პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - მინდა შეგახსენოთ და შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ
ილია მეორე - მინდა შეგახსენოთ და შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ

მინ­და შე­გახ­სე­ნოთ და შე­ვახ­სე­ნო ჩვენს სამ­ღვდე­ლო­ე­ბას, რომ ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ მად­ლო­ბის შე­წირ­ვა უფ­ლის მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა. რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლა საქ­მის კე­თე­ბის დროს უნდა შევ­წი­როთ.

"დიდ არს უფა­ლი და საკ­ვირ­ველ არი­ან საქ­მე­ნი მის­ნი. ვე­რა­ვი­თა­რი გო­ნე­ბა ვერ ახ­სნის ღვთის წყა­ლო­ბას. მე მახ­სენ­დე­ბა ის დრო, რო­დე­საც მე და­ვამ­თავ­რე სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია და აკა­დე­მია და ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ეფ­რე­მი ბრძან­დე­ბო­და. სულ ცოტა რა­ო­დე­ნო­ბა იყო სამ­ღვდე­ლო­ე­ბი­სა. ყვე­ლას ჰქონ­და ფიქ­რი, რა ეშ­ვე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას. სას­წა­უ­ლი მოხ­და, გამ­რავ­ლდა, გა­დიდ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია. სულ 50-მდე მღვდე­ლი იყო. ახლა თითო ეპარ­ქი­ა­ში არის 50-ზე მეტი და ჩვენ ვმად­ლობთ უფალს ამ დიდი წყა­ლო­ბი­სათ­ვის. კარ­გი პრაქ­ტი­კა შე­მო­ვი­და ჩვენ­თან, ეპარ­ქი­ი­დან ჩა­მო­დი­ან მღვდელმთავ­რე­ბი თა­ვი­სი სამ­ღვდე­ლო­ე­ბით და აქ ერ­თად ვას­რუ­ლებთ წირ­ვას, ლოც­ვას. დიდ ხარ შენ უფა­ლო და საკ­ვირ­ველ არი­ან საქ­მე­ნი შენ­ნი. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს მისი დიდი წყა­ლო­ბი­სათ­ვის. ჩვენ ლოც­ვის დროს ვთხოვთ უფალს მის წყა­ლო­ბას, მის დახ­მა­რე­ბას და ხში­რად გვა­ვი­წყდე­ბა მად­ლო­ბის შე­წირ­ვა. აი, მე მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, შე­ვახ­სე­ნო ჩვენს სამ­ღვდე­ლო­ე­ბას, რომ ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ მად­ლო­ბის შე­წირ­ვა უფ­ლის მი­მართ.

სა­ხა­რე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ 10-ნი კეთ­რო­ვან­ნი შეხ­ვდნენ უფალს და ღა­ღა­დებ­დეს იესო მო­ძღვარ შეგ­ვი­წყა­ლენ ჩვენ. შე­ებ­რა­ლა უფალს ეს ავად­მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი. თქვენ იცით კეთ­რო­ვა­ნი სა­ში­ნე­ლი ავად­მყო­ფო­ბაა. მათ არ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა ხალ­ხში ყო­ფი­ლიყ­ვნენ, გა­რი­ყუ­ლი იყ­ვნენ უდაბ­ნო­ში. მა­ცხო­ვარ­მა უთხრა მათ, რომ წა­დით, ეჩ­ვე­ნე­ნით მო­ძღვარს. ამ წას­ვლის დროს, როცა ისი­ნი წა­ვიდ­ნენ, გა­ნიწ­მინ­დნენ კეთ­როვ­ნე­ბი­სა­გან. სას­წა­უ­ლი მოხ­და და ერთი მათ­გა­ნი დაბ­რუნ­და უკან და­ვარ­და მუხ­ლებ­ზე მა­ცხოვ­რის წინ და დიდი ხმით ჰმად­ლობ­და უფალს მისი დიდი წყა­ლო­ბი­სათ­ვის, გა­ნიწ­მინ­და. 10-ვე გა­ნიწ­მინ­და და უფა­ლი ეკი­თხე­ბა ამ ადა­მი­ანს 10-ვე არ გა­ნი­კურ­ნა, 9-ნი სა­დღა არი­ა­ნო? ვერ ნა­ხეს თა­ვის თავ­ში ძალა და მად­ლი, რომ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ და მად­ლო­ბა ეთ­ქვათ უფ­ლი­სათ­ვის. გვე­უბ­ნე­ბა უფა­ლი წადი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა­მან შენ­მან გა­ცხოვ­ნა შენ. იმა­თაც აპა­ტია. ამი­ტომ მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, როცა რას­მე აკე­თებთ, როცა შრო­მობთ, როცა გის­რულ­დე­ბათ თხოვ­ნა, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ მად­ლო­ბის შე­წირ­ვა, რად­გან მო­მა­ვალ­ში კი­დევ გექ­ნე­ბათ თქვენ სა­თხო­ვა­რი, კი­დევ უნდა დაბ­რუნ­დეთ და მად­ლო­ბა შეს­წი­როთ უფალს", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ილია მეორე - მინდა შეგახსენოთ და შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ

ილია მეორე - მინდა შეგახსენოთ და შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ

მინდა შეგახსენოთ და შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მადლობა უფალს ყველა საქმის კეთების დროს უნდა შევწიროთ.

"დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი. ვერავითარი გონება ვერ ახსნის ღვთის წყალობას. მე მახსენდება ის დრო, როდესაც მე დავამთავრე სასულიერო სემინარია და აკადემია და ჩამოვედი საქართველოში. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემი ბრძანდებოდა. სულ ცოტა რაოდენობა იყო სამღვდელოებისა. ყველას ჰქონდა ფიქრი, რა ეშველება საქართველოს ეკლესიას. სასწაული მოხდა, გამრავლდა, გადიდდა საქართველოს ეკლესია. სულ 50-მდე მღვდელი იყო. ახლა თითო ეპარქიაში არის 50-ზე მეტი და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. კარგი პრაქტიკა შემოვიდა ჩვენთან, ეპარქიიდან ჩამოდიან მღვდელმთავრები თავისი სამღვდელოებით და აქ ერთად ვასრულებთ წირვას, ლოცვას. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ჩვენ ლოცვის დროს ვთხოვთ უფალს მის წყალობას, მის დახმარებას და ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა. აი, მე მინდა შეგახსენოთ, შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ.

სახარებაში ვკითხულობთ 10-ნი კეთროვანნი შეხვდნენ უფალს და ღაღადებდეს იესო მოძღვარ შეგვიწყალენ ჩვენ. შეებრალა უფალს ეს ავადმყოფი ადამიანები. თქვენ იცით კეთროვანი საშინელი ავადმყოფობაა. მათ არ ჰქონდათ უფლება ხალხში ყოფილიყვნენ, გარიყული იყვნენ უდაბნოში. მაცხოვარმა უთხრა მათ, რომ წადით, ეჩვენენით მოძღვარს. ამ წასვლის დროს, როცა ისინი წავიდნენ, განიწმინდნენ კეთროვნებისაგან. სასწაული მოხდა და ერთი მათგანი დაბრუნდა უკან დავარდა მუხლებზე მაცხოვრის წინ და დიდი ხმით ჰმადლობდა უფალს მისი დიდი წყალობისათვის, განიწმინდა. 10-ვე განიწმინდა და უფალი ეკითხება ამ ადამიანს 10-ვე არ განიკურნა, 9-ნი სადღა არიანო? ვერ ნახეს თავის თავში ძალა და მადლი, რომ დაბრუნებულიყვნენ და მადლობა ეთქვათ უფლისათვის. გვეუბნება უფალი წადი, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. იმათაც აპატია. ამიტომ მინდა შეგახსენოთ, როცა რასმე აკეთებთ, როცა შრომობთ, როცა გისრულდებათ თხოვნა, ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა, რადგან მომავალში კიდევ გექნებათ თქვენ სათხოვარი, კიდევ უნდა დაბრუნდეთ და მადლობა შესწიროთ უფალს", - ბრძანა პატრიარქმა.

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა "ფეისბუქიდან" წაშალა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელბს ცემაში ადანაშაულებდა

მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, ყველა იყოს თავისუფალი - დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი