სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილის "პარაგრაფი" ზარალზე მუშაობს - როგორია პრესტიჟული სასტუმროს შემოსავალი
ბიძინა ივანიშვილის "პარაგრაფი" ზარალზე მუშაობს - როგორია პრესტიჟული სასტუმროს შემოსავალი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კვლავ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ინ­ვეს­ტო­რია. იმ ტოპ-10 სა­წარ­მოს შო­რის, სა­დაც 2019 წლის მე-3 კვარ­ტალ­ში ყვე­ლა­ზე მეტი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, არის მათ შო­რის, შპს "სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი", რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია.

ფონ­დი "ქარ­თუს" მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე­ობს. ამას­თან, მისი 100%-იანი წილი პა­ნა­მა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა - FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია.

ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის პრო­ექ­ტებს შო­რი­საა მათ შო­რის, "პა­რაგ­რაფ რი­ზორ­ტი და სპა შეკ­ვე­თილ­ში". “ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და თუ რო­გო­რია სას­ტუმ­როს ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი.

2018 წლის კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის თა­ნახ­მად, შპს "ბლექ სი რი­ზორთსის" (პა­რაგ­რა­ფი) ამო­ნა­გე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­დან - 21 209 000 ლარი იყო. მათ შო­რის ამო­ნა­გე­ბი სას­ტუმ­როს ოთა­ხე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბი­დან - 13 504 000 ლარს; ამო­ნა­გე­ბი საკ­ვე­ბის და სას­მე­ლის გა­ყიდ­ვი­დან - 6 720 000 ლარს; ამო­ნა­გე­ბი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი და სპა ცენ­ტრი­დან - 839 000 ლარს; ამო­ნა­გე­ბი სა­ო­პე­რა­ციო იჯა­რი­დან - 91 000 ლარს; ამო­ნა­გე­ბი სას­ტუმ­როს სხვა დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­დან და სხვა შე­მო­სავ­ლე­ბი კი - 55 000 ლარს შე­ად­გენ­და.

რო­გორც დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 31 583 000 ლარი; მათ შო­რის და­ქი­რა­ვე­ბით მო­მუ­შა­ვე პირ­თა გა­სამ­რჯე­ლო­ე­ბი ხარ­ჯე­ბი - 4 841 000 ლარი. კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი - 2 326 000 ლარი; ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ცვე­თის ხარ­ჯე­ბი - 14 833 000 ლარი იყო. ამას­თან, ან­გა­რიშ­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ო­პე­რა­ციო ზა­რა­ლი - 21 506 000 ლარი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხა პაპა
44

საიდან იშოვა ამ ნულოვანი ინტელექტისა და გათვლების პატრონმა ამდენი ფული? ერთადერთი რაც აქვს მტაცებლური ინსტინქტი ყველაფრის მითვისებისა.

მერე?
12

აჩუქე სახელმწიფოს და შეგინახავს)

ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის "პარაგრაფი" ზარალზე მუშაობს - როგორია პრესტიჟული სასტუმროს შემოსავალი

ბიძინა ივანიშვილის "პარაგრაფი" ზარალზე მუშაობს - როგორია პრესტიჟული სასტუმროს შემოსავალი

ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. იმ ტოპ-10 საწარმოს შორის, სადაც 2019 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, არის მათ შორის, შპს "საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი", რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია.

ფონდი "ქართუს" მისამართზე მდებარეობს. ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.

ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებს შორისაა მათ შორის, "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში". “ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია სასტუმროს ფინანსური მაჩვენებლები.

2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, შპს "ბლექ სი რიზორთსის" (პარაგრაფი) ამონაგები მომსახურების გაწევიდან - 21 209 000 ლარი იყო. მათ შორის ამონაგები სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან - 13 504 000 ლარს; ამონაგები საკვების და სასმელის გაყიდვიდან - 6 720 000 ლარს; ამონაგები გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრიდან - 839 000 ლარს; ამონაგები საოპერაციო იჯარიდან - 91 000 ლარს; ამონაგები სასტუმროს სხვა დეპარტამენტებიდან და სხვა შემოსავლები კი - 55 000 ლარს შეადგენდა.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გაწეული მომსახურების თვითღირებულება - 31 583 000 ლარი; მათ შორის დაქირავებით მომუშავე პირთა გასამრჯელოები ხარჯები - 4 841 000 ლარი. კომუნალური ხარჯები - 2 326 000 ლარი; ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯები - 14 833 000 ლარი იყო. ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, საოპერაციო ზარალი - 21 506 000 ლარი...წაიკითხეთ სრულად

"ის არ არის "ხელწამოსაკრავი", მაგრამ მე არ გამიცია რეკომენდაცია მის შემოტანაზე" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ჩინურ ვაქცინაზე

"4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლი და აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრეა კორონავირუსზე გატესტილი" - როგორია შედეგები, რას ამბობს პაატა იმნაძე

"ეს საოცარი ისტორიაა და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტი" - ერთმა სასულიერო პირმა მეორეს საკუთარი თირკმელი დაუთმო