პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთხი სხვადასხვა ხასიათი "საქართველოს ვარსკვლავში" - ქალები, რომლებიც მეგაშოუს მართავენ
ოთხი სხვადასხვა ხასიათი "საქართველოს ვარსკვლავში" - ქალები, რომლებიც მეგაშოუს მართავენ

მე­გაპ­რო­ექ­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" დღეს ოთხ ლა­მაზ, ჭკვი­ან და ძლი­ერ ქალს მიჰ­ყავს. ასე­თი შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით პირ­ვე­ლია.

დიახ, დღეს ქა­ლებს არა­ერ­თი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე მიჰ­ყავთ არა მარ­ტო შო­უ­ში და ტოლს არ უდე­ბენ სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს... თუ ისევ შოუს და­ვუბ­რუნ­დე­ბით - სცე­ნა­ზე მთა­ვა­რი წამ­ყვა­ნი, მსა­ხი­ო­ბი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლია. მას წელს პირ­ვე­ლად უწევს პარტნი­ო­რის გა­რე­შე პირ­და­პირ ეთერ­ში მუ­შა­ო­ბა. სხვა­დას­ხვა ოთა­ხე­ბი­დან კი ეტა­პობ­რი­ვად ერ­თვე­ბი­ან: ნი­ნუ­ცა ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი-ორ­ჯო­ნი­კი­ძე, ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი და მა­რი­კო ლეჟა­ვა.

ყვე­ლა წამ­ყვანს თა­ვი­სი ფუნ­ქცია აქვს - ერთი სცე­ნა­ზე კონ­კურ­სანტს აცი­ლებს, მე­ო­რე - პრო­ექ­ტში მი­სულ მუ­სი­კო­სებს მას­პინ­ძლობს, მე­სა­მე - კონ­კურ­სან­ტე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებს...

AMBEBI.GE ოთხი­ვე მათ­განს შეხ­ვდა, პარტნი­ო­რო­ბა­ზე და არა მარ­ტო ამა­ზე, ესა­უბ­რა:

ნი­ნუ­ცა ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი-ორ­ჯო­ნი­კი­ძე:

"ძა­ლი­ან მა­გა­რი შოუა. დიდი მად­ლო­ბა პრო­დი­უ­სე­რებს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ამ გუნ­დის ნა­წი­ლი, მარ­თლა სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც მარ­ტო გო­გო­ნე­ბი ვართ წამ­ყვა­ნე­ბი.

რუს­კა მარ­ტო დგას სცე­ნა­ზე და ამ­ხე­ლა შოუ მიჰ­ყავს, ამას რამ­ხე­ლა ენერ­გია უნდა და ნამ­დვი­ლად, სას­წა­უ­ლი გო­გოა! იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა ლე­ლა­ზე, მა­რი­კო­ზე - ყვე­ლა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, გო­ნი­ე­რი, ნი­ჭი­ე­რია, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია და ეს ჩემ­თვის სა­ო­ცარ გა­რე­მოს ქმნის.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც გენ­დერულ თა­ნას­წო­რე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ... ძა­ლი­ან მა­გა­რია, რო­დე­საც პა­ტა­რა გო­გო­ნას შე­უძ­ლია, შინ ჩარ­თოს ტე­ლე­ვი­ზო­რი, უყუ­როს შოუს და ნა­ხოს, რომ ის მხო­ლოდ გო­გო­ებს მიჰ­ყავთ, ისი­ნი მაგ­რე­ბი, ყო­ჩა­ღე­ბი და ძლი­ე­რე­ბი არი­ან. სხვა­თა შო­რის, შო­უ­ში პრო­დი­უ­სე­რე­ბიც გო­გო­ე­ბი არა­ინ...

პრო­ექ­ტი კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რომ ქა­ლე­ბი ლა­მა­ზე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი და ძლი­ე­რე­ბი ვართ! მი­უ­ხე­და­ვად დიდი სტრე­სი­სა, დაღ­ლი­სა, იმ წუ­თის გან­წყო­ბი­სა, შენ მა­ყუ­რე­ბელ­ზე უნდა იზ­რუ­ნო, მან შოუს უნდა უყუ­როს, წამ­ყვან­მა კი ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს!

