მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, მიმძიმს ამაზე საუბარი" - რას წერს "მწვანე სკოლის" დირექტორი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე
"როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, მიმძიმს ამაზე საუბარი" - რას წერს "მწვანე სკოლის" დირექტორი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე

"მწვა­ნე სკო­ლის" თა­ნა­დამ­ფუძვნე­ბე­ლი და ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რი ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რი 15 წლის ბი­ჭის თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის საქ­მეს ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კას პა­სუ­ხობს:

"მე ვარ „მწვა­ნე სკო­ლის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რი. მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მო­ზარ­დის თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქტს, რო­მელ­შიც „მწვა­ნე სკო­ლაც“ ფი­გუ­რი­რებს.

იმ დროს, რო­დე­საც მო­ზარ­დი სიკ­ვდილს ებ­რძვის, ძა­ლი­ან მიმ­ძიმს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რი. მეს­მის და ვი­ზი­ა­რებ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის გუ­ლის­წყრო­მას და ბრაზს, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნად შეძ­რუ­ლია ამ ფაქ­ტის გამო. ახლა, მხო­ლოდ ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბაა უმ­თავ­რე­სი - და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია.

ამავდრო­უ­ლად, რო­გორც სკო­ლის ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნელს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­კის­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნილ კი­თხვებს ვუ­პა­სუ­ხო ან რიგ შემ­თხვე­ვებ­ში არას­წო­რად აღ­ქმუ­ლი ამ­ბის ნამ­დვი­ლი ვერ­სია მო­გიყ­ვეთ.

ამ ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი:

* შემ­თხვე­ვა მოხ­და ღა­მით. დი­ლით სკო­ლა­ში შე­სულ მოს­წავ­ლე­ებს, მას­წავ­ლებ­ლებს და თა­ნამ­შრომ­ლებს დახ­ვდათ წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კედ­ლე­ბი, კა­რა­დე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი, ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი და სხვ. აქ არ არის სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ იმ ერთ წარ­წე­რა­ზე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა. ვი­დო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით ჩვენ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ღა­მის სა­ა­თებ­ში შე­მო­სუ­ლი პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. თუმ­ცა და­ნამ­დვი­ლე­ბით და­ვად­გი­ნეთ, რომ შე­მო­სუ­ლი პირი სკო­ლის არც ერთი მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი ან თა­ნამ­შრო­მე­ლი არ იყო. ამის შემ­დეგ სკო­ლამ იმოქ­მე­და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. სკო­ლის დაც­ვის სამ­სა­ხურს კა­ნო­ნი და სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სი ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თოს. ეს არა მხო­ლოდ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი, არა­მედ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის, მათი მშობ­ლე­ბის და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლის სურ­ვი­ლი იყო, სკო­ლას კი ამის არც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და და არც - უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

* ზო­გი­ერ­თი გვაკ­რი­ტი­კებს იმის გამო, რომ არ გა­მო­ვი­ძა­ხეთ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა არ გა­ვუ­წი­ეთ მო­ზარდს. სკო­ლამ ვერ და­ად­გი­ნა სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­სუ­ლი პი­რის ვი­ნა­ო­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც იმას მიხ­ვდე­ბო­და, ეს პირი სრულ­წლო­ვა­ნი იყო თუ არას­წრულ­წლო­ვა­ნი, სჭირ­დე­ბო­და თუ არ სჭირ­დე­ბო­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა. მას შემ­დეგ, რაც შემ­დგო­მი მოკ­ვლე­ვით პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა პი­რის ვი­ნა­ო­ბა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ის მწვა­ნე სკო­ლის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე იყო.

* სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში „მწვა­ნე სკო­ლას“ საყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ მან მო­ზარ­დი პო­ლი­ცი­ა­ში „ჩა­უშ­ვა“. სი­ნამ­დვი­ლე­ში სკო­ლამ იმოქ­მე­და კა­ნო­ნი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. კა­ნონ­დარ­ღვე­ვის პო­ლი­ცი­ის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბა „ჩაშ­ვე­ბა“ არ არის.

* კი­დევ ერთი არას­წო­რი აღ­ქმა, რაც ამ ორ დღე­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, იყო ის, თით­ქოს მო­ზარ­დი „სკო­ლი­დან გა­აგ­დეს“, რაც ასე­ვე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ბავ­შვი მარ­თლაც სწავ­ლობ­და მწვა­ნე სკო­ლა­ში რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და სექ­ტემ­ბერ­ში, მშობ­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და მა­თი­ვე სურ­ვი­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს ერთ-ერთ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში.

კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ: სკო­ლამ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­მარ­თა, რაც რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შე­დე­გად და­ად­გი­ნა, რომ სკო­ლა­ში ღა­მით შე­მო­სუ­ლი პირი ნამ­დვი­ლად არ იყო ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე. სკო­ლას არ შე­ეძ­ლო ეს საქ­მე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ჩვენ­თვის უმ­თავ­რე­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბაა.

კი­დევ ბევ­რი კი­თხვა და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი აღ­ქმა წა­ვი­კი­თხე და მო­ვის­მი­ნე ამ დღე­ებ­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას ამ ერთი პოს­ტით ვერ ვუ­პა­სუ­ხებ. მაგ­რამ ამ პოს­ტის შემ­დეგ კი­თხვე­ბი თუ კი­დევ დარ­ჩე­ბა, მზად ვარ, შე­ვა­ჯა­მო და და­მა­ტე­ბით გი­პა­სუ­ხოთ, აგიხ­სნათ და გან­გი­მარ­ტოთ.

ისევ და­ვუბ­რუნ­დე­ბი ყვე­ლა­ზე მთა­ვარს - ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას. ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ წუ­თას არა­ფე­რია" - წერს სუ­ლა­კა­უ­რი.

გუ­შინ, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ არას­რუ­წლო­ვა­ნის თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი მო­ზარ­დის სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბის მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა გახ­და.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 15 წლის ბიჭს პო­ლი­ცია კერ­ძო სკო­ლა "მწვა­ნე სკო­ლის" კედ­ლე­ბის პუ­ლი­ვი­ზა­ტო­რით მო­ხატ­ვა­ში სდებ­და ბრალს.

"არას­რულ­წლო­ვანს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აი­ძუ­ლებ­დნენ ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნო იძი­ებ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ მის ძმას შე­ექ­მნე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ხოლო მას მო­უ­წევ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ის გა­ტა­რე­ბა" - გა­ნა­ცხა­დეს სა­ი­ა­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იუ­რის­ტის გან­მარ­ტე­ბით, მო­ზარ­დი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებ­და.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მიზ­ნით მი­მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 335-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს მუ­ქა­რით, მო­ტყუ­ე­ბით ან სხვა უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბით პი­რის იძუ­ლე­ბას მის­ცეს ჩვე­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
15

ყველამ იცის როგორ მუშაობს კრიმინალური პოლიცია(მარტო საქართველოში არა). აქ საჭირო იყო ოჯახისა და პედაგოგების ჩარევა. და საერთოდ,როცა ბავშვს პრობლემა აქვს,პოლიცია კი არა,პედაგოგიკაა საჭირო,სიყვარული,გაგება და თბილი მოპყრობაა საჭირო,მაგრამ ეს არ ესმის არც სკოლას და არც საზოგადოებას. ფსიქოლოგები ჯერ მასწავლებლებს,ხოლო შემდეგ მშობლებს ჭირდებათ!

 

ენდი
5

პულივიზატორი პულვერიზატორი, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარია, რომ დირექტორმა ამომწურავი განმარტება მოგვაწოდა, მაგრამ კრიტიკოსებს რა გამოლევს. ამიტომ გამოკითხვა უნდა ფიქსირდებოდეს კამერებზე, რომ შეკითხვები არ გაჩნდეს. ბავშვს კი, რა თქმა უნდა, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ავტორი:

"როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, მიმძიმს ამაზე საუბარი" - რას წერს "მწვანე სკოლის" დირექტორი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე

"როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, მიმძიმს ამაზე საუბარი" - რას წერს "მწვანე სკოლის" დირექტორი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე

"მწვანე სკოლის" თანადამფუძვნებელი და ერთ-ერთი დირექტორი ბაკურ სულაკაური 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეს ეხმაურება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით საზოგადოების ნაწილის კრიტიკას პასუხობს:

"მე ვარ „მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი. მინდა, გამოვეხმაურო საზოგადოებაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს, რომელშიც „მწვანე სკოლაც“ ფიგურირებს.

იმ დროს, როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, ძალიან მიმძიმს ამ ყველაფერზე საუბარი. მესმის და ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის გულისწყრომას და ბრაზს, რომელიც სამართლიანად შეძრულია ამ ფაქტის გამო. ახლა, მხოლოდ ბავშვის გადარჩენა და გამოჯანმრთელებაა უმთავრესი - დანარჩენი ყველაფერი მეასეხარისხოვანია.

ამავდროულად, როგორც სკოლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, პასუხისმგებლობა მაკისრია, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ვუპასუხო ან რიგ შემთხვევებში არასწორად აღქმული ამბის ნამდვილი ვერსია მოგიყვეთ.

ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ შეფასებების გაკეთებისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენიმე ფაქტი:

* შემთხვევა მოხდა ღამით. დილით სკოლაში შესულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და თანამშრომლებს დახვდათ წითელი საღებავით დაზიანებული კედლები, კარადები, ნახატები, ვიდეოკამერები და სხვ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმ ერთ წარწერაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ვიდოკამერების ჩანაწერებით ჩვენ ვერ მოვახერხეთ სკოლის ტერიტორიაზე ღამის საათებში შემოსული პირის იდენტიფიცირება. თუმცა დანამდვილებით დავადგინეთ, რომ შემოსული პირი სკოლის არც ერთი მოსწავლე, მასწავლებელი ან თანამშრომელი არ იყო. ამის შემდეგ სკოლამ იმოქმედა კანონის შესაბამისად. სკოლის დაცვის სამსახურს კანონი და სკოლის შინაგანაწესი ავალდებულებს, რომ ასეთ სიტუაციებში საპატრულო პოლიციას მიმართოს. ეს არა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაბიჯი, არამედ სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლების და თანამშრომლების ნაწილის სურვილი იყო, სკოლას კი ამის არც შესაძლებლობა ჰქონდა და არც - უფლებამოსილება.

* ზოგიერთი გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ არ გამოვიძახეთ სოციალური სამსახური და ფსიქოლოგიური დახმარება არ გავუწიეთ მოზარდს. სკოლამ ვერ დაადგინა სკოლის ტერიტორიაზე შემოსული პირის ვინაობა და ბუნებრივია, ვერც იმას მიხვდებოდა, ეს პირი სრულწლოვანი იყო თუ არასწრულწლოვანი, სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა ფსიქოლოგიური დახმარება. მას შემდეგ, რაც შემდგომი მოკვლევით პოლიციამ დაადგინა პირის ვინაობა, აღმოჩნდა, რომ ის მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

* სოციალურ ქსელებში „მწვანე სკოლას“ საყვედურობენ, რომ მან მოზარდი პოლიციაში „ჩაუშვა“. სინამდვილეში სკოლამ იმოქმედა კანონისა და მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად. კანონდარღვევის პოლიციისთვის შეტყობინება „ჩაშვება“ არ არის.

* კიდევ ერთი არასწორი აღქმა, რაც ამ ორ დღეში ჩამოყალიბდა, იყო ის, თითქოს მოზარდი „სკოლიდან გააგდეს“, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ბავშვი მართლაც სწავლობდა მწვანე სკოლაში რამდენიმე თვის განმავლობაში და სექტემბერში, მშობლის განცხადების საფუძველზე და მათივე სურვილით გადაიყვანეს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: სკოლამ საპატრულო პოლიციას მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც რამდენიმესაათიანი მცდელობის შედეგად დაადგინა, რომ სკოლაში ღამით შემოსული პირი ნამდვილად არ იყო ჩვენი სკოლის მოსწავლე. სკოლას არ შეეძლო ეს საქმე გამოუძიებელი დაეტოვებინა. ჩვენთვის უმთავრესი მოსწავლეების უსაფრთხოებაა.

კიდევ ბევრი კითხვა და დაუსაბუთებელი აღქმა წავიკითხე და მოვისმინე ამ დღეებში. ბუნებრივია, ყველას ამ ერთი პოსტით ვერ ვუპასუხებ. მაგრამ ამ პოსტის შემდეგ კითხვები თუ კიდევ დარჩება, მზად ვარ, შევაჯამო და დამატებით გიპასუხოთ, აგიხსნათ და განგიმარტოთ.

ისევ დავუბრუნდები ყველაზე მთავარს - ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამაზე მნიშვნელოვანი ამ წუთას არაფერია" - წერს სულაკაური.

გუშინ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არასრუწლოვანის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, მეათეკლასელი მოზარდის სუიციდის მცდელობის მიზეზი სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობა და მუქარა გახდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 15 წლის ბიჭს პოლიცია კერძო სკოლა "მწვანე სკოლის" კედლების პულივიზატორით მოხატვაში სდებდა ბრალს.

"არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება" - განაცხადეს საიაში. ორგანიზაციის იურისტის განმარტებით, მოზარდი დანაშაულს არ აღიარებდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

"ასე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი: კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერიო?" - 15 წლის ლუკა სირაძის დედა ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ათასს გადააჭარბა - ახალი მონაცემები STOPGOV.GE-დან

"მე ის იუბილარი ანა გაბეჩავა ვარ. მინდა, მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია", - რაზე ესაუბრა ანა გაბეჩავა ელისო კილაძეს