კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შეასრულა "ის აქ არის" თორნიკე ყიფიანმა განსხვავებულად? - "ეს ჩემი საყვარელი ვერსია გახდება"
რატომ შეასრულა "ის აქ არის" თორნიკე ყიფიანმა განსხვავებულად? - "ეს ჩემი საყვარელი ვერსია გახდება"

მე­გა­შოუ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­კვლა­ვის“ მო­რი­გი ტური გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კას მი­ე­ძღვნა, კონ­კურ­სან­ტებს რთუ­ლი ამო­ცა­ნა ჰქონ­დათ - გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რის, გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად (ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის დი­რი­ჟო­რო­ბით) უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ. იმის გამო, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ ჯერ­ზე ურ­თუ­ლე­სი სიმ­ღე­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეს­რუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ამ­ჯე­რა­დაც გა­უძ­ლეს გა­მოც­დას.

თუმ­ცა კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბი მკაც­რია, ყო­ველ ტურ­ში მას ერთი მო­ნა­წი­ლე ეთი­შე­ბა და ასე­თი მა­რი­ამ შენ­გე­ლია აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც გია ყან­ჩე­ლის სიმ­ღე­რა ინ­გლი­სურ ენა­ზე შე­ას­რუ­ლა (ნა­მუ­შე­ვა­რი თა­ვის დრო­ზე სპექ­ტაკ­ლის­თვის „მეფე ლირი“ შე­იქ­მნა). ტუ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უკვე მე­ო­თხედ, თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი გახ­და.

და­თუ­ნა ალა­დაშ­ვი­ლი, ჟი­უ­რის წევ­რი:

- ეს არ იყო სა­კონ­კურ­სო ტური, ეს იყო გა­ლა­კონ­ცერ­ტი, სცე­ნა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვე­ბით, ამას­თან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ორ­კესტრით და შე­უ­და­რე­ბე­ლი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის დი­რი­ჟო­რო­ბით. ის ვერ­სი­ე­ბი, რაც თით­ქოს, კარ­გად ვი­ცით, კი­დევ უფრო ახ­ლე­ბუ­რად და­ნა­ხუ­ლი მო­ვის­მი­ნეთ.

თა­ვის­თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ დღეს გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა შეს­რულ­და, ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ის, რომ ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ერთ-ერთ ტურ­ში მო­ვის­მი­ნეთ, კონ­კურ­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- რო­გორც კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­გორ აფა­სებთ დღეს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ყან­ჩე­ლის მუ­სი­კის ვერ­სი­ებს?

- კომ­პო­ზი­ტო­რის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც სი­ცო­ცხლე­ში­ვე ფას­დე­ბა, როცა მისი მუ­სი­კა ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, რომ მისი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი კეთ­დე­ბა. არის რა­ღაც კა­ნო­ნე­ბი, რო­მელ­თა დარ­ღვე­ვაც არ შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა მო­ცარ­ტი და ბა­ხიც არ­ღვევ­დნენ წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის ტრა­დი­ცი­ებს და ისი­ნი ქმნიდ­ნენ ახალს და სწო­რედ მა­შინ იქ­მნე­ბო­და ახა­ლი ეპო­ქაც. გია ყან­ჩე­ლიც ასე­თი­ვე კომ­პო­ზი­ტო­რია, მან და­ამ­სხვრია სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, შექ­მნა თა­ვი­სი ხელ­წე­რა, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, მისი მე­ლო­დია მო­ის­მი­ნოს და ვერ მიხ­ვდეს, რომ ყან­ჩე­ლია. ფაქ­ტი, რომ მისი მე­ლო­დი­ე­ბი, დღეს ახ­ლე­ბუ­რად მო­ვის­მი­ნეთ და თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი­მა "ის აქ არის“ ასე შე­ას­რუ­ლა, ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა და ნამ­დვი­ლი ზე­ი­მია. ამას ყო­ველ­თვის მი­ვე­სალ­მე­ბი და ყო­ვე­ლი­ვე დას­ტუ­რია, რომ ეს მუ­სი­კა სულ იცხოვ­რებს.

- ე.ი. კონ­კურ­სან­ტებ­მა დაძ­ლი­ეს ამო­ცა­ნა?

