პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არჩევნებზე რომ "მკვდარი სულები" იყო, მათ ინტერნეტში გადაინაცვლეს" - როგორ იქცა ცხოვრების მთავარ ადგილად ვირტუალური სამყარო
"არჩევნებზე რომ "მკვდარი სულები" იყო, მათ ინტერნეტში გადაინაცვლეს" - როგორ იქცა ცხოვრების მთავარ ადგილად ვირტუალური სამყარო

ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო რე­ა­ლურს ტოლს აღარ უდებს, რად­გან იქაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა დუღს. ადა­მი­ა­ნე­ბი წე­რენ, კი­თხუ­ლო­ბენ, აქ­ვეყ­ნე­ბენ, ფიქ­რო­ბენ, იბ­რძვი­ან, კა­მა­თო­ბენ, კეკ­ლუ­ცო­ბენ, ხუმ­რო­ბენ, ერ­თმა­ნეთს ეფე­რე­ბი­ან, სიყ­ვა­რულს უხ­სნი­ან, ლან­ძღა­ვენ, თავს იწო­ნე­ბენ, ჭო­რა­ო­ბენ, ტრა­ბა­ხო­ბენ, იმუქ­რე­ბი­ან, ილან­ძღე­ბი­ან, ბრა­ზო­ბენ, ტი­რი­ან... ამ­რი­გად, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რცე რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, პი­რი­ქი­თაც იყოს - იქ იწყე­ბო­დეს ყვე­ლა­ფე­რი და შემ­დეგ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გაგ­რძელ­დეს...

რო­გო­რი ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ეს სივ­რცე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქი", რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით ადა­მი­ან­თა სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. თე­მას პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტთან, "ჯეპ­რას" უფ­როს კონ­სულ­ტან­ტთან, კახა მა­ღა­ძეს­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც ამ ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია.

"ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან პირ­ვე­ლი და­ნია იყო, რო­მელ­მაც გარ­კვე­უ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ით ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა ადა­მი­ა­ნის გა­ნუ­ყო­ფელ უფ­ლე­ბად აღი­ა­რა... ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მის უფ­ლე­ბა უკვე ფუ­ფუ­ნე­ბა აღარ არის, ის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, რაც არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­და­ნაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი.

კი, ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი ფი­ზი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. გარ­კვე­ულ დროს რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ვა­ტა­რებთ, გარ­კვე­ულს - ვირ­ტუ­ა­ლურ­ში, სა­დაც ასე­ვე თა­ვის წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებს“ - გვე­უბ­ნე­ბა კახა მაღ­რა­ძე და სა­უ­ბარს ასე გა­ნაგ­რძობს:

"ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა თუ აქამ­დე მე­დი­ა­სივ­რცე­ში ხდე­ბო­და, ახლა უკვე ვირ­ტუ­ა­ლუ­რიც და­ე­მა­ტა და ისიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე გახ­და, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცია დიდი ნა­კა­დე­ბით იც­ვლე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლამ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ და ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში ვას­პა­რე­ზობთ".

რეს­პონ­დენ­ტის თქმით, თუ ადა­მი­ა­ნი მთე­ლი დღე ოფის­შია და მერე სახ­ლში მი­დის, მისი ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია. ამი­ტომ ის სო­ცი­უმ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა მარ­ტო ლო­კა­ლურ გა­რე­მო­ში, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რად სწო­რედ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცის სა­შუ­ა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თობს.

"ეს ბევ­რის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია და შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტი დრო ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­ა­ტა­როს. შე­სა­ბა­მი­სად არა­ერ­თმა პრო­ცეს­მა ინ­ტერ­ნეტ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. მათ შო­რის, კო­მუ­ნი­კა­ცია, კონ­კუ­რენ­ცია, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მზარ­დი "ფე­ის­ბუქ­ზე" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა, ისე სწრა­ფად გან­ვი­თარ­და, რომ ვი­ღა­ცე­ებს შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ის­ტე­რი­აც გვე­გო­ნოს, რომ რა­ღაც სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა".

