კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 წლის გენიოსმა, რომელსაც ბაკალავრის ხარისხი უნდა მიეღო, უნივერსიტეტი დატოვა - ბიჭი ლექტორებს ტყუილში ადანაშაულებს
9 წლის გენიოსმა, რომელსაც ბაკალავრის ხარისხი უნდა მიეღო, უნივერსიტეტი დატოვა - ბიჭი ლექტორებს ტყუილში ადანაშაულებს

9 წლის ბელ­გი­ელ­მა ბიჭ­მა, რო­მე­ლიც დე­კემ­ბერ­ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა უნი­ვერ­სი­ტეტ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი უნდა გამ­ხდა­რი­ყო და ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ე­ღო, სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის წყა­ლო­ბით, ბელ­გი­ელ­მა ლო­რენ სი­მონსმა ერთი თვის წინ მთე­ლი მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა. მის შე­სა­ხებ გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი წერ­დნენ.

ლო­რე­ნი ჰო­ლან­დი­ა­ში, ეინ­თჰო­ვე­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ელექტრო­ინ­ჟი­ნე­რი­ას სწავ­ლობ­და და CNN-ის ცნო­ბით, მას დე­კემ­ბერ­ში ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი უნდა ჰქო­ნო­და.

ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ლო­რე­ნის მშობ­ლებს უთხრა, რომ ყო­ვე­ლი­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და რომ დე­კემ­ბერ­ში ბიჭი ყვე­ლა ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას ვერ მო­ას­წრებ­და და ამას კი­დევ შვი­დი თვე სჭირ­დე­ბო­და.

„შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩა­ა­ბა­როს უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი ყვე­ლა გა­მოც­და 26 დე­კემ­ბრამ­დე, ანუ მის და­ბა­დე­ბის დღემ­დე. ამ დროს უკვე ათი წლის იქ­ნე­ბა. კი­დევ მი­ნი­მუმ შვი­დი თვეა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ბიჭ­მა ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი მი­ი­ღოს“, - აცხა­დე­ბენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბის შემ­დეგ ბიჭ­მა და მის­მა მშობ­ლებ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და სას­წავ­ლებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მა­ტყუ­ა­რე­ბი უწო­დეს.

„ტყუ­ი­ლი, ტყუ­ი­ლი, ტყუ­ი­ლი! ჩემი სას­წავ­ლო გეგ­მა დე­კემ­ბერ­ში სრულ­დე­ბო­და. მი­თხრეს, რომ წლის ბო­ლოს და­ვამ­თავ­რებ­დი. ახლა კი 2020 წლამ­დე გა­და­წი­ეს. ეინდჰო­ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მსოფ­ლი­ოს გა­სუ­ლე­ლე­ბას ცდი­ლობს?! აქამ­დე დე­კემ­ბერ­ში შე­მეძ­ლო დას­რუ­ლე­ბა და ახლა თურ­მე 7 თვე მჭირ­დე­ბა... მე ვფიქ­რობ, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან ბევ­რს იტყუ­ე­ბი­ან“, - ამ­ბობს 9 წლის ლო­რენ სი­მონ­სი.

ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ ბიჭი ელექტრო­ინ­ჟი­ნე­რი­ის კი­დევ უფრო ღრმად შეს­წავ­ლას გეგ­მავ­და. ლო­რენს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როც აინ­ტე­რე­სებს.

მისი მშობ­ლე­ბი, ლი­დია და ალექ­სან­დერ სი­მონ­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბიჭს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი სკო­ლის პე­და­გო­გებ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

„პე­და­გო­გე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ის ღრუ­ბე­ლი­ვით ის­რუ­ტავს ყვე­ლა­ფერს, ყვე­ლა­ნა­ირ ცოდ­ნას“, – ამ­ბობს დედა და ხუმ­რო­ბით იმა­საც დას­ძენს, რომ შე­საძ­ლოა ლო­რე­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი იმას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რომ ორ­სუ­ლო­ბის დროს ბევრ თევზს ჭამ­და.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბის თქმით, მსგავს შემ­თხვე­ვას­თან საქ­მე არას­დროს ჰქო­ნი­ათ.

„ლო­რე­ნი ყვე­ლას­გან გან­სხვავ­დე­ბა, წარ­მო­უდ­გენ­ლად სწრა­ფად ით­ვი­სებს ყვე­ლა­ფერს. ძა­ლი­ან სწრა­ფად შე­უძ­ლია ურ­თუ­ლე­სი პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვა. მის­თვის რთუ­ლი არა­ფე­რია“, – ამ­ბობ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ერთი თვის წინ.

ბიჭი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, "ინ­სტაგ­რამ­ზე" პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მას 12 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
1

რა ლამაზები არიან. ამრავლე ასეთები ღმერთო!

ddd
4

Brlgieli ki araa, igi holandielia, da amsterdamshi cxovrobs....

 

ავტორი:

9 წლის გენიოსმა, რომელსაც ბაკალავრის ხარისხი უნდა მიეღო, უნივერსიტეტი დატოვა - ბიჭი ლექტორებს ტყუილში ადანაშაულებს

9 წლის გენიოსმა, რომელსაც ბაკალავრის ხარისხი უნდა მიეღო, უნივერსიტეტი დატოვა - ბიჭი ლექტორებს ტყუილში ადანაშაულებს

9 წლის ბელგიელმა ბიჭმა, რომელიც დეკემბერში მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტდამთავრებული უნდა გამხდარიყო და ბაკალავრის ხარისხი მიეღო, სწავლას თავი დაანება.

განსაკუთრებული ნიჭის წყალობით, ბელგიელმა ლორენ სიმონსმა ერთი თვის წინ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მის შესახებ გავლენიანი გამოცემები წერდნენ.

ლორენი ჰოლანდიაში, ეინთჰოვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიას სწავლობდა და CNN-ის ცნობით, მას დეკემბერში ბაკალავრის დიპლომი უნდა ჰქონოდა.

ყველასთვის მოულოდნელად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ლორენის მშობლებს უთხრა, რომ ყოველივე შეუძლებელი იყო და რომ დეკემბერში ბიჭი ყველა ფინალური გამოცდის ჩაბარებას ვერ მოასწრებდა და ამას კიდევ შვიდი თვე სჭირდებოდა.

„შეუძლებელია ჩააბაროს უნივერსიტეტის დამამთავრებელი ყველა გამოცდა 26 დეკემბრამდე, ანუ მის დაბადების დღემდე. ამ დროს უკვე ათი წლის იქნება. კიდევ მინიმუმ შვიდი თვეა საჭირო იმისთვის, რომ ბიჭმა ბაკალავრის დიპლომი მიიღოს“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ ბიჭმა და მისმა მშობლებმა უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს და სასწავლებლის ხელმძღვანელობას მატყუარები უწოდეს.

„ტყუილი, ტყუილი, ტყუილი! ჩემი სასწავლო გეგმა დეკემბერში სრულდებოდა. მითხრეს, რომ წლის ბოლოს დავამთავრებდი. ახლა კი 2020 წლამდე გადაწიეს. ეინდჰოვენის უნივერსიტეტი მსოფლიოს გასულელებას ცდილობს?! აქამდე დეკემბერში შემეძლო დასრულება და ახლა თურმე 7 თვე მჭირდება... მე ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან ბევრს იტყუებიან“, - ამბობს 9 წლის ლორენ სიმონსი.

ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ ბიჭი ელექტროინჟინერიის კიდევ უფრო ღრმად შესწავლას გეგმავდა. ლორენს სამედიცინო სფეროც აინტერესებს.

მისი მშობლები, ლიდია და ალექსანდერ სიმონსები ამბობენ, რომ ბიჭს განსაკუთრებული ნიჭი სკოლის პედაგოგებმა აღმოუჩინეს.

„პედაგოგები გვეუბნებოდნენ, რომ ის ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს, ყველანაირ ცოდნას“, – ამბობს დედა და ხუმრობით იმასაც დასძენს, რომ შესაძლოა ლორენის განსაკუთრებული ნიჭი იმას უკავშირდებოდეს, რომ ორსულობის დროს ბევრ თევზს ჭამდა.

უნივერსიტეტის პროფესორების თქმით, მსგავს შემთხვევასთან საქმე არასდროს ჰქონიათ.

„ლორენი ყველასგან განსხვავდება, წარმოუდგენლად სწრაფად ითვისებს ყველაფერს. ძალიან სწრაფად შეუძლია ურთულესი პროგრამის დაძლევა. მისთვის რთული არაფერია“, – ამბობდა უნივერსიტეტის რექტორი ერთი თვის წინ.

ბიჭი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, "ინსტაგრამზე" პოპულარობით სარგებლობს. მას 12 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ათი ვაჟის შემდეგ, წყვილს გოგონა შეეძინა - "ახლა ნამდვილად გავჩერდებით..."

"მის მსოფლიო 2019" იამაიკელი გოგონა გახდა - ფოტოები სილამაზის კონკურსიდან

ისლანდიაში თოვლმა მანქანები და სახლები "დამარხა"