მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა - რა განცხადებას ავრცელებს საია
არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა - რა განცხადებას ავრცელებს საია

2019 წლის 11 დე­კემ­ბერს, არას­რულ­წლო­ვან­მა თვით­მკვლე­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო სცა­და - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-9 სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტა და ამ­ჟა­მად, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას წინ უს­წრებ­და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 2019 წლის 10 დე­კემ­ბერს (და­ახ­ლო­ე­ბით 17:00-23:00 სა­ა­თამ­დე) და 11 დე­კემ­ბერს (და­ახ­ლო­ე­ბით 11:00-12:00 სა­ა­თამ­დე) არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­კი­თხვა, რა დრო­საც იგი პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

არას­რულ­წლო­ვანს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აი­ძუ­ლებ­დნენ ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნო იძი­ებ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ მის ძმას შე­ექ­მნე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ხოლო მას მო­უ­წევ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ის გა­ტა­რე­ბა.

პო­ლი­ცი­ელ­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა იმ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რი და რე­ა­ლუ­რი იყო, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და გა­მო­კი­თხვი­სას და მო­ი­თხო­ვა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბა მას არ აღ­მო­უ­ჩი­ნეს. გა­მო­კი­თხვის პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და არას­რულ­წლოვ­ნის დე­დაც, თუმ­ცა გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში არას­რულ­წლო­ვა­ნი მარ­ტო დარ­ჩა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან" - ნათ­ქვა­მია საია-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2019 წლის 12 დე­კემ­ბერს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მიზ­ნით მი­მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 335-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს მუ­ქა­რით, მო­ტყუ­ე­ბით ან სხვა უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბით პი­რის იძუ­ლე­ბას მის­ცეს ჩვე­ნე­ბა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა დრო­უ­ლად ჩა­ა­ტა­როს ყვე­ლა სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის, ამო­ი­ღოს დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­დეო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, ასე­ვე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნოს ყვე­ლა იმ პი­რის იდენ­ტი­ფი­კა­ცია, რო­მელ­საც სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას არას­რულ­წლო­ვან­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ასე­ვე შეს­წავ­ლილ უნდა იქ­ნეს არას­რულ­წლოვ­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შეს­ვლი­სა და მისი და­ტო­ვე­ბის დრო. ასე­ვე, უნდა მოხ­დეს შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის საქ­მის­წარ­მო­ე­ბის ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მის შეს­წავ­ლა, რი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია დად­გინ­დეს, რო­მელ სა­ა­თებ­ში და რა სა­ხის დო­კუ­მენ­ტა­ცია იყო შედ­გე­ნი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას.

პა­რა­ლე­ლუ­რად, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც აწარ­მო­ებს სწო­რედ ის გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც არას­რულ­წლო­ვან­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ძა­ლა­დო­ბა და იძუ­ლე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ამო­ღე­ბუ­ლია არას­რულ­წლოვ­ნის პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ნად­გურ­დეს და ხელი შე­ე­შა­ლოს საქ­მე­ზე სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას" - ნათ­ქვა­მია ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­უ­წო­დებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს - დრო­უ­ლად ჩა­ა­ტა­როს ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა, ამას­თან მი­მარ­თავს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას - თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად და­უქ­ვემ­დე­ბა­როს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
3

ვაიმე რატომ რატომ რა ხდება ჩვენს თავს ხალხნოოო, ეს რა გვჭირს 

მე
1

და ესენი ამ ამბავს გამოიძიებენ ხომ?

ავტორი:

არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა - რა განცხადებას ავრცელებს საია

არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა - რა განცხადებას ავრცელებს საია

2019 წლის 11 დეკემბერს, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად, კომატოზურ მდგომარეობაშია.

"თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება.

პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან" - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 2019 წლის 12 დეკემბერს გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

"მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ამოიღოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, ასევე დაუყოვნებლივ მოახდინოს ყველა იმ პირის იდენტიფიკაცია, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას არასრულწლოვანთან კომუნიკაცია ჰქონდა.

გამოძიების ფარგლებში ასევე შესწავლილ უნდა იქნეს არასრულწლოვნის განყოფილებაში შესვლისა და მისი დატოვების დრო. ასევე, უნდა მოხდეს შსს-ს თანამშრომლების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შესწავლა, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, რომელ საათებში და რა სახის დოკუმენტაცია იყო შედგენილი არასრულწლოვნის განყოფილებაში ყოფნისას.

პარალელურად, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს სწორედ ის განყოფილება, სადაც არასრულწლოვანზე ხორციელდებოდა ძალადობა და იძულება. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია არასრულწლოვნის პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას" - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს - დროულად ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, ამასთან მიმართავს გენერალურ პროკურატურას - თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს

რა პოსტზე აირჩიეს შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში