საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ის ბიბლიოთეკაში "ლიბერთინსის" ახალი წიგნის - "მოგზაურის" წარდგენა გაიმართა
თსუ-ის ბიბლიოთეკაში "ლიბერთინსის" ახალი წიგნის - "მოგზაურის" წარდგენა გაიმართა

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" პრო­ექტ "ლი­ბერ­თინ­სის" ახა­ლი წიგ­ნის - ალექ­სან­დრა ბრა­კე­ნის "მოგ­ზა­უ­რის" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ეს­წრნენ. ალექ­სან­დრა ბრა­კე­ნის წიგ­ნი მათ მწე­რალ­მა, ელის დოჯ­სონ­მა და პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ­მა, გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძემ წა­რუდ­გი­ნეს.

ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ასე­ვე გა­ი­მარ­თა "ლი­ბერ­თინ­სის" წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, წიგ­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

ალექ­სან­დრა ბრა­კე­ნის წიგ­ნის - "მოგ­ზა­უ­რი" მთა­ვა­რი გმი­რი ნი­ჭი­ე­რი მე­ვი­ო­ლი­ნეა. ჩვიდ­მე­ტი წლის ეტა სპენ­სე­რი ვერც წარ­მო­იდ­გენ­და, რომ, მუ­სი­კა­ლუ­რი ტა­ლან­ტის გარ­და, სხვა, გა­ცი­ლე­ბით უნი­კა­ლუ­რი, მის­ტი­კუ­რი უნა­რის პატ­რო­ნიც აღ­მოჩ­ნდე­ბო­და. იდუ­მა­ლი და ყოვ­ლის­შემ­ძლე პი­როვ­ნე­ბა აი­რონ­ვუ­დი გო­გო­ნას 21-ე სა­უ­კუ­ნის ნიუ-იორ­კი­დან, გარ­კვე­უ­ლი მი­სი­ით, სრუ­ლი­ად სხვა ეპო­ქა­ში გა­და­ის­ვრის. ეტას მხსნე­ლად ახალ­გაზ­რდა და მა­მა­ცი კა­პი­ტა­ნი ევ­ლი­ნე­ბა. ეტა და ნი­კო­ლა­სი სხვა­დას­ხვა სა­უ­კუ­ნე­სა და ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, სა­კა­ცობ­რიო კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის ძი­ე­ბას­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი ურ­თი­ერ­თო­ბის შეც­ნო­ბა­საც ცდი­ლო­ბენ.

წიგ­ნის მთარ­გმნე­ლია ირაკ­ლი სუ­ლა­ძე, ხოლო ყდის მხატ­ვა­რი - სან­დრო სუ­ლა­კა­უ­რი.

წიგ­ნი "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თსუ-ის ბიბლიოთეკაში "ლიბერთინსის" ახალი წიგნის - "მოგზაურის" წარდგენა გაიმართა

თსუ-ის ბიბლიოთეკაში "ლიბერთინსის" ახალი წიგნის - "მოგზაურის" წარდგენა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტ "ლიბერთინსის" ახალი წიგნის - ალექსანდრა ბრაკენის "მოგზაურის" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. ალექსანდრა ბრაკენის წიგნი მათ მწერალმა, ელის დოჯსონმა და პროექტის მენეჯერმა, გიორგი კიკაბიძემ წარუდგინეს.

ბიბლიოთეკაში ასევე გაიმართა "ლიბერთინსის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომლის ფარგლებშიც, წიგნები სპეციალურ ფასად იყო ხელმისაწვდომი.

ალექსანდრა ბრაკენის წიგნის - "მოგზაური" მთავარი გმირი ნიჭიერი მევიოლინეა. ჩვიდმეტი წლის ეტა სპენსერი ვერც წარმოიდგენდა, რომ, მუსიკალური ტალანტის გარდა, სხვა, გაცილებით უნიკალური, მისტიკური უნარის პატრონიც აღმოჩნდებოდა. იდუმალი და ყოვლისშემძლე პიროვნება აირონვუდი გოგონას 21-ე საუკუნის ნიუ-იორკიდან, გარკვეული მისიით, სრულიად სხვა ეპოქაში გადაისვრის. ეტას მხსნელად ახალგაზრდა და მამაცი კაპიტანი ევლინება. ეტა და ნიკოლასი სხვადასხვა საუკუნესა და ქვეყანაში მოგზაურობისას, საკაცობრიო კითხვაზე პასუხის ძიებასთან ერთად, საკუთარი ურთიერთობის შეცნობასაც ცდილობენ.

წიგნის მთარგმნელია ირაკლი სულაძე, ხოლო ყდის მხატვარი - სანდრო სულაკაური.

წიგნი "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში უკვე ხელმისაწვდომია.

ვინ გახდნენ ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები

მკითხველთა თხოვნით, სერია "ქართველი მეფეები" გრძელდება

“ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია“  წიგ­ნ-ალ­ბომთან  ერთად 70%-იანი ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი