სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ხაბეიშვილი ერეკლე კუხიანიძეზე - "გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად"
ლევან ხაბეიშვილი ერეკლე კუხიანიძეზე - "გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად"

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის, ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძის მიც­ვა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბას ითხოვს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან საკ­რე­ბუ­ლოს­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ეს ქა­ჯე­თის ცი­ხეა, სა­დამ­დე უნდა ვუბ­რა­ხუ­ნოთ. მე ვთა­ვა­ზობ, მათ შო­რის, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს, ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის იმის, რომ ბა­ტონ­მა კუ­ხი­ა­ნი­ძემ და­ტო­ვოს საკ­რე­ბუ­ლო, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად ვამ­ბობ.

თუ ის არ და­წერს გან­ცხა­დე­ბას, თუ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და უმ­რავ­ლე­სო­ბა არ მო­ინ­დო­მებს, რომ უთხრან, გა­ვი­დეს უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან, ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს - ეს კაცი ისე­დაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი იყო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის, არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით არის პო­ლი­ტი­კუ­რი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი, გა­მო­ვა­ცხა­დოთ ეს ადა­მი­ა­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლად, მივ­მარ­თოთ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს და გა­და­ა­მოწ­მოს ეს კაცი ცო­ცხა­ლია თუ არა.

რეგ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ანს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­უ­წყდეს თუ ის მიც­ვა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­დე­ბა.

ჩემი აზ­რით, ეს ადა­მი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რად მიც­ვა­ლე­ბუ­ლია, მას ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში, ამი­ტომ ჩვენ მათ შო­რის, საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცია უზ­რუნ­ველ­ვყოფთ წე­რი­ლის მომ­ზა­დე­ბას, სა­დაც მი­ვუ­თი­თებთ, რომ ბა­ტო­ნი კუ­ხი­ა­ნი­ძე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მისი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რად მიც­ვა­ლე­ბუ­ლია, მო­ვუ­წო­დებთ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, მი­ა­კი­თხონ სახ­ლში და სა­მე­ზობ­ლო­ში, ეს კაცი ცო­ცხა­ლია თუ მკვდა­რი.

ჩემი ღრმა რწმე­ნით, მისი მე­ზობ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ეს კაცი დიდი ხა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი მიც­ვა­ლე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ექიმ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ოჯა­ხის შე­სა­ხებ სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნო. კუ­ხი­ა­ნი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ რო­დე­საც ადა­მი­ან­მა იცის, რომ ოკუ­პან­ტი და­ი­ჭერს და მა­ინც მი­დის სპე­ცი­ა­ლუ­რად, ხოლო მისი ოჯა­ხი სა­ხელ­მწი­ფოს უპი­რის­პირ­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ „იდი­ო­ტე­ბი ან პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი არი­ან“.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
117

ბატონმა ლევანმა სამწუხაროდ ალბათ არ იცის დიდი აკაკის სიტყვები ათას ცოცხალსა ბევრჯერა ასჯერ ჯობს ერთი მკვდარია. ასი წლის მერე ბატობი ირაკლი რომ აღარ იქნება ის, მისი საქმეები მისი შემოქმედება მაინც ბევრჯერ აჯობებს ხაბეიშვილის და მის მსგავს ნაციონალებს

123
8

joy joy joy joy joy joy joy joy

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

ლევან ხაბეიშვილი ერეკლე კუხიანიძეზე - "გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად"

ლევან ხაბეიშვილი ერეკლე კუხიანიძეზე - "გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიცვალებულად გამოცხადებას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ მან საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"ეს ქაჯეთის ციხეა, სადამდე უნდა ვუბრახუნოთ. მე ვთავაზობ, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტებს, ერთი შესაძლებლობა არის იმის, რომ ბატონმა კუხიანიძემ დატოვოს საკრებულო, კანონის შესაბამისად ვამბობ.

თუ ის არ დაწერს განცხადებას, თუ საკრებულოს თავმჯდომარე და უმრავლესობა არ მოინდომებს, რომ უთხრან, გავიდეს უმრავლესობიდან, ერთი შესაძლებლობა არსებობს - ეს კაცი ისედაც მიცვალებული იყო ქართველი ხალხისთვის, არაფერი გაუკეთებია, ახლა განსაკუთრებით არის პოლიტიკური მიცვალებული, გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად, მივმართოთ მუნიციპალიტეტს და გადაამოწმოს ეს კაცი ცოცხალია თუ არა.

რეგლამენტის შესაბამისად, ადამიანს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს თუ ის მიცვალებულად გამოცხადდება.

ჩემი აზრით, ეს ადამიანი პოლიტიკურად მიცვალებულია, მას ნამდვილად არაფერი ესაქმება თბილისის საკრებულოში, ამიტომ ჩვენ მათ შორის, საკრებულოს ოპოზიცია უზრუნველვყოფთ წერილის მომზადებას, სადაც მივუთითებთ, რომ ბატონი კუხიანიძე ქართველი ხალხისთვის მისი განცხადების შემდეგ პოლიტიკურად მიცვალებულია, მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტს, მიაკითხონ სახლში და სამეზობლოში, ეს კაცი ცოცხალია თუ მკვდარი.

ჩემი ღრმა რწმენით, მისი მეზობლების ძალიან დიდი ნაწილი დაადასტურებს, რომ ეს კაცი დიდი ხანია პოლიტიკური მიცვალებულია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საზოგადოებამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის შესახებ სკანდალური განცხადების შემდეგ გაიცნო. კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

"პარლამენტში ჩვენ 3 დეპუტატი გვყავს და კანონს თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ, მეოთხე სად ვიპოვოთ ფრაქციის შესაქმნელად" - იაგო ხვიჩია

"რკინის ბარიკადებს ხელს 6 საათი ურტყამდნენ, ხმაური მხოლოდ გამთენიისას შეწყვიტეს" - რა ხდებოდა წუხელ რიონის ხეობაში, სადაც "ენკას" წარმომადგენლებს ოფისში შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ

როგორ ულოცავს შარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს?