სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლ-ქმარი, რომლებიც 68 წელი იყვნენ დაქორწინებულნი, ერთად გარდაიცვალნენ - დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი
ცოლ-ქმარი, რომლებიც 68 წელი იყვნენ დაქორწინებულნი, ერთად გარდაიცვალნენ - დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი

რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ხან­გრძლი­ვად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ერ­თსა და იმა­ვე პარტნი­ორ­თან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა ზოგს წარ­მო­უდ­გენ­ლა­დაც მი­აჩ­ნია, მაგ­რამ ჩვენ გარ­შე­მო არი­ან წყვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არ ჰბეზ­რდე­ბათ ერ­თმა­ნე­თი და მყარ ურ­თი­ერ­თო­ბას სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

ცოლ-ქმა­რი აშშ-დან, კო­რინ და რო­ბერტ (რობ) ჯონ­სო­ნე­ბი სწო­რედ ასე­თი წყვი­ლი იყო. ისი­ნი 68 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქორ­წი­ნე­ბა­ში იყ­ვნენ და იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, როცა ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ, სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე გა­ნუყ­რე­ლად ცხოვ­რობ­დნენ.

24 ნო­ემ­ბერს 87 წლის კო­რი­ნი გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა, მომ­დევ­ნო დღეს კი 88 წლის რო­ბერ­ტიც წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. ის კი­ბოს ებ­რძო­და. რო­ბერ­ტი კო­რი­ნის სიკ­ვდი­ლი­დან ზუს­ტად 33 სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

შვი­ლე­ბის­თვის დე­დი­სა და მა­მის სიკ­ვდი­ლის ჯაჭ­ვუ­რი კავ­ში­რი გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

„მამა კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და სა­ოც­რად ჯენტლმე­ნი იყო. გა­მო­რი­ცხუ­ლია. კარი არ გა­ე­ღო და გზა არ და­ეთ­მო შენ­თვის. გარ­დაც­ვა­ლე­ბის დრო­საც კი ჯენტლმე­ნო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა - ჯერ დე­დას და­უთ­მო გზა, ხოლო შემ­დეგ თა­ვა­დაც წა­ვი­და ამ­ქვეყ­ნი­დან“, - ამ­ბობს სა­მა­გა­ლი­თო შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის შვი­ლი, ბრენტ ჯონ­სო­ნი.

რო­ბერტსა და კო­რინს ერ­თმა­ნე­თი ბავ­შვო­ბა­ში შე­უყ­ვარ­დათ. ისი­ნი მი­ნო­სე­ტა­ში, ფერ­მერ­თა ოჯა­ხებ­ში, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ ცხოვ­რობ­დნენ. მათ გა­ა­ფარ­თო­ვეს ფერ­მა და ოჯა­ხი ფი­ნან­სუ­რად გა­აძ­ლი­ე­რეს.

წყვილ­მა შვი­დი შვი­ლი გა­ზარ­და. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფერ­მას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე პა­ტა­რა სახ­ლში გა­ა­ტა­რეს. სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი ექ­ვსი თვე კი, ორი­ვე კლი­ნი­კა­ში იყო - რო­ბერ­ტი სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და, ხოლო კო­რი­ნი გვერ­დი­დან არ შორ­დე­ბო­და.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კო­რინ­მა თა­ვის ქმარს უთხრა, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და აკო­ცა. ეს ტკბი­ლი სა­უ­ბა­რი მათ შო­რის უკა­ნას­კნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც კო­რინს გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა და 24 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

შვი­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, თუ რო­გორ ტი­რო­და ბობი ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

„ის 33 სა­ა­თი, რო­მე­ლიც მა­მამ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იცო­ცხლა, თვალ­ზე ცრემ­ლი არ შეშ­რო­ბია, ზუს­ტად 33 სა­ა­თის გას­ვლის შემ­დეგ კი, თა­ვა­დაც დაგვტო­ვა.

ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ცხოვ­რობ­დნენ ისე, რო­გორც ერთი მთლი­ა­ნო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა არც ერთი აღარ მყავს გვერ­დით, მა­ინც მშვი­დად ვარ, რად­გა­ნაც ვიცი, რომ ერ­თად არი­ან“, - ამ­ბობს წყვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ბეტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bela
0

 ფილმი უბის წიგნაკი ძალიან მომწონს, მსგავსი სიყვარულია იქაც, თუმცა სხვა დაავადება აწუხებთ შეყვარებულებს, ჩემი აზრით ასეთი თავგადასავლები ასაკოვან ადამიანებზე განსაკუთრებით ამაღლვებლად მოქმედებს. .....