- დღეს ამ რა­ფი­ნი­რე­ბულ მუ­სი­კა­ში ყვე­ლამ მო­ა­ხერ­ხა, მყა­რად მდგა­რი­ყო სცე­ნა­ზე და არ და­კარ­გუ­ლი­ყო. შეძ­ლეს და ჩვე­ნამ­დე მო­ი­ტა­ნეს სიმ­ღე­რე­ბი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი არი­ან.

- ერ­თა­დერ­თი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რა ყან­ჩე­ლის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ამ წარ­მო­ად­გი­ნა და რა­ტომ­ღაც მას მო­უხ­და კონ­კურ­სის და­ტო­ვე­ბა...

- თით­ქოს სიმ­ბო­ლუ­რი იყო, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“ ქარ­თუ­ლი ტუ­რის დროს პრო­ექ­ტი კონ­კურ­სან­ტმა ინ­გლი­სუ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რით და­ტო­ვა. არა­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქარ­თუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია, გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა მსოფ­ლი­ო­ში მი­იჩ­ნე­ვა რო­გორც სა­უ­კე­თე­სო და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ეს სიმ­ღე­რაც ზუს­ტად ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო. მაგ­რამ მა­რი­ამ­მა კონ­კურ­სი და­ტო­ვა... ვიცი, რომ მას დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს. მისი გა­ვარ­დნის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ირ­ჩევს "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს“, ხმე­ბი ამ­ჯე­რად მა­ყუ­რე­ბელ­მა ასე გა­და­ა­ნა­წი­ლა, ვე­თან­ხმე­ბით თუ არა ამას.

- თორ­ნი­კე უკვე მე­ო­თხე ლა­ი­ვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია...

- თორ­ნი­კე, დღი­დან მისი მოს­მე­ნი­სა, მი­მაჩ­ნია, რომ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სია, იმი­ტომ, რომ მას შე­უძ­ლია მო­ირ­გოს ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პო­ზი­ცია, მათ შო­რის, ყან­ჩე­ლის ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა. მან ჩვე­ნამ­დე მო­ი­ტა­ნა მისი ვერ­სია და თით­ქოს დაგ­ვიმ­ტკი­ცა, რომ ასე­თი ვერ­სი­აც შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს. მე მი­ვი­ღე ეს შეს­რუ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რად ნა­ნის ვერ­სია მიყ­ვარ­დეს და მერ­ჩივ­ნოს, მაგ­რამ ეს სიმ­ღე­რა გახ­დე­ბა ჩემი საყ­ვა­რე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სია.

თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი:

- მინ­და, ისევ და ისევ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს, ასე გვერ­დით რომ მიდ­გას და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მხარს მი­ჭერს, მგულ­შე­მატ­კივ­რობს. მათი მეშ­ვე­ო­ბით უკვე მე­ო­თხედ გავ­ხდი ლა­ი­ვის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

მთლი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი იყო, კარ­გი გა­მო­ვი­და. სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნია გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა და აქვე მისი შეს­რუ­ლე­ბაც.

- ორ­კესტრთან იმ­ღე­რე, რო­მელ­საც ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი დი­რი­ჟო­რობ­და...

- რო­გორც ვთქვი, გია ყან­ჩე­ლი შე­უ­და­რე­ბე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რია, უკ­ვდა­ვი ნა­მუ­შევ­რე­ბის შემ­ქმნე­ლი, დიდი პა­ტი­ვი იყო, რომ მისი ასე­თი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა მე მხვდა წი­ლად და მით უმე­ტეს, ისე­თი დიდი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბით შე­ვას­რუ­ლე, რო­გო­რიც ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი და მისი სა­ო­ცა­რი ორ­კესტრია. ასე ალა­მა­ზებ­დნენ ჩემს ნამ­ღერს.

რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რის ახალ ვერ­სი­ას, ამის­თვის ბიძ­გი თა­ვად სიმ­ღე­რის ოპ­ტი­მის­ტურ­მა ტექ­სტმაც მოგ­ვცა. მოკ­ლედ, აქე­დან წა­მო­ვი­და, მისი ასე მა­ჟო­რულ ტო­ნა­ლო­ბა­ში გა­დას­ვლის იდეა.

- მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ამ და­ტო­ვა კონ­კურ­სი...

- მა­რი­ა­მი ძლი­ე­რი მომ­ღე­რა­ლია, უბ­რა­ლოდ, კონ­კურ­სია და ვი­ღაც უნდა გა­ვარ­დეს. იმ მო­მენ­ტში მას ნაკ­ლებ­მა ადა­მი­ან­მა მის­ცა ხმა... რას ვი­ზამთ, კონ­კურ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასეა. ფაქ­ტია, რომ მა­გა­რი მომ­ღე­რა­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

რატომ შეასრულა "ის აქ არის" თორნიკე ყიფიანმა განსხვავებულად? - "ეს ჩემი საყვარელი ვერსია გახდება"

რატომ შეასრულა "ის აქ არის" თორნიკე ყიფიანმა განსხვავებულად? - "ეს ჩემი საყვარელი ვერსია გახდება"

მეგაშოუ "საქართველოს ვარკვლავის“ მორიგი ტური გია ყანჩელის მუსიკას მიეძღვნა, კონკურსანტებს რთული ამოცანა ჰქონდათ - გენიალური კომპოზიტორის, გია ყანჩელის მუსიკა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით) უნდა შეესრულებინათ. იმის გამო, რომ "საქართველოს ვარსკვლავის“ მიმდინარე სეზონს საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები ჰყავს, რომლებიც ყოველ ჯერზე ურთულესი სიმღერების განსაკუთრებული შესრულებით გამოირჩევიან, ამჯერადაც გაუძლეს გამოცდას.

თუმცა კონკურსის პირობები მკაცრია, ყოველ ტურში მას ერთი მონაწილე ეთიშება და ასეთი მარიამ შენგელია აღმოჩნდა, რომელმაც გია ყანჩელის სიმღერა ინგლისურ ენაზე შეასრულა (ნამუშევარი თავის დროზე სპექტაკლისთვის „მეფე ლირი“ შეიქმნა). ტურის გამარჯვებული უკვე მეოთხედ, თორნიკე ყიფიანი გახდა.

დათუნა ალადაშვილი, ჟიურის წევრი:

- ეს არ იყო საკონკურსო ტური, ეს იყო გალაკონცერტი, სცენაზე კაშკაშა ვარსკვლავებით, ამასთან, არაჩვეულებრივი ორკესტრით და შეუდარებელი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ის ვერსიები, რაც თითქოს, კარგად ვიცით, კიდევ უფრო ახლებურად დანახული მოვისმინეთ.

თავისთავად ის ფაქტი, რომ დღეს გია ყანჩელის მუსიკა შესრულდა, ბედნიერება და სიამოვნებაა. ის, რომ ყანჩელის მუსიკა "საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთ ტურში მოვისმინეთ, კონკურსისთვის მნიშვნელოვანია.

- როგორც კლასიკური მუსიკის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ დღეს გაჟღერებული ყანჩელის მუსიკის ვერსიებს?

- კომპოზიტორისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც სიცოცხლეშივე ფასდება, როცა მისი მუსიკა ისეთი პოპულარული ხდება, რომ მისი ინტერპრეტაციები კეთდება. არის რაღაც კანონები, რომელთა დარღვევაც არ შეიძლება, თუმცა მოცარტი და ბახიც არღვევდნენ წინამორბედების ტრადიციებს და ისინი ქმნიდნენ ახალს და სწორედ მაშინ იქმნებოდა ახალი ეპოქაც. გია ყანჩელიც ასეთივე კომპოზიტორია, მან დაამსხვრია სტერეოტიპები, შექმნა თავისი ხელწერა, არ არსებობს ადამიანი, მისი მელოდია მოისმინოს და ვერ მიხვდეს, რომ ყანჩელია. ფაქტი, რომ მისი მელოდიები, დღეს ახლებურად მოვისმინეთ და თორნიკე ყიფიანიმა "ის აქ არის“ ასე შეასრულა, ამის გამოხატულებაა და ნამდვილი ზეიმია. ამას ყოველთვის მივესალმები და ყოველივე დასტურია, რომ ეს მუსიკა სულ იცხოვრებს.

- ე.ი. კონკურსანტებმა დაძლიეს ამოცანა?

- დღეს ამ რაფინირებულ მუსიკაში ყველამ მოახერხა, მყარად მდგარიყო სცენაზე და არ დაკარგულიყო. შეძლეს და ჩვენამდე მოიტანეს სიმღერები, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ძლიერები არიან.

