პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას ოპერაცია ჩაუტარდება - რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა მინისტრი
2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას ოპერაცია ჩაუტარდება - რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა მინისტრი

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას გუ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, უწყე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ მცი­რე­წლო­ვან გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნონ.

რო­გორც ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ინ­დო­ე­თის ერთ-ერთი კლი­ნი­კა პა­ცი­ენ­ტის მი­სა­ღე­ბად მზად არის და სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ინ­დო­ეთ­ში დღეს­ვე გა­ემ­გზავ­რე­ბა სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

"ჩვე­ნი ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, რო­მე­ლიც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად მთე­ლი ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი ჩარ­თუ­ლია-შე­სა­ბა­მი­სი სა­ელ­ჩო­ე­ბი იტა­ლი­ა­ში, ბე­ლო­რუს­ში, ინ­დო­ეთ­ში.

მე ვთხო­ვე ჩვენს ელჩს ინ­დო­ეთ­ში, რომ დღე­ვან­დელ ჩვენ შეკ­რე­ბა­ზე არ დარ­ჩეს და გა­ემ­გზავ­როს ინ­დო­ეთ­ში, რად­გა­ნაც ამ ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

დაგ­ვთან­ხმდა ინ­დო­ე­თის ერთ-ერთი კლი­ნი­კა, რომ შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­დეს. ყვე­ლა ზო­მას მივ­მარ­თავთ იმის­თვის, რომ ბავ­შვს სი­ცო­ცხლე შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა - დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გინ­და. მას ესა­ჭი­რო­ე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია - გუ­ლის გა­და­ნერგვა. პა­ტა­რა გო­გო­ნას ოჯახს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ უარი უთხრა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ზე.

საქ­ველ­მოქ­მე­დო გვერ­დზე, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ზე" ანი­ტას და­სახ­მა­რებ­ლად შე­იქ­მნა, ვკი­თხუ­ლობთ რომ გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რია. ბავ­შვი ამ­ჟა­მად ავ­სტრი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა:

"ექი­მე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად შე­თან­ხმე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, რად­გან ავ­სტრი­ე­ლე­ბის თქმით, ანი­ტას მგზავ­რო­ბა უკი­დუ­რე­სად დიდ რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დღეს ავ­სტრი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კი­დევ ერთხელ სთხო­ვეს ავ­სტრი­ის სა­ხელ­მწი­ფოს ე.წ. “ბერ­ლი­ნის გული” ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ანი­ტას­თვის, რის შემ­დე­გაც მოხ­დე­ბო­და მისი უსაფრ­თხო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ინ­დო­ე­თამ­დე, თუმ­ცა მო­რი­გი უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­და­წყდა ამ უდი­დეს რის­კზე წას­ვლა.

მი­ვი­ღეთ ინ­დო­ე­თამ­დე გა­დაფ­რე­ნის ინ­ვო­ი­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ანი­ტას 12-სა­ა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი 110 580 $ შე­ად­გენს.

ამ ეტაპ­ზე სას­წრა­ფოდ გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა ანი­ტას და მისი მშობ­ლე­ბის პას­პორ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჯერ არ და­უბ­რუ­ნე­ბია ავ­სტრი­ის სა­ხელ­მწი­ფოს და ინ­დო­ე­თის ვი­ზე­ბი. ამ ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტო. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მათი დახ­მა­რე­ბით, ამ სა­ბუ­თე­ბის სრულ­ყო­ფა მოხ­დე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და არა­უგ­ვი­ა­ნეს ოთხშა­ბა­თი­სა, ანი­ტა უკვე მო­ა­ხერ­ხებს გამ­გზავ­რე­ბას, რად­გან რო­გორც იცით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე საკ­მა­ოდ მწვა­ვე ფა­ზა­ში შე­ვი­და", - ვკი­თხუ­ლობთ ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­ში "ანი­ტას­თვის".

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის გა­და­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

GE28BG0000000100761966

მიმ­ღე­ბი - ლია ჩხა­ი­ძე (ანი­ტას ბე­ბია)

თი­ბი­სი ბან­კის ან­გა­რი­ში:

GE38TB7855945064300017

გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი­დან ჩა­სა­რი­ცხად: პ/ნ 60001030692 ლია ჩხა­ი­ძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

დავიხრჩე ცრემლებში, გასკდა გული.

 

nana
1

ღმერთო, დღეს ბარბარობაა, პატარების მფარველიაო და დაეხმაროს ამ პატარას, და გამოაჯანმრთელოს! უფალი გფარავდეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას ოპერაცია ჩაუტარდება - რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა მინისტრი

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცი­ას ოპერაცია ჩაუტარდება - რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა მინისტრი

2 წლის ანიტა ფაცაციას გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მცირეწლოვან გოგონას სიცოცხლე შეუნარჩუნონ.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა პაციენტის მისაღებად მზად არის და საქართველოს ელჩი ინდოეთში დღესვე გაემგზავრება საკითხის მოსაგვარებლად.

"ჩვენი ერთ-ერთი მოქალაქე, მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ერთ-ერთ კლინიკაში, მისი სიცოცხლის გადასარჩენად მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ჩართულია-შესაბამისი საელჩოები იტალიაში, ბელორუსში, ინდოეთში.

მე ვთხოვე ჩვენს ელჩს ინდოეთში, რომ დღევანდელ ჩვენ შეკრებაზე არ დარჩეს და გაემგზავროს ინდოეთში, რადგანაც ამ ბავშვის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

დაგვთანხმდა ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა, რომ შესაბამისი ოპერაცია ჩატარდეს. ყველა ზომას მივმართავთ იმისთვის, რომ ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას ესაჭიროება მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა. პატარა გოგონას ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე.

საქველმოქმედო გვერდზე, რომელიც "ფეისბუქზე" ანიტას დასახმარებლად შეიქმნა, ვკითხულობთ რომ გოგონას მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ბავშვი ამჟამად ავსტრიის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება:

"ექიმების მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან ავსტრიელების თქმით, ანიტას მგზავრობა უკიდურესად დიდ რისკთან არის დაკავშირებული. დღეს ავსტრიაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ სთხოვეს ავსტრიის სახელმწიფოს ე.წ. “ბერლინის გული” ჩაეყენებინათ ანიტასთვის, რის შემდეგაც მოხდებოდა მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება ინდოეთამდე, თუმცა მორიგი უარის მიღების შემდეგ გადაწყდა ამ უდიდეს რისკზე წასვლა.

მივიღეთ ინდოეთამდე გადაფრენის ინვოისი, რომლის მიხედვითაც ანიტას 12-საათიანი მგზავრობის საფასური 110 580 $ შეადგენს.

ამ ეტაპზე სასწრაფოდ გვესაჭიროება ანიტას და მისი მშობლების პასპორტები, რომელიც ჯერ არ დაუბრუნებია ავსტრიის სახელმწიფოს და ინდოეთის ვიზები. ამ ტექნიკური დეტალების მოგვარებაში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო. ვიმედოვნებთ, რომ მათი დახმარებით, ამ საბუთების სრულყოფა მოხდება უახლოეს მომავალში და არაუგვიანეს ოთხშაბათისა, ანიტა უკვე მოახერხებს გამგზავრებას, რადგან როგორც იცით, მისი მდგომარეობა უკვე საკმაოდ მწვავე ფაზაში შევიდა", - ვკითხულობთ ფეისბუქ-ჯგუფში "ანიტასთვის".

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ:

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966

მიმღები - ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია)

თიბისი ბანკის ანგარიში:

GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად: პ/ნ 60001030692 ლია ჩხაიძე

რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩაირთო (ფოტო)

რომელ რეგიონში რამდენ მოქალაქეს ამოეწურა ქულები მართვის მოწმობაზე - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა