლება" - როგორ ჩაიარა ცოტნე გამსახურდიას მორიგმა ოპერაციამ

დღეს დილით ცოტნე გამსახურდიას კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც "ფეისბუქზე" დაჭრილის ძმა კონსტანტინე გამსახურდია წერს, მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა:

"ოპერაცია დასრულდა. ექიმი, ბატონი არჩილი თვლის, რომ წარმატებულად, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავსო. მდგომარეობა ზოგადად მძიმეა. ესა თუ ის პრობლემა თავს როდის იჩენს, ამას ვერ ვიტყვითო. სს ინიტომ, რომ საქმე გვაქვს სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობით ტრავმასთან. უახლოესი რამდენიმე დღე კრიტიკულია, შესაძლოა კვირაც, ასეთ შემთხვევაში პროგნოზი რთულია" - წერს კოკო გამსახურდია.

რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ექიმს, ნეიროქირურგმა არჩილ ჯვარშეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი 7-საათიანი ოპერაციის დასრულების შემდეგ, დღეს დილით გააკეთა.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის ცოტნე გამსახურდიას კიდევ დასჭირდეს ოპერაციის ჩატარება როგორც თავზე, ასევე გულმკერდზე.

"პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა გულმკერდის, მრავლობითი ტრავმა თავის ტვინის და თავის ქალის. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო თავის ქალის, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, დაზიანებული იყო ქალა ტვინის ძვლები, შუბლის წილში და თხემის წილში.

7 საათი მოვუნდით ოპერაციას, ჰემატომები ამოღებულია. ტვინის მდგომარეობა, ტვინის რელაქსაცია, ოპერაციის ბოლოს, გემატომის მოშორების შემდეგ, იყო დამაკმაყოფილებელი. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე, სადაც რამდენიმე დღე დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე. რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიკვეთება პროგნოზი როგორი იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა.

შესაძლოა, დასჭირდეს კიდევ ოპერაცია როგორც თავზე, ისე გულმკერდზე. ამას ყოველდღიური მონიტორინგი გვაჩვენებს. რამდენიმე დღე ძილში გვეყოლება. ყოველდღიური მონიტორინგი იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით და ყველაფრით, ყველა რესურსით, რაც კლინიკაში გვაქვს და ყველაფერი გვაქვს, რისი საჭიროებაც არის. დანარჩენი გამოჩნდება ყოველდღიური დაკვირვების რეჟიმში,"- განაცხადა არჩილ ჯვარშეიშვილმა.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას პირველი ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა, რის შემდეგაც ტომოგრაფიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის ნეიროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, თბილისში, ვერაზე დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით,ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ავარია ქობულეთში - გარდაცვლილია 4 ადამიანი, არიან დაშავებულები

თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლე ცემეს - შსს-მ  გამოძიება დაიწყო

ავარია აეროპორტთან: ყვითელი სამარშრუტოს და სატვირთოს შეჯახებას მგზავრი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები