პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ვინერვიულე, როდესაც გავიგე, რომ სცენაზე მარტო უნდა ვმდგარიყავი" - რუსკა მაყაშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებსა და პირადზე
"ძალიან ვინერვიულე, როდესაც გავიგე, რომ სცენაზე მარტო უნდა ვმდგარიყავი" - რუსკა მაყაშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებსა და პირადზე

მსა­ხი­ობ რუს­კა მა­ყაშ­ვილს არა­ერ­თი შოუ წა­უყ­ვა­ნია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს, თუმ­ცა შოუს წამ­ყვა­ნი მარ­ტო არას­დროს ყო­ფი­ლა, ყო­ველ­თვის მე­წყვი­ლე ჰყავ­და. ახლა პირ­ვე­ლად მიჰ­ყავს მარ­ტოს მე­გა­შოუ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“.

„ამ­ხე­ლა პრო­ექ­ტი ორის­თვი­საც რთუ­ლი წა­საყ­ვა­ნია, მაგ­რამ აბა­ლან­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს. აქ მარ­ტოს გი­წევს სა­ჭი­რო ემო­ცია ბო­ლომ­დე და­ი­ჭი­რო, რომ მუხ­ტი არ და­ე­ცეს. ამი­ტომ, ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი, ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი, ჟეს­ტე­ბი, სა­ჭი­რო ემო­ცია გჭირ­დე­ბა, მაგ­რამ რაც უნდა ხმა­მაღ­ლა წი­ო­დე და კი­ო­დე, თუ ემო­ცია არ მოგ­ყვე­ბა, საქ­მე ხა­რის­ხი­ა­ნად მა­ინც არ გა­მო­დის. ჩემ­თვის „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მგო­ნია, რომ საქ­მე­საც სიყ­ვა­რუ­ლით უნდა მი­უდ­გე,“ - ამ­ბობს რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი და AMBEBI.GE-სთან ასე გა­ნაგ­რძობს სა­უ­ბარს:

- კონ­ცერ­ტის წაყ­ვა­ნი­სას, რო­დე­საც სცე­ნა­ზე გვერ­დით პარტნი­ო­რი გყავს, დიდი კომ­ფორ­ტია და თან, ისე­თი პარტნი­ო­რი, რო­გო­რიც ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ საქ­მე­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მა­ინც ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ პრო­ექ­ტში, სცე­ნა­ზე მარ­ტო უნდა ვმდგა­რი­ყა­ვი.

კონ­ცერ­ტი ზე­პი­რად მიმ­ყავს, ერ­თა­დერ­თი დამ­ხმა­რე „ყუ­რია,“ რაც მაქვს. პრო­ექ­ტი ყო­ველ­თვის ფან­ტას­ტი­კუ­რად მი­დის, რად­გა­ნაც სა­ა­თი­ვი­თაა აწყო­ბი­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, „ყური“ გა­გე­თი­შოს და ათა­სი რამ მოხ­დეს, - ამ რა­ღა­ცებ­ზე ვფიქ­რობ­დი. ახლა კი იმას ვი­ტყვი, რომ სცე­ნა­ზე მარ­ტო მუ­შა­ო­ბა­ზე დიდი კომ­ფორ­ტი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა.

ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა და საქ­მე­ში კი­დევ ერთი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, რომ პირ­და­პირ ეთერ­ში მარ­ტომ შევ­ძე­ლი ამ­ხე­ლა შოუს წაყ­ვა­ნა. დიდი მად­ლო­ბა პრო­დი­უ­სე­რებს, რომ მენ­დნენ.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, რეპ­ლი­კას პარტნი­ორ­თან აუ­დი­ტო­რი­ას­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი ცვლის?

- კი, პარტნი­ო­რის რეპ­ლი­კას აღარ ელო­დე­ბი და კონ­ტაქტს იმ აუ­დი­ტო­რი­ას­თან ამ­ყა­რებ, რო­მე­ლიც დარ­ბაზ­ში ზის. ამ დროს მეტი იმპრო­ვი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა გეძ­ლე­ვა... მე და ვა­ნი­კო ისე­თი შე­თა­მა­შე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, იმპრო­ვი­ზა­ცი­აც მშვე­ნივ­რად გა­მოგ­ვდი­ო­და...

