საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„თიბისის“ და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 მარადმწვანე ხე დაირგო
„თიბისის“ და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 მარადმწვანე ხე დაირგო

"თი­ბი­სის" და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ვარ­კე­თილ­ში გამ­წვა­ნე­ბის აქ­ცია გა­ი­მარ­თა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ქა­ლაქ­ში 1 300 კედ­რის მა­რადმწვა­ნე ხე და­ირ­გო.

„თი­ბი­სის“ მიერ ქა­ლა­ქის­თვის შე­ძე­ნი­ლი ხე­ე­ბი თა­ყა­იშ­ვი­ლი­სა და ალექ­სი­ძის ქუ­ჩებ­ზე და­ირ­გო. გამ­წვა­ნე­ბის აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თბი­ლი­სის მერ­მა - კახა კა­ლა­ძემ, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ - გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძემ და თი­ბი­სი ბან­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა - ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძემ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად მი­ი­ღეს.

კახა კა­ლა­ძის თქმით, თბი­ლი­სის მე­რი­ის­თვის ეკო­ლო­გია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში დე­და­ქა­ლაქ­ში ახა­ლი მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბი იქ­მნე­ბა.

„დღეს ვარ­კე­თილ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, სა­დაც კი­დევ ერთი გამ­წვა­ნე­ბის აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. მად­ლო­ბას ვუხ­დი „თი­ბი­სი“ ნერ­გე­ბის გად­მო­ცე­მის­თვის. დღეს და­ირ­გო მა­რადმწვა­ნე კედ­რის ნერ­გე­ბი და ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­მო­ვა ეს კონ­კრე­ტუ­ლი გზა­გამ­ყო­ფი.“- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში გამ­წვა­ნე­ბის აქ­ცი­ე­ბი ხში­რად იმარ­თე­ბა, რაც დე­და­ქა­ლა­ქის ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უწყობს ხელს.

"დღეს მას­შტა­ბუ­რი გამ­წვა­ნე­ბის აქ­ცია გა­ი­მარ­თა. "თი­ბი­სის" მხარ­და­ჭე­რით, თა­ყა­იშ­ვი­ლი­სა და ალექ­სი­ძის 2 კი­ლო­მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე მა­რადმწვა­ნე ხე­ე­ბი და­ირ­გო. მსგავ­სი აქ­ცი­ე­ბი ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უწყობს ხელს და ამ მხრივ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბიზ­ნეს­სექ­ტო­რი­სა და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა". - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძემ.

ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძის თქმით, „თი­ბი­სის­თვის“ მწვა­ნე სა­ფა­რის გა­შე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია და ამ მიზ­ნით ბან­კში არა­ერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„მსგავს პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია „თი­ბი­სის­თვის“. დღეს ქა­ლა­ქის მერ­თან და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად 1 300 ხე დავრგეთ, თუმ­ცა ეს ერ­თა­დერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ არის, რო­მელ­საც „თი­ბი­სი“ მწვა­ნე სა­ფა­რის გა­შე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. ბან­კის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ბორ­ჯომ­ში 2017 წელს გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად გა­დამ­წვა­რი ტყის აღ­სად­გე­ნად, 17 500 კავ­კა­სი­უ­რი ფიჭ­ვი და­ირ­გო. შე­დე­გად, ბორ­ჯომ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტყის სა­ფა­რი აღ­დგე­ბა.“ - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გამ­წვა­ნე­ბის აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან ერ­თად „თი­ბი­სის“ სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბიც ეკო­მე­გობ­რუ­ლია, რაც გა­რე­მო­ზე ნე­გა­ტი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბას ამ­ცი­რებს. ამ მიზ­ნით კომ­პა­ნი­ა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი:

  • და­ი­წყო თი­ბი­სის ავ­ტო­პარ­კის ეტა­პობ­რი­ვად ეკო მან­ქა­ნე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა, რის შე­დე­გა­დაც საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა;
  • თი­ბი­სის ახა­ლი სა­თა­ვო ოფი­სი, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს, 80/20 კონ­ცეფ­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ტე­რი­ტო­რი­ის მხო­ლოდ 20 % ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა, 80 % კი გამ­წვა­ნე­ბი­სა და რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბის მო­წყო­ბას და­ეთ­მო­ბა;
  • თი­ბი­სი­ში უკვე და­ი­წყო ნარ­ჩე­ნე­ბის და­ხა­რის­ხვე­ბა, პლასტმა­სის ჭი­ქე­ბის ქა­რალ­დის ჭი­ქე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა, მა­კუ­ლა­ტუ­რის გა­და­მუ­შა­ვე­ბით წიგ­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა;

R

ავ­ტო­რი: თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

იკა
2

მარტო დარგვა არ არის საკმარისი, მოვლაც უნდა, რომ არ გახმეს.

ავტორი:

„თიბისის“ და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 მარადმწვანე ხე დაირგო

„თიბისის“ და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 მარადმწვანე ხე დაირგო

"თიბისის" და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებში ქალაქში 1 300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგო.

„თიბისის“ მიერ ქალაქისთვის შეძენილი ხეები თაყაიშვილისა და ალექსიძის ქუჩებზე დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა - კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ და თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა - ვახტანგ ბუცხრიკიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღეს.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიისთვის ეკოლოგია მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებში დედაქალაქში ახალი მწვანე სივრცეები იქმნება.

„დღეს ვარკეთილში ვიმყოფებით, სადაც კიდევ ერთი გამწვანების აქცია მიმდინარეობს. მადლობას ვუხდი „თიბისი“ ნერგების გადმოცემისთვის. დღეს დაირგო მარადმწვანე კედრის ნერგები და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი გამოვა ეს კონკრეტული გზაგამყოფი.“- განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისში გამწვანების აქციები ხშირად იმართება, რაც დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

"დღეს მასშტაბური გამწვანების აქცია გაიმართა. "თიბისის" მხარდაჭერით, თაყაიშვილისა და ალექსიძის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე მარადმწვანე ხეები დაირგო. მსგავსი აქციები ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობა". - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, „თიბისისთვის“ მწვანე საფარის გაშენების მიმართულება პრიორიტეტულია და ამ მიზნით ბანკში არაერთი ინიციატივა ხორციელდება.

„მსგავს პროექტებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია „თიბისისთვის“. დღეს ქალაქის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად 1 300 ხე დავრგეთ, თუმცა ეს ერთადერთი ინიციატივა არ არის, რომელსაც „თიბისი“ მწვანე საფარის გაშენების მიმართულებით ახორციელებს. ბანკის ინიციატივით, ბორჯომში 2017 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღსადგენად, 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგო. შედეგად, ბორჯომში დაზიანებული ტყის საფარი აღდგება.“ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ გამწვანების აქციაში მონაწილეობასთან ერთად „თიბისის“ სხვა აქტივობებიც ეკომეგობრულია, რაც გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებას ამცირებს. ამ მიზნით კომპანიაში ხორციელდება სხვადასხვა ინიციატივები:

  • დაიწყო თიბისის ავტოპარკის ეტაპობრივად ეკო მანქანებით ჩანაცვლება, რის შედეგადაც საგრძნობლად შემცირდა საწვავის მოხმარება;
  • თიბისის ახალი სათავო ოფისი, რომლის მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს, 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20 % ზე განხორციელდება მშენებლობა, 80 % კი გამწვანებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა;
  • თიბისიში უკვე დაიწყო ნარჩენების დახარისხვება, პლასტმასის ჭიქების ქარალდის ჭიქებით ჩანაცვლება, მაკულატურის გადამუშავებით წიგნების დამზადება;

R

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ

ახალგაზრდა მსახიობი მარიკა ხუნდაძე თიბისის მხარდაჭერით სწავლას ლონდონში, Royal Central School of Speech and Drama-ში გააგრძელებს

გულწრფელი ემოციები და მოულოდნელობა - ნახეთ რა სიურპრიზი მოუწყო ონვეი დელივერიმ კურიერებს