სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ არა ის გაჭირვება, რაც გამოვიარე, მოტივაცია არ მექნებოდა" - გაგა ვარდანიძის უცნობი წარსული "მასტერშეფამდე"
"რომ არა ის გაჭირვება, რაც გამოვიარე, მოტივაცია არ მექნებოდა" - გაგა ვარდანიძის უცნობი წარსული "მასტერშეფამდე"

"მას­ტერ­შე­ფის" მე­ო­რე სე­ზო­ნი სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სან­ტე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ისი­ნი არამ­ხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, არა­მედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი­თაც გვა­ო­ცე­ბენ.

AMBEBI.GE ამ­ჯე­რად შოუს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ კონ­კურ­სანტს, გაგა ვარ­და­ნი­ძეს გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც თა­ვი­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლი წარ­სუ­ლი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გულ­წრფე­ლად გვე­სა­უბ­რა.

- კერ­ძებს ბავ­შვო­ბი­დან ამ­ზა­დებ­დი?

- მე და ჩემი ძმა ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ას­თან ვიზ­რდე­ბო­დით რა­ი­ონ­ში. ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა მი­წევ­და სახ­ლში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ყვე­ლის ამოყ­ვა­ნა მიყ­ვარ­და და სხვა­თა­შო­რის, საკ­მა­ოდ კარ­გად გა­მომ­დი­ო­და. ჩვენს მე­ზობ­ლად ძა­ლი­ან კარ­გი ქალი ცხოვ­რობს, იზა. მას­სა და ბე­ბი­ას­თან ერ­თად ხში­რად ვამ­ზა­დებ­დი კერ­ძებს. ორი­ვე სა­ო­ცა­რი დი­ა­სახ­ლი­სია და დღემ­დე რა­ღა­ცებს ვე­კი­თხე­ბი ხოლ­მე.

- დედ-მამა სად იყო მაგ დროს?

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მშობ­ლებს სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა რომ მო­უ­წი­ათ. 4 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­და­ჩე­მი პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და და თურ­მე, ვერ ვი­ცა­ნი. იმ­დე­ნად იმოქ­მე­და მას­ზე, რომ თქვა, აღარ წა­ვი­დო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ბო­და. ცოტა ხანს მარ­თლა არ წა­სუ­ლა, მაგ­რამ მერე მა­ინც მო­უხ­და გამ­გზავ­რე­ბა...

ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რას აკე­თებ­დნენ ჩემი მშობ­ლე­ბი და რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ხვდე­ბო­დათ, რომ ჩვენ­თვის არა­ფე­რი მო­ეკ­ლოთ. ერთხე­ლაც, 15 წლის ვი­ყა­ვი, როცა ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე დე­და­ჩემს ვუ­თხა­რი: მინ­და მე გა­ვა­კე­თო, რა­საც შენ აკე­თებ-მეთ­ქი და თურ­ქეთ­ში წა­ვე­დი, რომ მის ად­გილ­ზე მე­მუ­შა­ვა.

ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი: ჭურ­ჭელს ვრე­ცხავ­დი იმ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, სა­დაც მა­მა­ჩე­მი მზა­რე­უ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მე იყო. 12 სა­ა­თი­დან 12-მდე ვმუ­შა­ობ­დით და შეს­ვე­ნე­ბა მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გვქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მძი­მე პე­რი­ო­დი იყო, მა­ინც კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, რად­გან მა­ქე­დან და­ი­წყო რე­ა­ლურ სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან ჩემი და­ახ­ლო­ე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­დის დაბ­რუნ­დი?

- რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ. სწავ­ლა გა­ვაგ­რძე­ლე. სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე, შემ­დეგ - უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ჩემს მშობ­ლებს უნ­დო­დათ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­მემ­თავ­რე­ბი­ნა და ის სირ­თუ­ლე­ე­ბი არ შემ­ხვედ­რო­და, რაც მათ შეხ­ვდათ. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ იმის­თვის, რომ მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩემს არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ა­ში.

- პრო­ფე­სი­ის­თვის ბევ­რი რამე დათ­მე?

- პრო­ფე­სი­ის­თვის თავი გა­დავ­დე, კუ­ლი­ნა­რია ჩემი სუ­ლის ნა­წი­ლი გახ­და. ერთხელ მე­გობ­რე­ბი მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან, ზღვა­ზე ას­ვლას და კო­ცო­ნის დან­თე­ბას აპი­რებ­დნენ. მე მე­ო­რე დღეს გა­მოც­და მქონ­და, უნდა მე­მე­ცა­დი­ნა და უარი ვთქვი. ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და და რე­ა­ლუ­რად, ჩემ­მა იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა.

ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია: "რა­ტომ მაქვს ასე­თი ცხოვ­რე­ბა?" მაგ­რამ ის გა­ჭირ­ვე­ბა რომ არა, რაც ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ვი­ა­რე, ალ­ბათ, ამ­ხე­ლა მო­ტი­ვა­ცია არ მექ­ნე­ბო­და და ასე არ ვი­მუ­შა­ვებ­დი ჩემ თავ­ზე. მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე ხდე­ბა, რო­გორც სა­ჭი­როა!

- მე­უღ­ლე რო­გორ გა­ი­ცა­ნი?

- მე და მა­რი­ამ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ის ეს­პა­ნეთ­ში იყო, მე - სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დის­ტან­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ერ­თმა­ნე­თის მშობ­ლე­ბიც ასე გა­ვი­ცა­ნით. მა­რი­ა­მის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა ჩემს შვე­ბუ­ლე­ბას და­ემ­თხვა. ყაზ­ბეგ­ში წა­ვე­დით ერ­თად და მა­შინ და­ვარ­ქვით ჩვენ შო­რის გა­ჩე­ნილ გრძნო­ბას სიყ­ვა­რუ­ლი.

ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან მალე მი­ვი­ღეთ: "ხომ არ ვი­ქორ­წი­ნოთ?“ „კი, რა­ტო­მაც არა!“ - უცებ გა­დავ­წყვი­ტეთ და ახლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ.

- „მას­ტერ­შე­ფის“ შემ­დეგ შენი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბო­და, ხომ არ ეჭ­ვი­ა­ნობს მე­უღ­ლე?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, პო­პუ­ლა­რო­ბას ჯერ ვერ ვგრძნობ. ქუ­ჩა­ში და­ჟი­ნე­ბით რომ მი­ყუ­რე­ბენ, ვხვდე­ბი, რომ მცნო­ბენ, მაგ­რამ არ გა­მო­ხა­ტა­ვენ ხოლ­მე. ერთი ეგაა, რომ "ფე­ის­ბუქ­ზე" მე­გობ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და. ახლა 2 500 შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მაქვს და ერთი იმ­დე­ნი უკვე და­ვი­მა­ტე.

რაც შე­ე­ხე­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბას, მა­რი­ა­მი არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, არ შე­მიმ­ჩნე­ვია და არც სა­ა­მი­სო სა­ბა­ბი მი­მი­ცია. ხში­რად ვსა­უბ­რობთ, მე­უბ­ნე­ბა, რომ ცოტა მე­ტად გა­ვიხ­სნა და უფრო თა­მა­მად მო­ვიქ­ცე კა­მე­რებ­თან. ჰგო­ნია, რომ და­ძა­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ მე ვერ ვა­ტყობ ამას ჩემ თავს.

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე

ლევან
0

მარი მაგარი გოგოა. სულ პატარა მახსოვს,მადრიდში,რომ ჩამოვიდა.წესიერი და პატიოსანი გოგოა.წარმატებები გაგას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რომ არა ის გაჭირვება, რაც გამოვიარე, მოტივაცია არ მექნებოდა" - გაგა ვარდანიძის უცნობი წარსული "მასტერშეფამდე"

"რომ არა ის გაჭირვება, რაც გამოვიარე, მოტივაცია არ მექნებოდა" - გაგა ვარდანიძის უცნობი წარსული "მასტერშეფამდე"

"მასტერშეფის" მეორე სეზონი საინტერესო კონკურსანტებით გამოირჩევა. ისინი არამხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ ცხოვრებისეული ისტორიებითაც გვაოცებენ.

AMBEBI.GE ამჯერად შოუს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონკურსანტს, გაგა ვარდანიძეს გაგაცნობთ, რომელიც თავისი საკმაოდ რთული წარსულისა და პირადი ცხოვრების შესახებ გულწრფელად გვესაუბრა.

- კერძებს ბავშვობიდან ამზადებდი?

- მე და ჩემი ძმა ბებიასა და ბაბუასთან ვიზრდებოდით რაიონში. ძალიან ბევრი რამის გაკეთება მიწევდა სახლში. განსაკუთრებულად ყველის ამოყვანა მიყვარდა და სხვათაშორის, საკმაოდ კარგად გამომდიოდა. ჩვენს მეზობლად ძალიან კარგი ქალი ცხოვრობს, იზა. მასსა და ბებიასთან ერთად ხშირად ვამზადებდი კერძებს. ორივე საოცარი დიასახლისია და დღემდე რაღაცებს ვეკითხები ხოლმე.

- დედ-მამა სად იყო მაგ დროს?

- ძალიან პატარა ვიყავი, მშობლებს საზღვარგარეთ წასვლა რომ მოუწიათ. 4 წლის ვიყავი, როცა დედაჩემი პირველად ჩამოვიდა და თურმე, ვერ ვიცანი. იმდენად იმოქმედა მასზე, რომ თქვა, აღარ წავიდოდა და საქართველოში დარჩებოდა. ცოტა ხანს მართლა არ წასულა, მაგრამ მერე მაინც მოუხდა გამგზავრება...

ყოველთვის მაინტერესებდა, რას აკეთებდნენ ჩემი მშობლები და რა სირთულეები ხვდებოდათ, რომ ჩვენთვის არაფერი მოეკლოთ. ერთხელაც, 15 წლის ვიყავი, როცა ზაფხულის არდადეგებზე დედაჩემს ვუთხარი: მინდა მე გავაკეთო, რასაც შენ აკეთებ-მეთქი და თურქეთში წავედი, რომ მის ადგილზე მემუშავა.

ეს იყო ჩემი პირველი სამსახური: ჭურჭელს ვრეცხავდი იმ სამზარეულოში, სადაც მამაჩემი მზარეულის პოზიციაზე მუშაობდა. ძალიან რთული საქმე იყო. 12 საათიდან 12-მდე ვმუშაობდით და შესვენება მხოლოდ ნახევარი საათი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პერიოდი იყო, მაინც კარგად მახსენდება, რადგან მაქედან დაიწყო რეალურ სამზარეულოსთან ჩემი დაახლოება.

- საქართველოში როდის დაბრუნდი?

- რამდენიმე თვის შემდეგ. სწავლა გავაგრძელე. სასულიერო გიმნაზიაში ჩავაბარე, შემდეგ - უნივერსიტეტში. ჩემს მშობლებს უნდოდათ უნივერსიტეტი დამემთავრებინა და ის სირთულეები არ შემხვედროდა, რაც მათ შეხვდათ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მე წარმატებული ვყოფილიყავი ჩემს არჩეულ პროფესიაში.

- პროფესიისთვის ბევრი რამე დათმე?

- პროფესიისთვის თავი გადავდე, კულინარია ჩემი სულის ნაწილი გახდა. ერთხელ მეგობრები მოვიდნენ ჩემთან, ზღვაზე ასვლას და კოცონის დანთებას აპირებდნენ. მე მეორე დღეს გამოცდა მქონდა, უნდა მემეცადინა და უარი ვთქვი. ყველას გაუკვირდა და რეალურად, ჩემმა იმ გადაწყვეტილებამ ბევრი რამ შეცვალა.

ბევრჯერ მიფიქრია: "რატომ მაქვს ასეთი ცხოვრება?" მაგრამ ის გაჭირვება რომ არა, რაც ცხოვრებაში გამოვიარე, ალბათ, ამხელა მოტივაცია არ მექნებოდა და ასე არ ვიმუშავებდი ჩემ თავზე. მჯერა, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა!

- მეუღლე როგორ გაიცანი?

- მე და მარიამმა სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი. ის ესპანეთში იყო, მე - საქართველოში. 2 წლის განმავლობაში დისტანციური ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთის მშობლებიც ასე გავიცანით. მარიამის საქართველოში ჩამოსვლა ჩემს შვებულებას დაემთხვა. ყაზბეგში წავედით ერთად და მაშინ დავარქვით ჩვენ შორის გაჩენილ გრძნობას სიყვარული.

ქორწინების გადაწყვეტილება ძალიან მალე მივიღეთ: "ხომ არ ვიქორწინოთ?“ „კი, რატომაც არა!“ - უცებ გადავწყვიტეთ და ახლა ძალიან ბედნიერები ვართ.

- „მასტერშეფის“ შემდეგ შენი თაყვანისმცემლების რაოდენობა გაიზრდებოდა, ხომ არ ეჭვიანობს მეუღლე?

- სიმართლე გითხრათ, პოპულარობას ჯერ ვერ ვგრძნობ. ქუჩაში დაჟინებით რომ მიყურებენ, ვხვდები, რომ მცნობენ, მაგრამ არ გამოხატავენ ხოლმე. ერთი ეგაა, რომ "ფეისბუქზე" მეგობრების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა. ახლა 2 500 შემოთავაზება მაქვს და ერთი იმდენი უკვე დავიმატე.

რაც შეეხება ეჭვიანობას, მარიამი არ არის ეჭვიანი. ყოველ შემთხვევაში, არ შემიმჩნევია და არც საამისო საბაბი მიმიცია. ხშირად ვსაუბრობთ, მეუბნება, რომ ცოტა მეტად გავიხსნა და უფრო თამამად მოვიქცე კამერებთან. ჰგონია, რომ დაძაბული ვარ, მაგრამ მე ვერ ვატყობ ამას ჩემ თავს.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა“ - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

"პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - "მასტერშეფის" რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს

"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს