მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოდი, ახლოს მომიჯექიო... უცბად ქამრიდან იღებს იარაღს, მიმიზნებს და ირონიულად იცინის..." - რას იხსენებს პოლიციაში დაკითხვის შესახებ ცნობილი მსახიობის შვილიშვილი
"მოდი, ახლოს მომიჯექიო... უცბად ქამრიდან იღებს იარაღს, მიმიზნებს და ირონიულად იცინის..." - რას იხსენებს პოლიციაში დაკითხვის შესახებ ცნობილი მსახიობის შვილიშვილი

ბლო­გე­რი და სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი საშ­კა კალ­მა­ხე­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თა­ვის ის­ტო­რი­ას წერს, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან მას­ზე ზე­წო­ლას უკავ­შირ­დე­ბა.

კალ­მა­ხე­ლი­ძე წერს, რომ ეს­მის რას გა­ნიც­დი­და 15 წლის ლუკა სი­რა­ძე მა­შინ, როცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­კი­თხვის დროს მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ზე­მოქ­მე­დებ­დნენ, რად­გან რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­კუ­თარ თავ­ზე იწ­ვნია ეს.

საშ­კა კალ­მა­ხე­ლი­ძე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლია. საშ­კა ბე­ბი­ის ძმის, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის, საშ­კა იო­სე­ლი­ა­ნის სეხ­ნი­აა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომში გმი­რუ­ლად და­ი­ღუ­პა.

აი, რას წერს კალ­მა­ხე­ლი­ძე 2017 წელს მომ­ხდარ ამ­ბავ­ზე:

"დავ­წე­რო, არ დავ­წე­რო, დავ­წე­რო, არ დავ­წე­რო, დავ­წე­რო, არ დავ­წე­რო... მე­ო­რე დღეა იმ ბი­ჭის მეტ­ზე ვე­რა­ვის­ზე და ვე­რა­ფერ­ზე ვფიქ­რობ. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მგო­ნია სხვებ­ზე ოდ­ნავ უფრო კარ­გად ვიცი, რას გრძნობ­და, რა პრე­სი გა­ი­ა­რა, სად გა­ტე­ხეს, რო­გორ მი­უდ­გნენ, რა აგ­რძნო­ბი­ნეს.

ამ ამ­ბავ­ზე არას­დროს არც და­მი­წე­რია, არც მი­ლა­პა­რა­კია, არც ვინ­მეს­თან შე­მიმ­ჩნე­ვია, გრძნო­ბე­ბი ამო­მი­ლა­გე­ბია და სა­ერ­თოდ თუ რა­ი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს, ყვე­ლას გა­მო­ყე­ნე­ბას ვცდი­ლობ რომ და­ვი­ვი­წყო. ხან­და­ხან გა­მომ­დის, ხან­და­ხან არა.ეს არის ამ­ბა­ვი რო­მე­ლიც იცი­ან დე­და­ჩემ­მა, ჩემ­მა 4-მა ძმა­კაც­მა, ჩემ­მა ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა და მე.იმი­ტომ რომ სირ­ცხვი­ლია... იმი­ტომ რომ სა­ში­შია... იმი­ტომ რომ ვე­რა­ფერს და­ვამ­ტკი­ცებ და ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ მე მო­მი­ტანს და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მებს... იმი­ტომ რომ იმი­ტომ რომ იმი­ტომ... იმი­ტომ რომ ყვე­ლას თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს გა­ჩუმ­დეს სის­ტე­მის წი­ნა­შე.

მაგ­რამ რო­დე­საც 15 წლის ბავ­შვი მე-9 სარ­თუ­ლი­დან ხტე­ბა და თავს იკ­ლავს, ამის იქით აღა­რა­ფე­რი არ­სე­ბობს. აღა­რა­ფერს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

მოვ­ყვე­ბი. შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე­ში ვიგ­დებ თავს, მაგ­რამ მა­ინც მოვ­ყვე­ბი

ეს ამ­ბა­ვი 2017 წლის 27 იან­ვარს მოხ­და. მე მიყ­ვარს კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა და ამ ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია ექ­სტა­ზი და MDMA, რო­მელ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლიც არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, ყო­ველ­თვის მო­ვიხ­მარ­დი მაქ­სი­მუმ 2-3 თვე­ში ერთხელ და მერე დიდი ხნით ვის­ვე­ნებ­დი. ყო­ველ­თვის როცა ერთ აბ ექ­სტაზს ვყლა­პავ, ვიცი რა სა­ხის ზი­ანს ვა­ყე­ნებ სა­კუ­თარ ორ­გა­ნიზმს, ყო­ველ­თვის როცა ნა­ხე­ვარ ლიტრ სოფ­ლის ორ­ნა­ხად ჭა­ჭას ვსვამ, ვიცი რა სა­ხის ზი­ანს ვა­ყე­ნებ სა­კუ­თარ ორ­გა­ნიზმს და ვფიქ­რობ, რომ სა­ხელ­მწი­ფო ამის­თვის 2, 5 და 8 წლით არ უნდა მი­ჭერ­დეს.

მაგ­რამ ეს ამ სტა­ტუ­სის თემა არ არის. ეს იქ, ყვე­ლას­გან მი­ვი­წყე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას­თან, დაშ­ლილ "თეთრ ხმა­ურ­თან", კა­ნა­ფით ამო­წუ­რულ "გირჩთან" და იმ კაც­თან დაგ­ვაბ­რუ­ნებს, ბო­დი­შით რომ იწყებს, ცრუ და­პი­რე­ბე­ბით აგ­რძე­ლებს, გუ­ლან­თე­ბულ მო­მი­ტინ­გე­ებს შლის და საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის ჩა­ცხრო­ბის მერე, სა­კუ­თარ გა­და­ფურ­თხე­ბულს უკან ლო­კავს, არა­ვი­თარ სა­კონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს რეპ­რე­სი­უ­ლი ნარ­კო­პო­ლი­ტიკს შე­საც­ვლე­ლად არ ატა­რებს და ისევ ამ ჭა­ობ­ში გვტო­ვებს.

ეს სტა­ტუ­სი სხვა თე­მა­ზეა. ჩემს წილ, პა­ტა­რა მხი­ლე­ბა­ზე, ამ დიდი, მჩაგ­ვრე­ლი სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ. სის­ტე­მის, რო­მე­ლიც რო­დე­საც ყვე­ლას­გან იზო­ლი­რე­ბულ სივ­რცე­ში მო­გი­ხელ­თებს, ბე­ტო­ნის გა­საბრტყე­ლე­ბე­ლი მან­ქა­ნა­სა­ვით გა­და­გივ­ლის. ბო­ლომ­დე გაგ­წუ­რავს და გაგ­ტე­ხავს.

2017 წლის 27 იან­ვარს, თუ არ ვცდე­ბი პა­რას­კე­ვი დღე იყო და დიდხ­ნი­ა­ნი პა­უ­ზის მერე, ერთ-ერთი კლუ­ბის ერთ-ერთ ივენთზე წას­ვლას ვა­პი­რებ­დით მე­გობ­რე­ბი. ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი და პრო­ცე­დუ­რუ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, სა­დღაც ავი­ღეთ MDMA, რომ კლუბ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით, გვე­ცეკ­ვა, ცოტა ხნით სტრე­სებს დავ­მშვი­დო­ბე­ბო­დით და სა­სი­ა­მოვ­ნო ღამე გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა.

გა­მოვ­ბრუნ­დით სა­ბურ­თა­ლო­ზე, რომ ივენთს დავ­ლო­დე­ბო­დით. დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მე­გობ­რის სახ­ლში ავ­დი­ო­დით ორნი. მან­ქა­ნა და­ვა­პარ­კინ­გე და გად­მო­ვე­დი, ჩემი მე­გო­ბა­რი შე­ვი­და სა­დარ­ბა­ზო­ში, მე ტე­ლე­ფო­ნი დამ­რჩა მან­ქა­ნა­ში და რო­გორც კი უკან გა­მოვ­ბრუნ­დი, ელ­ვის სიჩ­ქა­რით გა­მი­ჩერ­და "შკო­და", იქი­დან 4 ტიპი გად­მოხ­ტა, ქურ­თუ­კის ზუს­ტად იმ ჯი­ბე­ში ჩა­მი­ყო ხელი რო­მელ­შიც MDMA მედო და მან­ქა­ნა­ში ჩამ­ტე­ნა.

"ჩაშ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი". და­ბუ­ლინ­გე­ბა, და­ცინ­ვა და გა­ღა­და­ვე­ბა, რა თქმა უნდა, მან­ქა­ნა­ში­ვე და­ი­წყო. ოთხი­ვე ტიპი მე­ღა­და­ვე­ბა, დამ­ცი­ნის და რაც ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რია, ჩემი მე­გობ­რის სა­ხელს მე­ძა­ხის. ვე­რა­ფერს ვა­კავ­ში­რებ ერ­თმა­ნეთ­თან, შე­პა­სუ­ხე­ბის არც ძალა მაქვს, არც სურ­ვი­ლი და ვზი­ვარ ჩემ­თვის ჩუ­მად. მარ­ტო ერთხელ ვუ­პა­სუ­ხე ძა­ლი­ან ჩუ­მად, არ მქვია ეგ, ალექ­სან­დრე მქვია-მეთ­ქი. ჰააა გა­ე­ბი ...-ო - კიდე ერთხელ მომ­მარ­თეს ჩემი მე­გობ­რის სა­ხე­ლით. არ მქვია ..., ალექ­სან­დრე მქვია-მეთ­ქი. იქვე ტე­ლე­ვი­ზი­ის გვერ­დით შე­ნო­ბას­თან გა­ა­ჩე­რეს "შკო­და" და ისე ძლი­ე­რად ხელ­ჩავ­ლე­ბუ­ლი გად­მო­მიყ­ვა­ნეს მან­ქა­ნი­დან, გე­გო­ნე­ბა ჰალ­კი­ვით მო­ვიქ­ნევ­დი ოთხი­ვე ტიპს ჰა­ერ­ში, მერე უსე­ინ ბოლ­ტი­ვით გა­ვიქ­ცე­ო­დი იქი­დან და ბო­ლოს კო­პერ­ფილ­დი­ვით გავ­ქრე­ბო­დი.

შე­ნო­ბა­ში როცა შე­ვე­დით, ქერა, ცის­ფერ­თვა­ლე­ბა, და­ბალ­მა ტიპ­მა, რო­მე­ლიც რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ამა­თი უფ­რო­სი იყო, ჯი­ბი­დან სა­ფუ­ლე ამო­მი­ღო და რომ ნახა მარ­თლა ალექ­სან­დრე ვი­ყა­ვი, და­ნარ­ჩე­ნებს უთხრა, თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, სხვა არიო. მერე დიდ­ხანს თათ­ბი­რობ­დნენ რა­ღა­ცას. შე­ვე­დით პა­ტა­რა ოთახ­ში, სა­დაც რო­გორც ვხვდე­ბი არ არის კა­მე­რე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, უკვე სხვა დო­ნე­ზე შლი­ან ფრთებს მენ­ტე­ბი. არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი და არ ვი­ტყვი რომ მცე­მეს, მაგ­რამ ისე მა­კა­ჩა­ვეს, ისეთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხ­ში გა­მა­ტა­რეს, ისე ყვე­ლა მხრი­დან მძიძ­გნიდ­ნენ, რომ ამას გულ­წრფე­ლად მერ­ჩივ­ნა, ვინ­მეს უბ­რა­ლოდ გა­თიშ­ვამ­დე ვე­ცე­მე.

ბოლო დი­ა­ლო­გი, რომ­ლის მე­რეც ერ­თის გარ­და ყვე­ლა გა­ვი­და ოთა­ხი­დან, ასე­თი იყო: შენ რო არ გვჭირ­დე­ბი ხო ხვდე­ბი? გა­ა­კე­თე რა­საც გე­უბ­ნე­ბი­ან. გგო­ნია მა­გით ბლატ­ნოი ბიჭი გახ­დე­ბი? - მკი­თხეს დამ­ცი­ნა­ვი ღი­მი­ლით. არა, არ მგო­ნია-მეთ­ქი. ხოდა გა­ი­გე რო რა­საც ჩვენ გე­უბ­ნე­ბით, ეგ ბ...ა კი არა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­აო. მაგ ბიჭს დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, უშე­ნო­დაც და­ვი­ჭერთ (ეს სი­ტყვა სხვა­თა­შო­რის მარ­თლა აას­რუ­ლეს) და შენ კიდე გე­ტყო­ბა წე­სი­ე­რი ბიჭი ხარ, სა­ერ­თოდ არას­დროს არა­ფერ­ში არ ხარ შემ­ჩნე­უ­ლი, ხოდა ეხლა გაქვს შან­სი, თავი გა­და­ირ­ჩი­ნო, თუ ყვე­ლა­ფერს ისე იზამ, რო­გორც გე­ტყვით, დღეს­ვე უკვე გა­რეთ იქ­ნე­ბი. რატო იმ­წა­რებ ცხოვ­რე­ბა­სო?

ჩუ­მად ვი­ჯე­ქი და ვცდი­ლობ­დი ყვე­ლა­ზე დიდ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზეც, ყვე­ლა­ზე დიდ დამ­ცი­რე­ბა­ზეც, არა­ფე­რი მე­პა­სუ­ხა. ამათ­თან იქ მცი­რე­დი შე­პა­სუ­ხე­ბაც მხო­ლოდ ჩემ­ზე იმოქ­მე­დებ­და ცუ­დად. რა თქმა უნდა, არ ვა­პი­რებ­დი იმის გა­კე­თე­ბას, რა­საც ხან მთა­ვა­ზობ­დნენ და ხან უბ­რა­ლოდ არ გა­კე­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ. მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ ძა­ლი­ან ცუ­დად. უც­ბად ოთახ­ში შე­და­რე­ბით მსუ­ქა­ნი ტიპი შე­მო­ვი­და და აი ცხოვ­რე­ბა­ში რო არა­ვის არ ვუც­ნი­ვარ ტვ-დან, მა­ინ­ცდა­მა­ინც ამან მიც­ნო. ესა ბიჭო, ის არ არი ფუტ­ბო­ლე­ბი რო მი­ყავ­სო?

