სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Postindustrial Kids: 11 ახალგაზრდა საქართველოდან, რომელთა ისტორიები შთაგაგონებთ
Postindustrial Kids: 11 ახალგაზრდა საქართველოდან, რომელთა ისტორიები შთაგაგონებთ

„მინ­და, რომ ვიყო თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი“, - 15 წლის დე­მეტ­რე ფარ­ჯი­ა­ნი თა­ვის ოც­ნე­ბას ერთი წი­ნა­და­დე­ბით აღ­წერს.

სვა­ნე­თის ერ­თერთ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც დე­მეტ­რე სწავ­ლობს, წიგ­ნე­ბი არ მო­ი­პო­ვე­ბა. თუ რო­გორ შეძ­ლო მო­ზარ­დმა ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა, დე­მეტ­რე ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა Sova-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტში Postindustrial kids-ში ყვე­ბა. ეს მოკ­ლე ფილ­მე­ბის სე­რი­აა, რო­მე­ლიც 11 ახალ­გაზ­რდას სა­ქარ­თვე­ლოს 10 ქა­ლა­ქი­დან გა­გაც­ნობთ.

პრო­ექ­ტი პოს­ტინ­დურსტრი­ულ სივ­რცე­ში მცხოვ­რებ ბავ­შვებ­ზეა, რომ­ლე­ბიც თა­ვის ქა­ლა­ქებ­ში და სოფ­ლებ­ში გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბით უს­წრე­ბენ და მის შეც­ვლას სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ცდი­ლო­ბენ.

ერ­თა­დერ­თმა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა მე­დი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში - Sova-მ პრო­ექ­ტი Creative Content Support Fund-ს მხარ­და­ჭე­რით მო­ამ­ზა­და. მთე­ლი ზა­ფხუ­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და იმის­თვის, რომ ახა­ლი თა­ო­ბის ხმა სა­ზო­გა­ო­ე­ბის­თვის მი­ეწვდი­ნა.

10 დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი თბი­ლი­სი­დან მეს­ტი­ამ­დე გან­სხვა­ვე­ბულ ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს.

„ძა­ლი­ან მიყ­ვარს მეც­ნი­ე­რე­ბა, რად­გან მისი მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, მსოფ­ლიო უკე­თე­სი გა­ხა­დო, ხალ­ხს ცხოვ­რე­ბა გა­უ­მარ­ტი­ვო და გა­დაჭ­რა ყვე­ლა პრობ­ლე­მა“, - ასე იწყებს თა­ვის ის­ტო­რი­ას 15 წლის სოფო ჩიხ­ლა­ძე. ის გა­მომ­გო­ნე­ბე­ლია თბი­ლი­სი­დან.

სო­ფომ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად შექ­მნა და­ნად­გა­რი, რო­მე­ლიც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ცხო­ვე­ლებ­ზე და­ტესტვის მავ­ნე პრაქ­ტი­კას არ სა­ჭი­რო­ებს და სხვა ხან­გრძლივ პრო­ცე­დუ­რებს ამარ­ტი­ვებს. მან გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა და ზა­ფხულ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, NASA-ში გა­ა­ტა­რა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის გავ­ლე­ნე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცდი­ლობს, სო­ფოს აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის მზად ბო­ლომ­დე არ არის.

„თბი­ლისს რომ ვუ­ყუ­რებ, ვხე­დავ გარ­კვე­ულ ქა­ოსს. ვფიქ­რობ, ხალ­ხი ჯერ მზად არ არის ასე­თი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რო­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თა დიდ ნა­წილ­საც ახალ­გაზ­რდო­ბა წარ­მო­ად­გენს“.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეს­წავ­ლას მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს გოგა ენ­დე­ლა­ძე ქუ­თა­ი­სი­დან. მო­ზარ­დი აპი­რებს სო­ცი­ო­ლო­გი­ას და­ე­უფ­ლოს.

მა­ნამ­დე კი თა­ნა­ტო­ლებს ია­პო­ნურს ას­წავ­ლის, აზი­ურ კულ­ტუ­რას ეც­ნო­ბა და მუ­სი­კით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. გო­გამ რთუ­ლი ეტა­პიც გა­და­ლა­ხა, ის სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი იყო, თუმ­ცა თა­ვის თავ­ში ძალა მო­ძებ­ნა და პრობ­ლე­მას გა­უმკლავ­და.

„სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბამ და ბევ­რმა წვა­ლე­ბამ გამ­ხა­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ სა­კუ­თა­რი თა­ვით“, - ამ­ბობს გოგა.

გა­მო­ცე­მა Sova-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მარ­თა არ­და­შე­ლია მი­იჩ­ნევს, რომ ძი­რი­თა­დი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იშ­ვი­ა­თად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მე­ბით, მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც მუ­შა­ო­ბა დღე და ღამე უწევთ იშ­ვი­ა­თად რჩე­ბათ ძალა ჰკი­თხონ: „რო­გორ ხარ?“. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ მეტი ყუ­რა­დღე­ბა მიგ­ვექ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ ნა­წი­ლის­თვის, მოგ­ვეს­მი­ნა მათი აზრი და პრობ­ლე­მე­ბი“.

Sova თით­ქმის 5 წლის წინ და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ა­ფუძ­ნეს. გა­მო­ცე­მის მი­ზა­ნი რუ­სულ ენა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ აუ­დი­ტო­რი­ის­თვის უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა იყო. გა­მო­ცე­მას აქ­ტი­უ­რად კი­თხუ­ლო­ბენ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში.

„გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ეს მა­სა­ლე­ბი Creative Content Support Fund ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გან­თავ­სდე­ბა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა ფონ­დის ყვე­ლა წევ­რს შე­ეძ­ლე­ბა. ესე­ნი არი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, მოლ­დო­ვა­დან, ბე­ლა­რუ­სი­დან. ყვე­ლა ის მე­დია, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ კონ­ტენტს კრემ­ლის გავ­ლე­ნის გვერ­დით ავ­ლით აწარ­მო­ებს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი ფილ­მის გმი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რე­თაც გა­იც­ნო­ბენ“, - გან­მარ­ტავს მარ­თა არ­და­შე­ლია.

2017 წელს, სწო­რედ ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცლე­ბის გამო, Sova რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ინ­ტე­რეს­და. შე­დე­გად გა­მო­ცე­მა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დრო­ე­ბით და­იბ­ლო­კა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა „როს­კომ­ნად­ზორ­მა“ მი­ი­ღო, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ახ­ლან­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა 2008 წელს ინ­ტერ­ნე­ტის მა­კონ­ტრო­ლე­ბელ ორ­გა­ნოდ და­ა­ფუძნა.

მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, მარ­თა არ­და­შე­ლი­ას თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დეგ, რუ­სე­თი­დან აუ­დი­ტო­რია Sova-ს ყვე­ლა­ზე მე­ტად კი­თხუ­ლობს. გა­მო­ცე­მას სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დე­ბი აფი­ნან­სე­ბენ, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბას უჭე­რენ მხარს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ PostIndustrial Kids-ის ხმა პირ­ვე­ლად 11 დე­კემ­ბერს, კი­ნო­თე­ატრ „ამი­რან­ში“ პრო­ექ­ტის პრე­მი­ე­რა­ზე გა­ი­გო. მოკ­ლე ფილ­მე­ბის სე­რი­ას გა­მო­ცე­მის ვებ-გვერ­დზეც ნა­ხავთ.

ავტორი:

Postindustrial Kids: 11 ახალგაზრდა საქართველოდან, რომელთა ისტორიები შთაგაგონებთ

Postindustrial Kids: 11 ახალგაზრდა საქართველოდან, რომელთა ისტორიები შთაგაგონებთ

„მინდა, რომ ვიყო თავისუფალი ადამიანი“, - 15 წლის დემეტრე ფარჯიანი თავის ოცნებას ერთი წინადადებით აღწერს.

სვანეთის ერთერთ საჯარო სკოლაში, სადაც დემეტრე სწავლობს, წიგნები არ მოიპოვება. თუ როგორ შეძლო მოზარდმა ამ პრობლემის გადაწყვეტა, დემეტრე ონლაინ გამოცემა Sova-ს სპეციალური პროექტში Postindustrial kids-ში ყვება. ეს მოკლე ფილმების სერიაა, რომელიც 11 ახალგაზრდას საქართველოს 10 ქალაქიდან გაგაცნობთ.

პროექტი პოსტინდურსტრიულ სივრცეში მცხოვრებ ბავშვებზეა, რომლებიც თავის ქალაქებში და სოფლებში გარემოს განვითარებით უსწრებენ და მის შეცვლას სირთულეების მიუხედავად ცდილობენ.

ერთადერთმა დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა მედიამ საქართველოში - Sova-მ პროექტი Creative Content Support Fund-ს მხარდაჭერით მოამზადა. მთელი ზაფხული გადამღები ჯგუფი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობდა იმისთვის, რომ ახალი თაობის ხმა საზოგაოებისთვის მიეწვდინა.

10 დოკუმენტური ფილმი თბილისიდან მესტიამდე განსხვავებულ ისტორიას მოგვითხრობს.

„ძალიან მიყვარს მეცნიერება, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია, მსოფლიო უკეთესი გახადო, ხალხს ცხოვრება გაუმარტივო და გადაჭრა ყველა პრობლემა“, - ასე იწყებს თავის ისტორიას 15 წლის სოფო ჩიხლაძე. ის გამომგონებელია თბილისიდან.

სოფომ თანატოლებთან ერთად შექმნა დანადგარი, რომელიც მედიკამენტების ცხოველებზე დატესტვის მავნე პრაქტიკას არ საჭიროებს და სხვა ხანგრძლივ პროცედურებს ამარტივებს. მან გამომგონებელთა კონკურსში გაიმარჯვა და ზაფხულ შეერთებულ შტატებში, NASA-ში გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საბჭოთა პერიოდის გავლენებისგან გათავისუფლებას ცდილობს, სოფოს აზრით, საზოგადოების ნაწილი სიახლეებისთვის მზად ბოლომდე არ არის.

„თბილისს რომ ვუყურებ, ვხედავ გარკვეულ ქაოსს. ვფიქრობ, ხალხი ჯერ მზად არ არის ასეთი რევოლუციონერობისათვის, რომელთა დიდ ნაწილსაც ახალგაზრდობა წარმოადგენს“.

საზოგადოების შესწავლას მომავალში გეგმავს გოგა ენდელაძე ქუთაისიდან. მოზარდი აპირებს სოციოლოგიას დაეუფლოს.

მანამდე კი თანატოლებს იაპონურს ასწავლის, აზიურ კულტურას ეცნობა და მუსიკით არის გატაცებული. გოგამ რთული ეტაპიც გადალახა, ის სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო, თუმცა თავის თავში ძალა მოძებნა და პრობლემას გაუმკლავდა.

„საკუთარ თავზე მუშაობამ და ბევრმა წვალებამ გამხადა დამოუკიდებელი და ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით“, - ამბობს გოგა.

გამოცემა Sova-ს დამფუძნებელი მართა არდაშელია მიიჩნევს, რომ ძირითადი მედია საშუალებები და პოლიტიკოსები იშვიათად ინტერესდებიან ბავშვების პრობლემებით, მშობლებს, რომლებსაც მუშაობა დღე და ღამე უწევთ იშვიათად რჩებათ ძალა ჰკითხონ: „როგორ ხარ?“. ამიტომ გადავწყვიტეთ მეტი ყურადღება მიგვექცია საზოგადოების ამ ნაწილისთვის, მოგვესმინა მათი აზრი და პრობლემები“.

Sova თითქმის 5 წლის წინ დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა დააფუძნეს. გამოცემის მიზანი რუსულ ენაზე საქართველოს შესახებ აუდიტორიისთვის უტყუარი ინფორმაციის მიწოდება იყო. გამოცემას აქტიურად კითხულობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთსა და უკრაინაში.

„გამოქვეყნების შემდეგ, ეს მასალები Creative Content Support Fund ბიბლიოთეკაში განთავსდება და მისი გამოყენება ფონდის ყველა წევრს შეეძლება. ესენი არიან დამოუკიდებელი მედია საშუალებები ბალტიის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ბელარუსიდან. ყველა ის მედია, რომელიც საკუთარ კონტენტს კრემლის გავლენის გვერდით ავლით აწარმოებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფილმის გმირებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიცნობენ“, - განმარტავს მართა არდაშელია.

2017 წელს, სწორედ ობიექტური ინფორმაციის გავრცლების გამო, Sova რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდა. შედეგად გამოცემა რუსეთის ტერიტორიაზე დროებით დაიბლოკა. ეს გადაწყვეტილება „როსკომნადზორმა“ მიიღო, რომელიც რუსეთის ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 2008 წელს ინტერნეტის მაკონტროლებელ ორგანოდ დააფუძნა.

მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა, მართა არდაშელიას თქმით, საქართველოს შემდეგ, რუსეთიდან აუდიტორია Sova-ს ყველაზე მეტად კითხულობს. გამოცემას სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები აფინანსებენ, რომლებიც დამოუკიდებელი მედიის განვითარებას უჭერენ მხარს.

საზოგადოებამ PostIndustrial Kids-ის ხმა პირველად 11 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ პროექტის პრემიერაზე გაიგო. მოკლე ფილმების სერიას გამოცემის ვებ-გვერდზეც ნახავთ.

"ორიონ ტოკენი" - ვირტუალური ფული ორიონ ჯგუფისგან

ნინო მუსერიძე - ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" თვის ექიმი, რომლის ფონდმაც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსება დაიწყო

“Holiday Factory" არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს!