მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ წარმატების მიღწევა გსურთ, არ უნდა დაისვენოთ, არც შაბათ-კვირას - ბილ გეითსის რჩევა ახალგაზრდებს
თუ წარმატების მიღწევა გსურთ, არ უნდა დაისვენოთ, არც შაბათ-კვირას - ბილ გეითსის რჩევა ახალგაზრდებს

იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, სტარ­ტა­პი აქ­ციო დიდი შე­მო­სავ­ლის მომ­ტან საქ­მედ, ნიშ­ნავს, უარი თქვა ყო­ველ­გვარ დას­ვე­ნე­ბა­ზე, შა­ბათ-კვი­რის გან­ტვირ­თვა­სა და შვე­ბუ­ლე­ბა­ზე.

სწო­რედ ასე მი­იჩ­ნევს Microsoft-ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის 1%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, მი­ლი­არ­დე­რი ბილ გე­ით­სი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ითსმა წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ბიზ­ნეს­მენ­მა იმ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც 20 წლის ასაკ­ში ჰქონ­და.

"დიახ, მარ­თა­ლია, რომ არ ვცნობ­დი შვე­ბუ­ლე­ბას, არ ვი­ცო­დი რა იყო შა­ბათ-კვი­რა და ახ­ლაც ვფიქ­რობ, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ახალ­გაზ­რდაა და რა­ღა­ცის შექ­მნას იწყებს, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა სურს, მან შა­ბათ-კვი­რა­საც უნდა იმუ­შა­ოს", - ამ­ბობს მი­ლი­არ­დე­რი.

მი­სი­ვე თქმით, თუკი 30 წლის ასაკ­ში გან­ტვირ­თვი­სა და დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ 20 წლის ასაკ­ში თა­ვი­სუ­ფალ დროს საქ­მეს ახ­მარ­და და ამით წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მსხვერ­პლზე მი­დი­ო­და.

ამას­თან, ბილ გე­ით­სი გან­მარ­ტავს, რომ ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი მუ­შა­ო­ბის იდეა არას­წო­რად ეს­მით. მისი თქმით, ენერ­გია იმ საქ­მე­ზე უნდა მი­მარ­თონ, რო­მე­ლიც კარ­გად გა­მოს­დით. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან და­იგ­ვი­ა­ნებს, ან სა­ერ­თოდ არ მოვა.

ბილ გე­ით­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­დე­საც 30 წლის გახ­და, მას უკვე ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შა­ბათ-კვი­რი­თაც ესი­ა­მოვ­ნა და შვე­ბუ­ლე­ბი­თაც.

თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, შა­ბათ-კვი­რას მუ­შა­ო­ბა მცი­რე ნა­წი­ლია იმ დიდი მსხვერ­პლშე­წირ­ვი­სა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის შექ­მნას სჭირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ ბილ ბილ
25

ვის აბოლებ ბილ, სულ შაბათ-კვირას შრომით გახდი მილიარდელი...

მიხო
10

შვილი ეუბნევა მიხოს: მამი, ამდენს მუშაობ და სიმდიდრე მაინც ვერ დააგროვეო, მიხო პასუხობს: ეეხ, შვილო, მუშაობით რომ კაცი მდიდრდებოდეს, ჩვენი ვირი ოლიგარქი იქნებოდაო

ავტორი:

თუ წარმატების მიღწევა გსურთ, არ უნდა დაისვენოთ, არც შაბათ-კვირას - ბილ გეითსის რჩევა ახალგაზრდებს

თუ წარმატების მიღწევა გსურთ, არ უნდა დაისვენოთ, არც შაბათ-კვირას - ბილ გეითსის რჩევა ახალგაზრდებს

იყო წარმატებული, სტარტაპი აქციო დიდი შემოსავლის მომტან საქმედ, ნიშნავს, უარი თქვა ყოველგვარ დასვენებაზე, შაბათ-კვირის განტვირთვასა და შვებულებაზე.

სწორედ ასე მიიჩნევს Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამავე კომპანიის 1%-იანი წილის მფლობელი, მილიარდერი ბილ გეითსი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გეითსმა წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებისა და აღმასრულებელი დირექტორების კონფერენციაზე განაცხადა.

ბიზნესმენმა იმ სამუშაო გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც 20 წლის ასაკში ჰქონდა.

"დიახ, მართალია, რომ არ ვცნობდი შვებულებას, არ ვიცოდი რა იყო შაბათ-კვირა და ახლაც ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი ახალგაზრდაა და რაღაცის შექმნას იწყებს, წარმატების მიღწევა სურს, მან შაბათ-კვირასაც უნდა იმუშაოს", - ამბობს მილიარდერი.

მისივე თქმით, თუკი 30 წლის ასაკში განტვირთვისა და დასვენების საშუალება მიეცა, მხოლოდ იმიტომ, რომ 20 წლის ასაკში თავისუფალ დროს საქმეს ახმარდა და ამით წარმატების მისაღწევად მსხვერპლზე მიდიოდა.

ამასთან, ბილ გეითსი განმარტავს, რომ ადამიანებს ბევრი მუშაობის იდეა არასწორად ესმით. მისი თქმით, ენერგია იმ საქმეზე უნდა მიმართონ, რომელიც კარგად გამოსდით. სხვა შემთხვევაში, წარმატება ძალიან დაიგვიანებს, ან საერთოდ არ მოვა.

ბილ გეითსი აღნიშნავს, რომ როდესაც 30 წლის გახდა, მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შაბათ-კვირითაც ესიამოვნა და შვებულებითაც.

თუმცა მისივე თქმით, შაბათ-კვირას მუშაობა მცირე ნაწილია იმ დიდი მსხვერპლშეწირვისა, რომელიც წარმატებული კომპანიის შექმნას სჭირდება.

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით