პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" -  ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის
"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" -  ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის

მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ხა­რე­ბო­ში მცხოვ­რებ­მა 70 წლის ტა­რი­ელ გვა­ლი­ამ 8 ათას კვ/მ ფარ­თობ­ზე 20-მდე სა­ხე­ო­ბის და ფე­რის ქრი­ზან­ტე­მე­ბი მო­ა­შე­ნა. პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ნომ­მა ეს საქ­მე 30 წლის წინ და­ი­წყო. ამ­ჟა­მად მას 15 სათ­ბუ­რი აქვს. ყვა­ვი­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე გა­აქვს და არც მყიდ­ვე­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას უჩი­ვის. ტა­რი­ელ გვა­ლია AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ ბიზ­ნეს­ში მას­თან ერ­თად მთე­ლი ოჯა­ხია ჩარ­თუ­ლი. აბობს, რომ მათი მოვ­ლა შრო­მა­ტე­ვა­დია და თით­ქმის მთელ დღეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი სათ­ბურ­ში ატა­რე­ბენ. მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა ტა­რი­ელ გვა­ლი­ამ მა­მის­გან ის­წავ­ლა.

"მა­მა­ჩე­მი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მუ­შა­კი და მე­ვე­ნა­ხე იყო. მან შე­მაყ­ვა­რა ეს საქ­მე და ბავ­შვო­ბი­დან და­ვინ­ტე­რეს­დი მი­სით. ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და მცე­ნა­რე­ე­ბის მოყ­ვა­ნა, მოვ­ლა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე, რად­გან ეს სპე­ცი­ა­ლო­ბა მიყ­ვარ­და. ასე გა­ვაგ­რძე­ლე მა­მა­ჩე­მის პრო­ფე­სია. სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ებ­თან ერ­თდად ვუვ­ლი­დი მი­ხა­კებს. თან­და­თან სათ­ბუ­რე­ბიც გა­ვა­კე­თე. ასე და­მიგ­როვ­და 15-20 სათ­ბუ­რი. ახლა რაც გვაქვს, ესე­ნი ყვე­ლა ჰო­ლან­დი­უ­რი ჯი­შია. ახლა რა­საც ვა­კე­თებ, ჩემი ასა­კის კა­ცის­თვის და მთე­ლი ოჯა­ხის­თვის საკ­მა­ოდ კარ­გი და მომ­გე­ბი­ა­ნია. შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა, თუმ­ცა არ არის პრე­ტენ­ზი­უ­ლი მცე­ნა­რე და მისი გამ­რავ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია. მა­ის­ში ვრგავთ და ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში იკ­რი­ფე­ბა, საკ­მა­ოდ ყინ­ვა­გამ­ძლე მცე­ნა­რეა, მი­ნუს 3 გრა­დუსს უძ­ლებს", - ამ­ბობს მცი­რე მე­წარ­მე.

გვა­ლი­ე­ბის სამ სათ­ბურ­ში, ქრი­ზან­თე­მე­ბის გარ­და, ალო­ე­საც ნა­ხავთ. მო­სა­ვა­ლი რო­გორც ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე, ისე სა­ზღვრებს გა­რე­თაც გა­აქვთ. ამას­თან ოჯახს ხე­ხი­ლის სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბაც აქვს, სა­დაც ათა­სო­ბით ძირი ხურ­მის, ალუ­ჩი­სა და ტყემ­ლის ნერ­გი გა­ა­ხა­რეს.

"მო­სა­ვა­ლი ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე იყი­დე­ბა. თუმ­ცა, დიდ ნა­წილს ვაგ­ზავ­ნით რუ­სეთ­ში, სომ­ხეთ­ში და ასე­ვე, პო­ლო­ნეთ­ში. ალო­ეს­სა და ალო­ე­ვე­რას­გან სამ­კურ­ნა­ლო და კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს ამ­ზა­დე­ბენ. ამ მცე­ნა­რე­ებს თა­ვი­სე­ბუ­რი მოვ­ლა და მოყ­ვა­ნა სჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს ტა­რი­ელ გვა­ლია.

