სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა" - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"
"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა" - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ბრედ პიტი არა­ერთ ქალ­თან და­ა­წყვი­ლეს. ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს ყო­ველ დღე ახალ რო­მან­ტი­კულ პარტნი­ორს უკავ­ში­რე­ბენ, თუმ­ცა და­ზუს­ტე­ბით და­სავ­ლუ­რი ყვი­თე­ლი პრე­სა ვე­რა­ფერს წერს.

ამ­ჯე­რად, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და ბრე­დი­სა და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის, ჯე­ნი­ფერ ანის­ტო­ნის შე­სა­ხებ.

გა­მო­ცე­მა the People წერს, რომ ჯე­ნიმ და ბრედ­მა წი­ნა­სა­შო­ბაო წვე­უ­ლე­ბა ერ­თად გა­ა­ტა­რეს. წვე­უ­ლე­ბა ანის­ტონ­მა ლოს ან­ჯე­ლეს­ში, თა­ვის სახ­ლში მო­ა­წყო. სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ ქეით ჰადსო­ნი, ჯიმი ქი­მე­ლი და ასე­ვე, მისი ყო­ფი­ლი ქმა­რი, ბრედ პიტი.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ანის­ტო­ნი ყო­ველ­თვის მარ­თავს შო­ბის წინ წვე­უ­ლე­ბას და მე­გობ­რებს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ეპა­ტი­ჟე­ბა.

"მას შემ­დეგ, რაც ბრე­დი ან­ჯე­ლი­ნას და­შორ­და, ჯე­ნი­ფერ­სა და ბრედს შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და. როცა პიტი და ჯოლი ქორ­წი­ნე­ბა­ში იყ­ვნენ, ბრე­დი ყო­ფილ ცოლ­თან მე­გობ­რო­ბას ვერ ახერ­ხებ­და, რად­გა­ნაც ან­ჯე­ლი­ნას მწვა­ვე რე­აქ­ცია ჰქონ­და.

ახლა ბრე­დი და ჯე­ნი­ფე­რი საკ­მა­ოდ ხში­რად ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რულ ჩარ­ჩო­ებს არ სცდე­ბა“, - ეუბ­ნე­ბა წყა­რო the People-ს.

ჯე­ნი­ფერ ანის­ტო­ნი­სა და ბრედ პი­ტის გულ­შე­მატ­კივ­რებს არ სჯე­რათ, რომ წყვილს მხო­ლოდ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებს და წე­რენ, რომ "მი­ძი­ნე­ბულ­მა სიყ­ვა­რულ­მა გა­იღ­ვი­ძა“ და რომ ყო­ვე­ლი­ვეს წყვი­ლი მალე და­ა­დას­ტუ­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წვე­უ­ლე­ბას ეს­წრე­ბო­და მსა­ხი­ო­ბი გვი­ნეტ პელტრო­უც, რო­მელ­საც ბრედ პიტი ჯე­ნი­ფერ ანის­ტო­ნამ­დე სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პოლკოვ-ნიკი!!!
6

მიდი ბრედ მიაწექი პირველ ჩვენებას! ანჯელინა რომ მთლად დალაგებული ვერ იყო ეტყობოდა!!

gia
0

dalocvilebi iyaviT

ავტორი:

"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა" - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა" - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ბრედ პიტი არაერთ ქალთან დააწყვილეს. ჰოლივუდის ვარსკვლავს ყოველ დღე ახალ რომანტიკულ პარტნიორს უკავშირებენ, თუმცა დაზუსტებით დასავლური ყვითელი პრესა ვერაფერს წერს.

ამჯერად, ახალი ინფორმაცია გავრცელდა ბრედისა და მისი ყოფილი ცოლის, ჯენიფერ ანისტონის შესახებ.

გამოცემა the People წერს, რომ ჯენიმ და ბრედმა წინასაშობაო წვეულება ერთად გაატარეს. წვეულება ანისტონმა ლოს ანჯელესში, თავის სახლში მოაწყო. სტუმრებს შორის იყვნენ ქეით ჰადსონი, ჯიმი ქიმელი და ასევე, მისი ყოფილი ქმარი, ბრედ პიტი.

როგორც გამოცემა წერს, ანისტონი ყოველთვის მართავს შობის წინ წვეულებას და მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს ეპატიჟება.

"მას შემდეგ, რაც ბრედი ანჯელინას დაშორდა, ჯენიფერსა და ბრედს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. როცა პიტი და ჯოლი ქორწინებაში იყვნენ, ბრედი ყოფილ ცოლთან მეგობრობას ვერ ახერხებდა, რადგანაც ანჯელინას მწვავე რეაქცია ჰქონდა.

ახლა ბრედი და ჯენიფერი საკმაოდ ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა მათი ურთიერთობა მეგობრულ ჩარჩოებს არ სცდება“, - ეუბნება წყარო the People-ს.

ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის გულშემატკივრებს არ სჯერათ, რომ წყვილს მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და წერენ, რომ "მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა“ და რომ ყოველივეს წყვილი მალე დაადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ წვეულებას ესწრებოდა მსახიობი გვინეტ პელტროუც, რომელსაც ბრედ პიტი ჯენიფერ ანისტონამდე სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა.

კახა კალაძე და ყოფილი ფეხბურთელები წყნეთის წვეულებაზე - ფოტოები ბიზნესმენის იუბილედან

ბრედ პიტის ახალი სიყვარული- მსახიობი 27 წლის პოლონელ მოდელზეა შეყვარებული

"გვითხრა, სიამოვნებით ვუერთდები თქვენს კამპანიასო" - თენგიზ ცერცვაძეს ისტორიულ-რომანტიკულ ფანტასტიკაში გადაიღებენ