ვერც ერთ კო­ლე­გას ვერ გა­მოვ­ყოფ, ისე­ვე რო­გორც კონ­კურ­სან­ტებს. ყვე­ლა­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლას აერ­თი­ა­ნებს ის, რომ ძლი­ე­რი გო­გო­ე­ბი არი­ან. ქალ­ში სიძ­ლი­ე­რე მომ­წონს და მათ­ში ამას ვხე­დავ. ფრა­ზა, "ქა­ლის ად­გი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­შია" - ეს სტე­რე­ო­ტი­პი ყველ­გან იმ­სხვრე­ვა, ქა­ლის ად­გი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კი არა, შე­იძ­ლე­ბა "ტე­ლე­ვი­ზორ­შიც" იყოს!“

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი:

"კარ­გია, რომ ასე­თი გო­გო­ე­ბი უძღვე­ბი­ან შოუს. ოთხი სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თი და ფე­რია მათი სა­ხით პრო­ექ­ტში. ყვე­ლას ფან­ტას­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან.

ლელა ჩემი კო­ლე­გაა, მსა­ხი­ო­ბია, ნი­ნუ­ცას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, მა­რი­კო ახლო მე­გო­ბა­რია, ყო­ველ­თვის მი­ხა­რო­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით, სამ­სა­ხურ­შიც მას­თან ვურ­თი­ერ­თობ. ამის გამო და კი­დევ იმის გამო, რომ ამ შო­უ­ზე სა­ოც­რად მა­გა­რი გუნ­დი მუ­შა­ობს, სამ­სა­ხურ­ში მის­ვლა მი­ხა­რია. გა­და­სა­რე­ვი სი­ტუ­ა­ცი­აა, ასე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს წამ­ყვა­ნებს, კონ­კურ­სან­ტებს, პრო­დი­უ­სე­რებს.

შოუს მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი, თეკ­ლა გო­გო­ლაშ­ვი­ლი ჩემი პრო­დი­უ­სე­რი­ცაა, გარ­და იმი­სა, რომ ჩემი მე­გო­ბა­რია, ასე­ვე უდი­დე­სი კომ­ფორ­ტია მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მოკ­ლედ, შოუს ქა­ლე­ბი მარ­თა­ვენ და მშვე­ნივ­რად ვუმკლავ­დე­ბით.

მა­რი­კო ლეჟა­ვა:

"ჩემ­თვის ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უდი­დე­სი პა­ტი­ვია იმი­ტომ, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ იყო პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, სა­დაც წლე­ბის წინ გა­მოვ­ჩნდი. მას „მშობ­ლი­ურ პრო­ექტს“ ვუ­წო­დებ.

შოუ 4 ქალს მიგ­ვყავს, სა­ოც­რად კარ­გი შეგ­რძნე­ბა და ემო­ცი­აა ჩემ­თვის. ყო­ველ ლა­ივ­ზე ვამ­ტკი­ცებთ, რომ ქა­ლე­ბი ვართ წამ­ყვა­ნი ძალა, ყვე­ლაფ­რის სა­თა­ვე და ქა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სა­ზღვა­რი არ აქვს.

ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი, უნი­ჭი­ე­რე­სი მე­გობ­რით, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლით და­ვი­წყებ, რო­მე­ლიც და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბავს სჩა­დის, მარ­ტო დგას ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე - პირ­და­პირ ეთერ­ში ლა­ივ­კონ­ცერ­ტი მიჰ­ყავს. მერე წაყ­ვა­ნაც არის და წაყ­ვა­ნაც, ისე მიჰ­ყავს, რომ მარ­თლა ვერ გრძნობ, რომ ვინ­მე ოდეს­მე თა­ნა­წამ­ყვა­ნის სა­ხით გვერ­დით ედგა. სულ მქონ­და გან­ცდა, რომ სცე­ნა­ზე, ამ ამ­პლუ­ა­ში მარ­ტო უნდა მდგა­რი­ყო.

ლე­ლა­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, მხი­ა­რუ­ლი ოთა­ხი აქვს, რად­გა­ნაც მისი სტუმ­რე­ბი მუდ­მი­ვად მხი­ა­რუ­ლო­ბენ და ლე­ლაც სულ იცი­ნის, მო­ღი­მა­რი გო­გო­ნაა და ძა­ლი­ან მიყ­ვარს...

ნი­ნუ­ცა სა­ოც­რად და­დე­ბი­თი გო­გოა, ასე­ვე ძა­ლი­ან მომ­წონს მისი წაყ­ვა­ნის სტი­ლი, რო­გორ მე­გობ­რუ­ლად არის კონ­კურ­სან­ტებ­თან, ამ­ხნე­ვებს მათ.

ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი:

"ქალ­ბა­ტო­ნო­ბის ასე­თი პარტნი­ო­რო­ბა და ასე ოთხი ქალი ერ­თად ყო­ფი­ლი­ყოს სად­მე, რო­მე­ლი­მე შო­უ­ში, არ მახ­სოვს, თან, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, სხვა ქვეყ­ნე­ბის შო­უ­ებ­შიც.

ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც მომ­წონს, რად­გა­ნაც რა­ღაც ახა­ლი შეგ­რძნე­ბაა და კი­დევ სხვა დატ­ვირ­თვას აძ­ლევს ამ ყვე­ლა­ფერს, მით უმე­ტეს, რომ ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც სხვა­დას­ხვა ტი­პა­ჟე­ბი. სა­მი­ვე, ნი­ჭი­ე­რია. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ.

სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ ოთხი­ვე ერ­თად ვიდ­გეთ სცე­ნა­ზე და ალ­ბათ ფი­ნალ­ში ასე­თიც იქ­ნე­ბა.

რუს­კა კო­ლე­გაა, რა თქმა უნდა, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ყო­ველ­თვის მომ­წონ­და სცე­ნა­ზე... სცე­ნა­ზე დგო­მა მსა­ხი­ო­ბის­თვის კი­დევ სხვა რამ არის. მომ­წონს რუს­კა, რო­გორც წამ­ყვა­ნიც და ეჭვი არ მე­პა­რე­ბო­და, რომ მარ­ტოც არაჩ­ვე­უ­ლებ­რად გა­არ­თმევ­და პრო­ექტს თავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გად იცის პარტნი­ორ­თან მუ­შა­ო­ბა.

ძა­ლი­ან მომ­წონს ნი­ნუ­ცა, რო­გორც გა­რეგ­ნუ­ლად, ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, ეკ­რანს უხ­დე­ბა და ასე­ვე მისი წაყ­ვა­ნის სტი­ლიც კარ­გია, ჩემ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

და რა თქმა უნდა, მა­რი­კო­ზეც იგი­ვეს ვი­ტყვი, მის­თვის კი­დევ უფრო დიდი პლუ­სია, რომ თვი­თო­ნაც კარ­გად მღე­რის, ეს პრო­ექ­ტი გა­მოვ­ლი­ლი აქვს, ამ სფე­რო­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რია.

აქვე მინ­და ვთქვა, რომ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ქარ­თველ ქა­ლე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ლა­მა­ზე­ბი მეჩ­ვე­ნე­ბი­ან, ეს ჩემი ხედ­ვაა, თუმ­ცა სცე­ნა­ზე დგო­მას და წამ­ყვა­ნო­ბას კი­დევ სხვა რამ სჭირ­დე­ბა. სი­ლა­მა­ზე ნამ­დვი­ლად არ კმა­რა, შე­იძ­ლე­ბა, ლა­მა­ზი სა­ერ­თო­დაც არ იყო, მაგ­რამ ისე­თი მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო, ეშ­ხი­ა­ნი, მიმ­ზიდ­ვე­ლი, რომ სი­ა­მოვ­ნებ­დეს მა­ყუ­რე­ბელს შენი მოს­მე­ნა. ჩვენს წამ­ყვა­ნებს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად აქვთ. პირ­და­პირ ეთერს ნიჭი, სი­ლა­მა­ზე, გამ­ბე­და­ო­ბა და ძალა სჭირ­დე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
0

მთელ საქართველოს შოუ ბიზნესი ამ მაყაშვილზე დგას? უხერხული არაა ყველა პროექტში ეს ქალი რომ გიზით ამოვიდა ყელში და აღარც ხართ საინტერესოები... თიკა ფაცაციასი არ იყოს ამ ქვეყნად ყველაფერი როა....მკერავი ფეხსაცმლის შემკეთებელი აგრონომი შეფპოვარო ექიმი იურისტი და ასე შემდეგ......რა უბედურებააააააააააა....

თამუნა
4

ლელას ჯეოსტარი მიჰყავდა იქაც საუკეთესო იყო,აქაც ყველას სჯობს.ეს რუსკა დ მარიკო გაფიცებთ სად ნახეთ რაიყო უკეთესები დაილია ირგვლივ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ოთხი სხვადასხვა ხასიათი "საქართველოს ვარსკვლავში" - ქალები, რომლებიც მეგაშოუს მართავენ

ოთხი სხვადასხვა ხასიათი "საქართველოს ვარსკვლავში" - ქალები, რომლებიც მეგაშოუს მართავენ

მეგაპროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" დღეს ოთხ ლამაზ, ჭკვიან და ძლიერ ქალს მიჰყავს. ასეთი შემთხვევა საქართველოს მეგაპროექტების ისტორიაში, ჯერჯერობით პირველია.