- მაგ­რამ ამ­ჯე­რად ცალ-ცალ­კე გი­წევთ შო­უ­ე­ბის წაყ­ვა­ნა...

- კი, რა თქმა უნდა. ყვე­ლას თა­ვის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა აქვს და არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა... მე და ვა­ნი­კო ვმე­გობ­რობთ, კონ­ტაქ­ტი მუდ­მი­ვად გვაქვს... ასე რომ, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

- ზოგ­ჯერ მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ შოუს წამ­ყვა­ნე­ბი ძა­ლი­ან ყვი­რი­ან... რას იტყვი ამა­ზე?

- ყვი­რილ­საც გა­აჩ­ნია, ეს არის ლა­ივ­შოუ და მა­ღალ რე­გის­ტრში უნდა წა­იყ­ვა­ნო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აქ ხალ­ხია მთა­ვა­რი და გა­დამ­წყვე­ტი, რად­გა­ნაც ვემ­ზა­დე­ბით „ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის“. აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­საკ­ვი­რად უკვე ბევ­რი ზარი და ხმა შე­მო­დის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ სამი ლა­ი­ვი იყო, ხომ ვამ­ბობ, სა­ოც­რად ბევ­რი ხმა შე­მო­დის. რაც კარ­გია და იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ხალ­ხი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი.

- თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ხარ - ერთ-ერთ მთა­ვარ სცე­ნა­ზე გი­წევს თა­მა­ში, ამ ორ საქ­მეს შო­რის, რა­საც აკე­თებ, რა სხვა­ო­ბაა, - ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სცე­ნა­ზე დგა­ხარ...

- თე­ატ­რში რა­ღაც პე­რი­ო­დი სა­რე­პე­ტი­ცი­ოდ გვაქვს და სცე­ნა­ზე უკვე ყვე­ლა­ნა­ი­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­დი­ხარ. ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი პირ­და­პი­რი ეთე­რია და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი­თაა სავ­სე, რო­გორც ვთქვი, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. თან, სა­რე­პე­ტი­ცი­ოდ იმ­დე­ნი დრო არ არის, რო­გორც თე­ატ­რში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ექ­ტში ყვე­ლა­ფე­რი აწყო­ბი­ლია, ჩვე­ნი პრო­დაქ­შე­ნის წევ­რე­ბი აკ­რო­ბა­ტე­ბი­ვით მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ სა­ში­ნე­ლი ად­რე­ნა­ლი­ნია პრე­მი­ე­რის თა­მა­შიც.

რო­დე­საც ამ ლა­ი­ვე­ბის წინ ბევ­რს ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი, - სა­ჭი­რო არ არის ასე­თი გან­ცდა. ამ ყვე­ლაფ­რის­გან თავ­ბრუ არ და­გეხ­ვეს-მეთ­ქი და ამ შოუს რო­გორც სპექ­ტაკლს, ისე მი­ვუ­დე­ქი. ახლა ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ სპექ­ტაკ­ლი მაქვს სა­თა­მა­შო. ოღონდ, ცოტა რე­ა­ლის­ტუ­რი, რად­გა­ნაც ბო­ლომ­დე თე­ატ­რი ეს არ უნდა იყოს. ჩემი მიდ­გო­მე­ბი მაქვს და ამ ყვე­ლაფ­რით ვა­ბა­ლან­სებ...

- შო­უ­სა და სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ დაღ­ლა თა­ნა­ბა­რია?

- ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან იღ­ლე­ბა მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე­ში დებს - სულს, გულს და ემო­ცი­ას. თე­ატ­რში ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თო, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლის­გან იმ კონ­კრე­ტულ დღეს სწო­რი ემო­ცია არ წა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ თუ შე­სა­ბა­მი­სი ემო­ცია ვიგ­რძე­ნი, მა­შინ ენერ­გი­ე­ბის გაც­ვლა ხდე­ბა. მოკ­ლედ, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რა­დაა ყვე­ლა­ფე­რი.

„სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ შემ­დეგ, რა თქმა უნდა, ვიღ­ლე­ბი, მაგ­რამ ისე­თი გან­ცდა მაქვს, რომ კი­დევ ახალ შოუს წა­ვიყ­ვან­დი, ეს იმის ფონ­ზე, როცა ლა­ი­ვამ­დე ორი სრუ­ლი რე­პე­ტი­ცია მაქვს ხოლ­მე გავ­ლი­ლი.

- ამ­დენ ენერ­გი­ას გა­რეთ რომ ხარ­ჯავ, სახ­ლში თუ გრჩე­ბა დრო და ენერ­გია და ვის უნა­წი­ლებ?

- რა თქმა უნდა, ოჯახს, ილი­ას, მე­უღ­ლეს, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს, ჩემს ძმას, რო­მე­ლიც 12 წლის არის... მგო­ნია, რომ ადა­მი­ანს ყვე­ლაფ­რის მოს­წრე­ბა შე­უძ­ლია. არც ერთ დროს და წამს არ ვკარ­გავ. ასე რომ, ბევრ რა­მეს გა­და­სა­რე­ვად ვა­ხერ­ხებ.

- ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი, რო­გორც შოუს წამ­ყვანს, რო­გორ გა­ფა­სებს?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი ყვე­ლა­ზე მკაც­რი შემ­ფა­სე­ბე­ლია, რაც ჩემ­თვის კარ­გია და ამის გამო სულ ვცდი­ლობ, არ მოვ­დუნ­დე, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი ლა­ი­ვი მოს­წონს, კმა­ყო­ფი­ლია, გი­ჭი­რავს ენერ­გი­აო.

- მშვე­ნი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან, ვინც არ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, ნე­ბის­მი­ე­რი შეძ­ლებს „ევ­რო­ვი­ზი­ის “ კონ­კურ­სან­ტო­ბას. რო­გორ ფიქ­რობ, იქ რა შე­დე­გე­ბი გვექ­ნე­ბა?

- ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან, ვინც უნდა წა­ვი­დეს, ყვე­ლა ფან­ტას­ტი­კუ­რია. „ევ­რო­ვი­ზი­ას“ თა­ვის წე­სე­ბი აქვს, რო­გორც არ უნდა იყოს, იქ მოხ­ვედ­რა მუ­სი­კო­სის­თვის დიდი ტრამ­პლი­ნია. უზარ­მა­ზარ სცე­ნა­ზე გა­მო­დი­ხარ და მსოფ­ლიო გი­ყუ­რებს. იმე­დი მაქვს, რომ ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი ისეთ სიმ­ღე­რას და­წე­რენ, „ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სან­ტის­თვის, რო­მე­ლიც მარ­თლაც სე­რი­ო­ზულ ემო­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს.

ამი­ტომ უნდა და­ი­წე­როს რა­ღაც ასე­თი, უნდა და­ინ­თოს ცე­ცხლი „ევ­რო­ვი­ზი­ის“ სცე­ნა­ზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ძალიან ვინერვიულე, როდესაც გავიგე, რომ სცენაზე მარტო უნდა ვმდგარიყავი" - რუსკა მაყაშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებსა და პირადზე

"ძალიან ვინერვიულე, როდესაც გავიგე, რომ სცენაზე მარტო უნდა ვმდგარიყავი" - რუსკა მაყაშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებსა და პირადზე

მსახიობ რუსკა მაყაშვილს არაერთი შოუ წაუყვანია და ამ მიმართულებით დიდი გამოცდილებაც აქვს, თუმცა შოუს წამყვანი მარტო არასდროს ყოფილა, ყოველთვის მეწყვილე ჰყავდა. ახლა პირველად მიჰყავს მარტოს მეგაშოუ „საქართველოს ვარსკვლავი“.

„ამხელა პროექტი ორისთვისაც რთული წასაყვანია, მაგრამ აბალანსებენ ერთმანეთს. აქ მარტოს გიწევს საჭირო ემოცია ბოლომდე დაიჭირო, რომ მუხტი არ დაეცეს. ამიტომ, ხმამაღალი შეძახილები, ხმამაღლა ლაპარაკი, ჟესტები, საჭირო ემოცია გჭირდება, მაგრამ რაც უნდა ხმამაღლა წიოდე და კიოდე, თუ ემოცია არ მოგყვება, საქმე ხარისხიანად მაინც არ გამოდის. ჩემთვის „საქართველოს ვარსკვლავი“ საყვარელი პროექტია, ძალიან მიყვარს და მგონია, რომ საქმესაც სიყვარულით უნდა მიუდგე,“ - ამბობს რუსკა მაყაშვილი და AMBEBI.GE-სთან ასე განაგრძობს საუბარს:

- კონცერტის წაყვანისას, როდესაც სცენაზე გვერდით პარტნიორი გყავს, დიდი კომფორტია და თან, ისეთი პარტნიორი, როგორიც ვანიკო თარხნიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში დიდი გამოცდილება მაქვს, მაინც ძალიან ვინერვიულე, როდესაც გავიგე, რომ პროექტში, სცენაზე მარტო უნდა ვმდგარიყავი.

კონცერტი ზეპირად მიმყავს, ერთადერთი დამხმარე „ყურია,“ რაც მაქვს. პროექტი ყოველთვის ფანტასტიკურად მიდის, რადგანაც საათივითაა აწყობილი, მაგრამ ყველაფერი ხდება, შეიძლება, „ყური“ გაგეთიშოს და ათასი რამ მოხდეს, - ამ რაღაცებზე ვფიქრობდი. ახლა კი იმას ვიტყვი, რომ სცენაზე მარტო მუშაობაზე დიდი კომფორტი არაფერი ყოფილა.

ახალი გამოცდილებაა და საქმეში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ პირდაპირ ეთერში მარტომ შევძელი ამხელა შოუს წაყვანა. დიდი მადლობა პროდიუსერებს, რომ მენდნენ.

- ამ შემთხვევაში, რეპლიკას პარტნიორთან აუდიტორიასთან მუდმივი კონტაქტი ცვლის?

- კი, პარტნიორის რეპლიკას აღარ ელოდები და კონტაქტს იმ აუდიტორიასთან ამყარებ, რომელიც დარბაზში ზის. ამ დროს მეტი იმპროვიზაციის საშუალება გეძლევა... მე და ვანიკო ისეთი შეთამაშებულები ვიყავით, რომ ყველაფერთან ერთად, იმპროვიზაციაც მშვენივრად გამოგვდიოდა...

- მაგრამ ამჯერად ცალ-ცალკე გიწევთ შოუების წაყვანა...

- კი, რა თქმა უნდა. ყველას თავის გამოხატვის უფლება აქვს და არჩევნის გაკეთების საშუალება... მე და ვანიკო ვმეგობრობთ, კონტაქტი მუდმივად გვაქვს... ასე რომ, ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა.

- ზოგჯერ მაყურებელი ამბობს, რომ შოუს წამყვანები ძალიან ყვირიან... რას იტყვი ამაზე?

- ყვირილსაც გააჩნია, ეს არის ლაივშოუ და მაღალ რეგისტრში უნდა წაიყვანო. მნიშვნელოვანია, რომ აქ ხალხია მთავარი და გადამწყვეტი, რადგანაც ვემზადებით „ევროვიზიისთვის“. აღმოჩნდა, რომ გასაკვირად უკვე ბევრი ზარი და ხმა შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სამი ლაივი იყო, ხომ ვამბობ, საოცრად ბევრი ხმა შემოდის. რაც კარგია და იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი აქტიურადაა ჩართული.

- თეატრის მსახიობი ხარ - ერთ-ერთ მთავარ სცენაზე გიწევს თამაში, ამ ორ საქმეს შორის, რასაც აკეთებ, რა სხვაობაა, - ორივე შემთხვევაში სცენაზე დგახარ...

- თეატრში რაღაც პერიოდი სარეპეტიციოდ გვაქვს და სცენაზე უკვე ყველანაირად მომზადებული გადიხარ. ლაივკონცერტები პირდაპირი ეთერია და მოულოდნელობებითაა სავსე, როგორც ვთქვი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თან, სარეპეტიციოდ იმდენი დრო არ არის, როგორც თეატრში, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში ყველაფერი აწყობილია, ჩვენი პროდაქშენის წევრები აკრობატებივით მუშაობენ, მაგრამ საშინელი ადრენალინია პრემიერის თამაშიც.

როდესაც ამ ლაივების წინ ბევრს ვნერვიულობდი, საკუთარ თავს ვუთხარი, - საჭირო არ არის ასეთი განცდა. ამ ყველაფრისგან თავბრუ არ დაგეხვეს-მეთქი და ამ შოუს როგორც სპექტაკლს, ისე მივუდექი. ახლა ვამბობ ხოლმე, რომ სპექტაკლი მაქვს სათამაშო. ოღონდ, ცოტა რეალისტური, რადგანაც ბოლომდე თეატრი ეს არ უნდა იყოს. ჩემი მიდგომები მაქვს და ამ ყველაფრით ვაბალანსებ...

- შოუსა და სპექტაკლის შემდეგ დაღლა თანაბარია?

- ადამიანი ძალიან იღლება მაშინ, როდესაც საქმეში დებს - სულს, გულს და ემოციას. თეატრში ზოგჯერ შეიძლება, ყველაფერი გააკეთო, მაგრამ მაყურებლისგან იმ კონკრეტულ დღეს სწორი ემოცია არ წამოვიდეს, მაგრამ თუ შესაბამისი ემოცია ვიგრძენი, მაშინ ენერგიების გაცვლა ხდება. მოკლედ, სხვადასხვანაირადაა ყველაფერი.

„საქართველოს ვარსკვლავის“ შემდეგ, რა თქმა უნდა, ვიღლები, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ კიდევ ახალ შოუს წავიყვანდი, ეს იმის ფონზე, როცა ლაივამდე ორი სრული რეპეტიცია მაქვს ხოლმე გავლილი.

- ამდენ ენერგიას გარეთ რომ ხარჯავ, სახლში თუ გრჩება დრო და ენერგია და ვის უნაწილებ?

- რა თქმა უნდა, ოჯახს, ილიას, მეუღლეს, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს ძმას, რომელიც 12 წლის არის... მგონია, რომ ადამიანს ყველაფრის მოსწრება შეუძლია. არც ერთ დროს და წამს არ ვკარგავ. ასე რომ, ბევრ რამეს გადასარევად ვახერხებ.

- ქალბატონი თამარი, როგორც შოუს წამყვანს, როგორ გაფასებს?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყველაზე მკაცრი შემფასებელია, რაც ჩემთვის კარგია და ამის გამო სულ ვცდილობ, არ მოვდუნდე, ამ შემთხვევაში ჩემი ლაივი მოსწონს, კმაყოფილია, გიჭირავს ენერგიაო.

- მშვენიერი კონკურსანტები არიან, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ნებისმიერი შეძლებს „ევროვიზიის “ კონკურსანტობას. როგორ ფიქრობ, იქ რა შედეგები გვექნება?

- ჩვენი კონკურსანტებიდან, ვინც უნდა წავიდეს, ყველა ფანტასტიკურია. „ევროვიზიას“ თავის წესები აქვს, როგორც არ უნდა იყოს, იქ მოხვედრა მუსიკოსისთვის დიდი ტრამპლინია. უზარმაზარ სცენაზე გამოდიხარ და მსოფლიო გიყურებს. იმედი მაქვს, რომ ქართველი კომპოზიტორები ისეთ სიმღერას დაწერენ, „ევროვიზიის“ კონკურსანტისთვის, რომელიც მართლაც სერიოზულ ემოციას გამოიწვევს.

ამიტომ უნდა დაიწეროს რაღაც ასეთი, უნდა დაინთოს ცეცხლი „ევროვიზიის“ სცენაზე.

"ვთამაშობ გოგოს, რომლის საქციელი ჩემთვის მიუღებელია" - ვინ არის ნიცა "ჩცდ"-დან, რომლის გმირიც საზოგადოებაში განხილვის თემა გახდა

ცნობილი რუსი მსახიობი, რომელმაც საქართველოდან ორი ძაღლი "იშვილა" და მათ ქართული სახელები დაარქვა

თაკო ჩხეიძემ საქმიანი ქალებისთვის ტანსაცმლის ბრენდი შექმნა - "რაც მე მაცვია, ისეთი კოლექცია შევქმენი"