სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - ზოგიერთი მაჟორიტარი იმუქრება, რომ თუ უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ
კახა კალაძე - ზოგიერთი მაჟორიტარი იმუქრება, რომ თუ უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მმარ­თვე­ლი გუნ­დის ზო­გი­ერ­თი მა­ჟო­რი­ტა­რის მხრი­დან არ­სე­ბობს მუ­ქა­რა, რომ, თუ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა სრუ­ლად მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას მხარს არ და­უ­ჭერს, ისი­ნი პარ­ტი­ას და­ტო­ვე­ბენ.

რო­გორც კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მა­ჟო­რი­ტარ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი კა­ტე­გო­რი­უ­ლია.

„მუ­ქა­რე­ბი იყო გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნებს. გუნდში მიმ­დი­ნა­რე­ობს შეხ­ვედ­რე­ბი, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. მე უმ­რავ­ლე­სო­ბის ბოლო შეხ­ვედ­რას არ ვეს­წრე­ბო­დი, თუმ­ცა გე­ტყვით, რომ არის ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, ვინც კა­ტე­გო­რი­უ­ლე­ბი არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ ეტაპ­ზე არ აქვს რე­სურ­სი, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

„აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არის ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მომ­ხრეა მხო­ლოდ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის და არის ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ჯგუ­ფი, ვინც მომ­ხრეა, რომ ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს. 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით და 2024 იქ­ნე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუნ­დმა მი­ი­ღო. დღეს არ გაგ­ვაჩ­ნია რე­სურ­სი, რომ ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

არ­სე­ბულ შე­რე­ულ სის­ტე­მა­ში გვაქვს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მზად ვართ დი­ა­ლო­გის­თვის, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს შო­რის უკვე გა­მარ­თულ და დღეს და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

კა­ლა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც დარ­წმუნ­დნენ, რომ ე.წ. გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

„შეხ­ვედ­რა­ზე ელ­ჩე­ბიც და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბიც დარ­წმუნ­დნენ, რომ ე.წ. გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლის შე­მო­ღე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა არ­სე­ბულ შე­რე­ულ სის­ტე­მა­ში გვაქვს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მზად ვართ შეხ­ვედ­რის­თვის, დი­ა­ლო­გის­თვის. მე მგო­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის, რამ­დე­ნად კრი­ტი­კუ­ლა­დაც არ უნდა იყ­ვნენ ისი­ნი გან­წყო­ბილ­ნი, დი­ა­ლო­გი აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ცნო­ბის­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მე­ო­რე შეხ­ვედ­რას მარ­თა­ვენ. გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი სა­კი­თხი კვლავ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მაა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ
12

ეს ბიჭი როგორ მიყვრდა და მომწნდა და როგორი სხვანარი ყოფილა, მაგრად მრცხვენია სენს გამო კალა, მოვა დრო და ისტორისში ცუდი მორალატის(ქარტველი ერის და ქვეყნის) სახლიტ სეხვალ არადა კარგად გიცნობდით ყველა

Lileo
13

ბიძოს, როგორც ამ სიტუაციის რეჟისორის, უტიფრობა და უსინდისო ცრუპენტელობა ყოველგვარ ზღვარს ცდება! კაი ხანია გადაასწრო ამ მონაცემებით მიშასაც და თვით ედიკასაც!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

კახა კალაძე - ზოგიერთი მაჟორიტარი იმუქრება, რომ თუ უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ

კახა კალაძე - ზოგიერთი მაჟორიტარი იმუქრება, რომ თუ უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდის ზოგიერთი მაჟორიტარის მხრიდან არსებობს მუქარა, რომ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაჟორიტართა გარკვეული ჯგუფი კატეგორიულია.

„მუქარები იყო გაჟღერებული ამასთან დაკავშირებით, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. გუნდში მიმდინარეობს შეხვედრები, კონსულტაციები. მე უმრავლესობის ბოლო შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა გეტყვით, რომ არის ადამიანების ჯგუფი, ვინც კატეგორიულები არიან“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის შეფასებით, ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდეს.

„აზრთა სხვადასხვაობა არის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, ვინც მომხრეა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის და არის ადამიანების დიდი ჯგუფი, ვინც მომხრეა, რომ ის ცვლილებები, რომელიც განხორცილებულია კონსტიტუციაში, შენარჩუნებული იყოს. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით და 2024 იქნება პროპორციული. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდმა მიიღო. დღეს არ გაგვაჩნია რესურსი, რომ ცვლილება განხორციელდეს“, - განაცხადა კალაძემ.

არსებულ შერეულ სისტემაში გვაქვს განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ დიალოგისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის უკვე გამართულ და დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, ოპოზიციის ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დარწმუნდნენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

„შეხვედრაზე ელჩებიც და ოპოზიციის ლიდერებიც დარწმუნდნენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის შემოღება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. თუმცა არსებულ შერეულ სისტემაში გვაქვს განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები და ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ შეხვედრისთვის, დიალოგისთვის. მე მგონია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რამდენად კრიტიკულადაც არ უნდა იყვნენ ისინი განწყობილნი, დიალოგი აუცილებელია.

ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მეორე შეხვედრას მართავენ. განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემაა.

დაპირისპირება პარლამენტთან  - სამართალდამცავებმა ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

"2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი..." - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა" - მიხეილ სააკაშვილი წინასაახალწლო მილოცვას ავრცელებს