სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გინეკოლოგი რომ ორსულს ეუბნება გრიპზე არ აიცრას, სასწორზე დებს დედის და ბავშვის სიცოცხლეს" - სპეციალისტის რეკომენდაცია ვირუსების სეზონზე
"გინეკოლოგი რომ ორსულს ეუბნება გრიპზე არ აიცრას, სასწორზე დებს დედის და ბავშვის სიცოცხლეს" - სპეციალისტის რეკომენდაცია ვირუსების სეზონზე

სე­ზო­ნურ ვირუ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კლი­ნი­კებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, ბა­ღებ­სა და სკო­ლებ­ში კი სას­წავ­ლო პრო­ცესს სულ უფრო მეტი მო­ზარ­დი არ ეს­წრე­ბა. დე­ფი­ცი­ტუ­რია გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნაც, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბა ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სი­დან ელო­და და ქვე­ყა­ნა­ში ნო­ემ­ბრის ბო­ლოს შე­მო­ვი­და.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში ამ­ბო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტი გაზ­რდილ­მა მო­მარ­თვი­ა­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი კვლავ ეჭ­ვით უყუ­რებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას და ისე­თი რისკ-ჯგუ­ფე­ბის დიდი ნა­წი­ლი, რო­გო­რე­ბიც ბავ­შვე­ბი და ორ­სუ­ლე­ბი არი­ან, აუც­რე­ლე­ბი რჩე­ბი­ან.

ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი:

- შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით სიმ­შვი­დეა, მაგ­რამ ნელ-ნელა მზარ­დი დი­ნა­მი­კა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია გრი­პის, ასე­ვე სა­ხე­ზეა სხვა­დას­ხვა ტი­პის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბი A და B ტი­პის, რის გა­მოც, გაზ­რდი­ლია ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ებ­სა და პო­ლიკ­ლი­ნი­კებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა.

- წელს დაგ­ვი­ან­და გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა ქვე­ყა­ნა­ში...

- დიახ, ად­რეც აღ­ვნიშ­ნე, რომ გა­ზა­ფხულ­ზე ერთი თვით და­აგ­ვი­ა­ნა მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ერთი შტა­მის და­სა­ხე­ლე­ბა და ვაქ­ცი­ნას და­აგ­ვი­ან­და შე­მო­ტა­ნა.

- თუმ­ცა ახლა მა­ინც დე­ფი­ცი­ტია ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე...

- სა­ხელ­მწი­ფო ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბით ყი­დუ­ლობს ვაქ­ცი­ნას. პირ­ვე­ლად 2013-2014 წლებ­ში შე­ვის­ყი­დეთ 4 000 და წელს უკვე 100 000 ვაქ­ცი­ნა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს კერ­ძო სექ­ტორ­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ო­დე­ნო­ბის ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვი­და, მაგ­რამ მო­თხოვ­ნა იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნა.

სა­ხელ­მწი­ფოს ჯერ კი­დევ აქვს ვაქ­ცი­ნა და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს რისკ-ჯგუ­ფე­ბის უფა­სოდ აცრა. ვაქ­ცი­ნა ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ და­იც­ვა შენი თავი და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი და­ა­ვა­დე­ბის­გან.

მე ყვე­ლას ვურ­ჩევ, რომ აიც­რან. ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ადრე 5-6 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იც­რე­ბო­და, წელს მხო­ლოდ კერ­ძო სექ­ტორ­მა 40 ათა­სამ­დე ვაქ­ცი­ნა შე­მო­ი­ტა­ნა და კი­დევ დე­ფი­ცი­ტია. მო­სახ­ლე­ო­ბა ნელ-ნელა უფრო და­დე­ბი­თად გან­წყო­ბი­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მართ.

შე­მიძ­ლია და­გი­სა­ხე­ლოთ ორ­სუ­ლე­ბი, მათ­თვის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, რომ ფეხ­მძი­მო­ბის ნე­ბის­მი­ერ ტრი­მესტრში აიც­რან, მათ­თვის უფა­სოა ვაქ­ცი­ნა, თუმ­ცა 1 800-მდე ორ­სუ­ლია მხო­ლოდ აც­რი­ლი. მეტი არ მი­ვი­და. რო­დე­საც ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, მათი პა­სუ­ხი ასე­თი იყო - "მე უნდა მი­თხრას ჩემ­მა გი­ნე­კო­ლოგ­მა", და­ნარ­ჩე­ნი არა­ვის რჩე­ვას არ უჯე­რე­ბენ. მე­ა­ნე­ბიც ისე­ვე არ ურ­ჩე­ვენ, რო­გორც პე­დი­ატ­რე­ბი.

ეს არის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უბე­დუ­რე­ბა. ან სჯე­რათ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლია. რო­დე­საც დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი ეუბ­ნე­ბა, რომ ეს კარ­გია და ორ­სუ­ლი უნდა აიც­რას, არ სჯე­რათ. არა­და ამას ამ­ბობს არა­ერ­თი უმაღ­ლე­სი ინ­სტი­ტუ­ცია - ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი, მაგ­რამ მა­ინც თა­ვი­სი გი­ნე­კო­ლო­გის სჯე­რათ.

ის გი­ნე­კო­ლო­გი, რო­მე­ლიც ორ­სულს ეუბ­ნე­ბა, რომ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა არ ჩა­ი­ტა­როს, სას­წორ­ზე დებს ორ­სუ­ლი­სა და ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს.

მე პი­რა­დად პრობ­ლე­მას ექიმ­თა გა­ნათ­ლე­ბა­ში ვხე­დავ, რაც მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს საქ­მე არ არის, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­საც უნდა ეწე­ოდ­ნენ, წა­ი­კი­თხონ რა­ღა­ცე­ბი.

- A და B ტი­პის ვირუ­სებს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ეს ღო­რის და ქათ­მის გრი­პია, რაც ამ სა­ხელ­წო­დე­ბით არის ხალ­ხში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი?

- არა, ამას ჰქვია სე­ზო­ნუ­რი გრი­პი, ღო­რე­ბი და ქათ­მე­ბი არა­ფერ შუ­ა­ში არ არი­ან. ადა­მი­ა­ნის­თვის არ არის გან­სხვა­ვე­ბა, რო­მე­ლი ტი­პის და­ე­მარ­თე­ბა, რად­გან გარ­თუ­ლე­ბე­ბი ერ­თნა­ი­რია და სიმ­ტო­მე­ბიც. ეს არის ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­უ­ლოდ­ნე­ლი მა­ტე­ბა. სი­ცხე უცებ იწევს მა­ღალ რი­ცხვე­ბამ­დე, თან ახ­ლავს თა­ვის და ყე­ლის ტკი­ვი­ლი, მშრა­ლი ხვე­ლა და იშ­ვი­ა­თად ცხვი­რის გა­ჭედ­ვა ან სურ­დო. ერთი კვი­რის თავ­ზე და­მა­ტე­ბი­თი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვე­ბის გარ­შე, ცხე­ლი სი­თხე­ე­ბით, სახ­ლში დარ­ჩე­ნით, გა­ივ­ლის.

თუმ­ცა, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სა­ჭი­როა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ადა­მი­ანს გრი­პის და­სა­წყი­სი­დან­ვე აქვს სუნ­თქვის პრობ­ლე­მა. ცხვირ-ტუ­ჩის არე­ში სი­ლურ­ჯე, ტკი­ვი­ლი გულ-მკერ­დის არე­ში და სის­ხლნა­რე­ვი ნახ­ვე­ლი ან ცხვი­რი­დან სის­ხლნა­რე­ვი გა­მო­ნა­დე­ნი. ბავ­შვებ­ში ემა­ტე­ბა ყიფ­ლი­ბან­დის და­ჭი­მუ­ლო­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და სჭირ­დე­ბა პა­ცი­ენტს "ტა­მიფ­ლუს" მი­ღე­ბა.

ხან­და­ხან გრი­პი იმ­დე­ნად მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს რომ შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ლე­ტა­ლუ­რად.

- რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რო­გო­რია, გარ­და იმი­სა, რომ სა­სურ­ვე­ლია ავიც­რათ?

- მა­შინ როცა გრი­პი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს. და­ა­ვა­დე­ბუ­ლი უნდა მო­ე­რი­დოს სხვებ­თან კონ­ტაქტს და უნდა დარ­ჩეს სახ­ლში.

დამ­ქი­რა­ვებ­ლებ­მა მეტი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა უნდა იქო­ნი­ონ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ. ამით შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე. თუ ეს ადა­მი­ა­ნი წავა და სახ­ლში მო­ირ­ჩენს ვირუსს, ის არ გა­დას­დებს სხვა თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლის­თვი­საც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლიც კი აღ­მოჩ­ნდეს.

იმის გა­სარ­კვე­ვად, რამ­დე­ნად მო­მა­ტე­ბუ­ლია ბავ­შვებ­ში ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ერთ-ერთი პე­დი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის დი­რექ­ტორს ნინო ბო­ჭო­რიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ. ის AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ კლი­ნი­კა­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა ზამ­თრის დად­გო­მის­თა­ნა­ვე გა­ი­ზარ­და:

- დე­კემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან კლი­ნი­კა­ში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. ბა­ღის ასა­კის ბავ­შვე­ბი ყო­ველ წელს იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბით გვა­კი­თხავ­დნენ, მაგ­რამ დე­კემ­ბრის თვე­ში უფრო მეტი A და B ტი­პის ვირუ­სი. გაზ­რდი­ლია ასე­ვე სას­წრა­ფო­თი გად­მოყ­ვა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა.

აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ რო­გორც ჩვე­ნი ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი არ არი­ან გრი­პის ვირუს­ზე აც­რი­ლე­ბი.

- ტა­მიფ­ლუს მა­რა­გი თუ გაქვთ კლი­ნი­კა­ში?

- დიახ, მაგ­რამ ამ სე­ზონ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით მოხ­მა­რე­ბა­ში არ გაგ­ვიშ­ვია. არ ყო­ფი­ლა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, ჩვენს კლი­ნი­კა­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ ახლა დე­ფი­ცი­ტშია და ვე­ღარ შე­მოგ­ვაქვს. გვყავს პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც უნ­დათ აიც­რან, მაგ­რამ არ გვაქვს, რად­გან შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა.

- ვირუ­სის ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი რო­გო­რია?

- მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, მშრა­ლი ხვე­ლა და გუ­ლის­რე­ვა, სამ­წუ­ხა­როდ ამ სიპ­ტო­მე­ბის მოხ­სნა, მარ­ტი­ვად, სტა­ცი­ო­ნა­რის გა­რე­შე არ გა­მო­დის. ზო­გი­ერ­თი მშო­ბე­ლი თა­ვის თავ­ზე იღებს და ავად­მყო­ფი ბავ­შვი ხელ­წე­რი­ლით მა­ინც მიჰ­ყავთ სახ­ლში, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ უწევთ უკან დაბ­რუ­ნე­ბა, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ სიმ­ტო­მე­ბის მოხ­სნა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში.

g
1

გერმანიაში ვარ და არ გამიგია ვინმე ორსული გრიპზე იცრებოდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"გინეკოლოგი რომ ორსულს ეუბნება გრიპზე არ აიცრას, სასწორზე დებს დედის და ბავშვის სიცოცხლეს" - სპეციალისტის რეკომენდაცია ვირუსების სეზონზე

"გინეკოლოგი რომ ორსულს ეუბნება გრიპზე არ აიცრას, სასწორზე დებს დედის და ბავშვის სიცოცხლეს" - სპეციალისტის რეკომენდაცია ვირუსების სეზონზე

სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით, კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა, ბაღებსა და სკოლებში კი სასწავლო პროცესს სულ უფრო მეტი მოზარდი არ ესწრება. დეფიციტურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაც, რომელსაც მოსახლეობა ოქტომბრის დასაწყისიდან ელოდა და ქვეყანაში ნოემბრის ბოლოს შემოვიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ვაქცინის დეფიციტი გაზრდილმა მომართვიანობამ გამოიწვია, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ ეჭვით უყურებს ვაქცინაციას და ისეთი რისკ-ჯგუფების დიდი ნაწილი, როგორებიც ბავშვები და ორსულები არიან, აუცრელები რჩებიან.

ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი:

- შარშანდელთან შედარებით ჯერჯერობით სიმშვიდეა, მაგრამ ნელ-ნელა მზარდი დინამიკა შეინიშნება. ერთეული შემთხვევებია გრიპის, ასევე სახეზეა სხვადასხვა ტიპის რესპირატორული ვირუსები A და B ტიპის, რის გამოც, გაზრდილია ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებში მიმართვიანობა.

- წელს დაგვიანდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში...

- დიახ, ადრეც აღვნიშნე, რომ გაზაფხულზე ერთი თვით დააგვიანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ერთი შტამის დასახელება და ვაქცინას დააგვიანდა შემოტანა.

- თუმცა ახლა მაინც დეფიციტია ფარმაცევტულ ბაზარზე...

- სახელმწიფო ყოველწლიურად მზარდი რაოდენობით ყიდულობს ვაქცინას. პირველად 2013-2014 წლებში შევისყიდეთ 4 000 და წელს უკვე 100 000 ვაქცინა. ჩემი ინფორმაციით, წელს კერძო სექტორშიც ძალიან ბევრი რაოდენობის ვაქცინა შემოვიდა, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ დეფიციტი შეიქმნა.

სახელმწიფოს ჯერ კიდევ აქვს ვაქცინა და აქტიურად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების უფასოდ აცრა. ვაქცინა ძალიან კარგი საშუალებაა, რომ დაიცვა შენი თავი და გარშემომყოფები დაავადებისგან.

მე ყველას ვურჩევ, რომ აიცრან. ფაქტია, რომ ქვეყანაში, სადაც ადრე 5-6 ათასი ადამიანი იცრებოდა, წელს მხოლოდ კერძო სექტორმა 40 ათასამდე ვაქცინა შემოიტანა და კიდევ დეფიციტია. მოსახლეობა ნელ-ნელა უფრო დადებითად განწყობილია ვაქცინაციის მიმართ.

შემიძლია დაგისახელოთ ორსულები, მათთვის რეკომენდირებულია, რომ ფეხმძიმობის ნებისმიერ ტრიმესტრში აიცრან, მათთვის უფასოა ვაქცინა, თუმცა 1 800-მდე ორსულია მხოლოდ აცრილი. მეტი არ მივიდა. როდესაც ჩავატარეთ კვლევა, მათი პასუხი ასეთი იყო - "მე უნდა მითხრას ჩემმა გინეკოლოგმა", დანარჩენი არავის რჩევას არ უჯერებენ. მეანებიც ისევე არ ურჩევენ, როგორც პედიატრები.

ეს არის ჩვენი საზოგადოების უბედურება. ან სჯერათ არასწორი ინფორმაციების, რომლებიც სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება და მტკიცებულებას მოკლებულია. როდესაც დარგის სპეციალისტი ეუბნება, რომ ეს კარგია და ორსული უნდა აიცრას, არ სჯერათ. არადა ამას ამბობს არაერთი უმაღლესი ინსტიტუცია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მაგრამ მაინც თავისი გინეკოლოგის სჯერათ.

ის გინეკოლოგი, რომელიც ორსულს ეუბნება, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ ჩაიტაროს, სასწორზე დებს ორსულისა და ბავშვის სიცოცხლეს.

მე პირადად პრობლემას ექიმთა განათლებაში ვხედავ, რაც მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს საქმე არ არის, თვითგანვითარებასაც უნდა ეწეოდნენ, წაიკითხონ რაღაცები.

- A და B ტიპის ვირუსებს რომ დავუბრუნდეთ, ეს ღორის და ქათმის გრიპია, რაც ამ სახელწოდებით არის ხალხში გავრცელებული?

- არა, ამას ჰქვია სეზონური გრიპი, ღორები და ქათმები არაფერ შუაში არ არიან. ადამიანისთვის არ არის განსხვავება, რომელი ტიპის დაემართება, რადგან გართულებები ერთნაირია და სიმტომებიც. ეს არის ტემპერატურის მოულოდნელი მატება. სიცხე უცებ იწევს მაღალ რიცხვებამდე, თან ახლავს თავის და ყელის ტკივილი, მშრალი ხველა და იშვიათად ცხვირის გაჭედვა ან სურდო. ერთი კვირის თავზე დამატებითი სამედიცინო ჩარევების გარშე, ცხელი სითხეებით, სახლში დარჩენით, გაივლის.

თუმცა, ჰოსპიტალიზაცია საჭიროა იმ შემთხვევაში თუ ადამიანს გრიპის დასაწყისიდანვე აქვს სუნთქვის პრობლემა. ცხვირ-ტუჩის არეში სილურჯე, ტკივილი გულ-მკერდის არეში და სისხლნარევი ნახველი ან ცხვირიდან სისხლნარევი გამონადენი. ბავშვებში ემატება ყიფლიბანდის დაჭიმულობა. ამ შემთხვევაში ხდება ჰოსპიტალიზაცია და სჭირდება პაციენტს "ტამიფლუს" მიღება.

ხანდახან გრიპი იმდენად მძიმედ მიმდინარეობს რომ შეიძლება დასრულდეს ლეტალურად.

- რეკომენდაციები როგორია, გარდა იმისა, რომ სასურველია ავიცრათ?

- მაშინ როცა გრიპი გავრცელებულია, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. დაავადებული უნდა მოერიდოს სხვებთან კონტაქტს და უნდა დარჩეს სახლში.

დამქირავებლებმა მეტი პასუხიმგებლობა უნდა იქონიონ თანამშრომლების მიმართ. ამით შეიძლება გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. თუ ეს ადამიანი წავა და სახლში მოირჩენს ვირუსს, ის არ გადასდებს სხვა თანამშრომელს, რომლისთვისაც შეიძლება საფრთხის შემცველიც კი აღმოჩნდეს.

იმის გასარკვევად, რამდენად მომატებულია ბავშვებში ვირუსული ინფექციები, ერთ-ერთი პედიატრიული კლინიკის დირექტორს ნინო ბოჭორიშვილს ვესაუბრეთ. ის AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ კლინიკაში მიმართვიანობა ზამთრის დადგომისთანავე გაიზარდა:

- დეკემბრის დასაწყისიდან კლინიკაში მომართვიანობა გაიზარდა. ბაღის ასაკის ბავშვები ყოველ წელს იგივე რაოდენობით გვაკითხავდნენ, მაგრამ დეკემბრის თვეში უფრო მეტი A და B ტიპის ვირუსი. გაზრდილია ასევე სასწრაფოთი გადმოყვანილი პაციენტების მომართვიანობა.

აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც ჩვენი ექიმები აცხადებენ, დაავადებული ბავშვები და მოზარდები არ არიან გრიპის ვირუსზე აცრილები.

- ტამიფლუს მარაგი თუ გაქვთ კლინიკაში?

- დიახ, მაგრამ ამ სეზონზე ჯერჯერობით მოხმარებაში არ გაგვიშვია. არ ყოფილა ამის საჭიროება. რაც შეეხება ვაქცინაციას, ჩვენს კლინიკაშიც მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა დეფიციტშია და ვეღარ შემოგვაქვს. გვყავს პაციენტები, რომლებსაც უნდათ აიცრან, მაგრამ არ გვაქვს, რადგან შარშანდელთან შედარებით ძალიან გაზრდილია ვაქცინაციაზე მოთხოვნა.

- ვირუსის ძირითადი სიმპტომები როგორია?

- მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა და გულისრევა, სამწუხაროდ ამ სიპტომების მოხსნა, მარტივად, სტაციონარის გარეშე არ გამოდის. ზოგიერთი მშობელი თავის თავზე იღებს და ავადმყოფი ბავშვი ხელწერილით მაინც მიჰყავთ სახლში, მაგრამ შემდეგ ისევ უწევთ უკან დაბრუნება, რადგან შეუძლებელია ამ სიმტომების მოხსნა სახლის პირობებში.