ლია
0

მეც მინდა ესეეე....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ცოლ-ქმარი, რომლებიც 68 წელი იყვნენ დაქორწინებულნი, ერთად გარდაიცვალნენ - დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი

ცოლ-ქმარი, რომლებიც 68 წელი იყვნენ დაქორწინებულნი, ერთად გარდაიცვალნენ - დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი

რომანტიკული ურთიერთობის ხანგრძლივად შენარჩუნება ძალიან რთულია. ერთსა და იმავე პარტნიორთან მთელი ცხოვრების გატარება ზოგს წარმოუდგენლადაც მიაჩნია, მაგრამ ჩვენ გარშემო არიან წყვილები, რომლებსაც არ ჰბეზრდებათ ერთმანეთი და მყარ ურთიერთობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ.

ცოლ-ქმარი აშშ-დან, კორინ და რობერტ (რობ) ჯონსონები სწორედ ასეთი წყვილი იყო. ისინი 68 წლის განმავლობაში ქორწინებაში იყვნენ და იმ დროიდან მოყოლებული, როცა ერთმანეთი შეუყვარდათ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე განუყრელად ცხოვრობდნენ.

24 ნოემბერს 87 წლის კორინი გულის უკმარისობის დიაგნოზით გარდაიცვალა, მომდევნო დღეს კი 88 წლის რობერტიც წავიდა ამ ქვეყნიდან. ის კიბოს ებრძოდა. რობერტი კორინის სიკვდილიდან ზუსტად 33 საათში გარდაიცვალა.

შვილებისთვის დედისა და მამის სიკვდილის ჯაჭვური კავშირი განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა.

„მამა კეთილშობილებით გამოირჩეოდა და საოცრად ჯენტლმენი იყო. გამორიცხულია. კარი არ გაეღო და გზა არ დაეთმო შენთვის. გარდაცვალების დროსაც კი ჯენტლმენობა გამოავლინა - ჯერ დედას დაუთმო გზა, ხოლო შემდეგ თავადაც წავიდა ამქვეყნიდან“, - ამბობს სამაგალითო შეყვარებულების შვილი, ბრენტ ჯონსონი.

რობერტსა და კორინს ერთმანეთი ბავშვობაში შეუყვარდათ. ისინი მინოსეტაში, ფერმერთა ოჯახებში, ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. მათ გააფართოვეს ფერმა და ოჯახი ფინანსურად გააძლიერეს.

წყვილმა შვიდი შვილი გაზარდა. მთელი ცხოვრება ფერმასთან ახლოს მდებარე პატარა სახლში გაატარეს. სიცოცხლის უკანასკნელი ექვსი თვე კი, ორივე კლინიკაში იყო - რობერტი სიმსივნეს ებრძოდა, ხოლო კორინი გვერდიდან არ შორდებოდა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კორინმა თავის ქმარს უთხრა, რომ ძალიან უყვარდა და აკოცა. ეს ტკბილი საუბარი მათ შორის უკანასკნელი აღმოჩნდა, რადგანაც კორინს გულის შეტევა დაემართა და 24 ნოემბერს გარდაიცვალა.

შვილები იხსენებენ, თუ როგორ ტიროდა ბობი ცოლის გარდაცვალების შემდეგ.

„ის 33 საათი, რომელიც მამამ დედის გარდაცვალების შემდეგ იცოცხლა, თვალზე ცრემლი არ შეშრობია, ზუსტად 33 საათის გასვლის შემდეგ კი, თავადაც დაგვტოვა.

ჩვენი მშობლები ყოველთვის ცხოვრობდნენ ისე, როგორც ერთი მთლიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არც ერთი აღარ მყავს გვერდით, მაინც მშვიდად ვარ, რადგანაც ვიცი, რომ ერთად არიან“, - ამბობს წყვილის ქალიშვილი, ბეტი.

ბერძნული მედია: 24 წლამდე ასაკის ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო

ქმარმა უსინათლო ცოლს სურნელოვანი ყვავილების ბაღი გაუშენა, რათა სამყარო სუნით შეეგრძნო

27 წლის  მილიონერი ეძებს ფოტოგრაფს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, ფოტოებს გადაუღებს და ამაში 55 ათას დოლარს გადაუხდის