მერე მე­ო­რეს წა­მო­არ­ტყა და ტე­ლე­ვი­ზი­ონ­ში­კე­ბი შენი ბე­დი­აო. ამა­ნაც შე­ი­ფე­რა ეს ხუმ­რო­ბა და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთ მსა­ხი­ობ­ზე მკი­თხა, ეგ ხო იცი ვინ არიო? არ ვიცი, რატო უნდა ვი­ცო­დე-მეთ­ქი. აი ზუს­ტად 3-4 დღის წინ, რო­გორც შენ მი­ზი­ხარ ეხლა თვალ­წინ, შენ­ზე უფრო ჩა...ლი სა­ხით, წინ მეჯ­და და ეგრე არ ამ­ბობ­და არა­ფერ­სო. ხოდა ნერ­ვე­ბი მო­მე­შა­ლა და გა­ვა­ფუ­ჭეო. აი, ლიჩ­ნად მე გა­ვა­ფუ­ჭეო. ხოდა სუს­ტი ნერ­ვე­ბი მაქვს და რო­გორც გე­უბ­ნე­ბი ისე თუ არ მო­იქ­ცე­ვი და ეგრე ჩუ­მად იჯ­დე­ბი, ეხ­ლაც ნერ­ვე­ბი მო­მეშ­ლე­ბა და შენც გა­გა­ფუ­ჭე­ბო. აი ლიჩ­ნად მე გა­გა­ფუ­ჭებ შენო. ამის მერე ყვი­რი­ლი და­ი­წყო - იცი რამ­დე­ნი ჩა­მო­ი­ტა­ნა? იცი რამ­დე­ნი ჩა­მო­ი­ტა­ნაო? შენ გამო მაგ­დენს ვინ ჩა­მო­ი­ტანს, გა­ხე­ხი­ნე­ბენ და გა­ხე­ხი­ნე­ბე­ნო.

კიდე ცოტა ხანი სი­ჩუ­მე იყო და მერე ინი­ცი­ა­ტი­ვა ისევ იმ და­ბალ­მა, ქერა, ცის­ფერ­თვა­ლე­ბამ აიღო, რო­მელ­მაც ისე­თი რამე გა­ა­კე­თა, რომ მა­გის სახე ცხოვ­რე­ბა­ში არ და­მა­ვი­წყდე­ბა. და­ვაი აბა ეხლა მარ­ტო დამ­ტო­ვეთ ამ კაც­თა­ნო. ესე­ნიც ცხვრე­ბი­ვით ად­გნენ და გა­ლაგ­დნენ ერთ ტემპში. ვსხედ­ვართ მე და ეს ტიპი და მე­უბ­ნე­ბა მოდი, ახ­ლოს მო­მი­ჯე­ქიო. ვხვდე­ბი რო კარ­გი არა­ფე­რი აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. მოდი, მოდი ნუ გე­ში­ნი­აო. ვუჯ­დე­ბი პი­რის­პირ და უც­ბად ქამ­რი­დან იღებს ია­რაღს, მი­მიზ­ნებს და თან ირო­ნი­უ­ლად იცი­ნის, ხან ერთ თვალს ხუ­ჭავს, ხან მე­ო­რეს, ვი­თომ კარ­გად რო და­მი­მიზ­ნოს და ია­რაღს სა­ხის წინ მიტ­რი­ა­ლებს.

ეხლა, მშვიდ გო­ნე­ბა­ზე და ადეკ­ვა­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სას, ვხვდე­ბი რომ ის იქ მსრო­ლე­ლი, რა თქმა უნდა არ იყო, მაგ­რამ როცა სა­ხე­ზე ია­რაღს გა­დე­ბენ, ამ­დე­ნი ადეკ­ვა­ტუ­რი ფიქ­რის თავი ნამ­დვი­ლად არ გაქვთ

და­მი­ჯე­რეთ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ცუდი გრძნო­ბა იყო. იცი ეს რა არი­სო? თო­ფია, რა უნდა იყოს-მეთ­ქი. ეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­აო. მერე-მეთ­ქი? მერე ეს შენი გა­დარ­ჩე­ნის უკა­ნას­კნე­ლი შან­სი­აო. აქ უკვე ძა­ლი­ან მაგ­რად და­ვი­ბე­ნი და სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერს ვერ მივ­ხვდი. შენი მე­გობ­რის ჩაშ­ვე­ბას არ აპი­რებ და მე მა­გას არც გთხო­ვო, მაგ­რამ თუ შეძ­ლებ და გა­იხ­სე­ნებ ვინ­მეს, ვი­საც აქვს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მაგ­რამ გა­უ­ფორ­მე­ბე­ლი, აი მაგ შენს MDMA-ს ეგ­რე­ვე უნი­ტაზ­ში ჩავ­რე­ცხავ და სა­ერ­თოდ და­ვი­ვი­წყებ რომ გნა­ხეო.

ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს ია­რა­ღი არ მქო­ნია, არც მაქვს და არც ვა­პი­რებ რომ მქონ­დეს-მეთ­ქი. არც ჩემს სა­მე­გობ­რო­ში აქვს არა­ვის და სა­ერ­თოდ რატო იფიქ­რე რომ ამ ყვე­ლაფ­რის სა­კი­თხად შე­სა­ბა­მი­სი ადა­მი­ა­ნი ვარ-მეთ­ქი? მე რაც შენ­გან მჭირ­დე­ბა უკვე იცი, თუ არა­და ერთი და ორი შენ­ნა­ი­რი არ გა­მის­რო­კავ­სო. რო იცო­დე დრო ცოტა გაქ­ვსო და აბო­ი­მი­დან ტყვი­ე­ბის ამო­ლა­გე­ბა და­ი­წყო, მერე ისევ ჩა­ა­ლა­გა, მერე ისევ ამო­ა­ლა­გა, მერე ისევ ჩა­ა­ლა­გა. თან მი­ყუ­რებ­და და იღი­მო­და. მიდი, მიდი, იფიქ­რე, შენი ბოლო შან­სი­აო...

სა­ში­ნე­ლი გრძნო­ბა და სა­ში­ნე­ლი მო­მენ­ტი იყო, ვე­რაფ­რით ვხვდე­ბო­დი რა ჯან­და­ბა მინ­დო­და აქ, რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვი ამ ხალ­ხთან, ამ ია­რაღ­თან, ამ დაღ­რე­ჭილ მენ­ტთან, ათას­ჯერ მა­ინც დავ­ხუ­ჭე თვა­ლი, მაგ­რამ როცა ვა­ხელ­დი, ყო­ველ­თვის მა­ინც იქ ვი­ყა­ვი. უც­ბად გა­რე­დან რა­ღაც ხმა­უ­რი შე­მო­ვი­და და ჩოჩ­ქო­ლი ატყდა. ეს ტი­პიც გა­რეთ გა­ვარ­და თა­ვი­სი ია­რა­ღით და ცოტა ხანი მარ­ტო დავ­რჩი. ვი­ღაც ახა­ლი ტიპი მო­იყ­ვა­ნეს და მა­ლე­ვე ყვე­ლა იმა­ზე გა­და­ერ­თო.

მე ამ ოთა­ხი­დან გა­მიყ­ვა­ნეს და გა­რეთ დამ­სვეს. მო­მი­ჩი­ნეს ახა­ლი ტიპი, მა­ღა­ლი, მე­ლო­ტი, სვა­ნუ­რი გვა­რით. თუ არ ვცდე­ბი მუ­კბა­ნი­ა­ნი. შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად გვა­რი მეშ­ლე­ბა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად რა­ღაც მსგავ­სი სვა­ნუ­რი გვა­რი ჰქონ­და. ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ცი­ე­ლი მთე­ლი იმ ღა­მის პე­რი­ოდ­ში, რო­მე­ლიც წე­სი­ე­რად მო­მექ­ცა, ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და და ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში გა­დაყ­ვა­ნი­სას, დაჟე XL მი­ყი­და. პა­ტა­რა გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბის მერე მი­თხრა, მე­წყვი­ლე არ მყავს თორე უკვე წა­გიყ­ვან­დი, არ მინ­და გა­გაწ­ვა­ლოო. რას ნიშ­ნავს მე­წყვი­ლე არ გყავს-მეთ­ქი? კა­ნო­ნით არ მაქვს უფ­ლე­ბა მარ­ტომ წა­გიყ­ვა­ნო, მი­ნი­მუმ ორნი მა­ინც უნდა ვი­ყო­თო.

მერე ალ­ბათ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მა­ინც ვის­ხე­დით და ვლა­პა­რა­კობ­დით ყვე­ლა­ფერ­ზე, სა­ნამ ვი­ღაც ტი­პე­ბი ჩემ სა­ბუ­თებს აგ­ვა­რებ­დნენ. ვსო, გიშ­ვებთ ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში, მაგ­რამ ეხლა ბოლო პრო­ცე­დუ­რაო. მი­თხრა კიდე ერ­თმა მენ­ტმა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ჩემს და­კი­თხვა­ში პა­სი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ ტიპს ყვე­ლა "კალა"-ს ეძახ­და. რა პრო­ცე­დუ­რა-მეთ­ქი? გა­მომ­ყე­ვიო. ცალ­კე ოთახ­ში გა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ისევ არა­ვი­თა­რი კა­მე­რე­ბი არ იყო. გა­ი­ხა­დეო. გა­ი­ხა­დე­ზე ეგ­რე­ვე ცი­ხის კად­რე­ბი, ეს ბო­რო­ტი მენ­ტე­ბი, ბე­დუ­კა­ძე, პა­ტიმ­რე­ბის და­ბუ­ლინ­გე­ბა და მი­ლი­ო­ნი სა­ში­ნე­ლე­ბა გა­მახ­სენ­და. არ გა­ვიხ­დი-მეთ­ქი. ნუ გე­ში­ნია, უბ­რა­ლოდ მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რაა, მალე გა­გიშ­ვე­ბო.

ძა­ლი­ან ძნე­ლია იქ ვინ­მეს ენდო. წელს ზე­მოთ გა­ვი­ხა­დე და დავ­დე­ქი. შე­მომ­ხე­და, მერე ზურ­გზეც შე­მომ­ხე­და და ეხლა ქვე­მო­თაც გა­ი­ხა­დეო. ვახ მეთ­ქი ერთი თქვე­ნიცთქო და ნას­კე­ბი და შარ­ვა­ლიც გა­ვი­ხა­დე და დავ­რჩი ტრუ­სიკ­ში. მიდი, მიდი, ნუ გე­რი­დე­ბა ეგე­ცო...

სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის, რო­მე­ლი­ღაც უკა­მე­რო ოთახ­ში ვდგა­ვარ ბო­ლომ­დე შიშ­ვე­ლი და ვი­ღაც მენ­ტი ღი­მი­ლით მი­ყუ­რებს. სა­შინ­ლად და­მამ­ცი­რე­ბე­ლი შეგ­რძნე­ბაა

არის ეგე­თი გე­ნი­ა­ლუ­რი რე­ჟი­სო­რი ბარი ლე­ვინ­სო­ნი. რომ­ლის ფილმ sleepers-იდა­ნაც, ზუს­ტად იმ მო­მენ­ტში, ერთი სცე­ნა გა­მახ­სენ­და და ლა­მის ცრემ­ლე­ბამ­დე მი­ვე­დი, ყელ­ში რა­ღაც ძა­ლი­ან დიდი გა­მე­ჭე­და. "ჯო­ჯო­ხე­თის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში" გაზ­რდი­ლი ბი­ჭე­ბი, ჰოთ-დო­გის და­სამ­ზა­დე­ბელ მან­ქა­ნას იპა­რა­ვენ, რო­მე­ლიც მეტ­როს ამო­სას­ვლელ­თან კი­ბე­ზე უგორ­დე­ბათ და შემ­თხვე­ვით კაცს კლა­ვენ. ამის გამო ოთხი­ვე­ნი არას­რულ­წლო­ვან­თა გა­მო­სას­წო­რე­ბელ კო­ლო­ნი­ა­ში ხვდე­ბი­ან.

პირ­ვე­ლი­ვე დღეს ბად­რა­გი შონ ნო­უკ­სი, რომ­ლის როლ­საც კე­ვინ ბე­ი­კო­ნი ას­რუ­ლებს, ერთ-ერ­თის სა­კან­ში შე­ი­ხე­დე­ბა და ბიჭს უბ­რძა­ნებს გა­ი­ხა­დოს, მერე კიდე გა­ი­ხა­დოს და ბო­ლოს სულ შიშ­ვე­ლი დარ­ჩეს. დიდხ­ნი­ა­ნი სი­ჩუ­მის მერე, როცა ბიჭი იკი­თხავს "ეხლა რა ქნას", ბად­რა­გი დამ­ცი­ნა­ვად პა­სუ­ხობს: "ეხლა ჩა­იც­ვი" და მი­დის. აი ეს კად­რი მქონ­და თავ­ში, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ­დი და ამ ტიპს ჩემს სი­სუს­ტეს არ და­ვა­ნა­ხებ­დი.

თუკი რამე ძალა მქონ­და მო­ვიკ­რი­ბე და ზი­ზღნა­რე­ვი ხმით, პირ­ვე­ლად გავ­რის­კე იმ ღა­მეს - "კიდე დიდ­ხანს უნდა უყუ­რო-მეთ­ქი?" მე­გო­ნა ნერ­ვე­ბი მო­ეშ­ლე­ბო­და და და­მარ­ტყამ­და. მაგ­რამ გა­ე­ცი­ნა და მი­თხრა, თუ ადას­ტუ­რებ რომ აქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში არა­ვი­თა­რი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­გი­ღია, აი აქ მო­მი­წე­რე ხე­ლიო. მა­გას გახ­დის გა­რე­შეც და­გი­დას­ტუ­რებ­დი-მეთ­ქი. პრო­ცე­დუ­რაა ასე­თიო. ჩაც­მა და­ვი­წყე. შენ კიდე ზე­და­პი­რუ­ლად და­გათ­ვა­ლი­ე­რეთ, თორე კა­ნო­ნით ეხლა შენს ანუს­ში შე­ხედ­ვის უფ­ლე­ბაც გვაქ­ვსო და ისე ბედ­ნი­ე­რად გა­ი­ღი­მა, თით­ქოს რა­ღაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოს უფ­ლე­ბა ჰქონ­და.

უკვე ვამ­თავ­რებ­დი ჩაც­მას, როცა მკი­თხა, ტან­ზე ეგ რა იე­როგ­ლი­ფე­ბი­აო? ბუ­ში­დო-მეთ­ქი. რას ნიშ­ნავ­სო? ზო­გა­დად ძა­ლი­ან მიყ­ვარს როცა ამ კი­თხვას მის­ვა­მენ. ვი­წყებ სა­მუ­რა­ის მო­რა­ლურ კო­დექსზე ხან­გრძლივ სა­უ­ბარს, მერე ია­პო­ნურ პო­ე­ზი­ა­ზე გა­დავ­დი­ვარ, ტან­კებს და ჰა­ი­კუ­ებს ვკი­თხუ­ლობ, მა­მა­ჩე­მის ია­პო­ნი­ის ამ­ბებს ვყვე­ბი, ვხსნი ვაბი-საბი რა არის და რა­ტომ უნდა ვე­ძე­ბოთ სი­ლა­მა­ზე, ცხოვ­რე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლე­ბა­ში, თუ ძა­ა­ან გა­და­მე­კე­ტა სა­კუ­რას ყვა­ვი­ლო­ბის ფო­ტო­ებ­საც ვი­ღებ ტე­ლე­ფო­ნი­დან...

მაგ­რამ ტი­პთან რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე წა­მის წინ, უბედ­ნი­ე­რე­სი სა­ხით მი­თხრა, რომ ჩემს ანუს­ში შე­ხედ­ვის უფ­ლე­ბა აქვს, სა­მუ­რა­ის მო­რა­ლურ კო­დექსზე სა­უ­ბა­რი, ერ­თობ არა­ა­დეკ­ვა­ტურ ქმე­დე­ბად მი­ვიჩ­ნიე.გა­მო­ვე­დით და და­მაბ­რუ­ნეს ამ სვან ტი­პთან, რო­მელ­მაც რო­გორც იქნა იპო­ვა მე­წყვი­ლე ვინ­მე ლე­ვა­ნი და უკვე შეგ­ვეძ­ლო ნარ­კო­ლო­გი­უ­რის­კენ დაძ­ვრა, ჩემი შარ­დის შე­სა­მოწ­მებ­ლად.ამ დროს გა­მახ­სენ­და, რომ ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მე­ბი ნა­ნა­ხი მაქვს და ერთი ზა­რის უფ­ლე­ბა ხო მაქვს-მეთ­ქი? სახ­ლში და­მა­რე­კი­ნეთ გა­ვა­გე­ბი­ნო, რა, რო­გორ, რა­ნა­ი­რად-მეთ­ქი. აუ ეგ რო­გორ დაგ­ვა­ვი­წყდაო. კაი, მოდი აი ჩემი ტე­ლე­ფო­ნი­დან და­რე­კე, თორე შენი ხო დავ­ლუ­ქე­თო.

ჩემი უსა­შინ­ლე­სი მეხ­სი­ე­რე­ბის გამო უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ნომ­რე­ბიც კი არ ვიცი ზე­პი­რად. ჩემი ტე­ლე­ფო­ნი თუ არ ვნა­ხე, ისე ვე­რა­ვის ნო­მერს ვერ გე­ტყვით-მეთ­ქი. კაი მო­ი­ცა­დეო. პარ­კის გახ­სნა და ჩემი და­ლუ­ქუ­ლი ტე­ლე­ფო­ნის ამო­ღე­ბა და­ი­წყეს. მო­ი­ცა­დეთ, ხელი ხო მო­ვა­წე­რეთ რომ ტე­ლე­ფო­ნი და­ი­ლუ­ქა და პარ­კის გახ­სნის და მისი ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა კა­ნო­ნით არ გაქვთ-მეთ­ქი? ამა­ზე გას­კდნენ სი­ცი­ლით. სახ­ლში დავ­რე­კე, მაგ­რამ ძა­ლი­ან გვი­ა­ნი იყო და არ უპა­სუ­ხი­ათ. სახ­ლში ეს ამ­ბა­ვი დი­ლით გა­ი­გეს...

ყვე­ლა­ფე­რი უკვე მზად იყო ჩვენს წა­სას­ვლე­ლად, სა­ნამ მე­წყვი­ლე ლე­ვა­ნი მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბის მო­სა­ტა­ნად იყო გა­სუ­ლი, ბოლო წუ­თებს ვით­ვლი­დი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. იმ უკა­მე­რო ოთა­ხი­დან ისეთ­მა ხმებ­მა და­ი­წყო გა­მოს­ვლა, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ ვი­ღა­ცას ცემ­დნენ. ამ ხმებ­ზე, ჩემს გვერ­დით კომ­პი­უ­ტერ­თან მჯდომ­მა გო­გომ უხერ­ხუ­ლად გა­მი­ღი­მა. ესე ყო­ველ­თვის გეს­მით ეს ხმე­ბი და არა­ფერს აკე­თებთ-მეთ­ქი? ჩვენ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, ჩვენ ხომ არ ვცემ­თო. კი მაგ­რამ რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ ესე წყნა­რად ყო­ველ­დღე აქ იჯ­დეთ, როცა იცით რომ გვერ­დით ოთახ­ში ვი­ღა­ცას ცე­მით კლა­ვენ. ნაკ­ლე­ბი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გგო­ნი­ათ სა­კუ­თა­რი თავი-მეთ­ქი?

კაი, კაი ბევ­რს ნუ ლა­პა­რა­კობ, აგერ გა­სა­ღე­ბი და წა­ვე­დი­თო - ჩა­ერ­თო დი­ა­ლოგ­ში ლე­ვა­ნი. სვან­მა გა­სა­ღებს და­ხე­და და ლე­ვანს შეს­ჩივ­ლა, შკო­დას გა­სა­ღე­ბი არ იყო, კიდე ნო­ტე­თი უნდა წა­ვი­დე­თო? ნო­უ­ტით-მეთ­ქი. რაო? არა­ფე­რი-მეთ­ქი. გა­მო­ვე­დით. ლე­ვანს ბორ­კი­ლე­ბი ჰქონ­და გამ­ზა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სვან­მა არ გა­უ­კე­თოო და ისე ჩამ­სვეს უკან. ლე­ვა­ნი გვერ­დით მო­მიჯ­და და ვი­თომ ჯიგ­რუ­ლად ჩემი და­ვერ­ბოვ­კე­ბა და­ი­წყო იმა­ზე, რომ იქ მოფსმა­ზე უარი არ მეთ­ქვა და 12 სა­ა­თი არ მე­ყურ­ყუ­ტე­ბი­ნა ესე­ნი ტყუ­ი­ლად. ხო ხე­დავ, ხელი არა­ვის და­ურ­ტყამს შენ­თვის, არ გვი­ცე­მი­ხარ, ჯიგ­რუ­ლად გექ­ცე­ვით, ხოდა მოდი შენც ჯიგ­რუ­ლად გვი­პა­სუ­ხე და რო მი­ვალთ, ულა­პა­რა­კოდ მოფ­სი. მერე შენ­თვის­ვე იქ­ნე­ბა საპ­რო­ცე­სოს გა­ფორ­მე­ბი­სას უკე­თე­სი. და­მი­ჯე­რეო.

რატო არ მცე­მეთ-მეთ­ქი? ბიჭო ჩვენ ყვე­ლას კი არ ვცემთ. ვინც სა­ცე­მი და დე­დამ...ა, იმას ვცემთ. ვინც არ არის, არ ვცემ­თო. და ვინ წყვეტს ტიპი სა­ცე­მი და დე­დამ...ა თუ არა-მეთ­ქი? ლე­ვანს მთე­ლი ოც­და­თხუთ­მე­ტი წლის სი­ცო­ცხლე დას­ჭირ­და, ამ წუ­თამ­დე რომ მო­ეღ­წია, სა­მა­გი­ე­როდ თავი უძ­ლე­ვე­ლად იგ­რძნო, როცა მოკ­ლედ და მკა­ფი­ოდ მი­პა­სუ­ხა: მე! წა­მიყ­ვა­ნეს ორ­თა­ჭა­ლა­ში. ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში შევ­დი­ვართ და სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თია. ბორ­კი­ლე­ბით გა­დაბ­მუ­ლი ტი­პე­ბი, გან­რის­ხე­ბუ­ლი მყვი­რა­ლა მენ­ტე­ბი, ჩა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­ცე­მი რო­ჟე­ბი. მიძ­ლი­ერ­დე­ბა და მიძ­ლი­ერ­დე­ბა გან­ცდა, რომ სა­დღაც ამო­უც­ნობ სივ­რცე­ში ვარ, სივ­რცე­ში რო­მელ­საც აშ­კა­რად არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი და ეს თა­მა­ში არაა. ეს რე­ა­ლო­ბაა. სა­ში­ნე­ლი რე­ა­ლო­ბა.

აქ ძა­ლი­ან დიდი რი­გია, დი­ღომ­ში და­რე­კეო - ეუბ­ნე­ბა სვა­ნი ლე­ვანს. დიდი ბჭო­ბის მერე გა­და­წყვი­ტეს, რომ ორ­თა­ჭა­ლი­დან დი­ღომ­ში წა­მიყ­ვა­ნონ და იქ მო­მაფსმე­ვი­ნონ. ფე­ხე­ბი მე­კე­ცე­ბა, ისე მე­ძი­ნე­ბა ცუ­დად ვარ, ერთი სული მაქვს ყვე­ლა­ფე­რი მალე მორ­ჩეს და მო­შარ­დვა­ზეც ულა­პა­რა­კოდ თა­ნახ­მა ვარ. დიღ­მის ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ხალ­ხი იყო, მაგ­რამ მოც­და მა­ინც მოგ­ვი­წია. აი აქ, შევ­ხვდი მენტს, რო­მე­ლიც ალ­ბათ ამა­თი სა­ზო­მი­თაც კი ყვე­ლა­ზე დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი, გუ­ლი­სამ­რე­ვი, ადა­მი­ა­ნო­ბა­და­კარ­გუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფი­თი ერ­თად იყო.

ვი­ღაც ტიპი ყავ­და მოყ­ვა­ნი­ლი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. მთე­ლი შარ­ვა­ლი და ფეხ­საც­მე­ლე­ბი, სა­ღე­ბა­ვით ჰქონ­და მო­თხვრი­ლი. ზუს­ტად ვიცი რომ პლანს ეწე­ოდ­ნენ, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მაქ­ვსო. სხვე­ბი გა­იქ­ცნენ, მარა ეს მო­ვათ­რიე ქე­ჩო­თი და კი იბ­რა­ლებს შე­კა­ვე­ბა მაქვს, შე­კა­ვე­ბა მაქვს, მაგ­რამ მა­ინც მო­ვაფსმე­ვი­ნე­ბო. კმა­ყო­ფი­ლი სა­ხით მო­უყ­ვა ჩემს მენ­ტებს. დიდი ხანი ვი­ჯე­ქი მო­საც­დელ­ში და ბო­ლოს ჩემი რი­გიც მო­ვი­და.

შე­მიყ­ვა­ნა სვან­მა ტუ­ა­ლეტ­ში და ბო­დი­ში, მაგ­რამ უნდა გი­ყუ­რო, წე­სია ეგე­თიო. ისე რა­ღაც­ნა­ი­რად უხერ­ხუ­ლად მი­თხრა და აშ­კა­რად სხვა მენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თვი­თო­ნაც არ უს­წორ­დე­ბო­და ამ იდი­ო­ტო­ბებს რომ მი­კე­თებ­და, რომ სა­ერ­თოდ ვერ გავ­ბრაზ­დი და ვერ გავ­ღი­ზი­ან­დი მას­ზე. მოვ­შარ­დე და იქვე ძა­ლი­ან საქ­მი­ა­ნი სა­ხით მჯდომ ექიმს, ჩემი სინ­ჯა­რა­ში ჩას­ხმუ­ლი შარ­დი გა­მო­ვუ­ტა­ნე. კი­დევ უფრო საქ­მი­ა­ნი სა­ხით რა­ღაც ჯოხი ჩაყო ამ სინ­ჯა­რა­ში. სუფ­თაა. მაგ­რამ მა­რი­ხუ­ა­ნას ხაზი ძა­ლი­ან მკრთა­ლად მა­ინც ანა­თებს, ასე 1 თვის წინ ექ­ნე­ბა მო­წე­უ­ლი. ნი­ჩი­ვო, მა­ინც გა­ვუ­ფორ­მოთ და ზე­მო­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­მარ­თლო და 500-ლა­რი­ა­ნიც მო­უ­წევ­სო. - გა­მო­ა­ცხა­და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რი სა­ხით.

სი­ტუ­ა­ცი­ის, ამ ტი­პის, ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ყვე­ლაფ­რის აბ­სურ­დუ­ლო­ბა­ზე, ერ­თდრო­უ­ლად მე­ცი­ნე­ბო­და უკვე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მქონ­და სა­სა­ცი­ლოდ საქ­მე. გა­მოვ­დი­ვარ და იმ მენტს, ეს მუშა კიდე სკამ­თან უზის. გას­ვლამ­დე მო­საც­დელ­ში დაჯ­დო­მა კი­დევ მო­მი­წია რამ­დე­ნი­მე წუ­თით და ეს დი­ა­ლო­გი მეს­მის სი­ტყვა-სი­ტყვით. "მოფ­სი, მოფ­სი. თორე ხო იცი რო დღეს თუ არა ხვალ უა­რესს დაგ­მარ­თებ. 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა კი­ა­რა, გაგსრო­კავ ვაბ­შე. თან ძა­ლი­ან ცუ­დად. ეგ ბე­ჭე­დი რო გი­კე­თია, ცოლი გყავს არა? შენ რო წლე­ბით სროკ­ზე შეგსვამ და ლი­ან­და­გი გექ­ნე­ბა წინ, შენ­ნა­ირ ... ვინ და­ე­ლო­დე­ბა? სა­ნამ შენ იქ კედ­ლებს უყუ­რებ, ხან ერთი მო...ს შენ ცოლს, ხან მე­ო­რე და ხან მე­სა­მე .... სა­ხე­ზე. მოფ­სი-მეთ­ქი მით­ქვამს მე, სა­ნამ დროა..."

სი­ჩუ­მეა. ეს მუშა ოლიმ­პი­უ­რი სიმ­შვი­დით ზის და მაღ­ლაც არ წევს თავს. "ჰაა, რატო არ მირ­ტყამ ბიჭო? გაგ­დის შენ ცოლ­ზე ეგე­თე­ბი?" ამ დროს ჩემი სვა­ნი მენ­ტი გა­მო­დის ბოლო ფორ­მა­ლო­ბე­ბი­დან და გავ­ყა­ვარ, მან­ქა­ნა­ში მსვამს და დიღ­მის კა­პე­ზეს­კენ ვიძ­რე­ბით. გული ამო­ვარ­დნა­ზე მაქვს, ჩემ თავ­ზე სა­ერ­თოდ აღარ მე­ფიქ­რე­ბა და ვუყ­ვე­ბი იქ გა­გო­ნილ დი­ა­ლოგს ჩემს მენ­ტებს. არა­ფერს ამ­ბო­ბენ. მერე ლე­ვა­ნი მიტ­რი­ალ­დე­ბა და მე­უბ­ნე­ბა "შენ იცი რო­გორ გა­გი­მარ­თლა სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ამ რომ და­გი­ჭი­რა? ვარ­კე­თილ­ში, სამ­გორ­ში ან სად­მე იქით რო დაგ­მარ­თნო­და ეს, იცი რას გი­ზამ­დნენ? რას მი­ზამ­დნენ-მეთ­ქი. ამო­გაგ­დებ­დნენ ხერ­ხემ­ლი­დან და გირ­ტყამ­დნენ, სა­ნამ იმ ჩვე­ნე­ბას არ და­წერ­დი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და. ჩვენ­თან კიდე კარ­გად ექ­ცე­ვი­ან ხალ­ხსო.

აი შიდა-მენ­ტუ­რი ურ­ბა­ნუ­ლი სნო­ბიზ­მი მაკ­ლდა სრუ­ლი ბედ­ნი­რე­ბის­თვის. მი­ვე­დით კა­პე­ზე­ზე. ფილ­მებ­ში როა რა­ღაც დე­ბი­ლო­ბას რომ გა­ჭე­რი­ნე­ბენ ხელ­ში და სი­მაღ­ლის სა­ზომ­თან გი­ღე­ბენ ფო­ტოს, ეგ გა­მი­კე­თეს. ვი­თომ მთე­ლი ამ აბ­სურ­დუ­ლი ის­ტო­რი­ის სტრე­სი და სევ­და არ მე­ყო­ფო­და, სი­მაღ­ლე­შიც უფრო და­ბა­ლი ვყო­ფილ­ვარ ვიდ­რე მე­გო­ნა. ჩემს მენ­ტებ­თან გა­მომ­შვი­დო­ბე­ბის დრო დად­გა და სვა­ნი რა­ღაც­ნა­ი­რად ბო­დი­შის მოხ­დით და­მემ­შვი­დო­ბა. გულ­წფერ­ლად ვიგ­რძე­ნი რომ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი იყო მთელ ამ ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­საც არ უს­წორ­დე­ბო­და რომ ესე მოქ­ცე­ვა უწევ­და ჩემ­თან. ჩემ­ზე რაც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სა­უ­კე­თე­სო და­ხა­სი­ა­თე­ბას და­გი­წე­რო. გა­მე­ცი­ნა და და­ვემ­შვი­დო­ბე.

გა­და­მა­ბა­რეს კა­პე­ზეს ბად­რაგს და სა­კან­ში შეყ­ვა­ნამ­დე, მიდი ეხლა ფეხ­საც­მლი­დან შნუ­რო­კე­ბი გა­იძ­რეო.რა შნუ­რო­კე­ბი გა­ვიძ­რო, რა შუ­ა­შია-მეთ­ქი? თავი რო არ ჩა­მო­იხ­რჩოო. ვახ ჩემი კარ­გი... უკვე თენ­დე­ბა, ვკვდე­ბი ისე მე­ძი­ნე­ბა და ისე ცუ­დად ვარ. დას­ტრე­სი­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი. მინ­და რომ და­ვი­ძი­ნო, გა­ვიღ­ვი­ძო და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ში­ნე­ლი სიზ­მა­რი აღ­მოჩ­ნდეს. გა­ვიძ­რე შნუ­რო­კე­ბი, შე­ვე­დი სა­კან­ში და პირ­ვე­ლი­ვე დი­ა­ლო­გი­სას უკვე იქ მყოფ პა­ტი­მარ­თან მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ძა­ლი­ან გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ სივ­რცე­ში შე­ვა­ბი­ჯე. გა­უ­მარ­ჯოს ბრა­ტო. გა­უ­მარ­ჯოს-მეთ­ქი. თუ იცი რო­მე­ლი სა­ა­თი­აო? 6-მეთ­ქი. დი­ლის თუ სა­ღა­მო­სიო?... არ უხუმ­რია. მარ­თლა აინ­ტე­რე­სებ­და...

სი­ტყვაც აღარ მით­ქვამს, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთი ჩუ­მად ვი­ჯე­ქი და მივ­ხვდი, რომ აი ამ 15 წუთ­ში გავ­ტყდი. დუხზე დავ­ვარ­დი. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ტუ­რე­ბის ხრო­ვა­ში მოხ­ვედ­რილ მებ­რძო­ლად გრძნობ თავს, თა­ვის დაც­ვის ინ­სტინ­ქტი გერ­თვე­ბა, ხან ვინ სა­ი­დან გე­ცე­მა, ხან ვინ სა­ი­დან და ხოდ­ზე ხარ, რომ ყვე­ლა მო­ი­გე­რიო, თავი და­იც­ვა, მარ­ტო დარ­ჩე­ნილ მებ­რძო­ლად გრძნობ თავს. მარ­ტი­ვი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია. აქ კიდე მარ­ტო რჩე­ბი შენ თავ­თან, ყვე­ლას ფე­ხებ­ზე კი­დი­ხარ. ხარ პა­ტი­მა­რი ნო­მე­რი X, რო­მელ­ზეც X გრა­მის წი­წი­ბუ­რაა გა­მო­ყო­ფი­ლი. არა­ვის ჭირ­დე­ბი, არა­ვის აინ­ტე­რე­სებ. იწყებ ფიქ­რს და აი მანდ გენძრე­ვა.

იქვე და­დე­ბუ­ლი უთხე­ლე­სი, გა­ბუნ­ტყლუ­ლი პლე­დი ავი­ღე და მარ­თა­ლია შიდა მა­ი­კა­ში, რო­ლინ­გში, ზე­და­ში და პალ­ტო­ში ჩაც­მულ­საც მა­კან­კა­ლებ­და ისე ცი­ო­და იქ, მაგ­რამ ეგ­რე­ვე და­ვი­ძი­ნე. გაღ­ვი­ძე­ბი­სას მივ­ხვდი, რომ უკვე იმ ტი­პი­ვით ვი­ყა­ვი, ამ ოთახ­ში შე­მოს­ვლი­სას რომ მე­ლა­პა­რა­კა. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს 8 სა­ა­თი მე­ძი­ნა, 2 სა­ა­თი თუ 15 წუთი. შუქი და გა­ნა­თე­ბა იქ სულ ერ­თნა­ი­რია. ბად­რაგ­მა შე­მო­ყო თავი და კალ­მა­ხე­ლი­ძე რო­მე­ლი­აო? მე ვარ-მეთ­ქი. კა­რე­ბი­დან იმ­დე­ნი ლო­ბი­ა­ნი მო­მა­წო­და, მივ­ხვდი კა­ჭა­ხა და შა­თი­რა იქ­ნე­ბოდ­ნენ. ხო, კიდე რა­ღაც გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ლი­მო­ნა­თი. ბად­რაგს ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით ვკი­თხე, რა იყო კოკა-კოლა და­ე­ნა­ნათ-მეთ­ქი? კოკა-კოლა შა­ვია და არ შე­იძ­ლე­ბა. მარ­ტო გამ­ჭირ­ვა­ლე სი­თხის შე­მოგ­ზავ­ნის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ­თო. კაი, ბა­ზა­რი არაა-მეთ­ქი.

პირი ვერ და­ვა­კა­რე ვე­რა­ფერს და იქვე მყოფ 2 ტიპს გა­ვუ­ზი­ა­რე ჩემი საჭ­მე­ლი. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მერე კა­რებ­ში ისევ შე­მო­ყო თავი ბად­რაგ­მა: "კალ­მა­ხე­ლი­ძე, ად­ვო­კა­ტი­აო". ჩა­ვიც­ვი ჩემი შნუ­რო­კებ­გაც­ლი­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბი და გავ­ყე­ვი ბად­რაგს ად­ვო­კატ­თან. მა­გარ შარ­ში ხარო.გის­მენ-მეთ­ქი. მოკ­ლედ, არის ეს კა­ნო­ნი და არა­ვი­თა­რი გარ­ჩე­ვა მძი­მე, მსუ­ბუქ, კლუ­ბურ და არაკ­ლუ­ბურ ნარ­კო­ტი­კებს შო­რის არ არის. ბა­რი­გა ხარ ტრა­ი­ლე­რით, თუ პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის მი­დი­ხარ კლუბ­ში მა­გას შენ სა­სა­მარ­თლო­ზე არა­ვინ შე­გე­კი­თხე­ბა. კა­ნო­ნით, 0-ს მერე, 0.01-ც დიდი ოდე­ნო­ბაა, 1 გრა­მის მერე კიდე გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დიო, ანუ ეხლა შენი MDMA ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შია, თუ 1 გრამ­ზე ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა 5-დან 8 წლამ­დე მუხ­ლი გიდ­გე­ბა, თუ 1 გრამ­ზე მეტი, 8-დან 20 წლამ­დეო.

კან­კალ­მა ამი­ტა­ნა. 5 წელი.. 8 წელი.. ხო ხვდე­ბით ეს რამ­ხე­ლა დროა? რატო? რისი გუ­ლის­თვის უნდა გა­უ­კე­თო შენ მო­ქა­ლა­ქე­ებს ეს. თან ერთი და ორი კი­ა­რა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იხ­დის პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის გამო ასეთ მკაცრ სას­ჯელს. კარ­გი მიდი, რა­ღა­ცას მო­ვი­ფიქ­რებ და ხვალ შე­მო­ვა­ლო. - და­მემ­შვი­დო­ბა ად­ვო­კა­ტი და მეც სრუ­ლი­ად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი კა­მე­რის­კენ წა­მიყ­ვა­ნა ბად­რაგ­მა. ჰააა ზე­მოთ გყავს ვინ­მეო? რა ზე­მოთ-მეთ­ქი? აბა მალ­ხა­ზას შენ­თან რა უნ­დაო? ვერ გა­ვი­გე, რას მე­უბ­ნე­ბი-მეთ­ქი. ეს ტიპი მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი იცი რა კა­მან­დის ად­ვო­კა­ტია? ახა­ლა­ი­ე­ბი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი, მი­ლი­ო­ნე­რი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, ვინ­მე კიტი თუ ზის, ყვე­ლას­თან ეს მუ­შა­ობს, შენ­ნა­ირ მელ­კი ...ბებ­ზე მალ­ხა­ზა არ და­დი­სო.

ვერ გა­ვი­გე ან ამ ბად­რაგს რა უნ­დო­და, ან ეს მალ­ხა­ზი ვინ გა­მო­მიგ­ზავ­ნა, ან ჩემი 8 წლით და­ჭე­რა რა­ტოა მელ­კი ...ეობა. კა­მე­რა­ში შევ­ბრუნ­დი. მა­ლე­ვე ახა­ლი ბიჭი შე­მო­აგ­დეს. აც­რემ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი ჰქონ­და, მა­გი­დას­თან მო­მიჯ­და. მე, კა­ჭა­ხას და შა­თი­რას შე­მოგ­ზავ­ნი­ლი ლო­ბი­ა­ნი და ის იდი­ო­ტუ­რი ლი­მო­ნა­თი შევ­თა­ვა­ზე. მო­მი­ყა­რეს, მო­მი­ყა­რეს. დე­დის სულს ვფი­ცა­ვარ, მარ­თლა მო­მი­ყა­რეს. - მარ­ტო ამ ფრა­ზას ამ­ბობ­და პე­რი­ო­დუ­ლად. რას ნიშ­ნავს მო­გი­ყა­რე­სო? კი­თხა მე­ო­რე ტიპ­მა. პლა­ნით და­მი­ჭი­რეს. მა­გა­ზე ახა­ლი კა­ნო­ნით ვერ და­მი­ჭერ­დნენ, მარ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი­აო და ამი­ტომ ზე­მო­დან ბიო ქონ­დათ და ის მო­ა­ყა­რე­სო. ეგრე უკვე სის­ხლის სა­მარ­თა­ლია და გამსრო­კა­ვე­ნო. - თან ცრემ­ლე­ბი ას­კდე­ბო­და და პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ქვი­თი­ნებ­და.

ყვე­ლა დი­ა­ლო­გი უფრო და უფრო მსტრე­სავ­და. ამი­ტომ დავ­წე­ქი და ვე­ცა­დე ხვა­ლინ­დელ დღემ­დე და მალ­ხაზ­თან შეხ­ვედ­რამ­დე, უბ­რა­ლოდ ჩუ­მად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. თან გო­ნე­ბა­ში ის­ტე­რი­უ­ლად ვით­ვლი­დი. 20 წელი რამ­დე­ნი დღეა.. 8 წელი რამ­დე­ნი დღეა.. 5 წელი რამ­დე­ნი დღეა..ძა­ლი­ან დიდი დრო­ის მერე, ხვა­ლინ­დე­ლი დღეც დად­გა და ისევ და­მი­ძა­ხეს ად­ვო­კატ­თან შე­სახ­ვედ­რად. მალ­ხაზს რა­ღაც ფურ­ცლე­ბი ეჭი­რა და ძა­ლი­ან საქ­მი­ა­ნად და­ი­წყო სა­უ­ბა­რი.

"გი­ლო­ცავ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან პა­სუ­ხი მო­ვი­და და პირ­ვე­ლი კარ­გი ამ­ბა­ვი მაქ­ვსო. 0 მთე­ლი 11 მე­ა­თასე­დი გრა­მი იყო შე სა­ცო­და­ვო შენი MDMA და 8-დან 20-წლამ­დე ვე­ღარ და­გი­ჭე­რე­ნო."ანუ-მეთ­ქი?ანუ ეხლა 5-დან 8-წლამ­დე და­გი­ჭე­რე­ნო.ვახ, რა კარ­გი ამ­ბა­ვი გქო­ნია-მეთ­ქი...გა­მომ­ძი­ე­ბელ­ში გა­გი­მარ­თლა, ვიცი ეგ ტიპი, არაა სხვე­ბი­ვით გამ­წა­რე­ბუ­ლი და იმა­ზე გა­დარ­თუ­ლი რო ოღონდ ვინ­მე გას­რო­კოს და გა­ამ­წა­რო­სო. წე­ღან ვე­ლა­პა­რა­კე, რა­ღაც კარგ ამ­ბებ­შია და გა­და­სა­რევ ხა­სი­ათ­ზე იყო, საპ­რო­ცე­სო­ზე უეჭ­ვე­ლი წა­მო­ვა. ეხლა სა­კი­თხა­ვი ისაა, 3 წელი მო­გი­წევს, 2 წელი თუუუ ...თუ რა? თუ დარ­ბა­ზი­დან გა­მიშ­ვე­ბენ? ეგეც შე­იძ­ლე­ბა? გეხ­ვე­წე­ბი მი­თხა­რი-მეთ­ქი. პი­რო­ბი­თი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში დიდი ხნით მო­გი­წევს. ფუ­ლის გა­დახ­დაც. აი დარ­ბა­ზი­დან გაშ­ვე­ბას ვერ დაგ­პირ­დე­ბი, 2-3 წელს ალ­ბათ მა­ინც მოგ­ცემს. მაგ­რამ მე ყვე­ლა­ფერს ვეც­დე­ბი. ხვა­ლაც თუ ესე კარგ ხა­სი­ათ­ზე იქნა და ჯიგ­რუ­ლად მე­ლა­პა­რა­კა, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბაო.

შენ მარ­თლა ახა­ლა­ი­ას და მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ხარ-მეთ­ქი? კიო. მერე ტი­პებ­მა რე­ე­ბი აკე­თეს და ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის აჯი­მა­ნი­ე­ბის კე­თე­ბის მეტი ვე­რა­ფე­რი და­ამ­ტკი­ცე­ბი­ნე და ჩემ 0 მთელ 11 მე­ა­თასედ­ზე და ამ აბ­სურ­დზე, ნუ და­ა­ჭე­რი­ნებ ამათ ჩემ თავს-მეთ­ქი.კაი, ეგ შენი საქ­მე არა­აო. მოკ­ლედ ვნა­ხოთ, ვე­რა­ფერს დაგ­პირ­დე­ბი. მეჩ­ქა­რე­ბა ეხლა და აბა ხვა­ლამ­დე, ხვალ სა­სა­მარ­თლოა და ილო­ცე რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო­სო. უკან როცა დავ­ბრუნ­დი, სა­კან­ში აღა­რა­ვინ იყო, მარ­ტო დავ­რჩი.

მალ­ხა­ზის ნახ­ვი­დან სა­სა­მარ­თლო­ზე შეყ­ვა­ნამ­დე დრო, ყვე­ლა­ზე გრძე­ლი 24 სა­ა­თი იყო ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში. ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის ზღვარ­ზე მი­ვე­დი. ხან დიდი ხანი ვი­წე­ქი გა­თი­შუ­ლი და ვერ ვდგე­ბო­დი, ხან დიდი ხანი უბ­რა­ლოდ წინ და უკან დავ­დი­ო­დი, ვერ ვჩერ­დე­ბო­დი. ჩემი ად­ვო­კა­ტის სი­ტყვებ­ზე მე­ფიქ­რე­ბო­და. "ილო­ცე". რა­ტომ­ღაც ყო­ველ­თვის ირო­ნი­უ­ლად ვუდ­გე­ბო­დი იმ სა­კითხს, ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბი უც­ბად რწმე­ნა­ში რომ გა­და­ვარ­დე­ბი­ან ხოლ­მე და ფსალ­მუ­ნე­ბის კე­თე­ბას იწყე­ბენ. მაგ­რამ აქ მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი, სა­კან­ში დაბ­რუ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მივ­ხვდი, რომ შენ გჭირ­დე­ბა რწმე­ნა. რწმე­ნა იმი­სა, რომ სა­დღაც რა­ღაც არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ამ უსა­მარ­თლო­ბას მარ­ტოს არ შე­გა­ტო­ვებს. და­გი­ცავს.

რო­გორც იქნა გა­თენ­და, მო­მა­კი­თხეს მენ­ტებ­მა და მალ­ხაზ­მა. ვუ­ყუ­რებ და სა­ნამ მე­ტყვის რა მე­ლის, ყვე­ლა კომ­ბი­ნა­ცია და­მირ­ბის თავ­ში. რამ­დე­ნი ხნით უნდა ჩავ­ჯდე? 2 წელი? 8 წელი? 5 წელი? გა­მიშ­ვე­ბენ? მალ­ხაზ­მა და­ი­წყო: მოკ­ლედ ეგე­თი ამ­ბა­ვია. 5 წელს მოგ­ცე­მენ. ოღონდ პი­რო­ბითს. გას­ვლით სა­სა­მარ­თლო­დან გახ­ვალ, ზე­მო­დან კიდე 5000-ს გა­დახ­და მო­გი­წევ­სო. სა­სა­მარ­თლო ეს იყო სრუ­ლი ფორ­მა­ლო­ბა. მეც, ჩემი ძმა­კა­ცე­ბიც, ად­ვო­კა­ტიც, მენ­ტე­ბიც, მო­სა­მარ­თლეც, ყვე­ლა­ნი ვხვდე­ბო­დით რამ­დე­ნად დიდ აბ­სურდში ვი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მაგ­რამ სა­დღაც, სა­კუ­თარ კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში შე­ყუ­ჟულ ადა­მი­ა­ნებს, იქი­დან გა­მოს­ვლა, ინი­ცი­ა­ტი­ვის აღე­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბის და­წყე­ბა ეზა­რე­ბათ, ეში­ნი­ათ, არ უნ­დათ, ვერ ბე­და­ვენ.

20-მდე ფორ­მა­ლუ­რი კი­თხვის მერე, რო­მელ­ზეც კი და არა უნდა მე­პა­სუ­ხა, უკვე გა­რეთ ვი­ყა­ვი და ვსუნ­თქავ­დი იმას, რა­საც ჯერ კი­დევ წინა დღით ვფიქ­რობ­დი, რომ ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვერ ჩა­ვი­სუნ­თქავ­დი. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჰა­ერს.ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იყო სრულ­ყო­ფი­ლი და შემ­დე­გი წე­ლი­წად­ზე მეტი, ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ვი­ა­რე. კვი­რა­ში ერთხელ მი­წევ­და სი­ა­რუ­ლი პრო­ბა­ცი­ა­ზე, სა­დაც ჩა­საფ­რე­ბუ­ლი მენ­ტე­ბი პრო­ბა­ცი­ო­ნე­რებს იტა­ცე­ბენ და ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში მო­საფსმე­ლად მი­ყავთ.

წა­მარ­თვეს მარ­თვის მოწ­მო­ბა, ამიკ­რძა­ლეს ქვეყ­ნი­დან გას­ვლა. ძა­ლი­ან ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე იმ პე­რი­ოდ­ში. მქონ­და ძლი­ე­რი დეპ­რე­სია. სულ შიში, რომ სა­დღაც ვი­ღაც დამ­ხვდე­ბო­და, რა­მეს ჩა­მი­დებ­დნენ და მერე მე პი­რო­ბი­თი­ანს აღა­რა­ვინ აღა­რა­ფერს და­მი­ჯე­რებ­და. ძა­ლი­ან დიდი ხნით გა­მომ­კე­ტავ­დნენ. ჩავ­ჯე­ქი სახ­ლში, წა­მო­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან, დავ­შორ­დი შეყ­ვა­რე­ბულს, აღარ დავ­დი­ო­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სულ მე­გო­ნა რომ მის­მენ­დნენ, მით­ვალ­თვა­ლებ­დნენ...

ერ­თა­დერ­თი ვის­თა­ნაც დავ­დი­ო­დი იყ­ვნენ ფსი­ქო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად ვერც ვე­რა­ფერს მშვე­ლიდ­ნენ. ვე­თა­მა­შე­ბო­დი სუ­ი­ცი­დურ აზ­რებს და სის­ტე­მას­თან ამ და­ჯა­ხე­ბის მერე, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დიდი დრო დამ­ჭირ­და, რომ ისევ იმ ადეკ­ვა­ტურ სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, რო­მელ­შიც ეხლა ვარ.

მაგ­რამ ყო­ველ­თვის როცა დე­მურ სტუ­რუ­ას, ლუკა სი­რა­ძის და სის­ტე­მის სხვა მსხვერ­პლე­ბის ახალ-ახალ ის­ტო­რი­ებს ვგე­ბუ­ლობ, ჭრი­ლო­ბე­ბი თა­ვი­დან იხ­სნე­ბი­ან და მა­შინ­დე­ლი გრძნო­ბე­ბი ჩემ­თან ბრუნ­დე­ბი­ან ხოლ­მე.ხო, პრინ­ციპ­ში სულ ეს იყო რისი თქმაც ამ­დე­ნი ხანი მინ­დო­და, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ე­ბის ში­შით, ვი­ღა­ცე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რის გამო, ჩემი წილი "მხი­ლე­ბა" ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სის­ტე­მი­სად­მი, არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ჯა­რო.

არ ვიცი ეხლა საფრ­თხე­ში ჩა­ვიგ­დე თუ არა თავი, მაგ­რამ სტა­ტუსს სპე­ცი­ა­ლუ­რად ვწერ გა­ზი­ა­რე­ბის ფუნ­ქცი­ით. რად­გან მგო­ნია, რომ თუ უფრო მეტ ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა წვდო­მა ამ ამ­ბავ­ზე, უფრო უსაფრ­თხოდ ვიგ­რძნობ თავს. და თუ ვინ­მე სის­ტე­მის წარ­მო­მად­გე­ნელს ამ სტა­ტუ­სის მერე ჩემ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, ამას ვე­ღარ იზამს. ან თუ იზამს, გე­ცო­დი­ნე­ბათ რა­ტო­მაც. #ამ­ცხოვ­რე­ბის­დე­დაც" - წერს საშ­კა კალ­მა­ხე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmg
39

ყურადრებით წაგიკითხე და ახლა მივხვდი რა გულადი, უშიშარი ხარ, რომ გაბედე ! გაერთიანდი მოძრაობა "გაბედეში"?! ახლა გაბედე, მოასწარი, საზღვარი რუსმა ან მიშიკინმა არ გადმოკვეთოს თორემ მერე სად გეძებოთ?! 

gio
6

საღოლ ძმაო, შენ წიგნის გამოცემაც შეგიძლია ისე საინტერესოდ წავიკითხე შენი დაწერილი ისტორია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მოდი, ახლოს მომიჯექიო... უცბად ქამრიდან იღებს იარაღს, მიმიზნებს და ირონიულად იცინის..." - რას იხსენებს პოლიციაში დაკითხვის შესახებ ცნობილი მსახიობის შვილიშვილი

"მოდი, ახლოს მომიჯექიო... უცბად ქამრიდან იღებს იარაღს, მიმიზნებს და ირონიულად იცინის..." - რას იხსენებს პოლიციაში დაკითხვის შესახებ ცნობილი მსახიობის შვილიშვილი

ბლოგერი და სპორტული კომენტატორი საშკა კალმახელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავის ისტორიას წერს, რომელიც პოლიციელების მხრიდან მასზე ზეწოლას უკავშირდება.

კალმახელიძე წერს, რომ ესმის რას განიცდიდა 15 წლის ლუკა სირაძე მაშინ, როცა სამართალდამცველები დაკითხვის დროს მასზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ, რადგან რამდენიმე წლის წინ საკუთარ თავზე იწვნია ეს.

საშკა კალმახელიძე ცნობილი მსახიობის ხათუნა იოსელიანის შვილიშვილია. საშკა ბებიის ძმის, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქართველი მსახიობის, საშკა იოსელიანის სეხნიაა, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა.

აი, რას წერს კალმახელიძე 2017 წელს მომხდარ ამბავზე:

"დავწერო, არ დავწერო, დავწერო, არ დავწერო, დავწერო, არ დავწერო... მეორე დღეა იმ ბიჭის მეტზე ვერავისზე და ვერაფერზე ვფიქრობ. ალბათ იმიტომ, რომ მგონია სხვებზე ოდნავ უფრო კარგად ვიცი, რას გრძნობდა, რა პრესი გაიარა, სად გატეხეს, როგორ მიუდგნენ, რა აგრძნობინეს.

ამ ამბავზე არასდროს არც დამიწერია, არც მილაპარაკია, არც ვინმესთან შემიმჩნევია, გრძნობები ამომილაგებია და საერთოდ თუ რაიმე ფსიქოლოგიური მექანიზმი არსებობს, ყველას გამოყენებას ვცდილობ რომ დავივიწყო. ხანდახან გამომდის, ხანდახან არა.ეს არის ამბავი რომელიც იციან დედაჩემმა, ჩემმა 4-მა ძმაკაცმა, ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა და მე.იმიტომ რომ სირცხვილია... იმიტომ რომ საშიშია... იმიტომ რომ ვერაფერს დავამტკიცებ და ხმამაღლა საუბარი მხოლოდ მე მომიტანს დამატებით პრობლემებს... იმიტომ რომ იმიტომ რომ იმიტომ... იმიტომ რომ ყველას თავისი მიზეზი აქვს გაჩუმდეს სისტემის წინაშე.

მაგრამ როდესაც 15 წლის ბავშვი მე-9 სართულიდან ხტება და თავს იკლავს, ამის იქით აღარაფერი არსებობს. აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.

მოვყვები. შეიძლება საფრთხეში ვიგდებ თავს, მაგრამ მაინც მოვყვები

ეს ამბავი 2017 წლის 27 იანვარს მოხდა. მე მიყვარს კლუბური ცხოვრება და ამ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ექსტაზი და MDMA, რომელზე დამოკიდებულიც არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის მოვიხმარდი მაქსიმუმ 2-3 თვეში ერთხელ და მერე დიდი ხნით ვისვენებდი. ყოველთვის როცა ერთ აბ ექსტაზს ვყლაპავ, ვიცი რა სახის ზიანს ვაყენებ საკუთარ ორგანიზმს, ყოველთვის როცა ნახევარ ლიტრ სოფლის ორნახად ჭაჭას ვსვამ, ვიცი რა სახის ზიანს ვაყენებ საკუთარ ორგანიზმს და ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამისთვის 2, 5 და 8 წლით არ უნდა მიჭერდეს.

მაგრამ ეს ამ სტატუსის თემა არ არის. ეს იქ, ყველასგან მივიწყებულ ძალადობრივ ნარკოპოლიტიკასთან, დაშლილ "თეთრ ხმაურთან", კანაფით ამოწურულ "გირჩთან" და იმ კაცთან დაგვაბრუნებს, ბოდიშით რომ იწყებს, ცრუ დაპირებებით აგრძელებს, გულანთებულ მომიტინგეებს შლის და საპროტესტო მუხტის ჩაცხრობის მერე, საკუთარ გადაფურთხებულს უკან ლოკავს, არავითარ საკონმდებლო ცვლილებებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკს შესაცვლელად არ ატარებს და ისევ ამ ჭაობში გვტოვებს.

ეს სტატუსი სხვა თემაზეა. ჩემს წილ, პატარა მხილებაზე, ამ დიდი, მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ. სისტემის, რომელიც როდესაც ყველასგან იზოლირებულ სივრცეში მოგიხელთებს, ბეტონის გასაბრტყელებელი მანქანასავით გადაგივლის. ბოლომდე გაგწურავს და გაგტეხავს.

2017 წლის 27 იანვარს, თუ არ ვცდები პარასკევი დღე იყო და დიდხნიანი პაუზის მერე, ერთ-ერთი კლუბის ერთ-ერთ ივენთზე წასვლას ვაპირებდით მეგობრები. ძალიან ხანგრძლივი და პროცედურულად დატვირთული მცდელობის შემდეგ, სადღაც ავიღეთ MDMA, რომ კლუბში წავსულიყავით, გვეცეკვა, ცოტა ხნით სტრესებს დავმშვიდობებოდით და სასიამოვნო ღამე გაგვეტარებინა.

გამოვბრუნდით საბურთალოზე, რომ ივენთს დავლოდებოდით. დოლიძის ქუჩაზე მეგობრის სახლში ავდიოდით ორნი. მანქანა დავაპარკინგე და გადმოვედი, ჩემი მეგობარი შევიდა სადარბაზოში, მე ტელეფონი დამრჩა მანქანაში და როგორც კი უკან გამოვბრუნდი, ელვის სიჩქარით გამიჩერდა "შკოდა", იქიდან 4 ტიპი გადმოხტა, ქურთუკის ზუსტად იმ ჯიბეში ჩამიყო ხელი რომელშიც MDMA მედო და მანქანაში ჩამტენა.

"ჩაშვებული ვიყავი". დაბულინგება, დაცინვა და გაღადავება, რა თქმა უნდა, მანქანაშივე დაიწყო. ოთხივე ტიპი მეღადავება, დამცინის და რაც ყველაზე უცნაურია, ჩემი მეგობრის სახელს მეძახის. ვერაფერს ვაკავშირებ ერთმანეთთან, შეპასუხების არც ძალა მაქვს, არც სურვილი და ვზივარ ჩემთვის ჩუმად. მარტო ერთხელ ვუპასუხე ძალიან ჩუმად, არ მქვია ეგ, ალექსანდრე მქვია-მეთქი. ჰააა გაები ...-ო - კიდე ერთხელ მომმართეს ჩემი მეგობრის სახელით. არ მქვია ..., ალექსანდრე მქვია-მეთქი. იქვე ტელევიზიის გვერდით შენობასთან გააჩერეს "შკოდა" და ისე ძლიერად ხელჩავლებული გადმომიყვანეს მანქანიდან, გეგონება ჰალკივით მოვიქნევდი ოთხივე ტიპს ჰაერში, მერე უსეინ ბოლტივით გავიქცეოდი იქიდან და ბოლოს კოპერფილდივით გავქრებოდი.

შენობაში როცა შევედით, ქერა, ცისფერთვალება, დაბალმა ტიპმა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ამათი უფროსი იყო, ჯიბიდან საფულე ამომიღო და რომ ნახა მართლა ალექსანდრე ვიყავი, დანარჩენებს უთხრა, თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, სხვა არიო. მერე დიდხანს თათბირობდნენ რაღაცას. შევედით პატარა ოთახში, სადაც როგორც ვხვდები არ არის კამერები და შესაბამისად, უკვე სხვა დონეზე შლიან ფრთებს მენტები. არ მოვიტყუები და არ ვიტყვი რომ მცემეს, მაგრამ ისე მაკაჩავეს, ისეთ ფსიქოლოგიურ წნეხში გამატარეს, ისე ყველა მხრიდან მძიძგნიდნენ, რომ ამას გულწრფელად მერჩივნა, ვინმეს უბრალოდ გათიშვამდე ვეცემე.

ბოლო დიალოგი, რომლის მერეც ერთის გარდა ყველა გავიდა ოთახიდან, ასეთი იყო: შენ რო არ გვჭირდები ხო ხვდები? გააკეთე რასაც გეუბნებიან. გგონია მაგით ბლატნოი ბიჭი გახდები? - მკითხეს დამცინავი ღიმილით. არა, არ მგონია-მეთქი. ხოდა გაიგე რო რასაც ჩვენ გეუბნებით, ეგ ბ...ა კი არა თანამშრომლობააო. მაგ ბიჭს დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, უშენოდაც დავიჭერთ (ეს სიტყვა სხვათაშორის მართლა აასრულეს) და შენ კიდე გეტყობა წესიერი ბიჭი ხარ, საერთოდ არასდროს არაფერში არ ხარ შემჩნეული, ხოდა ეხლა გაქვს შანსი, თავი გადაირჩინო, თუ ყველაფერს ისე იზამ, როგორც გეტყვით, დღესვე უკვე გარეთ იქნები. რატო იმწარებ ცხოვრებასო?

ჩუმად ვიჯექი და ვცდილობდი ყველაზე დიდ პროვოკაციაზეც, ყველაზე დიდ დამცირებაზეც, არაფერი მეპასუხა. ამათთან იქ მცირედი შეპასუხებაც მხოლოდ ჩემზე იმოქმედებდა ცუდად. რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი იმის გაკეთებას, რასაც ხან მთავაზობდნენ და ხან უბრალოდ არ გაკეთების შემთხვევაში, მემუქრებოდნენ. მემუქრებოდნენ ძალიან ცუდად. უცბად ოთახში შედარებით მსუქანი ტიპი შემოვიდა და აი ცხოვრებაში რო არავის არ ვუცნივარ ტვ-დან, მაინცდამაინც ამან მიცნო. ესა ბიჭო, ის არ არი ფუტბოლები რო მიყავსო?

მერე მეორეს წამოარტყა და ტელევიზიონშიკები შენი ბედიაო. ამანაც შეიფერა ეს ხუმრობა და "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ მსახიობზე მკითხა, ეგ ხო იცი ვინ არიო? არ ვიცი, რატო უნდა ვიცოდე-მეთქი. აი ზუსტად 3-4 დღის წინ, როგორც შენ მიზიხარ ეხლა თვალწინ, შენზე უფრო ჩა...ლი სახით, წინ მეჯდა და ეგრე არ ამბობდა არაფერსო. ხოდა ნერვები მომეშალა და გავაფუჭეო. აი, ლიჩნად მე გავაფუჭეო. ხოდა სუსტი ნერვები მაქვს და როგორც გეუბნები ისე თუ არ მოიქცევი და ეგრე ჩუმად იჯდები, ეხლაც ნერვები მომეშლება და შენც გაგაფუჭებო. აი ლიჩნად მე გაგაფუჭებ შენო. ამის მერე ყვირილი დაიწყო - იცი რამდენი ჩამოიტანა? იცი რამდენი ჩამოიტანაო? შენ გამო მაგდენს ვინ ჩამოიტანს, გახეხინებენ და გახეხინებენო.

კიდე ცოტა ხანი სიჩუმე იყო და მერე ინიციატივა ისევ იმ დაბალმა, ქერა, ცისფერთვალებამ აიღო, რომელმაც ისეთი რამე გააკეთა, რომ მაგის სახე ცხოვრებაში არ დამავიწყდება. დავაი აბა ეხლა მარტო დამტოვეთ ამ კაცთანო. ესენიც ცხვრებივით ადგნენ და გალაგდნენ ერთ ტემპში. ვსხედვართ მე და ეს ტიპი და მეუბნება მოდი, ახლოს მომიჯექიო. ვხვდები რო კარგი არაფერი აქვს ჩაფიქრებული. მოდი, მოდი ნუ გეშინიაო. ვუჯდები პირისპირ და უცბად ქამრიდან იღებს იარაღს, მიმიზნებს და თან ირონიულად იცინის, ხან ერთ თვალს ხუჭავს, ხან მეორეს, ვითომ კარგად რო დამიმიზნოს და იარაღს სახის წინ მიტრიალებს.

ეხლა, მშვიდ გონებაზე და ადეკვატური აზროვნებისას, ვხვდები რომ ის იქ მსროლელი, რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ როცა სახეზე იარაღს გადებენ, ამდენი ადეკვატური ფიქრის თავი ნამდვილად არ გაქვთ

დამიჯერეთ ძალიან, ძალიან ცუდი გრძნობა იყო. იცი ეს რა არისო? თოფია, რა უნდა იყოს-მეთქი. ეს ცეცხლსასროლი იარაღიაო. მერე-მეთქი? მერე ეს შენი გადარჩენის უკანასკნელი შანსიაო. აქ უკვე ძალიან მაგრად დავიბენი და საერთოდ ვერაფერს ვერ მივხვდი. შენი მეგობრის ჩაშვებას არ აპირებ და მე მაგას არც გთხოვო, მაგრამ თუ შეძლებ და გაიხსენებ ვინმეს, ვისაც აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ გაუფორმებელი, აი მაგ შენს MDMA-ს ეგრევე უნიტაზში ჩავრეცხავ და საერთოდ დავივიწყებ რომ გნახეო.

ცხოვრებაში არასდროს იარაღი არ მქონია, არც მაქვს და არც ვაპირებ რომ მქონდეს-მეთქი. არც ჩემს სამეგობროში აქვს არავის და საერთოდ რატო იფიქრე რომ ამ ყველაფრის საკითხად შესაბამისი ადამიანი ვარ-მეთქი? მე რაც შენგან მჭირდება უკვე იცი, თუ არადა ერთი და ორი შენნაირი არ გამისროკავსო. რო იცოდე დრო ცოტა გაქვსო და აბოიმიდან ტყვიების ამოლაგება დაიწყო, მერე ისევ ჩაალაგა, მერე ისევ ამოალაგა, მერე ისევ ჩაალაგა. თან მიყურებდა და იღიმოდა. მიდი, მიდი, იფიქრე, შენი ბოლო შანსიაო...

საშინელი გრძნობა და საშინელი მომენტი იყო, ვერაფრით ვხვდებოდი რა ჯანდაბა მინდოდა აქ, რა შუაში ვიყავი ამ ხალხთან, ამ იარაღთან, ამ დაღრეჭილ მენტთან, ათასჯერ მაინც დავხუჭე თვალი, მაგრამ როცა ვახელდი, ყოველთვის მაინც იქ ვიყავი. უცბად გარედან რაღაც ხმაური შემოვიდა და ჩოჩქოლი ატყდა. ეს ტიპიც გარეთ გავარდა თავისი იარაღით და ცოტა ხანი მარტო დავრჩი. ვიღაც ახალი ტიპი მოიყვანეს და მალევე ყველა იმაზე გადაერთო.

მე ამ ოთახიდან გამიყვანეს და გარეთ დამსვეს. მომიჩინეს ახალი ტიპი, მაღალი, მელოტი, სვანური გვარით. თუ არ ვცდები მუკბანიანი. შეიძლება კონკრეტულად გვარი მეშლება, მაგრამ ნამდვილად რაღაც მსგავსი სვანური გვარი ჰქონდა. ერთადერთი პოლიციელი მთელი იმ ღამის პერიოდში, რომელიც წესიერად მომექცა, ზრდილობიანად მელაპარაკებოდა და ნარკოლოგიურში გადაყვანისას, დაჟე XL მიყიდა. პატარა გამოლაპარაკების მერე მითხრა, მეწყვილე არ მყავს თორე უკვე წაგიყვანდი, არ მინდა გაგაწვალოო. რას ნიშნავს მეწყვილე არ გყავს-მეთქი? კანონით არ მაქვს უფლება მარტომ წაგიყვანო, მინიმუმ ორნი მაინც უნდა ვიყოთო.

მერე ალბათ ნახევარი საათი მაინც ვისხედით და ვლაპარაკობდით ყველაფერზე, სანამ ვიღაც ტიპები ჩემ საბუთებს აგვარებდნენ. ვსო, გიშვებთ ნარკოლოგიურში, მაგრამ ეხლა ბოლო პროცედურაო. მითხრა კიდე ერთმა მენტმა, რომელიც მანამდე ჩემს დაკითხვაში პასიურად მონაწილეობდა. ამ ტიპს ყველა "კალა"-ს ეძახდა. რა პროცედურა-მეთქი? გამომყევიო. ცალკე ოთახში გამიყვანა, სადაც ისევ არავითარი კამერები არ იყო. გაიხადეო. გაიხადეზე ეგრევე ციხის კადრები, ეს ბოროტი მენტები, ბედუკაძე, პატიმრების დაბულინგება და მილიონი საშინელება გამახსენდა. არ გავიხდი-მეთქი. ნუ გეშინია, უბრალოდ მარტივი პროცედურაა, მალე გაგიშვებო.

ძალიან ძნელია იქ ვინმეს ენდო. წელს ზემოთ გავიხადე და დავდექი. შემომხედა, მერე ზურგზეც შემომხედა და ეხლა ქვემოთაც გაიხადეო. ვახ მეთქი ერთი თქვენიცთქო და ნასკები და შარვალიც გავიხადე და დავრჩი ტრუსიკში. მიდი, მიდი, ნუ გერიდება ეგეცო...

საბურთალოს პოლიციის შენობის, რომელიღაც უკამერო ოთახში ვდგავარ ბოლომდე შიშველი და ვიღაც მენტი ღიმილით მიყურებს. საშინლად დამამცირებელი შეგრძნებაა

არის ეგეთი გენიალური რეჟისორი ბარი ლევინსონი. რომლის ფილმ sleepers-იდანაც, ზუსტად იმ მომენტში, ერთი სცენა გამახსენდა და ლამის ცრემლებამდე მივედი, ყელში რაღაც ძალიან დიდი გამეჭედა. "ჯოჯოხეთის სამზარეულოში" გაზრდილი ბიჭები, ჰოთ-დოგის დასამზადებელ მანქანას იპარავენ, რომელიც მეტროს ამოსასვლელთან კიბეზე უგორდებათ და შემთხვევით კაცს კლავენ. ამის გამო ოთხივენი არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ კოლონიაში ხვდებიან.

პირველივე დღეს ბადრაგი შონ ნოუკსი, რომლის როლსაც კევინ ბეიკონი ასრულებს, ერთ-ერთის საკანში შეიხედება და ბიჭს უბრძანებს გაიხადოს, მერე კიდე გაიხადოს და ბოლოს სულ შიშველი დარჩეს. დიდხნიანი სიჩუმის მერე, როცა ბიჭი იკითხავს "ეხლა რა ქნას", ბადრაგი დამცინავად პასუხობს: "ეხლა ჩაიცვი" და მიდის. აი ეს კადრი მქონდა თავში, მაგრამ ყველაფერს ვიზამდი და ამ ტიპს ჩემს სისუსტეს არ დავანახებდი.

თუკი რამე ძალა მქონდა მოვიკრიბე და ზიზღნარევი ხმით, პირველად გავრისკე იმ ღამეს - "კიდე დიდხანს უნდა უყურო-მეთქი?" მეგონა ნერვები მოეშლებოდა და დამარტყამდა. მაგრამ გაეცინა და მითხრა, თუ ადასტურებ რომ აქ ყოფნის პერიოდში არავითარი ფიზიკური დაზიანება არ მიგიღია, აი აქ მომიწერე ხელიო. მაგას გახდის გარეშეც დაგიდასტურებდი-მეთქი. პროცედურაა ასეთიო. ჩაცმა დავიწყე. შენ კიდე ზედაპირულად დაგათვალიერეთ, თორე კანონით ეხლა შენს ანუსში შეხედვის უფლებაც გვაქვსო და ისე ბედნიერად გაიღიმა, თითქოს რაღაც ძალიან სასიამოვნოს უფლება ჰქონდა.

უკვე ვამთავრებდი ჩაცმას, როცა მკითხა, ტანზე ეგ რა იეროგლიფებიაო? ბუშიდო-მეთქი. რას ნიშნავსო? ზოგადად ძალიან მიყვარს როცა ამ კითხვას მისვამენ. ვიწყებ სამურაის მორალურ კოდექსზე ხანგრძლივ საუბარს, მერე იაპონურ პოეზიაზე გადავდივარ, ტანკებს და ჰაიკუებს ვკითხულობ, მამაჩემის იაპონიის ამბებს ვყვები, ვხსნი ვაბი-საბი რა არის და რატომ უნდა ვეძებოთ სილამაზე, ცხოვრების არასრულყოფილებაში, თუ ძააან გადამეკეტა საკურას ყვავილობის ფოტოებსაც ვიღებ ტელეფონიდან...

მაგრამ ტიპთან რომელმაც რამდენიმე წამის წინ, უბედნიერესი სახით მითხრა, რომ ჩემს ანუსში შეხედვის უფლება აქვს, სამურაის მორალურ კოდექსზე საუბარი, ერთობ არაადეკვატურ ქმედებად მივიჩნიე.გამოვედით და დამაბრუნეს ამ სვან ტიპთან, რომელმაც როგორც იქნა იპოვა მეწყვილე ვინმე ლევანი და უკვე შეგვეძლო ნარკოლოგიურისკენ დაძვრა, ჩემი შარდის შესამოწმებლად.ამ დროს გამახსენდა, რომ ჰოლივუდური ფილმები ნანახი მაქვს და ერთი ზარის უფლება ხო მაქვს-მეთქი? სახლში დამარეკინეთ გავაგებინო, რა, როგორ, რანაირად-მეთქი. აუ ეგ როგორ დაგვავიწყდაო. კაი, მოდი აი ჩემი ტელეფონიდან დარეკე, თორე შენი ხო დავლუქეთო.

ჩემი უსაშინლესი მეხსიერების გამო უახლოესი ადამიანების ნომრებიც კი არ ვიცი ზეპირად. ჩემი ტელეფონი თუ არ ვნახე, ისე ვერავის ნომერს ვერ გეტყვით-მეთქი. კაი მოიცადეო. პარკის გახსნა და ჩემი დალუქული ტელეფონის ამოღება დაიწყეს. მოიცადეთ, ხელი ხო მოვაწერეთ რომ ტელეფონი დაილუქა და პარკის გახსნის და მისი ამოღების უფლება კანონით არ გაქვთ-მეთქი? ამაზე გასკდნენ სიცილით. სახლში დავრეკე, მაგრამ ძალიან გვიანი იყო და არ უპასუხიათ. სახლში ეს ამბავი დილით გაიგეს...

ყველაფერი უკვე მზად იყო ჩვენს წასასვლელად, სანამ მეწყვილე ლევანი მანქანის გასაღების მოსატანად იყო გასული, ბოლო წუთებს ვითვლიდი განყოფილებაში. იმ უკამერო ოთახიდან ისეთმა ხმებმა დაიწყო გამოსვლა, რომ სავარაუდოდ ვიღაცას ცემდნენ. ამ ხმებზე, ჩემს გვერდით კომპიუტერთან მჯდომმა გოგომ უხერხულად გამიღიმა. ესე ყოველთვის გესმით ეს ხმები და არაფერს აკეთებთ-მეთქი? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ხომ არ ვცემთო. კი მაგრამ როგორ შეგიძლიათ ესე წყნარად ყოველდღე აქ იჯდეთ, როცა იცით რომ გვერდით ოთახში ვიღაცას ცემით კლავენ. ნაკლები თანამონაწილე გგონიათ საკუთარი თავი-მეთქი?

კაი, კაი ბევრს ნუ ლაპარაკობ, აგერ გასაღები და წავედითო - ჩაერთო დიალოგში ლევანი. სვანმა გასაღებს დახედა და ლევანს შესჩივლა, შკოდას გასაღები არ იყო, კიდე ნოტეთი უნდა წავიდეთო? ნოუტით-მეთქი. რაო? არაფერი-მეთქი. გამოვედით. ლევანს ბორკილები ჰქონდა გამზადებული, მაგრამ სვანმა არ გაუკეთოო და ისე ჩამსვეს უკან. ლევანი გვერდით მომიჯდა და ვითომ ჯიგრულად ჩემი დავერბოვკება დაიწყო იმაზე, რომ იქ მოფსმაზე უარი არ მეთქვა და 12 საათი არ მეყურყუტებინა ესენი ტყუილად. ხო ხედავ, ხელი არავის დაურტყამს შენთვის, არ გვიცემიხარ, ჯიგრულად გექცევით, ხოდა მოდი შენც ჯიგრულად გვიპასუხე და რო მივალთ, ულაპარაკოდ მოფსი. მერე შენთვისვე იქნება საპროცესოს გაფორმებისას უკეთესი. დამიჯერეო.

რატო არ მცემეთ-მეთქი? ბიჭო ჩვენ ყველას კი არ ვცემთ. ვინც საცემი და დედამ...ა, იმას ვცემთ. ვინც არ არის, არ ვცემთო. და ვინ წყვეტს ტიპი საცემი და დედამ...ა თუ არა-მეთქი? ლევანს მთელი ოცდათხუთმეტი წლის სიცოცხლე დასჭირდა, ამ წუთამდე რომ მოეღწია, სამაგიეროდ თავი უძლეველად იგრძნო, როცა მოკლედ და მკაფიოდ მიპასუხა: მე! წამიყვანეს ორთაჭალაში. ნარკოლოგიურში შევდივართ და საშინელი სურათია. ბორკილებით გადაბმული ტიპები, განრისხებული მყვირალა მენტები, ჩასისხლიანებული ნაცემი როჟები. მიძლიერდება და მიძლიერდება განცდა, რომ სადღაც ამოუცნობ სივრცეში ვარ, სივრცეში რომელსაც აშკარად არ მივეკუთვნები და ეს თამაში არაა. ეს რეალობაა. საშინელი რეალობა.

აქ ძალიან დიდი რიგია, დიღომში დარეკეო - ეუბნება სვანი ლევანს. დიდი ბჭობის მერე გადაწყვიტეს, რომ ორთაჭალიდან დიღომში წამიყვანონ და იქ მომაფსმევინონ. ფეხები მეკეცება, ისე მეძინება ცუდად ვარ, ერთი სული მაქვს ყველაფერი მალე მორჩეს და მოშარდვაზეც ულაპარაკოდ თანახმა ვარ. დიღმის ნარკოლოგიურში შედარებით ნაკლები ხალხი იყო, მაგრამ მოცდა მაინც მოგვიწია. აი აქ, შევხვდი მენტს, რომელიც ალბათ ამათი საზომითაც კი ყველაზე დეგრადირებული, გულისამრევი, ადამიანობადაკარგული და ყველაფერი უარყოფითი ერთად იყო.

ვიღაც ტიპი ყავდა მოყვანილი, რომელიც სავარაუდოდ მშენებლობაზე მუშაობდა. მთელი შარვალი და ფეხსაცმელები, საღებავით ჰქონდა მოთხვრილი. ზუსტად ვიცი რომ პლანს ეწეოდნენ, ოპერატიული ინფორმაცია მაქვსო. სხვები გაიქცნენ, მარა ეს მოვათრიე ქეჩოთი და კი იბრალებს შეკავება მაქვს, შეკავება მაქვს, მაგრამ მაინც მოვაფსმევინებო. კმაყოფილი სახით მოუყვა ჩემს მენტებს. დიდი ხანი ვიჯექი მოსაცდელში და ბოლოს ჩემი რიგიც მოვიდა.

შემიყვანა სვანმა ტუალეტში და ბოდიში, მაგრამ უნდა გიყურო, წესია ეგეთიო. ისე რაღაცნაირად უხერხულად მითხრა და აშკარად სხვა მენტებისგან განსხვავებით, თვითონაც არ უსწორდებოდა ამ იდიოტობებს რომ მიკეთებდა, რომ საერთოდ ვერ გავბრაზდი და ვერ გავღიზიანდი მასზე. მოვშარდე და იქვე ძალიან საქმიანი სახით მჯდომ ექიმს, ჩემი სინჯარაში ჩასხმული შარდი გამოვუტანე. კიდევ უფრო საქმიანი სახით რაღაც ჯოხი ჩაყო ამ სინჯარაში. სუფთაა. მაგრამ მარიხუანას ხაზი ძალიან მკრთალად მაინც ანათებს, ასე 1 თვის წინ ექნება მოწეული. ნიჩივო, მაინც გავუფორმოთ და ზემოდან ადმინისტრაციული სასამართლო და 500-ლარიანიც მოუწევსო. - გამოაცხადა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი სახით.

სიტუაციის, ამ ტიპის, ჩემი მდგომარეობის, ჩვენი ქვეყნის და ყველაფრის აბსურდულობაზე, ერთდროულად მეცინებოდა უკვე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაკლებად მქონდა სასაცილოდ საქმე. გამოვდივარ და იმ მენტს, ეს მუშა კიდე სკამთან უზის. გასვლამდე მოსაცდელში დაჯდომა კიდევ მომიწია რამდენიმე წუთით და ეს დიალოგი მესმის სიტყვა-სიტყვით. "მოფსი, მოფსი. თორე ხო იცი რო დღეს თუ არა ხვალ უარესს დაგმართებ. 500-ლარიანი ჯარიმა კიარა, გაგსროკავ ვაბშე. თან ძალიან ცუდად. ეგ ბეჭედი რო გიკეთია, ცოლი გყავს არა? შენ რო წლებით სროკზე შეგსვამ და ლიანდაგი გექნება წინ, შენნაირ ... ვინ დაელოდება? სანამ შენ იქ კედლებს უყურებ, ხან ერთი მო...ს შენ ცოლს, ხან მეორე და ხან მესამე .... სახეზე. მოფსი-მეთქი მითქვამს მე, სანამ დროა..."

სიჩუმეა. ეს მუშა ოლიმპიური სიმშვიდით ზის და მაღლაც არ წევს თავს. "ჰაა, რატო არ მირტყამ ბიჭო? გაგდის შენ ცოლზე ეგეთები?" ამ დროს ჩემი სვანი მენტი გამოდის ბოლო ფორმალობებიდან და გავყავარ, მანქანაში მსვამს და დიღმის კაპეზესკენ ვიძრებით. გული ამოვარდნაზე მაქვს, ჩემ თავზე საერთოდ აღარ მეფიქრება და ვუყვები იქ გაგონილ დიალოგს ჩემს მენტებს. არაფერს ამბობენ. მერე ლევანი მიტრიალდება და მეუბნება "შენ იცი როგორ გაგიმართლა საბურთალოს პოლიციამ რომ დაგიჭირა? ვარკეთილში, სამგორში ან სადმე იქით რო დაგმართნოდა ეს, იცი რას გიზამდნენ? რას მიზამდნენ-მეთქი. ამოგაგდებდნენ ხერხემლიდან და გირტყამდნენ, სანამ იმ ჩვენებას არ დაწერდი, რომელიც საჭირო იქნებოდა. ჩვენთან კიდე კარგად ექცევიან ხალხსო.

აი შიდა-მენტური ურბანული სნობიზმი მაკლდა სრული ბედნირებისთვის. მივედით კაპეზეზე. ფილმებში როა რაღაც დებილობას რომ გაჭერინებენ ხელში და სიმაღლის საზომთან გიღებენ ფოტოს, ეგ გამიკეთეს. ვითომ მთელი ამ აბსურდული ისტორიის სტრესი და სევდა არ მეყოფოდა, სიმაღლეშიც უფრო დაბალი ვყოფილვარ ვიდრე მეგონა. ჩემს მენტებთან გამომშვიდობების დრო დადგა და სვანი რაღაცნაირად ბოდიშის მოხდით დამემშვიდობა. გულწფერლად ვიგრძენი რომ ერთადერთი ადამიანი იყო მთელ ამ ისტორიაში, რომელსაც არ უსწორდებოდა რომ ესე მოქცევა უწევდა ჩემთან. ჩემზე რაც არის დამოკიდებული, საუკეთესო დახასიათებას დაგიწერო. გამეცინა და დავემშვიდობე.

გადამაბარეს კაპეზეს ბადრაგს და საკანში შეყვანამდე, მიდი ეხლა ფეხსაცმლიდან შნუროკები გაიძრეო.რა შნუროკები გავიძრო, რა შუაშია-მეთქი? თავი რო არ ჩამოიხრჩოო. ვახ ჩემი კარგი... უკვე თენდება, ვკვდები ისე მეძინება და ისე ცუდად ვარ. დასტრესილი, გაუბედურებული. მინდა რომ დავიძინო, გავიღვიძო და ეს ყველაფერი საშინელი სიზმარი აღმოჩნდეს. გავიძრე შნუროკები, შევედი საკანში და პირველივე დიალოგისას უკვე იქ მყოფ პატიმართან მივხვდი, რომ რაღაც ძალიან გამანადგურებელ სივრცეში შევაბიჯე. გაუმარჯოს ბრატო. გაუმარჯოს-მეთქი. თუ იცი რომელი საათიაო? 6-მეთქი. დილის თუ საღამოსიო?... არ უხუმრია. მართლა აინტერესებდა...

სიტყვაც აღარ მითქვამს, დაახლოებით 15 წუთი ჩუმად ვიჯექი და მივხვდი, რომ აი ამ 15 წუთში გავტყდი. დუხზე დავვარდი. განყოფილებაში ტურების ხროვაში მოხვედრილ მებრძოლად გრძნობ თავს, თავის დაცვის ინსტინქტი გერთვება, ხან ვინ საიდან გეცემა, ხან ვინ საიდან და ხოდზე ხარ, რომ ყველა მოიგერიო, თავი დაიცვა, მარტო დარჩენილ მებრძოლად გრძნობ თავს. მარტივი ფსიქოლოგიური მომენტია. აქ კიდე მარტო რჩები შენ თავთან, ყველას ფეხებზე კიდიხარ. ხარ პატიმარი ნომერი X, რომელზეც X გრამის წიწიბურაა გამოყოფილი. არავის ჭირდები, არავის აინტერესებ. იწყებ ფიქრს და აი მანდ გენძრევა.

იქვე დადებული უთხელესი, გაბუნტყლული პლედი ავიღე და მართალია შიდა მაიკაში, როლინგში, ზედაში და პალტოში ჩაცმულსაც მაკანკალებდა ისე ციოდა იქ, მაგრამ ეგრევე დავიძინე. გაღვიძებისას მივხვდი, რომ უკვე იმ ტიპივით ვიყავი, ამ ოთახში შემოსვლისას რომ მელაპარაკა. წარმოდგენა არ მაქვს 8 საათი მეძინა, 2 საათი თუ 15 წუთი. შუქი და განათება იქ სულ ერთნაირია. ბადრაგმა შემოყო თავი და კალმახელიძე რომელიაო? მე ვარ-მეთქი. კარებიდან იმდენი ლობიანი მომაწოდა, მივხვდი კაჭახა და შათირა იქნებოდნენ. ხო, კიდე რაღაც გაუბედურებული ქართული ლიმონათი. ბადრაგს ნახევრად ხუმრობით ვკითხე, რა იყო კოკა-კოლა დაენანათ-მეთქი? კოკა-კოლა შავია და არ შეიძლება. მარტო გამჭირვალე სითხის შემოგზავნის უფლებას ვაძლევთო. კაი, ბაზარი არაა-მეთქი.

პირი ვერ დავაკარე ვერაფერს და იქვე მყოფ 2 ტიპს გავუზიარე ჩემი საჭმელი. რამდენიმე საათის მერე კარებში ისევ შემოყო თავი ბადრაგმა: "კალმახელიძე, ადვოკატიაო". ჩავიცვი ჩემი შნუროკებგაცლილი ფეხსაცმელები და გავყევი ბადრაგს ადვოკატთან. მაგარ შარში ხარო.გისმენ-მეთქი. მოკლედ, არის ეს კანონი და არავითარი გარჩევა მძიმე, მსუბუქ, კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის არ არის. ბარიგა ხარ ტრაილერით, თუ პირადი მოხმარებისთვის მიდიხარ კლუბში მაგას შენ სასამართლოზე არავინ შეგეკითხება. კანონით, 0-ს მერე, 0.01-ც დიდი ოდენობაა, 1 გრამის მერე კიდე განსაკუთრებით დიდიო, ანუ ეხლა შენი MDMA ლაბორატორიაშია, თუ 1 გრამზე ნაკლები იქნება 5-დან 8 წლამდე მუხლი გიდგება, თუ 1 გრამზე მეტი, 8-დან 20 წლამდეო.

კანკალმა ამიტანა. 5 წელი.. 8 წელი.. ხო ხვდებით ეს რამხელა დროა? რატო? რისი გულისთვის უნდა გაუკეთო შენ მოქალაქეებს ეს. თან ერთი და ორი კიარა, ათასობით ადამიანი იხდის პირადი მოხმარების გამო ასეთ მკაცრ სასჯელს. კარგი მიდი, რაღაცას მოვიფიქრებ და ხვალ შემოვალო. - დამემშვიდობა ადვოკატი და მეც სრულიად განადგურებული კამერისკენ წამიყვანა ბადრაგმა. ჰააა ზემოთ გყავს ვინმეო? რა ზემოთ-მეთქი? აბა მალხაზას შენთან რა უნდაო? ვერ გავიგე, რას მეუბნები-მეთქი. ეს ტიპი მალხაზ ველიჯანაშვილი იცი რა კამანდის ადვოკატია? ახალაიები, მერაბიშვილი, მილიონერი ბიზნესმენები, ვინმე კიტი თუ ზის, ყველასთან ეს მუშაობს, შენნაირ მელკი ...ბებზე მალხაზა არ დადისო.

ვერ გავიგე ან ამ ბადრაგს რა უნდოდა, ან ეს მალხაზი ვინ გამომიგზავნა, ან ჩემი 8 წლით დაჭერა რატოა მელკი ...ეობა. კამერაში შევბრუნდი. მალევე ახალი ბიჭი შემოაგდეს. აცრემლიანებული თვალები ჰქონდა, მაგიდასთან მომიჯდა. მე, კაჭახას და შათირას შემოგზავნილი ლობიანი და ის იდიოტური ლიმონათი შევთავაზე. მომიყარეს, მომიყარეს. დედის სულს ვფიცავარ, მართლა მომიყარეს. - მარტო ამ ფრაზას ამბობდა პერიოდულად. რას ნიშნავს მოგიყარესო? კითხა მეორე ტიპმა. პლანით დამიჭირეს. მაგაზე ახალი კანონით ვერ დამიჭერდნენ, მარტო ადმინისტრაციულიაო და ამიტომ ზემოდან ბიო ქონდათ და ის მოაყარესო. ეგრე უკვე სისხლის სამართალია და გამსროკავენო. - თან ცრემლები ასკდებოდა და პატარა ბავშვივით ქვითინებდა.

ყველა დიალოგი უფრო და უფრო მსტრესავდა. ამიტომ დავწექი და ვეცადე ხვალინდელ დღემდე და მალხაზთან შეხვედრამდე, უბრალოდ ჩუმად ვყოფილიყავი. თან გონებაში ისტერიულად ვითვლიდი. 20 წელი რამდენი დღეა.. 8 წელი რამდენი დღეა.. 5 წელი რამდენი დღეა..ძალიან დიდი დროის მერე, ხვალინდელი დღეც დადგა და ისევ დამიძახეს ადვოკატთან შესახვედრად. მალხაზს რაღაც ფურცლები ეჭირა და ძალიან საქმიანად დაიწყო საუბარი.

"გილოცავ, ლაბორატორიიდან პასუხი მოვიდა და პირველი კარგი ამბავი მაქვსო. 0 მთელი 11 მეათასედი გრამი იყო შე საცოდავო შენი MDMA და 8-დან 20-წლამდე ვეღარ დაგიჭერენო."ანუ-მეთქი?ანუ ეხლა 5-დან 8-წლამდე დაგიჭერენო.ვახ, რა კარგი ამბავი გქონია-მეთქი...გამომძიებელში გაგიმართლა, ვიცი ეგ ტიპი, არაა სხვებივით გამწარებული და იმაზე გადართული რო ოღონდ ვინმე გასროკოს და გაამწაროსო. წეღან ველაპარაკე, რაღაც კარგ ამბებშია და გადასარევ ხასიათზე იყო, საპროცესოზე უეჭველი წამოვა. ეხლა საკითხავი ისაა, 3 წელი მოგიწევს, 2 წელი თუუუ ...თუ რა? თუ დარბაზიდან გამიშვებენ? ეგეც შეიძლება? გეხვეწები მითხარი-მეთქი. პირობითი ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ხნით მოგიწევს. ფულის გადახდაც. აი დარბაზიდან გაშვებას ვერ დაგპირდები, 2-3 წელს ალბათ მაინც მოგცემს. მაგრამ მე ყველაფერს ვეცდები. ხვალაც თუ ესე კარგ ხასიათზე იქნა და ჯიგრულად მელაპარაკა, ყველაფერი შეიძლებაო.

შენ მართლა ახალაიას და მერაბიშვილის ადვოკატი ხარ-მეთქი? კიო. მერე ტიპებმა რეები აკეთეს და ჯარისკაცებისთვის აჯიმანიების კეთების მეტი ვერაფერი დაამტკიცებინე და ჩემ 0 მთელ 11 მეათასედზე და ამ აბსურდზე, ნუ დააჭერინებ ამათ ჩემ თავს-მეთქი.კაი, ეგ შენი საქმე არააო. მოკლედ ვნახოთ, ვერაფერს დაგპირდები. მეჩქარება ეხლა და აბა ხვალამდე, ხვალ სასამართლოა და ილოცე რომ ყველაფერი კარგად იყოსო. უკან როცა დავბრუნდი, საკანში აღარავინ იყო, მარტო დავრჩი.

მალხაზის ნახვიდან სასამართლოზე შეყვანამდე დრო, ყველაზე გრძელი 24 საათი იყო ჩემ ცხოვრებაში. ბიპოლარული აშლილობის ზღვარზე მივედი. ხან დიდი ხანი ვიწექი გათიშული და ვერ ვდგებოდი, ხან დიდი ხანი უბრალოდ წინ და უკან დავდიოდი, ვერ ვჩერდებოდი. ჩემი ადვოკატის სიტყვებზე მეფიქრებოდა. "ილოცე". რატომღაც ყოველთვის ირონიულად ვუდგებოდი იმ საკითხს, ციხეში პატიმრები უცბად რწმენაში რომ გადავარდებიან ხოლმე და ფსალმუნების კეთებას იწყებენ. მაგრამ აქ მარტო დარჩენილი, საკანში დაბრუნებიდან რამდენიმე წუთში მივხვდი, რომ შენ გჭირდება რწმენა. რწმენა იმისა, რომ სადღაც რაღაც არსებობს, რომელიც ამ უსამართლობას მარტოს არ შეგატოვებს. დაგიცავს.

როგორც იქნა გათენდა, მომაკითხეს მენტებმა და მალხაზმა. ვუყურებ და სანამ მეტყვის რა მელის, ყველა კომბინაცია დამირბის თავში. რამდენი ხნით უნდა ჩავჯდე? 2 წელი? 8 წელი? 5 წელი? გამიშვებენ? მალხაზმა დაიწყო: მოკლედ ეგეთი ამბავია. 5 წელს მოგცემენ. ოღონდ პირობითს. გასვლით სასამართლოდან გახვალ, ზემოდან კიდე 5000-ს გადახდა მოგიწევსო. სასამართლო ეს იყო სრული ფორმალობა. მეც, ჩემი ძმაკაცებიც, ადვოკატიც, მენტებიც, მოსამართლეც, ყველანი ვხვდებოდით რამდენად დიდ აბსურდში ვიღებდით მონაწილეობას. მაგრამ სადღაც, საკუთარ კომფორტის ზონაში შეყუჟულ ადამიანებს, იქიდან გამოსვლა, ინიციატივის აღება, ცვლილებების დაწყება ეზარებათ, ეშინიათ, არ უნდათ, ვერ ბედავენ.

20-მდე ფორმალური კითხვის მერე, რომელზეც კი და არა უნდა მეპასუხა, უკვე გარეთ ვიყავი და ვსუნთქავდი იმას, რასაც ჯერ კიდევ წინა დღით ვფიქრობდი, რომ ძალიან დიდხანს ვერ ჩავისუნთქავდი. თავისუფლების ჰაერს.ეს თავისუფლება არ იყო სრულყოფილი და შემდეგი წელიწადზე მეტი, ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. კვირაში ერთხელ მიწევდა სიარული პრობაციაზე, სადაც ჩასაფრებული მენტები პრობაციონერებს იტაცებენ და ნარკოლოგიურში მოსაფსმელად მიყავთ.

წამართვეს მართვის მოწმობა, ამიკრძალეს ქვეყნიდან გასვლა. ძალიან ძალიან შევიცვალე იმ პერიოდში. მქონდა ძლიერი დეპრესია. სულ შიში, რომ სადღაც ვიღაც დამხვდებოდა, რამეს ჩამიდებდნენ და მერე მე პირობითიანს აღარავინ აღარაფერს დამიჯერებდა. ძალიან დიდი ხნით გამომკეტავდნენ. ჩავჯექი სახლში, წამოვედი სამსახურიდან, დავშორდი შეყვარებულს, აღარ დავდიოდი უნივერსიტეტში, სულ მეგონა რომ მისმენდნენ, მითვალთვალებდნენ...

ერთადერთი ვისთანაც დავდიოდი იყვნენ ფსიქოლოგები, რომლებიც რეალურად ვერც ვერაფერს მშველიდნენ. ვეთამაშებოდი სუიციდურ აზრებს და სისტემასთან ამ დაჯახების მერე, ძალიან, ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ ისევ იმ ადეკვატურ სულიერ მდგომარეობაში დავბრუნებულიყავი, რომელშიც ეხლა ვარ.

მაგრამ ყოველთვის როცა დემურ სტურუას, ლუკა სირაძის და სისტემის სხვა მსხვერპლების ახალ-ახალ ისტორიებს ვგებულობ, ჭრილობები თავიდან იხსნებიან და მაშინდელი გრძნობები ჩემთან ბრუნდებიან ხოლმე.ხო, პრინციპში სულ ეს იყო რისი თქმაც ამდენი ხანი მინდოდა, მაგრამ რაღაცეების შიშით, ვიღაცეების გათვალისწინებით და ბევრი სხვა ფაქტორის გამო, ჩემი წილი "მხილება" ამ დანაშაულებრივი სისტემისადმი, არასდროს ყოფილა საჯარო.

არ ვიცი ეხლა საფრთხეში ჩავიგდე თუ არა თავი, მაგრამ სტატუსს სპეციალურად ვწერ გაზიარების ფუნქციით. რადგან მგონია, რომ თუ უფრო მეტ ადამიანს ექნება წვდომა ამ ამბავზე, უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავს. და თუ ვინმე სისტემის წარმომადგენელს ამ სტატუსის მერე ჩემზე შურისძიების სურვილი გაუჩნდება, ამას ვეღარ იზამს. ან თუ იზამს, გეცოდინებათ რატომაც. #ამცხოვრებისდედაც" - წერს საშკა კალმახელიძე.

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

როგორი ნაძვის ხე აქვს კახა კალაძეს სახლში - ფოტოები ანუკის "ინსტაგრამიდან"

"მოვწიოთ და "ვიდვიჟენიებთ" - ასე იწყება ახალგაზრდებს შორის დიალოგი და სრულდება კომით... ფრთხილად!" - ნარკოლოგი ნარკოტიკზე, რომელიც შსს-მ ამოიღო