სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეით მიდლტონი დედამთილის გვირგვინით - სენტიმენტალური სტილი, რომელმაც ყველას  დაიანა გაახსენა
ქეით მიდლტონი დედამთილის გვირგვინით - სენტიმენტალური სტილი, რომელმაც ყველას  დაიანა გაახსენა

კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნი­ას, ქეით მიდლტონს რომ ფან­ტას­ტი­კუ­რი სტი­ლი აქვს, ამა­ზე დიდი ხა­ნია მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი შე­თან­ხმდნენ. სა­მო­სი­სა და სამ­კა­უ­ლის იდე­ა­ლუ­რი კომ­ბი­ნა­ცი­ით ის ყო­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნი­სას ახერ­ხებს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის მო­ხიბ­ვლას.

ქე­ი­თის დიპ­ლო­მა­ტებ­თან შეხ­ვედ­რაც არ ყო­ფი­ლა გა­მო­ნაკ­ლი­სი. ამ­ჯე­რად მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა ჰერ­ცო­გი­ნი­ას ულა­მა­ზეს­მა და ძა­ლი­ან ძვირ­ფას­მა სა­მე­ფო გვირ­გვინ­მა მი­ი­პყრო.

პრინც უი­ლი­ა­მის მე­უღ­ლე ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში დიპ­ლო­მა­ტებ­თან შეხ­ვედ­რის ყო­ველ­წლი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრო. ეს წლის მთა­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში დე­დოფ­ლის როლს უს­ვამს ხაზს.

ქე­ით­თან ერ­თად იყო პრინ­ციც და რა თქმა უნდა, დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დი.

ქე­ითს ალექ­სან­დრე მაკ­ქუ­ი­ნის გრძე­ლი ხა­ვერ­დის კაბა ეცვა, რო­მე­ლიც მან ვერ­ცხლის მბრწყი­ნავ სა­ყუ­რეს შე­უ­სა­ბა­მა. მას დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის მიერ ნა­ჩუ­ქა­რი ვერ­ცხლის ყელ­სა­ბა­მი ეკე­თა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ქე­ი­თის გვირ­გვი­ნი აღ­მოჩ­ნდა. ეს გვირ­გვი­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად დე­დო­ფალ ელი­სა­ბედს ეკე­თა, შემ­დეგ პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას აჩუ­ქა. ქე­ითს ის ქორ­წი­ნე­ბის დღეს გა­დას­ცეს და დღემ­დე მის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რელ გვირ­გვი­ნად რჩე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­დო­ფალ ელი­სა­ბედს, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მას დი­ზა­ი­ნერ Angela Kelly-ის თეთ­რი კაბა ეცვა, რო­მელ­საც თეთ­რი ხელ­თათ­მა­ნე­ბი შე­უ­ხა­მა, ეკე­თა ზურ­მუხ­ტის ყელ­სა­ბა­მი და ასე­ვე ზურ­მუხ­ტი­სა და მარ­გა­ლი­ტის თვლე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი გვირ­გვი­ნი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიანა
15

ქეითი შესანიშნავია ეხლაც და ყოველთვის

გოგა
18

სად მოარტყა ამ უგვანომ? აუ თუ არ მერიდებოდეს რს სამეფო კარი ამ შტრმა პრინცებმა ვაბშე გადააბარეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

ქეით მიდლტონი დედამთილის გვირგვინით - სენტიმენტალური სტილი, რომელმაც ყველას  დაიანა გაახსენა

ქეით მიდლტონი დედამთილის გვირგვინით - სენტიმენტალური სტილი, რომელმაც ყველას  დაიანა გაახსენა

კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს რომ ფანტასტიკური სტილი აქვს, ამაზე დიდი ხანია მოდის კრიტიკოსები შეთანხმდნენ. სამოსისა და სამკაულის იდეალური კომბინაციით ის ყოველი გამოჩენისას ახერხებს თაყვანისმცემლების მოხიბვლას.

ქეითის დიპლომატებთან შეხვედრაც არ ყოფილა გამონაკლისი. ამჯერად მთავარი ყურადღება ჰერცოგინიას ულამაზესმა და ძალიან ძვირფასმა სამეფო გვირგვინმა მიიპყრო.

პრინც უილიამის მეუღლე ბუკინგემის სასახლეში დიპლომატებთან შეხვედრის ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო. ეს წლის მთავარი ღონისძიებაა, რომელიც საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში დედოფლის როლს უსვამს ხაზს.

ქეითთან ერთად იყო პრინციც და რა თქმა უნდა, დედოფალი ელისაბედი.

ქეითს ალექსანდრე მაკქუინის გრძელი ხავერდის კაბა ეცვა, რომელიც მან ვერცხლის მბრწყინავ საყურეს შეუსაბამა. მას დედოფალ ელისაბედის მიერ ნაჩუქარი ვერცხლის ყელსაბამი ეკეთა.

საზოგადოებისთვის ყველაზე სენტიმენტალური ქეითის გვირგვინი აღმოჩნდა. ეს გვირგვინი თავდაპირველად დედოფალ ელისაბედს ეკეთა, შემდეგ პრინცესა დაიანას აჩუქა. ქეითს ის ქორწინების დღეს გადასცეს და დღემდე მისთვის გამორჩეულად საყვარელ გვირგვინად რჩება.

რაც შეეხება დედოფალ ელისაბედს, ღონისძიებაზე მას დიზაინერ Angela Kelly-ის თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც თეთრი ხელთათმანები შეუხამა, ეკეთა ზურმუხტის ყელსაბამი და ასევე ზურმუხტისა და მარგალიტის თვლებით გაფორმებული გვირგვინი.

ხაბიბ ნურმაგომედოვი, აშშ-ს და საქართველოს ზეწოლის" გამო, აფხაზეთში აღარ ჩავა " - რა სანქციების შეეშინდა UFC-ის ყოფილ ჩემპიონს

ქართველი ჩოგბურთელის წარმატება - ეკატერინე გორგოძე, კარიერაში პირველად, როლან გაროსზე იასპარეზებს

"მადლობა შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის. შენი სილამაზისთვის" - მერაბ ნინიძე მარი ჯანაშიას ემოციურ პოსტს უძღვნის