მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პრეპარატმა დააყენა უსიამოვნო სუნი პარლამენტში - აქტივისტები "საპროტესტო ხსნარის" ფოტოს ავრცელებენ
რა პრეპარატმა დააყენა უსიამოვნო სუნი პარლამენტში - აქტივისტები "საპროტესტო ხსნარის" ფოტოს ავრცელებენ

სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "საპ­რო­ტეს­ტო ხსნა­რი", რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა. მოძ­რა­ო­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და ფო­ტოც, რო­მელ­ზეც ხსნა­რის ბოთ­ლია ასა­ხუ­ლი.

ეს ხსნა­რია АCД фракция 2 ანუ ან­ტი­სეპ­ტი­კი სტი­მუ­ლა­ტო­რი დო­რო­გო­ვი­სა. მისი შექ­მნა ალექ­სეი დო­რო­გო­ვის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

"საპ­რო­ტეს­ტო ხსნა­რი, რა თქმა უნდა, არის სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბე­ლი და უსაფრ­თხო, არ არის ალერ­გი­უ­ლი და სუ­ნის შეყ­ნოს­ვი­სას არ გა­აჩ­ნია გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი. სა­ჯა­როდ გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ცა­და სა­გან­გე­ბო პი­რო­ბებ­ში" - აღ­ნიშ­ნუ­ლია "სირ­ცხვი­ლი­ას" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­წე­რის მი­ხედ­ვით, АCД фракция 2 ორ­გა­ნუ­ლი ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი პრე­პა­რა­ტია, რო­მელ­საც თე­რა­პი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა აქვს. ძი­რი­თა­დად იყე­ნე­ბენ ვე­ტე­რი­ნა­რი­ა­ში, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის და ფრინ­ვე­ლე­ბის საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მე­ბის და­ა­ვა­დე­ბის დროს, ასე­ვე სა­სუნ­თქი ორ­გა­ნო­ე­ბის პრობ­ლე­მის დროს. ამას­თან, ას­მე­ვენ და­ა­ვა­დე­ბა­გა­და­ტა­ნილ ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს მო­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

პრე­პა­რა­ტი 1947 წელს შე­იქ­მნა ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლუ­რი ვე­ტე­რი­ნა­რი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში (ВИЭВ) მეც­ნი­ერ ალექ­სეი დო­რო­გო­ვის მიერ. დო­რო­გო­ვი ნედ­ლე­უ­ლად ბა­ყა­ყებს იყე­ნებ­და, ქსო­ვი­ლის თერ­მუ­ლად გა­და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ მი­ღე­ბულ კონ­დე­სანტს, გა­აჩ­ნდა ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი, მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი და აღ­მდგე­ნი თვი­სე­ბე­ბი.

სხვა­თა­შო­რის, აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატს ამ­ჟა­მად რუ­სე­თის მხო­ლოდ ორი ქარ­ხა­ნა უშ­ვებს - არ­მა­ვი­რის და მოს­კო­ვის.

პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნივ­თი­ე­რე­ბის დას­ხმის შე­დე­გად შე­უძ­ლოდ 4 ადა­მი­ა­ნი გახ­და, მათ შო­რის დე­პუ­ტა­ტე­ბი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. და­შა­ვე­ბუ­ლებს სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ. ერთ-ერთ მათ­განს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სუნ­თქი აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა დას­ჭირ­და.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ი­ტა­ნა და და­ას­ხა, რის გა­მოც, დე­პუ­ტა­ტებ­მა დარ­ბა­ზი და­ტო­ვეს.

ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის უკან მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლია“ იდ­გეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში დღეს დე­პუ­ტა­ტე­ბის, აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გარ­და არც ერთი უცხო პირი არ შე­სუ­ლა, რად­გან საშ­ვით შეს­ვლის რე­ჟი­მი არ მოქ­მე­დებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის დას­ხმის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზოოპარკის დირექტორი
19

ამათი ადგილი ზოოპარკშია,ყველასი ერთად.ის ცხოველები რომლებიც ზოოპარკში გვყავს გავუშვათ პარლამენტში,ნაკლებად შეგვაწუხებენ და თუ ვერაფერს გააკეთებენ ,ამათზე მეტს მაინც არ გააფუჭებენ.ქოც-ნაცები გალიაში. smile

გელა
16

ნაცების ახალი მეთოდი, ასეთი ,რამ მართლა სირცხვილია. 

ავტორი:

რა პრეპარატმა დააყენა უსიამოვნო სუნი პარლამენტში - აქტივისტები "საპროტესტო ხსნარის" ფოტოს ავრცელებენ

რა პრეპარატმა დააყენა უსიამოვნო სუნი პარლამენტში - აქტივისტები "საპროტესტო ხსნარის" ფოტოს ავრცელებენ

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ინფორმაციით, "საპროტესტო ხსნარი", რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოიყენეს, ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. მოძრაობის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა ფოტოც, რომელზეც ხსნარის ბოთლია ასახული.

ეს ხსნარია АCД фракция 2 ანუ ანტისეპტიკი სტიმულატორი დოროგოვისა. მისი შექმნა ალექსეი დოროგოვის სახელს უკავშირდება.

"საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში" - აღნიშნულია "სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღწერის მიხედვით, АCД фракция 2 ორგანული ანტისეპტიკური პრეპარატია, რომელსაც თერაპიული მოქმედება აქვს. ძირითადად იყენებენ ვეტერინარიაში, შინაური ცხოველების და ფრინველების საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადების დროს, ასევე სასუნთქი ორგანოების პრობლემის დროს. ამასთან, ასმევენ დაავადებაგადატანილ შინაურ ცხოველებს მოსაძლიერებლად.

პრეპარატი 1947 წელს შეიქმნა ექსპერიმენტალური ვეტერინარიის ლაბორატორიაში (ВИЭВ) მეცნიერ ალექსეი დოროგოვის მიერ. დოროგოვი ნედლეულად ბაყაყებს იყენებდა, ქსოვილის თერმულად გადამუშავების შემდეგ მიღებულ კონდესანტს, გააჩნდა ანტისეპტიკური, მასტიმულირებელი და აღმდგენი თვისებები.

სხვათაშორის, აღნიშნულ პრეპარატს ამჟამად რუსეთის მხოლოდ ორი ქარხანა უშვებს - არმავირის და მოსკოვის.

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, ნივთიერების დასხმის შედეგად შეუძლოდ 4 ადამიანი გახდა, მათ შორის დეპუტატები და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლები არიან. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. ერთ-ერთ მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და დაასხა, რის გამოც, დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.

ამასთან, პარლამენტის პრესსამსახურში გამორიცხავენ, რომ სხდომათა დარბაზში მომხდარი ფაქტის უკან მოძრაობა „სირცხვილია“ იდგეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, საკანონმდებლო ორგანოში დღეს დეპუტატების, აპარატის თანამშრომლებისა და აკრედიტებული ჟურნალისტების გარდა არც ერთი უცხო პირი არ შესულა, რადგან საშვით შესვლის რეჟიმი არ მოქმედებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი

რამდენს ხარჯავენ ქართველები საახალწლო საჩუქრებში? – რა შედეგი აჩვენა AMBEBI.GE-ს კვლევამ