პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 საუკეთესო საჩუქარი, თუკი Secret Santa ხარ
5 საუკეთესო საჩუქარი, თუკი Secret Santa ხარ

ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი წე­ლი­წა­დის დრო უფრო და უფრო აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­და­დის, სამ­სა­ხურ­შიც სა­ჩუქ­რე­ბის გაც­ვლა უკვე და­ი­წყო.Secret Santa-ს ტრა­დი­ცი­ას სა­დღე­სას­წა­უ­ლო სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ან­ში. ამ დროს, ბედ­ნი­ე­რი ხარ, სა­ჩუქ­რის არა მარ­ტო მი­ღე­ბით, არა­მედ გა­ცე­მი­თაც. ად­რე­სა­ტის­თვის სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სად იქ­ცე­ვა ხოლ­მე.

გი­ზი­ა­რებთ ტოპ 5 სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქარს „Secret Santa“-ების­თვის.

1. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კა­ლენ­და­რი

თუკი წიგ­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის სან­ტა ხარ და იცი მისი გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლი­სა თუ პო­ე­ტის სა­ხე­ლი, მა­შინ ეს სა­ჩუ­ქა­რი სწო­რედ რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ა­ხა­რებს ად­რე­სატს. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კა­ლენ­და­რი, გარ­და კონ­კრე­ტულ თვე­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, ინ­სპი­რა­ცი­ის მომ­ცე­მიც არის, ვი­ნა­და­ინ ყვე­ლა თვეს და ყვე­ლა გვერდს ამ­შვე­ნებს ისე­თი ცი­ტა­ტე­ბი, რაც სტი­მულს მის­ცემს მის მფლო­ბელს, მა­შინ როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად ესა­ჭი­რო­ე­ბა ეს, ამა­ზე უკე­თესს რას იპო­ვი? კრე­ა­ტი­უ­ლია, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და ამავდრო­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო.

2. სა­მა­გი­დო კა­ლენ­და­რი გან­სა­კუთ­რე­ბით საქ­მი­ა­ნი კო­ლე­გე­ბის­თვის

შენი კო­ლე­გა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და სულ მუ­დამ „დედ­ლა­ი­ნებ­ზე“ წუ­წუ­ნებს? გა­მო­სა­ვა­ლი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია, სა­მა­გი­დო კა­ლენ­და­რი არ მის­ცემს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღე­ბი­სა და დღე­ე­ბის და­ვი­წყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, მისი დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნი კი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ო­ფი­სე ინ­ტე­რი­ე­რის მა­გი­დას და­ამ­შვე­ნებს.

3. ლა­უ­რა მილ­ნეს "რო­გორ და­ვის­ვე­ნოთ"

„თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭე, ღრმად ჩა­ი­სუნ­თქე და მო­ეშ­ვი!“ - აი რა სჭირ­დე­ბა წლის ბო­ლოს გა­დაღ­ლილ ად­რე­სატს, თუმ­ცა ური­გო არც თვი­თონ Secret Santa-ების­თვი­საც არის. დას­ვე­ნე­ბა უნდა ის­წავ­ლო! სხე­უ­ლის ბო­ლომ­დე მო­დუ­ნე­ბა და გო­ნე­ბის დას­ვე­ნე­ბა გუ­ლის მუ­შა­ო­ბას ანე­ლებს, სუნ­თქვის სიხ­ში­რე­სა და არ­ტე­რი­ულ წნე­ვას ამ­ცი­რებს, კუნ­თე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბას ხსნის და ორ­გა­ნიზ­მის მიერ ჟანგბა­დის მოხ­მა­რე­ბა­საც არე­გუ­ლი­რებს. რამ­დე­ნი­მე მარ­ტივ­მა მე­თოდ­მა და ტექ­ნი­კამ, შე­საძ­ლოა, შენს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლოს. წიგნ­ში ბევ­რი რჩე­ვა, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი მე­თო­დი და აქ­ტი­ვო­ბაა მო­ცე­მუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დი­სა და კმა­ყო­ფი­ლე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბა!

4. ანა ბარნ­სი „რო­გორ ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რი“

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ტემ­პი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მი­მართ მო­თხოვ­ნე­ბიც იმა­ტებს: უნდა მი­აღ­წიო მეტს, იყო უკე­თე­სი და უფრო შრო­მის­მოყ­ვა­რე! ამ ყო­ვე­ლი­ვეს ფონ­ზე ხში­რად გვა­ვი­წყდე­ბა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვფლობ­დეთ სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს და ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რე­ბი. რო­დე­საც ბედ­ნი­ე­რი ხარ, ამას შენ გარ­შე­მო ყვე­ლა ამ­ჩნევს, მაგ­რამ ჩნდე­ბა კი­თხვა: რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ ბედ­ნი­ე­რე­ბას? ცხა­დია, მცი­რე­დი დახ­მა­რე­ბი­თა და ინ­სპი­რა­ცი­ით შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში პო­ზი­ტი­უ­რი მუხ­ტი­სა და მეტი მხი­ა­რუ­ლე­ბის შე­ტა­ნა. ამ წიგნ­ში გე­ლო­დე­ბათ რჩე­ვე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბათ, ყო­ვე­ლი დღე უფრო ბედ­ნი­ე­რად გა­ა­ტა­როთ, ცხოვ­რე­ბა კი მხი­ა­რუ­ლი და ნა­თე­ლი გა­ხა­დოთ.

5. საქ­მი­ა­ნი დღი­უ­რი

და ბო­ლოს, იმი­სათ­ვის რომ წელი და­გეგ­მო სწო­რად, არ და­გა­ვი­წყდეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი, შე­უდ­გე ახა­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, დაგ­ჭირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი დღი­უ­რი, რო­მე­ლიც შენი ყო­ველ­დღი­უ­რი „რუ­ტი­ნის“ გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­დე­ბა. კომ­პაქ­ტუ­რი, სადა, შენ­თვის სა­სურ­ველ ფერ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი საქ­მი­ა­ნი დღი­უ­რი ამ პრობ­ლე­მას მარ­ტი­ვად გა­და­გიჭ­რის, იდე­ა­ლუ­რი სა­სა­ჩუქ­რე იდე­აა, რო­გორც ად­რე­სა­ტის­თვის, აგ­რეთ­ვე, უშუ­ა­ლოდ, ყვე­ლა Secret Santa-სთვის.

ავტორი:

5 საუკეთესო საჩუქარი, თუკი Secret Santa ხარ

5 საუკეთესო საჩუქარი, თუკი Secret Santa ხარ

ყველაზე მხიარული წელიწადის დრო უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში გადადის, სამსახურშიც საჩუქრების გაცვლა უკვე დაიწყო.Secret Santa-ს ტრადიციას სადღესასწაულო სიხარული მოაქვს განურჩევლად ყველა ასაკის ადამიანში. ამ დროს, ბედნიერი ხარ, საჩუქრის არა მარტო მიღებით, არამედ გაცემითაც. ადრესატისთვის საჩუქრის შერჩევა სასიამოვნო პროცესად იქცევა ხოლმე.

გიზიარებთ ტოპ 5 საუკეთესო საჩუქარს „Secret Santa“-ებისთვის.

1. ლიტერატურული კალენდარი

თუკი წიგნების განსაკუთრებულად მოყვარული ადამიანის სანტა ხარ და იცი მისი გამორჩეულად საყვარელი მწერლისა თუ პოეტის სახელი, მაშინ ეს საჩუქარი სწორედ რომ ყველაზე მეტად გაახარებს ადრესატს. ლიტერატურული კალენდარი, გარდა კონკრეტულ თვეში დაბადებული ცნობილი პიროვნების შესახებ ინფორმაციისა, ინსპირაციის მომცემიც არის, ვინადაინ ყველა თვეს და ყველა გვერდს ამშვენებს ისეთი ციტატები, რაც სტიმულს მისცემს მის მფლობელს, მაშინ როცა ყველაზე მეტად ესაჭიროება ეს, ამაზე უკეთესს რას იპოვი? კრეატიულია, ინფორმაციული და ამავდროულად საინტერესო.

2. სამაგიდო კალენდარი განსაკუთრებით საქმიანი კოლეგებისთვის

შენი კოლეგა ძალიან დატვირთულია სამუშაო დღის განმავლობაში და სულ მუდამ „დედლაინებზე“ წუწუნებს? გამოსავალი საკმაოდ მარტივია, სამაგიდო კალენდარი არ მისცემს მნიშვნელოვანი თარიღებისა და დღეების დავიწყების საშუალებას, მისი დახვეწილი დიზაინი კი ნებისმიერი საოფისე ინტერიერის მაგიდას დაამშვენებს.

3. ლაურა მილნეს "როგორ დავისვენოთ"

„თვალები დახუჭე, ღრმად ჩაისუნთქე და მოეშვი!“ - აი რა სჭირდება წლის ბოლოს გადაღლილ ადრესატს, თუმცა ურიგო არც თვითონ Secret Santa-ებისთვისაც არის. დასვენება უნდა ისწავლო! სხეულის ბოლომდე მოდუნება და გონების დასვენება გულის მუშაობას ანელებს, სუნთქვის სიხშირესა და არტერიულ წნევას ამცირებს, კუნთების დაძაბულობას ხსნის და ორგანიზმის მიერ ჟანგბადის მოხმარებასაც არეგულირებს. რამდენიმე მარტივმა მეთოდმა და ტექნიკამ, შესაძლოა, შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. წიგნში ბევრი რჩევა, დამამშვიდებელი მეთოდი და აქტივობაა მოცემული. ყველაფერი ის, რაც შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების მიღწევაში დაგეხმარება!

4. ანა ბარნსი „როგორ ვიყოთ ბედნიერი“

თანამედროვე სამყაროს ტემპი ყოველდღიურად იზრდება და, შესაბამისად, ჩვენ მიმართ მოთხოვნებიც იმატებს: უნდა მიაღწიო მეტს, იყო უკეთესი და უფრო შრომისმოყვარე! ამ ყოველივეს ფონზე ხშირად გვავიწყდება, რომ აუცილებელია, ვფლობდეთ სულიერ სიმშვიდეს და ვიყოთ ბედნიერები. როდესაც ბედნიერი ხარ, ამას შენ გარშემო ყველა ამჩნევს, მაგრამ ჩნდება კითხვა: როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას? ცხადია, მცირედი დახმარებითა და ინსპირაციით შესაძლებელია ყოველდღიურობაში პოზიტიური მუხტისა და მეტი მხიარულების შეტანა. ამ წიგნში გელოდებათ რჩევები და აქტივობები, რომლებიც დაგეხმარებათ, ყოველი დღე უფრო ბედნიერად გაატაროთ, ცხოვრება კი მხიარული და ნათელი გახადოთ.

5. საქმიანი დღიური

და ბოლოს, იმისათვის რომ წელი დაგეგმო სწორად, არ დაგავიწყდეს მნიშვნელოვანი თარიღები და შეხვედრები, შეუდგე ახალი მიზნების განხორციელებას, დაგჭირდება საქმიანი დღიური, რომელიც შენი ყოველდღიური „რუტინის“ განუყოფელი ნაწილი გახდება. კომპაქტური, სადა, შენთვის სასურველ ფერში წარმოდგენილი საქმიანი დღიური ამ პრობლემას მარტივად გადაგიჭრის, იდეალური სასაჩუქრე იდეაა, როგორც ადრესატისთვის, აგრეთვე, უშუალოდ, ყველა Secret Santa-სთვის.

19 დეკემბერს რამაზ გიგაურის „წარმატების 365 გასაღების“ მეოთხე ტომი გამოვა

"სრულიად ახალი თაობა დაიმკვიდრებს თავისუფლების ქვეყანაში - თავისუფალი მონური აზროვნებისგან" - "ბიბლიის განმარტებების" მთავარი რედაქტორის ბლოგი

თსუ-ში "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის"  გამარჯვებული წიგნების წარდგენა გაიმართება