პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო სამყაროზე გულაცრუებული ადამიანის გზავნილები" - ვრცელდება ფოტოები სკოლიდან, რომლის კედლის მოხატვას 15 წლის მოზარდს ედავებიან
"ეს იყო სამყაროზე გულაცრუებული ადამიანის გზავნილები" - ვრცელდება ფოტოები სკოლიდან, რომლის კედლის მოხატვას 15 წლის მოზარდს ედავებიან

გუ­შინ, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ არას­რუ­წლო­ვა­ნის თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი მო­ზარ­დის სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბის მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა გახ­და.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 15 წლის ბიჭს პო­ლი­ცია კერ­ძო სკო­ლა "მწვა­ნე სკო­ლის" კედ­ლე­ბის პუ­ლი­ვი­ზა­ტო­რით მო­ხატ­ვა­ში სდებ­და ბრალს.

"არას­რულ­წლო­ვანს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აი­ძუ­ლებ­დნენ ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნო იძი­ებ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ მის ძმას შე­ექ­მნე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ხოლო მას მო­უ­წევ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ის გა­ტა­რე­ბა" - გა­ნა­ცხა­დეს სა­ი­ა­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იუ­რის­ტის გან­მარ­ტე­ბით, მო­ზარ­დი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებ­და.

არას­რულ­წლოვ­ნის ძმის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ას კერ­ძო სკო­ლას დი­რექ­ცი­ამ მი­მარ­თა და მისი ძმის და­კა­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა.

"რო­გორც ვიცი, პუ­ლი­ვი­ზა­ტო­რით სკო­ლის კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვა­ში სდე­ბენ ბრალს. თით­ქოს სკო­ლის კედ­ლებ­ზე უხამ­სი სი­ტყვე­ბი და­წე­რა. ადრე სწავ­ლობ­და ამ სკო­ლა­ში და შემ­დეგ სხვა­გან გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. რო­გორც ვიცი, სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ პო­ლი­ცი­ა­ში იჩივ­ლა, მაგ­რამ ვი­დე­ო­კა­მე­რებ­ში არ ჩანს ვინ აწერს კედ­ლებ­ზე. რო­გორც ვიცი, ამოც­ნო­ბაც არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მი­ამ­სგავ­სეს ალ­ბათ. მე სახ­ლში არ ვყო­ფილ­ვარ იმ დროს, რო­დე­საც ეს მოხ­და" - ამ­ბობს არას­რულ­წლოვ­ნის ძმა.

ცოტა ხნის წინ "მწვა­ნე სკო­ლის" მას­წავ­ლე­ბელ­მა ლელა ტეფ­ნა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმ წარ­წე­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის მო­ხატ­ვა­საც მო­ზარდს ედა­ვე­ბი­ან. წარ­წე­რე­ბი სკო­ლის კედ­ლებ­ზე და საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში, ინ­გლი­სურ და ქარ­თულ ენა­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი. ფო­ტო­ე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას პე­და­გო­გი აღ­ნიშ­ნავს:

"ჩათ­ვა­ლეთ, რომ ვწერ, რო­გორც მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლი მშო­ბე­ლი. წე­სით, მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე უნდა ვდარ­დობ­დეთ და ვფიქ­რობ­დეთ, მაგ­რამ... რად­გან მი­რე­კავთ და მე­კი­თხე­ბით, რად­გან ყო­ვე­ლი მე­ო­რე სტა­ტუ­სი და­უ­ზუს­ტე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი დას­კვნე­ბია , ამი­ტომ:

1. დი­ლით სკო­ლა­ში მი­სულ ბავ­შვებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს დაგ­ვხვდა წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით აჭ­რე­ლე­ბუ­ლი კედ­ლე­ბი და საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, უწ­მა­წუ­რი ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი წარ­წე­რე­ბით. ეს იყო სამ­ყა­რო­ზე გუ­ლაც­რუ­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის და­წე­რი­ლი გზავ­ნი­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ , ვინ გა­ა­კე­თა ეს და რა­ტომ?? მუ­ქა­რა იყო ეს თუ სხვა რამ??

2. კა­მე­რებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სკო­ლის საქ­მე არაა!!!! ვისი საქ­მე­ცაა, შე­ა­ტყო­ბი­ნეს. ღა­მით კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­პა­რა ვი­ღაც და გა­ურ­კვე­ვე­ლი გზავ­ნი­ლე­ბი და­ტო­ვა. რო­გორ ფიქ­რობთ, სკო­ლის მხრი­დან ამ ფაქ­ტის და­ტო­ვე­ბა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე, იქ­ნე­ბო­და თუ არა და­უ­დე­ვა­რი საქ­ცი­ე­ლი?? რო­გორც მშო­ბე­ლი, ინერ­ვი­უ­ლებ­დით თქვე­ნი შვი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, თუკი სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია ამას მშვი­დად შე­ხე­დავ­და?

3. მო­ზარ­დი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა, მო­ცე­მულ მო­მენ­ტში არ ყო­ფი­ლა "მწვა­ნე სკო­ლის" მოს­წავ­ლე !!! არ ყო­ფი­ლა სკო­ლი­დან გაგ­დე­ბუ­ლი!!!! ეს ამ­ბა­ვი არ ყო­ფი­ლა შუ­რის­ძი­ე­ბა!!! რო­გორც ვიცი, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის წარ­წე­რე­ბი დიღ­მის მა­სი­ვის მცხოვ­რებ­ლებს სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზო­ებ­შიც დახ­ვდათ .

4. სკო­ლა მო­იქ­ცა ისე, რო­გორც მო­იქ­ცე­ო­დით თქვენ, თუკი თქვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე , სა­დაც ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი უნდა იყოს, გა­მოჩ­ნდე­ბო­და ვინ­მე წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით და რა­ღა­ცებს და­გი­წერ­დათ. მე არ ვიცი, ვისი ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნა პო­ლი­ცი­ამ, არ ვიცი, რა მოხ­და შემ­დეგ პო­ლი­ცი­ა­ში, არც ის ვიცი, ნამ­დვი­ლად მან გა­ა­კე­თა თუ არა, ვის­ზეც ძა­ლი­ან ბევ­რს ვნერ­ვი­უ­ლობთ ამ წამს, მაგ­რამ გზავ­ნი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დიღ­მის მა­სივ­ში იმ დღეს მყო­ფებ­მა მი­ვი­ღეთ, მო­ზარ­დის თვით­გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა იყო. ვინ რო­გორ გა­ი­გო ეს გზავ­ნი­ლი, ამის გან­სჯა არაა ად­ვი­ლი საქ­მე და ამი­ტომ არც და­ვი­წყებ !".

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მიზ­ნით მი­მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 335-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს მუ­ქა­რით, მო­ტყუ­ე­ბით ან სხვა უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბით პი­რის იძუ­ლე­ბას მის­ცეს ჩვე­ნე­ბა.

სალომე
0

ტეფნაძე მართალს ამბობს.ისე მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ შვილის მიმართ,ატარონ ეკლესიაში(ძალით არა რ თქმა უნდა)ჩაუნერგონ ღმერთისადმი სიყვარული და შიში,აუხსნან რომ თვითმკვლელობა უპატიებელი ცოდვაა,ბავშვობაში მეც მქონდა სუიციდური ფიქრები და ერთადერთი ღმერთის შიში მაკავებდა,ვიცოდი რომ თვითმკვლელობის შემთხვევაში ადამიანი განკითხვის გარეშე,პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდის.საჭიროა ეს ყველამ იცოდეს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ეს იყო სამყაროზე გულაცრუებული ადამიანის გზავნილები" - ვრცელდება ფოტოები სკოლიდან, რომლის კედლის მოხატვას 15 წლის მოზარდს ედავებიან

"ეს იყო სამყაროზე გულაცრუებული ადამიანის გზავნილები" - ვრცელდება ფოტოები სკოლიდან, რომლის კედლის მოხატვას 15 წლის მოზარდს ედავებიან

გუშინ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არასრუწლოვანის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, მეათეკლასელი მოზარდის სუიციდის მცდელობის მიზეზი სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობა და მუქარა გახდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 15 წლის ბიჭს პოლიცია კერძო სკოლა "მწვანე სკოლის" კედლების პულივიზატორით მოხატვაში სდებდა ბრალს.

"არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება" - განაცხადეს საიაში. ორგანიზაციის იურისტის განმარტებით, მოზარდი დანაშაულს არ აღიარებდა.

არასრულწლოვნის ძმის განცხადებით, პოლიციას კერძო სკოლას დირექციამ მიმართა და მისი ძმის დაკავება მოითხოვა.

