პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველდღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების დაცვა..."
"მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველდღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების დაცვა..."

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი, სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი 15 წლის მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს.

"ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მის პოს­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაა დამ­ნა­შა­ვე იმა­ში, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი რა­დი­კა­ლურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­დი­ან:

"მშობ­ლე­ბო, გა­გიკ­ვირ­დათ? მე არ გამ­კვირ­ვე­ბია, იმი­ტომ რომ ყო­ველ დღე მი­წევს თქვე­ნი აგ­რე­სი­ის­გან თქვე­ნი­ვე შვი­ლე­ბის, ან მათი რთუ­ლი ქცე­ვის მქო­ნე კლა­სე­ლე­ბის დაც­ვა და ვერ ვი­ცავ, იმი­ტომ რომ თქვენ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ხართ.

მას­წავ­ლებ­ლე­ბო, გა­გიკ­ვირ­დათ? მე არ გამ­კვირ­ვე­ბია, იმი­ტომ რომ ყო­ველ დღე მეს­მის, რო­გორ რი­ყავთ ჯგუ­ფი­დან თქვე­ნი სა­ზო­მით წა­რუ­მა­ტე­ბელ ბავ­შვებს, რო­გორ შე­უ­რა­ცხყოფთ მათ პა­ტა­რა პი­როვ­ნე­ბას, რო­გორ ლან­ძღავთ ამ და­უ­მორ­ჩი­ლე­ბელ ჭინ­კებს. ვერ ვი­ცავ მათ, იმი­ტომ რომ თქვენ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ხართ.

ტრან­სპორ­ტის მგზავ­რე­ბო, შეშ­ფოთ­დით ხო? თქვენ ხართ, ამ­რე­ზით რომ გა­და­ხე­დავთ ხოლ­მე რო­გო­რი უზ­რდე­ლი თა­ო­ბაა, ხმა­მაღ­ლა რომ იცი­ნი­ან, კედ­ლებს რო­გორ ხა­ტა­ვენ, უც­ნა­უ­რად რო­გორ იც­ვა­მენ რომ იქ­ნებ რამე გა­გა­გე­ბი­ნონ. ვე­რას­დროს ვერ გა­ი­გეთ და თქვენ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ხართ.

ბავ­შვე­ბო, შე­წუხ­დით თქვე­ნი თა­ნა­ტო­ლის სუ­ი­ციდ­ზე? თქვენ ხართ, ძვე­ლი ტან­საც­მლის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის ან უც­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თის გამო რომ ბო­ლომ­დე შე­გიძ­ლი­ათ გა­წი­როთ ადა­მი­ა­ნი და თან წიხ­ლიც მი­ა­ყო­ლოთ. ამას გას­წავ­ლი­ან ყველ­გან, და­ჩაგ­რე თო­რემ დაგ­ჩაგ­რა­ვე­ნო და ამ და­ჩაგ­რულს არა­ფე­რი შე­უძ­ლია, იმი­ტომ რომ თქვენ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ხართ.

სა­ხელ­მწი­ფოვ, არა­და რა კარ­გად დავ­ზო­გეთ ფული სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებ­ზე, ფსი­ქო­ლო­გი­ურ სერ­ვი­სებ­ზე, არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, მა­სობ­რივ სპორტზე. არ იყო პრი­ო­რი­ტე­ტი, იმი­ტომ რომ ამომ­რჩე­ვე­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნის აღე­ბის დროს არ ფიქ­რობს, აბა ვინ რა გა­უ­კე­თა ჩვენს ბავ­შვებ­სო და რას ვი­ზამთ, ისი­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არი­ან" - წერს სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი.

15 წლის ბიჭი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლუკა სი­რა­ძემ თვით­მკვლე­ლო­ბა მას შემ­დეგ სცა­და, რაც "მწვა­ნე სკო­ლას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხეს. ბი­ჭის ოჯა­ხი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
0

რომელი ჯობია ვერ გაიგებ. მე მთელი ცხოვრება ჩემი მშობლები იმას მასწავლიდნენ, არავინ დაჩაგროვო და თუ დაინახაც ვინმეს ჩაგრავენ, შენ დაიცავიო. დღეს როცა უკვე დიდი გავიზარდე, დღესაც ასე ვიქცევი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ამას ვერ იგებს, ან ჰქონია რომ სპეციალურად "ვთამაშობ" კარგი გოგოს როლს. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზუსტად ვიცი არავინ დამიცავს, ყველა მაინც ზედ გადამივლის. სახლში რომ მივალ მერე მომწერს აფერისტულ სმს-ს ერთი, ან ორი კაცი მაინც. ვითომ ჩემს მხარდასაჭერს!!! ასე რომ ვერ გაიგებ, რა ჯობია?!

ეს სიმართლეა
2

ეს სიმართლეა მაგრამ გამოსავალი ალბათ არსებობს. ყველა ბავშვი იმსახურებს საზოგადოების მეტ ყურადღებას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველდღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების დაცვა..."

"მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველდღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების დაცვა..."

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი, სალომე ჩარკვიანი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ წერს.

"ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ მის პოსტში ვკითხულობთ, რომ საზოგადოების უმრავლესობაა დამნაშავე იმაში, რომ არასრულწლოვნები რადიკალურ დასასრულამდე მიდიან:

"მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველ დღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების, ან მათი რთული ქცევის მქონე კლასელების დაცვა და ვერ ვიცავ, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.

მასწავლებლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველ დღე მესმის, როგორ რიყავთ ჯგუფიდან თქვენი საზომით წარუმატებელ ბავშვებს, როგორ შეურაცხყოფთ მათ პატარა პიროვნებას, როგორ ლანძღავთ ამ დაუმორჩილებელ ჭინკებს. ვერ ვიცავ მათ, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.

ტრანსპორტის მგზავრებო, შეშფოთდით ხო? თქვენ ხართ, ამრეზით რომ გადახედავთ ხოლმე როგორი უზრდელი თაობაა, ხმამაღლა რომ იცინიან, კედლებს როგორ ხატავენ, უცნაურად როგორ იცვამენ რომ იქნებ რამე გაგაგებინონ. ვერასდროს ვერ გაიგეთ და თქვენ უმრავლესობაში ხართ.

ბავშვებო, შეწუხდით თქვენი თანატოლის სუიციდზე? თქვენ ხართ, ძველი ტანსაცმლის, განსხვავებული გემოვნების ან უცნაური ხასიათის გამო რომ ბოლომდე შეგიძლიათ გაწიროთ ადამიანი და თან წიხლიც მიაყოლოთ. ამას გასწავლიან ყველგან, დაჩაგრე თორემ დაგჩაგრავენო და ამ დაჩაგრულს არაფერი შეუძლია, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ.

სახელმწიფოვ, არადა რა კარგად დავზოგეთ ფული სოციალურ მუშაკებზე, ფსიქოლოგიურ სერვისებზე, არაფორმალურ განათლებაზე, მასობრივ სპორტზე. არ იყო პრიორიტეტი, იმიტომ რომ ამომრჩეველი ბიულეტენის აღების დროს არ ფიქრობს, აბა ვინ რა გაუკეთა ჩვენს ბავშვებსო და რას ვიზამთ, ისინი უმრავლესობაში არიან" - წერს სალომე ჩარკვიანი.

15 წლის ბიჭი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც "მწვანე სკოლასთან" დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, პოლიციაში დაკითხეს. ბიჭის ოჯახი სამართალდამცველებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

"ვისაც გგონიათ, რომ ჩემ გამო მოხდა ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!" - რას წერს გოგონა, რომელიც შაქარაშვილის მეგობრის ჩვენების მიხედვით, ფეხბურთელს მოსწონდა

გიორგი კეკელიძის "ფეისბუქის" გვერდი გატეხეს - "წაშლილია არქივის დიდი ნაწილი"

ხინკლის მოხვევის მასტერკლასი ეკონომიკის მინისტრისგან - როგორ ჩაიარა ნათია თურნავას სტუმრობამ თუშეთში