- ყვე­ლა რა­ღა­ცას წერს, პოს­ტავს, ინ­ფორ­მა­ცი­ას ცვლის, პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს...

- გა­აქ­ტი­ურ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის, ასე­ვე ემიგ­რან­ტებს შო­რი­საც... ადრე თუ ნაკ­ლე­ბი პოს­ტი გვხვდე­ბო­და, დღეს მეტი პოს­ტია და შე­სა­ბა­მი­სად, მეტი მე­გო­ბა­რიც გვყავს. აქვე უკუპ­რო­ცე­სიც მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვი­ღა­ცე­ბი ცდი­ლო­ბენ "ფეს­ბუქ­ზე" ნაკ­ლე­ბად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ან ამ ქსელ­ში აქ­ტი­ვო­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი დრო გა­მო­ყონ, მაგ­რამ რო­გორც უნდა იყოს საქ­მე, ქარ­თვე­ლე­ბი ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­როს ვე­ღარ მოვ­წყდე­ბით, ეს უკვე მო­ცე­მუ­ლო­ბაა, უკვე ცხოვ­რე­ბაა, ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

- ამ სივ­რცემ ასე­ვე შექ­მნა ისე­თი ფე­ნო­მე­ნი რო­გო­რი­ცაა - "ბო­ტე­ბი", "ტრო­ლე­ბი"... და კი­დევ ათას­ნა­ი­რი და­სა­ხე­ლე­ბის მქო­ნე არა­რე­ა­ლუ­რი იუ­ზე­რი...

- რო­გორც არ­ჩე­ვებ­ზე იყო "მკვდა­რი სუ­ლე­ბი", თით­ქოს იმ "მკვდარ­მა სუ­ლებ­მა", რო­გორც ინ­სტრუ­მენ­ტმა ახლა ინ­ტერ­ნეტ­სამ­ყა­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს და თა­ვის საქ­მეს ახლა იქ აკე­თე­ბენ. მათი აქ­ტი­უ­რო­ბა რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია, ვერ გე­ტყვით. ამ "ბო­ტე­ბის" შემ­ქმნე­ლებს მათი აქ­ტი­უ­რო­ბით რა შე­დე­გის მი­ღე­ბა უნ­დათ, ვერ ვხვდე­ბი. მა­ინც მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც "ბო­ტებს" იყე­ნე­ბენ, თა­ვის დამ­კვე­თებს და ხელ­მძღვა­ნე­ლებს ატყუ­ე­ბენ...

სა­ბო­ლო­ოდ კი, მათი იდენ­ტი­ფი­კა­ცი­აც ხდე­ბა, თუნ­დაც მათი ფრა­ზე­ო­ლო­გი­ით, მე­სი­ჯე­ბის ში­ნა­არ­სით... კი, ად­ვი­ლია იმის ამოც­ნო­ბა, რო­დე­საც ამა თუ იმ ტექ­სტის უკან რე­ა­ლუ­რი იუ­ზე­რი არ არის - ეს მარ­ტი­ვად იშიფ­რე­ბა. მოკ­ლედ, ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუ­ფებ­მა თა­ვის სა­ჯილ­დაო ქვად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­ი­ხა­დეს.

- და მე­დი­ა­სივ­რცე­ში პო­ლი­ტი­კურ­მა ბრძო­ლამ პა­რა­ლე­ლუ­რად ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­შიც გად­მო­ი­ნაც­ვლა…

- კი და უფრო მძაფ­რად. მა­გა­ლი­თად, თუ აქ­ცი­ა­ზე 5000 კაცი გა­დის, იმ აქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე 50.000 კაცი იმ წუ­თებ­ში "ფე­ის­ბუქ­ზე" ზის და გამ­წა­რე­ბუ­ლი პოს­ტავს. თუ კონ­ტრაქ­ცი­ა­ზე აქ­ცი­ას 2000 კაცი უპი­რის­პირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, იმ პე­რი­ოდ­ში 100.000 თა­ვის "ბო­ტი­ან" ყვე­ლაფ­რი­ა­ნად მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით პოს­ტავ­დეს.

ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა უფრო დიდ მას­შტა­ბებს აღ­წევს. და­პი­რის­პი­რე­ბა, ბრძო­ლა ყვე­ლას თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბად მი­აჩ­ნია. თუ თავს რო­მე­ლი­მე ძა­ლის მომ­ხრედ მი­იჩ­ნევს, მუდ­მი­ვად უნდა, რომ პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როს, რა­საც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ვერ ახერ­ხებს.

რო­დე­საც ამას პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი ხე­და­ვენ, მერე თა­ვის ბრძო­ლის ველი აქ­ტი­უ­რად ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­და­აქვთ. "ფე­ის­ბუქ­ზე" ხალ­ხი ღე­ლავს" და "ყვე­ლა ამას აშე­ა­რებს და პოს­ტავს" - ასე­თი ფრა­ზე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში აქ­ტი­ვო­ბას. ორი­ვე მხა­რე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და წამ­ყვა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბიც მა­ინც ამ კუ­თხით წა­ვიდ­ნენ და აქ­ცენტს პო­ლა­რი­ზა­ცია-რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ა­ზე აკე­თე­ბენ. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მე­ო­რე მხა­რე უნდა გე­ზი­ზღე­ბო­დეს, იქ ყვე­ლა ცუ­დია - აქ­ცენ­ტი ამა­ზე კეთ­დე­ბა (დე­ბი­ლი, გო­ნე­ბა­ჩ­ლუნ­გი, ბო­რო­ტი, მო­ღა­ლა­ტე, მონა - ასე­თი ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცი­აა). შუ­ა­ლე­დურ კონ­ტენტს დას­ცი­ნი­ან, "შუ­ა­შის­ტე­ბი" თვი­თონ ეს ტერ­მი­ნიც კნი­ნო­ბი­თი ფორ­მით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და იქ ამას არ აქვს ად­გი­ლი. ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში პო­ლა­რი­ზა­ცია და ასე­თი რა­დი­კა­ლი­ზა­ცია შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რებ­შიც ინაც­ვლებს, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ჩხუ­ბი თა­ნამ­შრომ­ლებ­ში, მე­გობ­რებ­ში, ოჯა­ხის წევ­რებ­ში. შეს­ძლოა, საქ­მე­ში პარტნი­ო­რი გყავ­დეს, იმა­ზე გაბ­რაზ­დე და მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღარ გა­აგ­რძე­ლო.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ დესტრუქ­ცი­აა?

- კი, მაგ­რამ ამით იკ­ვე­ბე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ავ­ტო­რე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი მთე­ლი მათი სტრა­ტე­გია. ეს პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და უკა­ნას­კნე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს და იმის მერე არც გა­ჩე­რე­ბუ­ლა. სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი, "ბოტი", "ტრო­ლი", რე­სურ­სი ერ­თვე­ბა ამ პრო­ცეს­ში, რომ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო ერ­თმა­ნეთს თავ­ზე "გა­და­ა­ხუ­რონ".

- სად მი­ვალთ - თქვე­ნი პროგ­ნო­ზი რო­გო­რია?

- პროგ­ნო­ი­ზი არ ვიცი, მაგ­რამ ნე­გა­ტი­ურ შე­დე­გებს რომ გა­მო­ი­ღებს, ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვით, და­წყე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით და ამ მხრივ პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აპა­თი­უ­რი გან­წყო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით. ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ში­ში ისაა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა პრო­ცეს­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა. ბევ­რი რამ ფერ­ხდე­ბა. თან, ისე ეშხში არი­ან შე­სუ­ლე­ბი, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გა­ჩე­რე­ბა ცოტა რთუ­ლი­ცაა.

- პო­ლი­ტი­კას რომ შე­ვეშ­ვათ და ჩვე­უ­ლებ­რივ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს და­ვუბ­რუნ­დეთ - ვი­ღაც შე­იძ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რი იყოს ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში, ვიდ­რე რე­ა­ლურ­ში...

- არ­სე­ბო­ბენ ასე­თი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც, ვი­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­ხატ­ვა რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში უჭირს, ვირ­ტუ­ა­ლურ­ში უფრო ეად­ვი­ლე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა, პი­რი­ქი­თაც იყოს - ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნი იყე­ნებს მას და ეს სივ­რცე სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და პი­როვ­ნე­ბის "გაგ­რძე­ლე­ბას" ახ­დენს ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ან ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხით წარ­მოგ­ვი­ჩენს თავს, ვიდ­რე რე­ა­ლურ­ში (პა­სი­უ­რია, აქ­ტი­უ­რია, ან ისე­თი­ვეა, რო­გორც რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში).

- რო­გორც ფიქ­რობთ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი პოს­ტის და­წე­რა რაზე მი­ა­ნიშ­ნებს?

- სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ფორ­მე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ანს, გა­მომ­დი­ნა­რე მისი ფსი­ქო­ტი­პი­დან, სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­დან, თუ სა­მო­მავ­ლო ხედ­ვე­ბი­დან, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქვს. ვი­ღაც ფიქ­რობს, რომ თუ ბევ­რს და­პოს­ტავს, ან ასე­თი ან ისე­თი გა­მოჩ­ნდე­ბა. ასე რომ, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზი გა­მოჩ­ნდა და დღეს­დღე­ო­ბით უფრო მეტ ადა­მი­ანს აქვს გან­სხვა­ვე­უ­ლი აზრი, ან პრე­ტენ­ზია. ჩემი აზ­რით, ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში უფრო მეტი აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი გვყავს, ვიდ­რე რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში.

- ვფიქ­რობ, რომ იუ­მო­რი ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ, ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ჟან­რია...

- ბოლო დროს იუ­მო­რის ხა­რის­ხი ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში უკე­თე­სია, ვიდ­რე რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ან სცე­ნა­ზე, ტე­ლე­ეკ­რან­ზე, შო­უ­ებ­ში... ბევ­რი კარ­გი იუ­მო­რის მქო­ნე "ფე­ის­ბუ­ქი­უ­ზე­რი" არ­სე­ბობს და ამ ხა­სი­ა­თის პოს­ტებს ყო­ველ­თვის დიდი მო­წო­ნე­ბა აქვთ. მოკ­ლედ, რო­გორც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, აქაც ყვე­ლას თა­ვის მი­ზა­ნი აქვს - ვი­ღა­ცას სხვე­ბის­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ნე­ბუ­ლად, შე­უგ­ნებ­ლად, ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა. მოკ­ლედ, ყვე­ლა თა­ვი­სას "ჩა­ლი­ჩობს".

- ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ცვლი­ან პრო­ფი­ლის ფო­ტო­ებს...

- ამის­თვის ყვე­ლას თა­ვის მი­ზე­ზი ექ­ნე­ბა, ზოგს შე­იძ­ლე­ბა სტრე­სი აქვს, ზოგს ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა უნდა - ამას დიდი ანა­ლი­ზიც არ სჭირ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, უნდა ჩა­მოყ­ვეთ იმ პი­როვ­ნე­ბის გვერდს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი მისი ქორ­წი­ლის ფო­ტოს აბ­რუ­ნებს პრო­ფი­ლის ფო­ტოდ, ამით შე­იძ­ლე­ბა ივა­რა­უ­დო, რომ ნა­ჩხუ­ბა­რია მე­უღ­ლეს­თან, შე­რი­გე­ბა უნდა, ან თავი უნდა გა­ახ­სე­ნოს.

სა­ბო­ლო­ოდ „ფე­ის­ბუ­ქის“ ბუ­ნე­ბა რომ შე­ის­წავ­ლო, საკ­მა­ოდ რთუ­ლი თე­მაა, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ერთი რამ კი გა­მოკ­ვე­თი­ლია - ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა სა­ხა­ლი­სო და სა­სარ­გებ­ლო კონ­ტენტზეა...

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
13

არაფერი ფერხდება ეტყობა დაგავიცყდა სად ვცხოვრობდით და სად ვართ ეხლა დამპალა მთავრობა დატოვა მიშამ და ასე ადვილად ვერ ავყვავდებით ,მთელ მსოფლიოში ასე მოხდა ,და ასე თავისუფლად რომ ჭიკჭიკებ ეგეც დასაფასებელია,არ დაბლოკოთ

ავტორი:

"არჩევნებზე რომ "მკვდარი სულები" იყო, მათ ინტერნეტში გადაინაცვლეს" - როგორ იქცა ცხოვრების მთავარ ადგილად ვირტუალური სამყარო

"არჩევნებზე რომ "მკვდარი სულები" იყო, მათ ინტერნეტში გადაინაცვლეს" - როგორ იქცა ცხოვრების მთავარ ადგილად ვირტუალური სამყარო

ვირტუალური სამყარო რეალურს ტოლს აღარ უდებს, რადგან იქაც ჩვეულებრივი ცხოვრება დუღს. ადამიანები წერენ, კითხულობენ, აქვეყნებენ, ფიქრობენ, იბრძვიან, კამათობენ, კეკლუცობენ, ხუმრობენ, ერთმანეთს ეფერებიან, სიყვარულს უხსნიან, ლანძღავენ, თავს იწონებენ, ჭორაობენ, ტრაბახობენ, იმუქრებიან, ილანძღებიან, ბრაზობენ, ტირიან... ამრიგად, ვირტუალური სივრცე რეალური ცხოვრების გაგრძელებაა, თუმცა შეიძლება, პირიქითაც იყოს - იქ იწყებოდეს ყველაფერი და შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გაგრძელდეს...

როგორი ანალიზის საშუალებას იძლევა ეს სივრცე, სოციალური ქსელები, განსაკუთრებით "ფეისბუქი", რომელიც დღესდღეობით ადამიანთა საკომუნიკაციოდ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საშუალებაა. თემას პიარის სპეციალისტთან, "ჯეპრას" უფროს კონსულტანტთან, კახა მაღაძესთან ერთად განვიხილავთ, რომელიც თავადაც ამ ქსელის აქტიური მომხმარებელია.

"ევროკავშირის ქვეყნებიდან პირველი დანია იყო, რომელმაც გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციით ინტერნეტთან წვდომა ადამიანის განუყოფელ უფლებად აღიარა... ინტერნეტთან წვდომის უფლება უკვე ფუფუნება აღარ არის, ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია, რაც არსებული რეალობიდანაა ნაკარნახევი.

კი, ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება ჩვენი ფიზიკური ცხოვრების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. გარკვეულ დროს რეალურ სამყაროში ვატარებთ, გარკვეულს - ვირტუალურში, სადაც ასევე თავის წესები და კანონები მოქმედებს“ - გვეუბნება კახა მაღრაძე და საუბარს ასე განაგრძობს:

"ინფორმაციის გავრცელება თუ აქამდე მედიასივრცეში ხდებოდა, ახლა უკვე ვირტუალურიც დაემატა და ისიც მნიშვნელოვანი საინფორმაციო სივრცე გახდა, სადაც ინფორმაცია დიდი ნაკადებით იცვლება. ეს ნიშნავს, რომ ყველამ ინტერნეტში გადავინაცვლეთ და ვირტუალურ სივრცეში ვასპარეზობთ".

რესპონდენტის თქმით, თუ ადამიანი მთელი დღე ოფისშია და მერე სახლში მიდის, მისი ფიზიკური გარემო ძალიან შეზღუდულია. ამიტომ ის სოციუმთან ურთიერთობას თანამედროვე ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, არა მარტო ლოკალურ გარემოში, არამედ გლობალურად სწორედ ვირტუალური ინტერნეტსივრცის საშუალებით ურთიერთობს.

"ეს ბევრისთვის მოსახერხებელია და შეიძლება უფრო მეტი დრო ვირტუალურ სამყაროში გაატაროს. შესაბამისად არაერთმა პროცესმა ინტერნეტში გადაინაცვლა. მათ შორის, კომუნიკაცია, კონკურენცია, რამაც საქართველოში მზარდი "ფეისბუქზე" დამოკიდებულება განაპირობა, ისე სწრაფად განვითარდა, რომ ვიღაცეებს შეიძლება, გარკვეული ისტერიაც გვეგონოს, რომ რაღაც საოცრება ხდება".

- ყველა რაღაცას წერს, პოსტავს, ინფორმაციას ცვლის, პოზიციას აფიქსირებს...

- გააქტიურდა კომუნიკაცია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შორის, ასევე ემიგრანტებს შორისაც... ადრე თუ ნაკლები პოსტი გვხვდებოდა, დღეს მეტი პოსტია და შესაბამისად, მეტი მეგობარიც გვყავს. აქვე უკუპროცესიც მიმდინარეობს, ვიღაცები ცდილობენ "ფესბუქზე" ნაკლებად დამოკიდებულები იყვნენ, ან ამ ქსელში აქტივობისთვის სპეციალური დრო გამოყონ, მაგრამ როგორც უნდა იყოს საქმე, ქართველები ვირტუალურ სამყაროს ვეღარ მოვწყდებით, ეს უკვე მოცემულობაა, უკვე ცხოვრებაა, ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

- ამ სივრცემ ასევე შექმნა ისეთი ფენომენი როგორიცაა - "ბოტები", "ტროლები"... და კიდევ ათასნაირი დასახელების მქონე არარეალური იუზერი...

- როგორც არჩევებზე იყო "მკვდარი სულები", თითქოს იმ "მკვდარმა სულებმა", როგორც ინსტრუმენტმა ახლა ინტერნეტსამყაროში გადაინაცვლეს და თავის საქმეს ახლა იქ აკეთებენ. მათი აქტიურობა რამდენად გამართლებულია, ვერ გეტყვით. ამ "ბოტების" შემქმნელებს მათი აქტიურობით რა შედეგის მიღება უნდათ, ვერ ვხვდები. მაინც მგონია, რომ ადამიანები, ვინც "ბოტებს" იყენებენ, თავის დამკვეთებს და ხელმძღვანელებს ატყუებენ...

საბოლოოდ კი, მათი იდენტიფიკაციაც ხდება, თუნდაც მათი ფრაზეოლოგიით, მესიჯების შინაარსით... კი, ადვილია იმის ამოცნობა, როდესაც ამა თუ იმ ტექსტის უკან რეალური იუზერი არ არის - ეს მარტივად იშიფრება. მოკლედ, ბოლო პერიოდში პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავის საჯილდაო ქვად სოციალური ქსელი გაიხადეს.

- და მედიასივრცეში პოლიტიკურმა ბრძოლამ პარალელურად ვირტუალურ სივრცეშიც გადმოინაცვლა…

- კი და უფრო მძაფრად. მაგალითად, თუ აქციაზე 5000 კაცი გადის, იმ აქციის ღირებულებების მქონე 50.000 კაცი იმ წუთებში "ფეისბუქზე" ზის და გამწარებული პოსტავს. თუ კონტრაქციაზე აქციას 2000 კაცი უპირისპირდება, შეიძლება, იმ პერიოდში 100.000 თავის "ბოტიან" ყველაფრიანად მსგავსი განცხადებებით პოსტავდეს.

ვირტუალურ სივრცეში პოლიტიკური აქტივობა უფრო დიდ მასშტაბებს აღწევს. დაპირისპირება, ბრძოლა ყველას თავის მოვალეობად მიაჩნია. თუ თავს რომელიმე ძალის მომხრედ მიიჩნევს, მუდმივად უნდა, რომ პოზიცია დააფიქსიროს, რასაც რეალურ ცხოვრებაში ბევრი ვერ ახერხებს.

როდესაც ამას პოლიტიკური ჯგუფები ხედავენ, მერე თავის ბრძოლის ველი აქტიურად ვირტუალურ სამყაროში გადააქვთ. "ფეისბუქზე" ხალხი ღელავს" და "ყველა ამას აშეარებს და პოსტავს" - ასეთი ფრაზები ჩვეულებრივი ამბავია, რაც განაპირობებს კომუნიკაციაში აქტივობას. ორივე მხარე, ხელისუფლებაც და წამყვანი ოპოზიციური ძალებიც მაინც ამ კუთხით წავიდნენ და აქცენტს პოლარიზაცია-რადიკალიზაციაზე აკეთებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე მხარე უნდა გეზიზღებოდეს, იქ ყველა ცუდია - აქცენტი ამაზე კეთდება (დებილი, გონებაჩლუნგი, ბოროტი, მოღალატე, მონა - ასეთი ტიპის კომუნიკაციაა). შუალედურ კონტენტს დასცინიან, "შუაშისტები" თვითონ ეს ტერმინიც კნინობითი ფორმით გამოიყენება და იქ ამას არ აქვს ადგილი. ვირტუალურ სამყაროში პოლარიზაცია და ასეთი რადიკალიზაცია შემდეგ სამსახურებშიც ინაცვლებს, შეიძლება მოხდეს ჩხუბი თანამშრომლებში, მეგობრებში, ოჯახის წევრებში. შესძლოა, საქმეში პარტნიორი გყავდეს, იმაზე გაბრაზდე და მასთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელო.

- ეს ყველაფერი ხომ დესტრუქციაა?

- კი, მაგრამ ამით იკვებებიან პოლიტიკური ავტორები, სამწუხაროდ, ამაზეა გადატანილი მთელი მათი სტრატეგია. ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს და იმის მერე არც გაჩერებულა. სულ უფრო მეტი ადამიანი, "ბოტი", "ტროლი", რესურსი ერთვება ამ პროცესში, რომ ვირტუალური სამყარო ერთმანეთს თავზე "გადაახურონ".

- სად მივალთ - თქვენი პროგნოზი როგორია?

- პროგნოიზი არ ვიცი, მაგრამ ნეგატიურ შედეგებს რომ გამოიღებს, ამას ვერ გავექცევით, დაწყებული რეალური დაპირისპირებებით და ამ მხრივ პრობლემების შექმნით, დამთავრებული აპათიური განწყობების გაძლიერებით. ყველაზე მეტად საშიში ისაა, რომ ეს ყველაფერი ყველა პროცესზე ნეგატიურად აისახება, ეს იქნება ეკონომიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება, განვითარება. ბევრი რამ ფერხდება. თან, ისე ეშხში არიან შესულები, რომ ამ ყველაფრის გაჩერება ცოტა რთულიცაა.

- პოლიტიკას რომ შევეშვათ და ჩვეულებრივ ინტერნეტმომხმარებლებს დავუბრუნდეთ - ვიღაც შეიძლება აქტიური იყოს ვირტუალურ სივრცეში, ვიდრე რეალურში...

- არსებობენ ასეთი ინტერნეტმომხმარებლებიც, ვისაც საკუთარი თავის გამოხატვა რეალურ სამყაროში უჭირს, ვირტუალურში უფრო ეადვილებათ. შეიძლება, პირიქითაც იყოს - ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. ფაქტია, რომ ყველა კატეგორიის ადამიანი იყენებს მას და ეს სივრცე საკუთარი თავისა და პიროვნების "გაგრძელებას" ახდენს ვირტუალურ სამყაროში ან ცოტა განსხვავებული კუთხით წარმოგვიჩენს თავს, ვიდრე რეალურში (პასიურია, აქტიურია, ან ისეთივეა, როგორც რეალურ სამყაროში).

- როგორც ფიქრობთ, დღის განმავლობაში ბევრი პოსტის დაწერა რაზე მიანიშნებს?

- საკუთარი თავის რეალიზაციისთვის ფორმები ყველა ადამიანს, გამომდინარე მისი ფსიქოტიპიდან, სოციალური სტატუსიდან, თუ სამომავლო ხედვებიდან, ინდივიდუალური აქვს. ვიღაც ფიქრობს, რომ თუ ბევრს დაპოსტავს, ან ასეთი ან ისეთი გამოჩნდება. ასე რომ, თვითრეალიზაციის განსხვავებული ასპარეზი გამოჩნდა და დღესდღეობით უფრო მეტ ადამიანს აქვს განსხვავეული აზრი, ან პრეტენზია. ჩემი აზრით, ვირტუალურ სივრცეში უფრო მეტი აქტიური ადამიანი გვყავს, ვიდრე რეალურ სამყაროში.

- ვფიქრობ, რომ იუმორი ვირტუალურ სივრცეში საკომუნიკაციოდ, ერთ-ერთი წამყვანი ჟანრია...

- ბოლო დროს იუმორის ხარისხი ვირტუალურ სივრცეში უკეთესია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში ან სცენაზე, ტელეეკრანზე, შოუებში... ბევრი კარგი იუმორის მქონე "ფეისბუქიუზერი" არსებობს და ამ ხასიათის პოსტებს ყოველთვის დიდი მოწონება აქვთ. მოკლედ, როგორც რეალურ ცხოვრებაში, აქაც ყველას თავის მიზანი აქვს - ვიღაცას სხვებისთვის თავის მოწონება უნდა, ეს ყველაფერი შეგნებულად, შეუგნებლად, ბუნებრივად ხდება. მოკლედ, ყველა თავისას "ჩალიჩობს".

- ადამიანების კატეგორია არსებობს, რომლებიც აქტიურად ცვლიან პროფილის ფოტოებს...

- ამისთვის ყველას თავის მიზეზი ექნება, ზოგს შეიძლება სტრესი აქვს, ზოგს ყურადღების მიქცევა უნდა - ამას დიდი ანალიზიც არ სჭირდება. უბრალოდ, უნდა ჩამოყვეთ იმ პიროვნების გვერდს. საინტერესოა, როდესაც მომხმარებელი მისი ქორწილის ფოტოს აბრუნებს პროფილის ფოტოდ, ამით შეიძლება ივარაუდო, რომ ნაჩხუბარია მეუღლესთან, შერიგება უნდა, ან თავი უნდა გაახსენოს.

საბოლოოდ „ფეისბუქის“ ბუნება რომ შეისწავლო, საკმაოდ რთული თემაა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი რამ კი გამოკვეთილია - ძირითადი მოთხოვნა სახალისო და სასარგებლო კონტენტზეა...

"ერთი სიტყვით უთხრა, პირდაპირ გააგრძელე გზა, ნუ მეპასუხებიო" - რას ჰყვებიან პირზე, რომელმაც თავდამსხმელი ბანკამდე მიიყვანა

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 68 საბავშვო ბაღია დახურული

"როცა თავდამსხმელმა გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: "შენ ძმაო, მაგრად "დაგერხა", ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო" - ირაკლი კვარაცხელია