გვა­ლი­ე­ბი თვლი­ან, რომ სო­ფელ­ში მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვით­რე­ბას ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბა და სა­ხელ­მწი­ფომ ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცისანა
0

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მშრომელო ადამიანებო, სტატია წავიკითხე და სული გამითბა, მადლობა

ნათია
0

წარმატებები მშრომელო ადამიანებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" -  ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის

"მამამ შემაყვარა ეს საქმე, მისი პროფესია გავაგრძელე" -  ვინ არის 70 წლის კაცი, რომელსაც მარტვილში ქრიზანთემების ულამაზესი სათბურები ეკუთვნის

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახარებოში მცხოვრებმა 70 წლის ტარიელ გვალიამ 8 ათას კვ/მ ფართობზე 20-მდე სახეობის და ფერის ქრიზანტემები მოაშენა. პროფესიით აგრონომმა ეს საქმე 30 წლის წინ დაიწყო. ამჟამად მას 15 სათბური აქვს. ყვავილები ადგილობრივ ბაზარზე გააქვს და არც მყიდველების ნაკლებობას უჩივის. ტარიელ გვალია AMBEBI.GE-ს უყვება, რომ ბიზნესში მასთან ერთად მთელი ოჯახია ჩართული. აბობს, რომ მათი მოვლა შრომატევადია და თითქმის მთელ დღეს ოჯახის წევრები სათბურში ატარებენ. მცენარეების მოვლა ტარიელ გვალიამ მამისგან ისწავლა.

"მამაჩემი სოფლის მეურნეობის მუშაკი და მევენახე იყო. მან შემაყვარა ეს საქმე და ბავშვობიდან დავინტერესდი მისით. ძალიან შემიყვარდა მცენარეების მოყვანა, მოვლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავაბარე, რადგან ეს სპეციალობა მიყვარდა. ასე გავაგრძელე მამაჩემის პროფესია. სხვადასხვა მცენარეებთან ერთდად ვუვლიდი მიხაკებს. თანდათან სათბურებიც გავაკეთე. ასე დამიგროვდა 15-20 სათბური. ახლა რაც გვაქვს, ესენი ყველა ჰოლანდიური ჯიშია. ახლა რასაც ვაკეთებ, ჩემი ასაკის კაცისთვის და მთელი ოჯახისთვის საკმაოდ კარგი და მომგებიანია. შრომატევადი საქმეა, თუმცა არ არის პრეტენზიული მცენარე და მისი გამრავლება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მაისში ვრგავთ და ნოემბერ-დეკემბერში იკრიფება, საკმაოდ ყინვაგამძლე მცენარეა, მინუს 3 გრადუსს უძლებს", - ამბობს მცირე მეწარმე.

გვალიების სამ სათბურში, ქრიზანთემების გარდა, ალოესაც ნახავთ. მოსავალი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვრებს გარეთაც გააქვთ. ამასთან ოჯახს ხეხილის სანერგე მეურნეობაც აქვს, სადაც ათასობით ძირი ხურმის, ალუჩისა და ტყემლის ნერგი გაახარეს.

"მოსავალი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. თუმცა, დიდ ნაწილს ვაგზავნით რუსეთში, სომხეთში და ასევე, პოლონეთში. ალოესსა და ალოევერასგან სამკურნალო და კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებენ. ამ მცენარეებს თავისებური მოვლა და მოყვანა სჭირდება", - ამბობს ტარიელ გვალია.

გვალიები თვლიან, რომ სოფელში მეწარმეობის განვითრებას ხელშეწყობა სჭირდება და სახელმწიფომ ამ დარგის განვითარებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.

რა დეტალებს ასაჯაროებს შსს "მწვანე სკოლაში" მომხდართან დაკავშირებით? - "მშობლის გარეშე გამოკითხვა არ განხორციელებულა"

"პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე" - რას პასუხობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თბილისის საკრებულოს დეპუტატს

როგორი იქნება ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკი? - მსგავსი რამ მხოლოდ წამყვან პარკებშია(+ფოტო)