- ერთადერთი ინგლისურენოვანი სიმღერა ყანჩელის რეპერტუარიდან მარიამ შენგელიამ წარმოადგინა და რატომღაც მას მოუხდა კონკურსის დატოვება...

- თითქოს სიმბოლური იყო, რომ "საქართველოს ვარსკვლავში“ ქართული ტურის დროს პროექტი კონკურსანტმა ინგლისურად შესრულებული სიმღერით დატოვა. არადა, აბსოლუტურად ქართული ნამუშევარია, გია ყანჩელის მუსიკა მსოფლიოში მიიჩნევა როგორც საუკეთესო და ინტერნაციონალური და ეს სიმღერაც ზუსტად ამის გამოხატულება იყო. მაგრამ მარიამმა კონკურსი დატოვა... ვიცი, რომ მას დიდი მომავალი აქვს. მისი გავარდნის მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყნის მოსახლეობა ირჩევს "საქართველოს ვარსკვლავს“, ხმები ამჯერად მაყურებელმა ასე გადაანაწილა, ვეთანხმებით თუ არა ამას.

- თორნიკე უკვე მეოთხე ლაივის გამარჯვებულია...

- თორნიკე, დღიდან მისი მოსმენისა, მიმაჩნია, რომ ჩამოყალიბებული მუსიკოსია, იმიტომ, რომ მას შეუძლია მოირგოს ნებისმიერი კომპოზიცია, მათ შორის, ყანჩელის ყველასთვის საყვარელი სიმღერა. მან ჩვენამდე მოიტანა მისი ვერსია და თითქოს დაგვიმტკიცა, რომ ასეთი ვერსიაც შესაძლებელია არსებობდეს. მე მივიღე ეს შესრულება, შეიძლება, სუბიექტურად ნანის ვერსია მიყვარდეს და მერჩივნოს, მაგრამ ეს სიმღერა გახდება ჩემი საყვარელი და საინტერესო ვერსია.

თორნიკე ყიფიანი:

- მინდა, ისევ და ისევ მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს, ასე გვერდით რომ მიდგას და პირველივე დღიდან მხარს მიჭერს, მგულშემატკივრობს. მათი მეშვეობით უკვე მეოთხედ გავხდი ლაივის გამარჯვებული.

მთლიანობაში ძალიან სერიოზული კონცერტი იყო, კარგი გამოვიდა. სასიამოვნო მოსასმენია გია ყანჩელის მუსიკა და აქვე მისი შესრულებაც.

- ორკესტრთან იმღერე, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა...

- როგორც ვთქვი, გია ყანჩელი შეუდარებელი კომპოზიტორია, უკვდავი ნამუშევრების შემქმნელი, დიდი პატივი იყო, რომ მისი ასეთი ცნობილი სიმღერის შესრულება მე მხვდა წილად და მით უმეტეს, ისეთი დიდი ადამიანის დახმარებით შევასრულე, როგორიც ნიკოლოზ რაჭველი და მისი საოცარი ორკესტრია. ასე ალამაზებდნენ ჩემს ნამღერს.

რაც შეეხება სიმღერის ახალ ვერსიას, ამისთვის ბიძგი თავად სიმღერის ოპტიმისტურმა ტექსტმაც მოგვცა. მოკლედ, აქედან წამოვიდა, მისი ასე მაჟორულ ტონალობაში გადასვლის იდეა.

- მარიამ შენგელიამ დატოვა კონკურსი...

- მარიამი ძლიერი მომღერალია, უბრალოდ, კონკურსია და ვიღაც უნდა გავარდეს. იმ მომენტში მას ნაკლებმა ადამიანმა მისცა ხმა... რას ვიზამთ, კონკურსიდან გამომდინარე ასეა. ფაქტია, რომ მაგარი მომღერალია.

ბრედ პიტი ნაშვილებ ბავშვებზე უარს ამბობს? - შობას მსახიობი მხოლოდ ბიოლოგიურ შვილებთან გაატარებს

"ბოდიში, რომ იმედი გაგიცრუეთ..." - მარიამ ქურდიანის ემოციური მიმართვა გულშემატკივრებს "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

"დღემდე მიყვარს ვინმეს ნაცვამის ტარება, ამას არ ვთაკილობ" - ია ფარულავა მოდაზე და გემოვნებიან ქართველ ქალებზე