საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზაზას პანაშვიდზე ვერ მოვიდოდნენ ის ადამიანები, ვინც ინტრიგები ხლართა და გული ატკინა..." - რას ყვება ზაზა ურუშაძის შესახებ რეჟისორის თანაშემწე
"ზაზას პანაშვიდზე ვერ მოვიდოდნენ ის ადამიანები, ვინც ინტრიგები ხლართა და გული ატკინა..." - რას ყვება ზაზა ურუშაძის შესახებ რეჟისორის თანაშემწე

8 დე­კემ­ბერს, 53 წლის ასაკ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ზაზა ურუ­შა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და. ურუ­შა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი და კო­ლე­გე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­და­ტა­ნილ სტრესს უკავ­ში­რე­ბენ მის ნა­ად­რევ გარ­დაც­ვა­ლე­ბას.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზაზა ურუ­შა­ძე კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლდათ, თუმ­ცა აგ­ვის­ტო­ში გა­მარ­თულ არ­ჩევ­ნებ­ზე, მის გა­დად­გო­მას რამ­დე­ნი­მე მხა­რე ითხოვ­და. მათ შო­რის: მსა­ხი­ო­ბი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რე­ჟი­სო­რი ბუბა ხო­ტი­ვა­რი, რო­მე­ლიც დღეს კი­ნო­ა­კა­დე­მი­ას ხელ­ძღვა­ნე­ლობს და ასე­ვე პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი გურ­გუ­ლია (იხი­ლეთ ვი­დეო)

სკან­და­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, სა­ბო­ლო­ოდ ზაზა ურუ­შა­ძემ უარი თქვა მე­ო­რედ ეყა­რა კენ­ჭი პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე. რე­ჟი­სო­რის თა­ნა­შემ­წე ლი­კუ­ნა რე­ვიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ "ოს­კა­რის" ნო­მი­ნან­ტი რე­ჟი­სო­რის­თვის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ი­დან წას­ვლა ახა­ლი გეგ­მე­ბის და­სა­წყი­სი იყო, თუმ­ცა, არ დას­ცალ­და...

- მა­მა­ჩე­მი, გი­ორ­გი რე­ვიშ­ვი­ლი და ზაზა ურუ­შა­ძე თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მე­გობ­რობ­დნენ. ზაზა ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ჯგუფ­ში სწავ­ლობ­და კინო-სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე, მამა კი ერ­ლომ ახვლე­დი­ა­ნის ჯგუფ­ში კინო-სას­ცე­ნა­რო ფა­კულ­ტეტ­ზე. ზა­ზამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ამ­ბო, პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­დან სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი გავ­ხდი­თო. მამა თბი­ლი­სის ომის დროს და­ი­ღუ­პა, 27 წლის ასაკ­ში. მე მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით მახ­სოვს ის, დე­დას­გან და მა­მის მე­გობ­რე­ბის­გან...

ზაზა მთე­ლი ბავ­შვო­ბა იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, მე და ზა­ზას შვი­ლი, ასე­ვე რე­ჟი­სო­რი ანა ურუ­შა­ძე, კინო-სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ერ­თად ვსწავ­ლობ­დით. 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში მუ­შა­ო­ბა ზა­ზას­თან კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში და­ვი­წყე. მის­თვის პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბა არა­ფერს ნიშ­ნავ­და, ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამიყ­ვა­ნა, კი­ნოპ­რო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის შტა­ტი იყო და გა­მო­საც­დე­ლი პე­რი­ო­დი მომ­ცა. კარ­გად ვი­მუ­შა­ვე და შემ­დეგ თა­ნა­შემ­წე­ო­ბაც შე­ვი­თავ­სე.

ეს იყო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან მე ვნა­ხე რას ნიშ­ნავ­და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა.

- ზაზა ურუ­შა­ძის რო­მე­ლი­მე ფილმზე თუ გი­მუ­შა­ვი­ათ?

- "ბოლო გა­სე­ირ­ნე­ბის" (მე­სა­მე ფილ­მი კი­ნოტ­რი­ლო­გი­ი­დან, რო­მელ­შიც შე­დის გა­სე­ირ­ნე­ბა ყა­რა­ბაღ­ში და კონ­ფლიქ­ტის ზონა, ავტ.) გა­და­ღე­ბი­სას სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და გა­და­ღე­ბებ­ზე დავ­ყვე­ბო­დი. ბოლო სცე­ნა მა­მა­ჩე­მის საფ­ლავ­ზე გა­და­ი­ღო...

2013 წელს, რო­დე­საც ზაზა "ოქ­როს გლო­ბუ­სის" და "ოს­კა­რის" ნო­მი­ნან­ტი გახ­და, შეს­თა­ვა­ზეს, რომ კი­ნო­კავ­ში­რის თავ­ჯდო­მა­რე გამ­ხდა­რი­ყო. ძა­ლი­ან არ უყ­ვარ­და ეს სი­ტყვა, საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან ასო­ცირ­დე­ბაო. ერ­თა­დერ­თი პრე­ზი­დენ­ტი იყო, რო­მელ­საც არ­ჩე­ვი­სას ერთი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეც არ ჰყო­ლია. პირ­ვე­ლი რაც გა­ა­კე­თა, შეც­ვა­ლა წეს­დე­ბა და კი­ნო­კავ­ში­რი გა­და­აქ­ცია კი­ნო­ა­კა­დე­მი­ად.

უნ­დო­და და­ე­წე­სე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი „ოს­კა­რი“, ჯილ­დოს­თვის ფი­გუ­რა თა­მარ კვე­სი­ტა­ძეს შე­უკ­ვე­თა. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა იყო, რომ არ არ­სე­ბობ­და დიდი დარ­ბა­ზი და­ჯილ­დო­ე­ბის­თვის და მა­გის გა­კე­თე­ბა­საც აპი­რებ­და, ვერ მო­ას­წრო... სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში, რო­გორც ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად, ისე ში­ნა­არ­სით. მაგ­რამ არ დას­ცალ­და ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა, იქ არ იყო ჯან­სა­ღი სი­ტუ­ა­ცია.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ო­ზე" კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ბოლო კენ­ჭისყ­რის საკ­მა­ოდ მძი­მე კად­რე­ბი გავ­რცელ­და... შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად?

- ზა­ზამ კი­ნო­ა­ა­კა­დე­მი­ას თა­ვი­სი კე­თი­ლი სული შთა­ბე­რა და სწო­რედ ამან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის წევ­რე­ბი. იფიქ­რეს, ამან თუ გა­ა­კე­თა, ჩვენ რა­ტომ ვერ გა­ვაგ­რძე­ლებ­თო და უკვე გამ­ზა­დე­ბულ­ზე მო­უნ­დათ და­პატ­რო­ნე­ბა და არა­ჯან­სა­ღი გა­რე­მო შე­იქ­მნა.

- კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში მომ­ხდარ სკან­დალ­ზე რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ სა­უ­ბა­რი, რა­ტომ თქვა უარი ზა­ზამ კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე?

- ბუბა ხო­ტი­ვა­რი, გი­ორ­გი გურ­გუ­ლია, ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძე, ზა­ზას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი დათო ცინ­ცა­ძე - ისი­ნი იყ­ვნენ გამ­გე­ო­ბის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ო­ცა­რი რა­ღა­ცე­ბი ჩა­ი­დი­ნეს... რაც შე­ე­ხე­ბა სოსო ჯაჭვლი­ანს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შეხ­ვდა ზა­ზას და უთხრა, რომ მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ერ­თო ამ პრო­ცე­სებ­ში.

მო­გიყ­ვე­ბით, გამ­გე­ო­ბის სხდო­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 14 ივ­ნისს ჩა­ტარ­და. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, გამ­გე­ო­ბის წევ­რე­ბის ნა­წილ­მა ზა­ზას გა­მო­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც წერ­დნენ, მის მო­ად­გი­ლე­ზე, რე­ჟი­სორ გიო მგე­ლა­ძე­ზე. მას შემ­დეგ რაც, მგე­ლა­ძემ ხმა­მაღ­ლა და­ი­წყო სა­უ­ბა­რი გას­ხვი­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლის და­კარ­გვის საფრ­თხე­ში ახ­ლაც არის კი­ნოს სახ­ლი, ზაზა ურუ­შა­ძეს მოს­თხო­ვეს სას­წრა­ფოდ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა მო­ად­გი­ლე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რად­გან ის ძალა, რო­მე­ლიც დღეს არის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის მმარ­თვე­ლო­ბა­ში, ამ ამ­ბავს მა­ლავ­და, ზაზა კი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად ცდი­ლობ­და მოგ­ვა­რე­ბას.

ზა­ზას არ მოს­წონ­და სკან­და­ლე­ბი და ხმა­უ­რი, ის ყო­ველ­თვის ჩუ­მად აკე­თებ­და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს. სწო­რედ ამ თე­მის გან­ხილ­ვით და­ი­წყო სხდო­მა, ზა­ზამ თქვა, რა არის ხალხნო, 1937 წელი მგო­ნია, რა წე­რი­ლებს მიგ­ზავ­ნი­თო. საბ­ჭო­თა დრო ხომ არ არის, ადა­მი­ა­ნის და­სახ­ვეტ­რად ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვებ­დნე­ნო?! ამა­ზე სა­შინ­ლად გა­ღი­ზი­ან­დნენ. ბუბა ხო­ტი­ვარ­მა და­ი­წყო და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ტყუ­ი­ლე­ბის თქმა. ყვი­როდ­ნენ, ქა­ოსს ქმნიდ­ნენ, ჩუ­მად ვი­დე­ობს იღებ­დნენ.

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად ზაზა იმ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ბუ­ბას­თვის არა­სო­დეს არა­ფე­რი უკად­რე­ბია, პი­რი­ქით, სხვებს აჩუ­მებ­და. რო­დე­საც ზაზა ოთა­ხი­დან გა­ვი­და, ჩოჩ­ქო­ლი ატყდა, ამ დროს, კი­ნომ­ცოდ­ნე დოდო ოკუ­ჯა­ვა მეცა, თმა­ზე მომ­ქა­ჩა და და­მარ­ტყა. ძა­ლა­უფ­ლე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი, მო­ძა­ლა­დე­ე­ბი არი­ან!

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბუბა ხო­ტი­ვარს მხარს უჭერ­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი დე­პუ­ტა­ტი...

- გურ­გუ­ლი­ამ და ხო­ტი­ვარ­მა იმ პე­რი­ოდ­ში გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ თუ ბუბა ხო­ტი­ვა­რი და­ი­ნიშ­ნე­ბო­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აკა­დე­მი­ის პენ­სი­ო­ნერ წევ­რებს და­მა­ტე­ბით პენ­სი­ებს და­უ­ნიშ­ნავ­და. რე­კავ­დნენ ასა­კო­ვან ხალ­ხთან და ამას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. დიახ, ერთ-ერთ დე­პუ­ტატ­ზეც უთხრეს ზა­ზას რომ ხო­ტი­ვარს ლო­ბი­რებ­და. ის ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ და­მო­უ­კი­დე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ასე­თი რამ არ და ვერ ხდე­ბა, და­უშ­ვე­ბე­ლია!

სა­ბო­ლო­ოდ, ზა­ზამ მოხ­სნა კან­დი­და­ტუ­რა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იყო ის, რომ ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­ვი­და ზაზა, ეს იყო გა­მარ­ჯვე­ბა, რომ არ სურ­და, ვერ ჩა­ებ­მე­ბო­და ასეთ სი­ბინ­ძუ­რე­ებ­ში, სა­ერ­თოდ სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო, ეს მის ფილ­მებ­საც ეტყო­ბა.

ის ვე­რა­სო­დეს მი­ი­ღებ­და ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ქო­ნე­ბის მოხ­ვე­ჭა­ზე იყ­ვნენ გა­და­სუ­ლე­ბი. დიახ, ძა­ლი­ან ჩუ­მად წა­მო­ვი­და. არა­ფერს სა­უბ­რობ­და ამ თე­მა­ზე. არ წა­მო­სუ­ლა იქი­დან ბედ­ნი­ე­რი...

- ამ სტრეს­მა რამ­დე­ნად იმოქ­მე­და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე?

- აკა­დე­მია რომ და­ტო­ვა, ამ­ბობ­და, დავ­მშვიდ­დი, მივ­ხვდი რომ რა­ღაც ჯადო მო­ვი­შო­რეო. ბოლო პე­რი­ოდ­ში ზაზა სა­ერ­თოდ სხვა­ნა­ი­რი იყო, ახალ ფილმზე ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა. უბედ­ნი­ე­რე­სი იყო, სცე­ნარ­ზე მუ­შა­ობ­და, გა­და­ღე­ბე­ბი გვქონ­და და­გეგ­მი­ლი. სი­ცო­ცხლით სავ­სე და ბედ­ნი­ე­რი იყო, ბრწყი­ნავ­და. არ მსი­ა­მოვ­ნებს, როცა ვი­ღა­ცე­ბი წე­რენ და კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თა­ვენ ზაზა ურუ­შა­ძის მკვლე­ლე­ბოო. ზაზა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა იდგა.

- რე­ჟი­სო­რის პა­ნაშ­ვიდ­ზე თუ მო­ვიდ­ნენ კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის წევ­რე­ბი?

- იქ ვერ მო­ვი­დო­და ბუბა ხო­ტი­ვა­რი და ვერც სხვა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ზა­ზას და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ინ­ტრი­გე­ბი ხლარ­თეს და გული ატ­კი­ნეს. მარ­თლა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სამ­ძი­რებ ზა­ზას გარ­დაც­ვა­ლე­ბას. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სწო­რი მო­ქა­ლა­ქე და­კარ­გა ქვე­ყა­ნამ. იმ არა­ჯან­საღ ადა­მი­ა­ნებს კი ვე­ტყვი, რომ ბედ­ნი­ე­რი ვარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა რომ აღარ ეგუ­ე­ბა უსა­მარ­თლო­ბას და ყვე­ლა­ფერს თა­ვის სა­ხელს არ­ქმევს.ზაზა ჩვენ­თვის, ახ­ლობ­ლე­ბის­თვის არ მომ­კვდა­რა. ვი­საც იმის ბედ­ნი­რე­ბა გვქონ­და რომ პი­რა­დად გვცნო­ბო­და, ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ ვთვლით, რომ მხო­ლოდ ზა­ზას სხე­ულს გან­ვე­შო­რეთ. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გვა­ხოვს, მათ კი სა­ნამ და­ი­ძი­ნე­ბენ, ღამე, თვალს და­ხუ­ჭა­ვენ, და­ფიქ­რდნენ და სა­კუ­თარ თავ­თან იყ­ვნენ მარ­თლე­ბი.

- ზაზა ურუ­შა­ძეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ვინ­მეს­თან თუ ჰქონ­და ურ­თი­ერ­თი­ერ­თო­ბა ან მხარ­და­ჭე­რა?

- ზაზა იყო ძა­ლი­ან პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც რუ­სე­თი­დან და­უ­რე­კეს და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი შეს­თა­ვა­ზეს ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად, უთხრა, თქვე­ნი ტან­კე­ბი გა­იყ­ვა­ნეთ, სა­მა­ჩაბ­ლო და აფხა­ზე­თი დაგ­ვიბ­რუ­ნეთ და მერე ჩა­მო­ვალ, ყო­ველ­თვე უფა­სოდ გა­და­გი­ღებ­თო ფილ­მებ­სო.

რო­დე­საც "ოს­კა­რი­დან" დაბ­რუნ­და, მა­შინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გახ­ლათ. პი­რა­დად შეხ­ვდა ზა­ზას, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, მას და გი­ორ­გი ოვაშ­ვილს, რომ­ლის ფილ­მიც ასე­ვე სი­ა­ში მოხ­ვდა, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გარ­კვე­უ­ლი ფუ­ლა­დი ჯილ­დოც გა­დას­ცა. ამ თან­ხით გა­და­ი­ღო „აღ­სა­რე­ბა“ ურუ­შა­ძემ. ყვე­ლა­ფე­რი კი­ნოს­თვის უნ­დო­და.

ახ­ლაც, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას, რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მნა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ისევ გვერ­დში დაგ­ვიდ­გა. ასე­ვე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და უმ­რავლლე­სო­ბის ლი­დერ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს­თან. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი მათ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

ძალიან სამწუხაროა ასეთი დიდებული ადამიანი,რომ ასე მალე წავიდა.

 

Elisabedi
0

Dzalian samcuxaroa...

ავტორი:

"ზაზას პანაშვიდზე ვერ მოვიდოდნენ ის ადამიანები, ვინც ინტრიგები ხლართა და გული ატკინა..." - რას ყვება ზაზა ურუშაძის შესახებ რეჟისორის თანაშემწე

"ზაზას პანაშვიდზე ვერ მოვიდოდნენ ის ადამიანები, ვინც ინტრიგები ხლართა და გული ატკინა..." - რას ყვება ზაზა ურუშაძის შესახებ რეჟისორის თანაშემწე

8 დეკემბერს, 53 წლის ასაკში ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ურუშაძის ახლობლები და კოლეგები რამდენიმე თვის წინ გადატანილ სტრესს უკავშირებენ მის ნაადრევ გარდაცვალებას.

წლების განმავლობაში ზაზა ურუშაძე კინოაკადემიის პრეზიდენტი გახლდათ, თუმცა აგვისტოში გამართულ არჩევნებზე, მის გადადგომას რამდენიმე მხარე ითხოვდა. მათ შორის: მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, რეჟისორი ბუბა ხოტივარი, რომელიც დღეს კინოაკადემიას ხელძღვანელობს და ასევე პროცესებში ჩართული იყო მსახიობი გიორგი გურგულია (იხილეთ ვიდეო)

სკანდალურად განვითარებული მოვლენების ფონზე, საბოლოოდ ზაზა ურუშაძემ უარი თქვა მეორედ ეყარა კენჭი პრეზიდენტობაზე. რეჟისორის თანაშემწე ლიკუნა რევიშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ "ოსკარის" ნომინანტი რეჟისორისთვის კინოაკადემიიდან წასვლა ახალი გეგმების დასაწყისი იყო, თუმცა, არ დასცალდა...

- მამაჩემი, გიორგი რევიშვილი და ზაზა ურუშაძე თეატრალური უნივერსიტეტიდან მეგობრობდნენ. ზაზა ლანა ღოღობერიძის ჯგუფში სწავლობდა კინო-სარეჟისორო ფაკულტეტზე, მამა კი ერლომ ახვლედიანის ჯგუფში კინო-სასცენარო ფაკულტეტზე. ზაზამ მოგვიანებით მიამბო, პირველივე შეხვედრიდან საუკეთესო მეგობრები გავხდითო. მამა თბილისის ომის დროს დაიღუპა, 27 წლის ასაკში. მე მხოლოდ გადმოცემით მახსოვს ის, დედასგან და მამის მეგობრებისგან...

ზაზა მთელი ბავშვობა იყო ჩემს ცხოვრებაში. სტუდენტი რომ გავხდი, მე და ზაზას შვილი, ასევე რეჟისორი ანა ურუშაძე, კინო-სარეჟისორო ფაკულტეტზე ერთად ვსწავლობდით. 2018 წლის დეკემბერში მუშაობა ზაზასთან კინოაკადემიაში დავიწყე. მისთვის პირადი ნაცნობობა არაფერს ნიშნავდა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ამიყვანა, კინოპროექტების მენეჯერის შტატი იყო და გამოსაცდელი პერიოდი მომცა. კარგად ვიმუშავე და შემდეგ თანაშემწეობაც შევითავსე.

ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რადგან მე ვნახე რას ნიშნავდა გუნდური მუშაობა.

- ზაზა ურუშაძის რომელიმე ფილმზე თუ გიმუშავიათ?

- "ბოლო გასეირნების" (მესამე ფილმი კინოტრილოგიიდან, რომელშიც შედის გასეირნება ყარაბაღში და კონფლიქტის ზონა, ავტ.) გადაღებისას სტუდენტი ვიყავი და გადაღებებზე დავყვებოდი. ბოლო სცენა მამაჩემის საფლავზე გადაიღო...

2013 წელს, როდესაც ზაზა "ოქროს გლობუსის" და "ოსკარის" ნომინანტი გახდა, შესთავაზეს, რომ კინოკავშირის თავჯდომარე გამხდარიყო. ძალიან არ უყვარდა ეს სიტყვა, საბჭოთა კავშირთან ასოცირდებაო. ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელსაც არჩევისას ერთი მოწინააღმდეგეც არ ჰყოლია. პირველი რაც გააკეთა, შეცვალა წესდება და კინოკავშირი გადააქცია კინოაკადემიად.

უნდოდა დაეწესებინა ქართული „ოსკარი“, ჯილდოსთვის ფიგურა თამარ კვესიტაძეს შეუკვეთა. ერთადერთი პრობლემა იყო, რომ არ არსებობდა დიდი დარბაზი დაჯილდოებისთვის და მაგის გაკეთებასაც აპირებდა, ვერ მოასწრო... საზოგადოებამ იცის, რომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა კინოაკადემიაში, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე შინაარსით. მაგრამ არ დასცალდა ბევრი რამის გაკეთება, იქ არ იყო ჯანსაღი სიტუაცია.

- რამდენიმე დღის წინ "პალიტრავიდეოზე" კინოაკადემიის ბოლო კენჭისყრის საკმაოდ მძიმე კადრები გავრცელდა... შეგიძლიათ გვითხრათ რა მოხდა რეალურად?

- ზაზამ კინოააკადემიას თავისი კეთილი სული შთაბერა და სწორედ ამან გააღიზიანა კინოაკადემიის წევრები. იფიქრეს, ამან თუ გააკეთა, ჩვენ რატომ ვერ გავაგრძელებთო და უკვე გამზადებულზე მოუნდათ დაპატრონება და არაჯანსაღი გარემო შეიქმნა.

- კინოაკადემიაში მომხდარ სკანდალზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, რატომ თქვა უარი ზაზამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე?

- ბუბა ხოტივარი, გიორგი გურგულია, ლევან ანჯაფარიძე, ზაზას ბავშვობის მეგობარი დათო ცინცაძე - ისინი იყვნენ გამგეობის წევრები, რომლებმაც საოცარი რაღაცები ჩაიდინეს... რაც შეეხება სოსო ჯაჭვლიანს, მოგვიანებით შეხვდა ზაზას და უთხრა, რომ მისგან დამოუკიდებლად ჩაერთო ამ პროცესებში.

მოგიყვებით, გამგეობის სხდომის შესახებ, რომელიც 14 ივნისს ჩატარდა. რამდენიმე დღით ადრე, გამგეობის წევრების ნაწილმა ზაზას გამოუგზავნა წერილი, სადაც წერდნენ, მის მოადგილეზე, რეჟისორ გიო მგელაძეზე. მას შემდეგ რაც, მგელაძემ ხმამაღლა დაიწყო საუბარი გასხვისებულ ტერიტორიაზე, რომლის დაკარგვის საფრთხეში ახლაც არის კინოს სახლი, ზაზა ურუშაძეს მოსთხოვეს სასწრაფოდ გაეთავისუფლებინა მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ის ძალა, რომელიც დღეს არის კინოაკადემიის მმართველობაში, ამ ამბავს მალავდა, ზაზა კი დიპლომატიურად ცდილობდა მოგვარებას.

ზაზას არ მოსწონდა სკანდალები და ხმაური, ის ყოველთვის ჩუმად აკეთებდა ყველა მნიშვნელოვან საქმეს. სწორედ ამ თემის განხილვით დაიწყო სხდომა, ზაზამ თქვა, რა არის ხალხნო, 1937 წელი მგონია, რა წერილებს მიგზავნითო. საბჭოთა დრო ხომ არ არის, ადამიანის დასახვეტრად ხელმოწერებს აგროვებდნენო?! ამაზე საშინლად გაღიზიანდნენ. ბუბა ხოტივარმა დაიწყო დაუჯერებელი ტყუილების თქმა. ყვიროდნენ, ქაოსს ქმნიდნენ, ჩუმად ვიდეობს იღებდნენ.

ყველაფრის მიუხედავად ზაზა იმდენად ღირსეული ადამიანი იყო, ბუბასთვის არასოდეს არაფერი უკადრებია, პირიქით, სხვებს აჩუმებდა. როდესაც ზაზა ოთახიდან გავიდა, ჩოჩქოლი ატყდა, ამ დროს, კინომცოდნე დოდო ოკუჯავა მეცა, თმაზე მომქაჩა და დამარტყა. ძალაუფლებისკენ მიდრეკილი, მოძალადეები არიან!

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუბა ხოტივარს მხარს უჭერდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატი...

- გურგულიამ და ხოტივარმა იმ პერიოდში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თუ ბუბა ხოტივარი დაინიშნებოდა, ბიძინა ივანიშვილი აკადემიის პენსიონერ წევრებს დამატებით პენსიებს დაუნიშნავდა. რეკავდნენ ასაკოვან ხალხთან და ამას ეუბნებოდნენ მიზნის მისაღწევად. დიახ, ერთ-ერთ დეპუტატზეც უთხრეს ზაზას რომ ხოტივარს ლობირებდა. ის ვერ გაითვალისწინეს, რომ დამოუკიდებელ ორგანიზაციაში ასეთი რამ არ და ვერ ხდება, დაუშვებელია!

საბოლოოდ, ზაზამ მოხსნა კანდიდატურა. ეს გადაწყვეტილება არ იყო ის, რომ ბრძოლის ველიდან გავიდა ზაზა, ეს იყო გამარჯვება, რომ არ სურდა, ვერ ჩაებმებოდა ასეთ სიბინძურეებში, საერთოდ სხვა ღირებულებების მატარებელი იყო, ეს მის ფილმებსაც ეტყობა.

ის ვერასოდეს მიიღებდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ქონების მოხვეჭაზე იყვნენ გადასულები. დიახ, ძალიან ჩუმად წამოვიდა. არაფერს საუბრობდა ამ თემაზე. არ წამოსულა იქიდან ბედნიერი...

- ამ სტრესმა რამდენად იმოქმედა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

- აკადემია რომ დატოვა, ამბობდა, დავმშვიდდი, მივხვდი რომ რაღაც ჯადო მოვიშორეო. ბოლო პერიოდში ზაზა საერთოდ სხვანაირი იყო, ახალ ფილმზე ჰქონდა დაწყებული მუშაობა. უბედნიერესი იყო, სცენარზე მუშაობდა, გადაღებები გვქონდა დაგეგმილი. სიცოცხლით სავსე და ბედნიერი იყო, ბრწყინავდა. არ მსიამოვნებს, როცა ვიღაცები წერენ და კონკრეტულ ადამიანებს მიმართავენ ზაზა ურუშაძის მკვლელებოო. ზაზა იმდენად ძლიერი ადამიანი იყო, რომ ამ ყველაფერზე მაღლა იდგა.

- რეჟისორის პანაშვიდზე თუ მოვიდნენ კინოაკადემიის წევრები?

- იქ ვერ მოვიდოდა ბუბა ხოტივარი და ვერც სხვა ის ადამიანები, ვინც ზაზას დაუპირისპირდნენ, ინტრიგები ხლართეს და გული ატკინეს. მართლა მთელ საქართველოს ვუსამძირებ ზაზას გარდაცვალებას. ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი მოქალაქე დაკარგა ქვეყანამ. იმ არაჯანსაღ ადამიანებს კი ვეტყვი, რომ ბედნიერი ვარ, საზოგადოება რომ აღარ ეგუება უსამართლობას და ყველაფერს თავის სახელს არქმევს.ზაზა ჩვენთვის, ახლობლებისთვის არ მომკვდარა. ვისაც იმის ბედნირება გვქონდა რომ პირადად გვცნობოდა, ყველაზე უბედურები ვართ, მაგრამ ვთვლით, რომ მხოლოდ ზაზას სხეულს განვეშორეთ. ჩვენ ყველაფერი კარგად გვახოვს, მათ კი სანამ დაიძინებენ, ღამე, თვალს დახუჭავენ, დაფიქრდნენ და საკუთარ თავთან იყვნენ მართლები.

- ზაზა ურუშაძეს ხელისუფლებიდან ვინმესთან თუ ჰქონდა ურთიერთიერთობა ან მხარდაჭერა?

- ზაზა იყო ძალიან პატრიოტი ადამიანი, როდესაც რუსეთიდან დაურეკეს და რამდენიმე მილიონი შესთავაზეს ფილმის გადასაღებად, უთხრა, თქვენი ტანკები გაიყვანეთ, სამაჩაბლო და აფხაზეთი დაგვიბრუნეთ და მერე ჩამოვალ, ყოველთვე უფასოდ გადაგიღებთო ფილმებსო.

როდესაც "ოსკარიდან" დაბრუნდა, მაშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახლათ. პირადად შეხვდა ზაზას, მადლობა გადაუხადა, მას და გიორგი ოვაშვილს, რომლის ფილმიც ასევე სიაში მოხვდა, ღარიბაშვილმა გარკვეული ფულადი ჯილდოც გადასცა. ამ თანხით გადაიღო „აღსარება“ ურუშაძემ. ყველაფერი კინოსთვის უნდოდა.

ახლაც, მისი გარდაცვალებისას, რაღაც პრობლემები შეგვექმნა და ირაკლი ღარიბაშვილი ისევ გვერდში დაგვიდგა. ასევე კარგი ურთიერთობა ჰქონდა უმრავლლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან. დაახლოებით ერთი თვის წინ ვიმყოფებოდი მათთან ერთად შეხვედრაზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 155-მდე გა­ი­ზარ­და

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა - ქალი ქმრისგან დაინფიცირდა

"ეს მეორედ დაბადებაა ჩემთვის..." - რას ამბობს გურჯაანელი მებაღე, რომლის 6 000 ძირი ტიტა უცნობმა ადამიანებმა "გამოისყიდეს"