"როგორც ვიცი, პულივიზატორით სკოლის კედლების მოხატვაში სდებენ ბრალს. თითქოს სკოლის კედლებზე უხამსი სიტყვები დაწერა. ადრე სწავლობდა ამ სკოლაში და შემდეგ სხვაგან გადავიყვანეთ. როგორც ვიცი, სკოლის დირექციამ პოლიციაში იჩივლა, მაგრამ ვიდეოკამერებში არ ჩანს ვინ აწერს კედლებზე. როგორც ვიცი, ამოცნობაც არ ჩატარებულა. მიამსგავსეს ალბათ. მე სახლში არ ვყოფილვარ იმ დროს, როდესაც ეს მოხდა" - ამბობს არასრულწლოვნის ძმა.

ცოტა ხნის წინ "მწვანე სკოლის" მასწავლებელმა ლელა ტეფნაძემ სოციალურ ქსელში იმ წარწერების ფოტოები გაავრცელა, რომლის მოხატვასაც მოზარდს ედავებიან. წარწერები სკოლის კედლებზე და საკლასო ოთახებში, ინგლისურ და ქართულ ენაზეა გაკეთებული. ფოტოების კომენტირებისას პედაგოგი აღნიშნავს:

"ჩათვალეთ, რომ ვწერ, როგორც მომხდარით შეძრული მშობელი. წესით, მოზარდის მდგომარეობაზე უნდა ვდარდობდეთ და ვფიქრობდეთ, მაგრამ... რადგან მირეკავთ და მეკითხებით, რადგან ყოველი მეორე სტატუსი დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დამყარებული დასკვნებია , ამიტომ:

1. დილით სკოლაში მისულ ბავშვებსა და მასწავლებლებს დაგვხვდა წითელი საღებავით აჭრელებული კედლები და საკლასო ოთახები, უწმაწური შინაარსის შემცველი წარწერებით. ეს იყო სამყაროზე გულაცრუებული ადამიანის დაწერილი გზავნილები, ბავშვები კითხულობდნენ , ვინ გააკეთა ეს და რატომ?? მუქარა იყო ეს თუ სხვა რამ??

2. კამერებზე დაფიქსირებული ადამიანის იდენტიფიცირება სკოლის საქმე არაა!!!! ვისი საქმეცაა, შეატყობინეს. ღამით კერძო საკუთრების ტერიტორიაზე გადაიპარა ვიღაც და გაურკვეველი გზავნილები დატოვა. როგორ ფიქრობთ, სკოლის მხრიდან ამ ფაქტის დატოვება რეაგირების გარეშე, იქნებოდა თუ არა დაუდევარი საქციელი?? როგორც მშობელი, ინერვიულებდით თქვენი შვილის უსაფრთხოებაზე, თუკი სკოლის ადმინისტრაცია ამას მშვიდად შეხედავდა?

3. მოზარდი, რომლის ვინაობაც პოლიციამ დაადგინა, მოცემულ მომენტში არ ყოფილა "მწვანე სკოლის" მოსწავლე !!! არ ყოფილა სკოლიდან გაგდებული!!!! ეს ამბავი არ ყოფილა შურისძიება!!! როგორც ვიცი, მსგავსი შინაარსის წარწერები დიღმის მასივის მცხოვრებლებს საკუთარ სადარბაზოებშიც დახვდათ .

4. სკოლა მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდით თქვენ, თუკი თქვენს ტერიტორიაზე , სადაც ბავშვების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს, გამოჩნდებოდა ვინმე წითელი საღებავით და რაღაცებს დაგიწერდათ. მე არ ვიცი, ვისი ვინაობა დაადგინა პოლიციამ, არ ვიცი, რა მოხდა შემდეგ პოლიციაში, არც ის ვიცი, ნამდვილად მან გააკეთა თუ არა, ვისზეც ძალიან ბევრს ვნერვიულობთ ამ წამს, მაგრამ გზავნილები, რომლებიც დიღმის მასივში იმ დღეს მყოფებმა მივიღეთ, მოზარდის თვითგამოხატვის ფორმა იყო. ვინ როგორ გაიგო ეს გზავნილი, ამის განსჯა არაა ადვილი საქმე და ამიტომ არც დავიწყებ !".

არასამთავრობო ორგანიზაციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

"შევარდნაძემ და მისმა დაქირავებულმა თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა გამომაძევეს ქვეყნიდან" - რას ყვება ბიზნესმენი, რომელმაც რომელმაც დედას 9 შვილი დაუბრუნა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

რას ამბობს პატრიარქის მოსაყდრე "ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებზე რამდენიმე მეუფის დასწრების შესახებ?