საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და მისი მოადგილის ნინო ცაციაშვილის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძესთან დაკავშირებით მომხდარ დანაშაულზე სწორედ მათ ეკისრებათ.
"იმ მასალებით, რომელსაც ჩვენი ადვოკატი გაეცნო, გვინდა აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის. ასევე დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. მათ შორის ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ბავშვის განცალკევებით გამოკითხვას და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს უარყოფდა. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს ნინო ცაციაშვილს ეკისრება. საია მოითხოვს, რომ მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობები“,- განაცხადა სულხან სალაძემ.
ეს აია, საია, თაია, სირცხვილიას 'სირინოზი' რას ქადაგებს!?
აი ამისთნა განუვითარებელ ბრტყლთვაიანბს იმიტომ ნიშნავენ, რაც უნდათ ის ატქმევბონო! შსს-ს მინისტრად ამნაირები და მეზვირშვილისნარიები დომ გყვათ, მიტომ გემხობათ თავზე ქვეყანა და დაგემხობათ ბოლომდე!