პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა
მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

Facebook-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მარ­კი ყო­ველ­თვის ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტია და მის ცხოვ­რე­ბა­ზე ბევ­რი რამ ვი­ცით, მა­ინც რჩე­ბა უც­ნო­ბი, უჩ­ვე­უ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც, შე­საძ­ლოა, არ გსმე­ნი­ათ.

ვნა­ხოთ, უჩ­ვე­უ­ლო ფაქ­ტე­ბი მარ­კის შე­სა­ხებ და გა­ვი­გოთ, რა ახი­რე­ბე­ბი აქვს მი­ლი­არ­დერს:

მარკს ჰყავს რო­ბო­ტი, რო­მელ­საც მორ­გან ფრი­მე­ნის ხმა აქვს - რო­ბოტს ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია - სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბით და­წყე­ბუ­ლი, შუ­ქის ჩარ­თვა-გა­მორ­თვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, მას შე­უძ­ლია და­რეკ­ვა, მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა, ასე­ვე რო­ბო­ტი მარ­კის ქა­ლიშ­ვილს ჩი­ნურ ენას ას­წავ­ლის.

მარ­კი ხორცს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ჭამს, თუ ცხო­ვე­ლი თა­ვად მოკ­ლა - 2017 წელს ცუ­კერ­ბერ­გმა თქვა, რომ მი­ირ­თმევს მხო­ლოდ იმ ცხო­ვე­ლის ხორცს, რო­მე­ლიც თა­ვად მოკ­ლა და შემ­დეგ ხორ­ცი თვი­თონ­ვე და­ა­მუ­შა­ვა. 2011 წელს მან "ფე­ის­ბუქ­ზე“ პოს­ტიც კი და­წე­რა იმის შე­სა­ხებ, რომ ღორი და თხა მოკ­ლა.

ის თა­ვი­სუფ­ლად ფლობს მან­და­რინს (ჩი­ნურ ენას) - ცუ­კერ­ბერ­გი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია თა­ვის ჰარ­ვარ­დელ კურ­სელ, წარ­მო­შო­ბით ჩი­ნელ, პრის­ცი­ლა ჩან­ზე. პრის­ცი­ლა ბოს­ტონ­ში და­ი­ბა­და და ცხა­დია, კარ­გად სა­უბ­რობს ინ­გლი­სუ­რად, თუმ­ცა იმის­თვის, რომ ცო­ლის ჩი­ნელ ნა­თე­სა­ვებ­სა და მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შეს­ძლე­ბო­და, მარ­კმა მან­და­რი­ნი ის­წავ­ლა. რა თქმა უნდა, ამ ურ­თუ­ლე­სი ენის სწავ­ლის დროს იცო­და, რომ ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ად­გე­ბო­და. მარ­კი ამ­ბობს, რომ თუ გინ­და ამა თუ იმ ერის კულ­ტუ­რა შე­იც­ნო, პირ­ველ რიგ­ში, მათი ენა უნდა ის­წავ­ლო. ჩი­ნუ­რი კულ­ტუ­რის გა­გე­ბა კი მარ­კის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იყო. რო­გორც NBC წერს, ცუ­კერ­ბერ­გის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ "ფე­ის­ბუქ­მა“ ჩი­ნე­თიც "და­ი­პყროს".

მარ­კი პრის­ცი­ლას ჰარ­ვარ­დში, აბა­ზა­ნა­ში შეხ­ვდა - თუმ­ცა ეს ის არ არის, რაც გა­ი­ფიქ­რეთ. მარ­კი და პრის­ცი­ლა ერ­თმა­ნეთს ჰარ­ვარ­დში, იმ დე­რე­ფან­ში შეხ­ვდნენ, სა­დაც სა­ა­ბა­ზა­ნო­ე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ცუ­კერ­ბერ­გი ატა­რებს მა­ი­სუ­რებს, რომ­ლე­ბიც ასო­ბით დო­ლა­რი ღირს - მარ­კის მა­ი­სუ­რებ­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დის. ალ­ბათ, თა­ვა­დაც წა­გი­კი­თხავთ სტა­ტი­ე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ მი­ლი­არ­დე­რი უბ­რა­ლო და ია­ფ­ფა­სი­ან მა­ი­სუ­რებს იც­ვამს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მარ­კის მა­ი­სუ­რე­ბი არც უბ­რა­ლოა და არც ია­ფ­ფა­სი­ა­ნი. მა­ი­სუ­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რად ცუ­კერ­ბერ­გის­თვის იტა­ლი­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, ბრუ­ნე­ლო კუ­ჩი­ნე­ლი კე­რავს და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ფასი 300-დან 400 დო­ლა­რამ­დეა. 2011 წელს GQ-მ მარ­კი ყვე­ლა­ზე ცუ­დად ჩაც­მულ მა­მა­კა­ცად და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა ის გე­მოვ­ნე­ბის შეც­ვლას არ აპი­რებს.

"ფე­ის­ბუ­ქის“ მთა­ვა­რი ფერი ცის­ფე­რი იმი­ტომ არის, რომ მარ­კი ფე­რებს ვერ არ­ჩევს - ოდეს­მე გი­ფიქ­რი­ათ, რა­ტომ არის ცის­ფე­რი Facebook-ის მთა­ვა­რი ფერი? ეს იმი­ტომ, რომ მარ­კი სხვა­დას­ხვა ფე­რებს ვერ არ­ჩევს. მას შა­ვი­სა და თეთ­რის გარ­და, მხო­ლოდ ლურ­ჯის და­ნახ­ვა შე­უძ­ლია. "ცის­ფე­რი ჩემ­თვის მთა­ვა­რი ფე­რია, მე ყვე­ლა­ფერს ცის­ფერ­ში ვხე­დავ“, - უთხრა მარ­კმა "ნიუ იორ­კერს“. ამა­ვე გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მარ­კი აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რის მთა­ვა­რი ფე­რიც ცის­ფე­რი და მისი სხვა­დას­ხვა ელ­ფე­რია. გან­სხვა­ვე­ბულ ფერ­შია მხო­ლოდ სამ­ზა­რე­უ­ლო. ცუ­კერ­ბერ­გის სამ­ზა­რე­უ­ლო ყვი­თე­ლია.

მარკს შავი "აკუ­რა" ჰყავს - ეს მისი საყ­ვა­რე­ლი მან­ქა­ნაა. ცუ­კერ­ბერ­გი ასე­ვე ფლობს Volkswagen GTI-ს. ორი­ვე მან­ქა­ნის ფასი ერ­თად, და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ათა­სი დო­ლა­რია.

პრის­ცი­ლას სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დის დი­ზა­ი­ნი მარ­კმა თა­ვად შექ­მნა - მარ­კი ნი­ჭი­ე­რი მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მი­რე­ბა­ში არ არის. რო­დე­საც პრის­ცი­ლა­ზე ქორ­წინ­დე­ბო­და, სა­ცო­ლეს სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი ბე­ჭე­დი აჩუ­ქა. ბე­ჭე­დი ლა­ლის­თვლი­ა­ნია. მარ­კი მას "უბ­რა­ლო ბე­ჭედს“ უწო­დებ­და, თუმ­ცა, რო­გორც გა­ირ­კვა, ამ "უბ­რა­ლო ბეჭ­დის“ ღი­რე­ბუ­ლე­ბა 25 ათა­სი დო­ლა­რია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სან დრო©
8

მარკ, არ გინდა ქართული ისწავლო?

FEOLA
4

პაპაჩემიც ეგრე იყო ცხონებული,,,,მარტო თავის დაკლულს ჭამდა!!! მილიარდებზე ბოდიში !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ მარკი ყოველთვის ინტერესის ობიექტია და მის ცხოვრებაზე ბევრი რამ ვიცით, მაინც რჩება უცნობი, უჩვეულო და საინტერესო ფაქტები, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, არ გსმენიათ.

ვნახოთ, უჩვეულო ფაქტები მარკის შესახებ და გავიგოთ, რა ახირებები აქვს მილიარდერს:

მარკს ჰყავს რობოტი, რომელსაც მორგან ფრიმენის ხმა აქვს - რობოტს ყველაფრის გაკეთება შეუძლია - სადილის მომზადებით დაწყებული, შუქის ჩართვა-გამორთვით დამთავრებული. გარდა ამისა, მას შეუძლია დარეკვა, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, ასევე რობოტი მარკის ქალიშვილს ჩინურ ენას ასწავლის.

მარკი ხორცს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა - 2017 წელს ცუკერბერგმა თქვა, რომ მიირთმევს მხოლოდ იმ ცხოველის ხორცს, რომელიც თავად მოკლა და შემდეგ ხორცი თვითონვე დაამუშავა. 2011 წელს მან "ფეისბუქზე“ პოსტიც კი დაწერა იმის შესახებ, რომ ღორი და თხა მოკლა.

ის თავისუფლად ფლობს მანდარინს (ჩინურ ენას) - ცუკერბერგი დაქორწინებულია თავის ჰარვარდელ კურსელ, წარმოშობით ჩინელ, პრისცილა ჩანზე. პრისცილა ბოსტონში დაიბადა და ცხადია, კარგად საუბრობს ინგლისურად, თუმცა იმისთვის, რომ ცოლის ჩინელ ნათესავებსა და მშობლებთან კომუნიკაცია შესძლებოდა, მარკმა მანდარინი ისწავლა. რა თქმა უნდა, ამ ურთულესი ენის სწავლის დროს იცოდა, რომ ბიზნეს საქმიანობაში გამოადგებოდა. მარკი ამბობს, რომ თუ გინდა ამა თუ იმ ერის კულტურა შეიცნო, პირველ რიგში, მათი ენა უნდა ისწავლო. ჩინური კულტურის გაგება კი მარკისთვის პრიორიტეტული იყო. როგორც NBC წერს, ცუკერბერგის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ "ფეისბუქმა“ ჩინეთიც "დაიპყროს".

მარკი პრისცილას ჰარვარდში, აბაზანაში შეხვდა - თუმცა ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ. მარკი და პრისცილა ერთმანეთს ჰარვარდში, იმ დერეფანში შეხვდნენ, სადაც სააბაზანოებია განთავსებული.

ცუკერბერგი ატარებს მაისურებს, რომლებიც ასობით დოლარი ღირს - მარკის მაისურებზე ლეგენდები დადის. ალბათ, თავადაც წაგიკითხავთ სტატიები იმის შესახებ, რომ მილიარდერი უბრალო და იაფფასიან მაისურებს იცვამს. სინამდვილეში, მარკის მაისურები არც უბრალოა და არც იაფფასიანი. მაისურებს სპეციალურად ცუკერბერგისთვის იტალიელი დიზაინერი, ბრუნელო კუჩინელი კერავს და თითოეული მათგანის ფასი 300-დან 400 დოლარამდეა. 2011 წელს GQ-მ მარკი ყველაზე ცუდად ჩაცმულ მამაკაცად დაასახელა, თუმცა ის გემოვნების შეცვლას არ აპირებს.

"ფეისბუქის“ მთავარი ფერი ცისფერი იმიტომ არის, რომ მარკი ფერებს ვერ არჩევს - ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არის ცისფერი Facebook-ის მთავარი ფერი? ეს იმიტომ, რომ მარკი სხვადასხვა ფერებს ვერ არჩევს. მას შავისა და თეთრის გარდა, მხოლოდ ლურჯის დანახვა შეუძლია. "ცისფერი ჩემთვის მთავარი ფერია, მე ყველაფერს ცისფერში ვხედავ“, - უთხრა მარკმა "ნიუ იორკერს“. ამავე გამოცემასთან ინტერვიუში მარკი აღნიშნავს, რომ მისი სახლის ინტერიერის მთავარი ფერიც ცისფერი და მისი სხვადასხვა ელფერია. განსხვავებულ ფერშია მხოლოდ სამზარეულო. ცუკერბერგის სამზარეულო ყვითელია.

მარკს შავი "აკურა" ჰყავს - ეს მისი საყვარელი მანქანაა. ცუკერბერგი ასევე ფლობს Volkswagen GTI-ს. ორივე მანქანის ფასი ერთად, დაახლოებით, 30 ათასი დოლარია.

პრისცილას საქორწინო ბეჭდის დიზაინი მარკმა თავად შექმნა - მარკი ნიჭიერი მხოლოდ კომპიუტერულ პროგრამირებაში არ არის. როდესაც პრისცილაზე ქორწინდებოდა, საცოლეს საკუთარი დიზაინით შექმნილი ბეჭედი აჩუქა. ბეჭედი ლალისთვლიანია. მარკი მას "უბრალო ბეჭედს“ უწოდებდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ამ "უბრალო ბეჭდის“ ღირებულება 25 ათასი დოლარია.

როგორი იქნებოდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრება, პრინცესა დაიანას რომ ეცოცხლა - ნამუშევრები, რომლებსაც უემოციოდ ვერ ნახავთ

გიორგი ფარეშიშვილს ლეიკემიის დასამარცხებლად საზოგადოების თამადგომა სჭირდება

როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს იტალიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა - "სახლები შვილებისთვისაც ვიყიდე და მეგობრებიც წამოვიყვანე" (ფოტოები)