დიახ, დღეს ქალებს არაერთი საპასუხისმგებლო საქმე მიჰყავთ არა მარტო შოუში და ტოლს არ უდებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს... თუ ისევ შოუს დავუბრუნდებით - სცენაზე მთავარი წამყვანი, მსახიობი რუსკა მაყაშვილია. მას წელს პირველად უწევს პარტნიორის გარეშე პირდაპირ ეთერში მუშაობა. სხვადასხვა ოთახებიდან კი ეტაპობრივად ერთვებიან: ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძე, ლელა მებურიშვილი და მარიკო ლეჟავა.

ყველა წამყვანს თავისი ფუნქცია აქვს - ერთი სცენაზე კონკურსანტს აცილებს, მეორე - პროექტში მისულ მუსიკოსებს მასპინძლობს, მესამე - კონკურსანტების გულშემატკივრებს...

AMBEBI.GE ოთხივე მათგანს შეხვდა, პარტნიორობაზე და არა მარტო ამაზე, ესაუბრა:

ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძე:

"ძალიან მაგარი შოუა. დიდი მადლობა პროდიუსერებს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს, ვყოფილიყავი ამ გუნდის ნაწილი, მართლა საოცარი შეგრძნებაა, როდესაც მარტო გოგონები ვართ წამყვანები.

რუსკა მარტო დგას სცენაზე და ამხელა შოუ მიჰყავს, ამას რამხელა ენერგია უნდა და ნამდვილად, სასწაული გოგოა! იგივე შემიძლია ვთქვა ლელაზე, მარიკოზე - ყველა ძალიან ძლიერი, გონიერი, ნიჭიერია, კეთილგანწყობილი, პოზიტიური ადამიანია და ეს ჩემთვის საოცარ გარემოს ქმნის.

ეს ყველაფერი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გენდერულ თანასწორებაზე ვლაპარაკობთ... ძალიან მაგარია, როდესაც პატარა გოგონას შეუძლია, შინ ჩართოს ტელევიზორი, უყუროს შოუს და ნახოს, რომ ის მხოლოდ გოგოებს მიჰყავთ, ისინი მაგრები, ყოჩაღები და ძლიერები არიან. სხვათა შორის, შოუში პროდიუსერებიც გოგოები არაინ...

პროექტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალები ლამაზები, ჭკვიანები და ძლიერები ვართ! მიუხედავად დიდი სტრესისა, დაღლისა, იმ წუთის განწყობისა, შენ მაყურებელზე უნდა იზრუნო, მან შოუს უნდა უყუროს, წამყვანმა კი ამისთვის ყველაფერი გააკეთოს!

ვერც ერთ კოლეგას ვერ გამოვყოფ, ისევე როგორც კონკურსანტებს. ყველანი განსხვავებულები არიან. ყველას აერთიანებს ის, რომ ძლიერი გოგოები არიან. ქალში სიძლიერე მომწონს და მათში ამას ვხედავ. ფრაზა, "ქალის ადგილი სამზარეულოშია" - ეს სტერეოტიპი ყველგან იმსხვრევა, ქალის ადგილი სამზარეულოში კი არა, შეიძლება "ტელევიზორშიც" იყოს!“

რუსკა მაყაშვილი:

"კარგია, რომ ასეთი გოგოები უძღვებიან შოუს. ოთხი სხვადასხვა ხასიათი და ფერია მათი სახით პროექტში. ყველას ფანტასტიური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.

ლელა ჩემი კოლეგაა, მსახიობია, ნინუცას ბავშვობიდან ვიცნობ, მარიკო ახლო მეგობარია, ყოველთვის მიხაროდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, სამსახურშიც მასთან ვურთიერთობ. ამის გამო და კიდევ იმის გამო, რომ ამ შოუზე საოცრად მაგარი გუნდი მუშაობს, სამსახურში მისვლა მიხარია. გადასარევი სიტუაციაა, ასეთივე ურთიერთობა გვაქვს წამყვანებს, კონკურსანტებს, პროდიუსერებს.

შოუს მთავარი პროდიუსერი, თეკლა გოგოლაშვილი ჩემი პროდიუსერიცაა, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, ასევე უდიდესი კომფორტია მასთან თანამშრომლობა. მოკლედ, შოუს ქალები მართავენ და მშვენივრად ვუმკლავდებით.

მარიკო ლეჟავა:

"ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა უდიდესი პატივია იმიტომ, რომ „საქართველოს ვარსკვლავი“ იყო პირველი პროექტი, სადაც წლების წინ გამოვჩნდი. მას „მშობლიურ პროექტს“ ვუწოდებ.

შოუ 4 ქალს მიგვყავს, საოცრად კარგი შეგრძნება და ემოციაა ჩემთვის. ყოველ ლაივზე ვამტკიცებთ, რომ ქალები ვართ წამყვანი ძალა, ყველაფრის სათავე და ქალების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.

ჩემი უსაყვარლესი, უნიჭიერესი მეგობრით, რუსკა მაყაშვილით დავიწყებ, რომელიც დაუჯერებელ ამბავს სჩადის, მარტო დგას ფილარმონიის სცენაზე - პირდაპირ ეთერში ლაივკონცერტი მიჰყავს. მერე წაყვანაც არის და წაყვანაც, ისე მიჰყავს, რომ მართლა ვერ გრძნობ, რომ ვინმე ოდესმე თანაწამყვანის სახით გვერდით ედგა. სულ მქონდა განცდა, რომ სცენაზე, ამ ამპლუაში მარტო უნდა მდგარიყო.

ლელაზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან პოზიტიური ადამიანია, მხიარული ოთახი აქვს, რადგანაც მისი სტუმრები მუდმივად მხიარულობენ და ლელაც სულ იცინის, მოღიმარი გოგონაა და ძალიან მიყვარს...

ნინუცა საოცრად დადებითი გოგოა, ასევე ძალიან მომწონს მისი წაყვანის სტილი, როგორ მეგობრულად არის კონკურსანტებთან, ამხნევებს მათ.

ლელა მებურიშვილი:

"ქალბატონობის ასეთი პარტნიორობა და ასე ოთხი ქალი ერთად ყოფილიყოს სადმე, რომელიმე შოუში, არ მახსოვს, თან, მხოლოდ საქართველოში კი არა, სხვა ქვეყნების შოუებშიც.

ეს ყველაფერი მართლაც მომწონს, რადგანაც რაღაც ახალი შეგრძნებაა და კიდევ სხვა დატვირთვას აძლევს ამ ყველაფერს, მით უმეტეს, რომ ყველა განსაკუთრებულები არიან, განსხვავებულები, ვიზუალურადაც სხვადასხვა ტიპაჟები. სამივე, ნიჭიერია. რაც მთავარია, ძალიან ვმეგობრობთ.

სურვილი გვაქვს, რომ ოთხივე ერთად ვიდგეთ სცენაზე და ალბათ ფინალში ასეთიც იქნება.

რუსკა კოლეგაა, რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის მომწონდა სცენაზე... სცენაზე დგომა მსახიობისთვის კიდევ სხვა რამ არის. მომწონს რუსკა, როგორც წამყვანიც და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მარტოც არაჩვეულებრად გაართმევდა პროექტს თავს. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის პარტნიორთან მუშაობა.

ძალიან მომწონს ნინუცა, როგორც გარეგნულად, ძალიან ლამაზია, ეკრანს უხდება და ასევე მისი წაყვანის სტილიც კარგია, ჩემთვის განსხვავებულია.

და რა თქმა უნდა, მარიკოზეც იგივეს ვიტყვი, მისთვის კიდევ უფრო დიდი პლუსია, რომ თვითონაც კარგად მღერის, ეს პროექტი გამოვლილი აქვს, ამ სფეროში კომპეტენტურია.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ქართველ ქალები განსხვავებულად ლამაზები მეჩვენებიან, ეს ჩემი ხედვაა, თუმცა სცენაზე დგომას და წამყვანობას კიდევ სხვა რამ სჭირდება. სილამაზე ნამდვილად არ კმარა, შეიძლება, ლამაზი საერთოდაც არ იყო, მაგრამ ისეთი მომხიბვლელი იყო, ეშხიანი, მიმზიდველი, რომ სიამოვნებდეს მაყურებელს შენი მოსმენა. ჩვენს წამყვანებს ყველაფერი ერთად აქვთ. პირდაპირ ეთერს ნიჭი, სილამაზე, გამბედაობა და ძალა სჭირდება...