მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვარდისფერი სივრცე" - ადგილი, სადაც ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან
"ვარდისფერი სივრცე" - ადგილი, სადაც ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან

მას შემ­დეგ, რაც ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, 2 წელი გა­ვი­და. ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა გა­მო­ი­ა­რა, აღ­მოჩ­ნდა მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შეც, თუმ­ცა დღეს, ამა­ზე არას­დროს სა­უბ­რობს.

სოფო ფი­რა­ნიშ­ვი­ლი ახლა 24 წლი­საა, ონკო-სა­ზო­გა­დო­ე­ბა „იმედს“ ხელ­მძღვა­ნე­ლობს და „ევ­რო­პა დონა სა­ქარ­თვე­ლოს“ საბ­ჭოს წევ­რია.

„22 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­იჟ­ღე­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ტყვამ კიბო. ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი და გა­მო­ფი­ტუ­ლი ინ­სტინ­ქტუ­რად დავ­დი­ო­დი, სა­ნამ ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ­დე არ მი­ვაღ­წიე, და მას­თან ერ­თად გა­ვი­ა­რე ყვე­ლა ეტა­პი”, - იხ­სე­ნებს სოფო.

ეს ეტა­პე­ბი, იმა­ზე უფრო მძი­მე იყო, ვიდ­რე ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ედ­გი­ნოს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის იცო­და, რომ გა­ი­მარ­ჯვებ­და, - „ვი­ყა­ვი ცუ­დად, უფრო ცუ­დად, ძა­ლი­ან ცუ­დად მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ­დი”, - აღ­ნიშ­ნავს ის.

ახლა სოფო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მო­ტი­ვა­ტო­რია და კომ­პა­ნია Avon-ისა და „ევ­რო­პა დონა სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ შექ­მნილ „ვარ­დის­ფერ სივ­რცე­ში“ თა­ვის ემო­ცი­ებ­სა და გან­ცდებს უზი­ა­რებს ქა­ლებს, რო­მელ­თაც იგი­ვე გზის გავ­ლა უწევთ, რაც მან გა­ი­ა­რა.

„ვარ­დის­ფე­რი სივ­რცე“ არის ად­გი­ლი, სა­დაც ასო­ბით ქალი ერ­თმა­ნეთს და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უც­ვლის, გან­ვლი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი­სა და კი­ბოს თან­მდე­ვი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, აქვს გან­ტვირ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. აქ მი­სუ­ლებს კარ­თან მხი­ა­რუ­ლი ქა­ლე­ბი შე­მო­გე­გე­ბე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ნა­ხა­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბულ მი­სა­ღებ ოთახ­ში შე­გი­პა­ტი­ჟე­ბენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ნა­ხა­ტე­ბი მათი ნა­მუ­შევ­რე­ბია, ხატ­ვის ნიჭი კი სულ ცოტა ხნის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ასე­ვე, აქ შეკ­რე­ბი­ლი ქა­ლე­ბი სწა­ლო­ბენ ინ­გლი­სურს, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ფიტ­ნე­სით, ცეკ­ვი­თა და უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბით.

რო­გორც „ევ­რო­პა დონა სა­ქარ­თვე­ლოს“ პრე­ზი­დენ­ტი ანა მა­ზა­ნიშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს, სწო­რედ კომ­პა­ნია Avon-ის მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა ეს უნი­კა­ლუ­რი სივ­რცე, რო­მელ­ზეც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ოც­ნე­ბობ­და.

„6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოც­ნე­ბად მქონ­და, ასე­თი სივ­რცე შეგ­ვექ­მნა. სა­ბო­ლო­ოდ, კომ­პა­ნია Avon-ის დიდი მხარ­და­ჭე­რით კი შევ­ქმე­ნით „ვარ­დის­ფე­რი სივ­რცე“. ეს კომ­პა­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სი­კე­თე უკან და­უბ­რუნ­დე­ბათ. დღეს აქ ასო­ბით ქალი იკ­რი­ბე­ბა და ერ­თმა­ნეთს შემ­დე­გი ეტა­პე­ბის გავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა. „ვარ­დის­ფე­რი სივ­რცის“ გარ­და, ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის არ­ცერ­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის ორ­გან­ზა­ცია არ არ­სე­ბობს. ეს არის ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი ოა­ზი­სი“, - გან­გვი­მარ­ტა მან.

8 წლის წინ, თა­ვა­დაც კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში იხ­სე­ნებს, რომ ეს დი­აგ­ნო­ზი მძი­მეა რო­გორც პა­ცი­ენ­ტის­თვის, ისე გა­რე­მოც­ვის­თვის, ამი­ტომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის კურსთან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს.

„გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი - ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცია ახა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, იმი­ტომ რომ ჩვენ თუ შევ­ძე­ლით, ისიც შეძ­ლებს, მე რომ ვარ, ისიც იქ­ნე­ბა! გარ­წმუ­ნებთ, რომ აქ მო­სულ­თა უმე­ტე­სო­ბამ სწო­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მით ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა შეძ­ლო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექი­მებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ, პა­ცი­ენ­ტებს მა­ინც ბევ­რი კი­თხვა უგ­როვ­დე­ბათ.

„ვარ­დის­ფერ სივ­რცე­ში“ კი იხ­სნე­ბი­ან უფრო თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ სა­უ­ბა­რი, ჩვენ ხომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი გზის გავ­ლა გვი­წევს. ყვე­ლა­ზე მეტ შეც­დო­მას დაბ­ნე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი უშ­ვებს, ჩვენ­თან მო­სუ­ლე­ბი კი მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ, რო­გორ მო­იქ­ცნენ, რო­გორ მო­ი­ძი­ონ და­ფი­ნან­სე­ბა, რა პროგ­რა­მებ­ში ჩა­ერ­თონ და ა.შ“, - აღ­ნიშ­ნავს ანი მა­ზა­ნიშ­ვი­ლი.

„ვარ­დის­ფერ სივ­რცე­ში“ მო­სუ­ლი ასო­ბით დაბ­ნე­უ­ლი, გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი ქალი, რო­მელ­საც ამ მძი­მე სე­ნის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბაც კი არ სურს, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ლაღ, ძლი­ერ, ინ­ფორ­მი­რე­ბულ პი­როვ­ნე­ბად იქ­ცე­ვა, რო­მელ­საც სჯე­რა, რომ კი­ბოს და­ა­მარ­ცხებს. სივ­რცის გა­მოც­დი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი კი, რომ­ლებ­მაც და­ა­ვა­დე­ბა­ზე გა­ი­მარ­ჯვეს, სხვებს აძ­ლე­ვენ ყვე­ლა იმ რჩე­ვას, რაც მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე გა­მო­ად­გე­ბათ.

კომ­პა­ნია Avon-ის დი­რექ­ტო­რი ანა ცხა­და­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მათი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა რო­გორც ლო­კა­ლუ­რი, ისე გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ქა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა და მათი ხელ­შე­წყო­ბაა ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა­ში.

მისი თქმით, სწო­რედ ამ მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კომ­პა­ნი­ას აინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა სა­კი­თხი, რაც ქა­ლებს ეხე­ბათ, მათ შო­რის, ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხი­თაც.

„ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის­თვის "ვარ­დის­ფე­რი სივ­რცე" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ა­მა­ყო პრო­ექ­ტია, რად­გან ქა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა, მათ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნა, მათი დახ­მა­რე­ბა და ხელ­შე­წყო­ბა რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით, ჩვენ­თვის მთა­ვა­რი მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი ძა­ლაა. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ეს სივ­რცე არის უნი­კა­ლუ­რი ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, რად­გან ნე­ბის­მი­ერ ქალს, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა, სრუ­ლი­ად უფა­სოდ სთა­ვა­ზობს ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას და ინ­ფორ­მა­ცი­ას მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ”, - გან­მარ­ტავს ის.

პა­ცი­ენ­ტე­ბი-პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის - „ვარ­დის­ფერ სივ­რცეს“ ხში­რად ასეც უწო­დე­ბენ, რად­გა­ნაც პა­ცი­ენ­ტებს მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლე­ვენ ის ქა­ლე­ბი, რო­მელ­თაც ურ­თუ­ლე­სი გზა გა­ი­ა­რეს და ძუ­ძუს კიბო და­ა­მარ­ცხეს.

„ახლა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გზამ­კვლე­ვე­ბი არი­ან მათ­თვის, ვის­თვი­საც ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე რომ ის წვლი­ლი, რაც გახ­სნის დღი­დან "ვარ­დის­ფერ სივ­რცეს" შე­აქვს ამ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ში, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან დი­დია. 2019 წლის მარ­ტი­დან უკვე ასე­უ­ლო­ბით ქალს და­ვეხ­მა­რეთ, რაც ძა­ლინ გვე­ა­მა­ყე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა ანა ცხა­და­ძემ.

კომ­პა­ნია Avon-ი „ვარ­დის­ფე­რი სივ­რცის“ ხელ­შე­წყო­ბას კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი კარი ყო­ველ­თვის ღია იქ­ნე­ბა ყვე­ლა ქა­ლის­თვის, ვინც კი­ბოს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მცი­რე­დით ხელ­შე­წყო­ბას მა­ინც სა­ჭი­რო­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვარდისფერი სივრცე" - ადგილი, სადაც ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან

"ვარდისფერი სივრცე" - ადგილი, სადაც ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან

მას შემდეგ, რაც ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, 2 წელი გავიდა. ამ პერიოდში ბევრი მტკივნეული პროცედურა გამოიარა, აღმოჩნდა მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშეც, თუმცა დღეს, ამაზე არასდროს საუბრობს.

სოფო ფირანიშვილი ახლა 24 წლისაა, ონკო-საზოგადოება „იმედს“ ხელმძღვანელობს და „ევროპა დონა საქართველოს“ საბჭოს წევრია.

„22 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გაიჟღერა ჩემს ცხოვრებაში სიტყვამ კიბო. ძალიან დაბნეული და გამოფიტული ინსტინქტურად დავდიოდი, სანამ ნათია ფანჯიკიძემდე არ მივაღწიე, და მასთან ერთად გავიარე ყველა ეტაპი”, - იხსენებს სოფო.

ეს ეტაპები, იმაზე უფრო მძიმე იყო, ვიდრე ვინმეს შეიძლება წარმოედგინოს, მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ გაიმარჯვებდა, - „ვიყავი ცუდად, უფრო ცუდად, ძალიან ცუდად მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი”, - აღნიშნავს ის.

ახლა სოფო უამრავი ადამიანის მოტივატორია და კომპანია Avon-ისა და „ევროპა დონა საქართველოს“ მიერ შექმნილ „ვარდისფერ სივრცეში“ თავის ემოციებსა და განცდებს უზიარებს ქალებს, რომელთაც იგივე გზის გავლა უწევთ, რაც მან გაიარა.

„ვარდისფერი სივრცე“ არის ადგილი, სადაც ასობით ქალი ერთმანეთს დაავადების შესახებ ინფორმაციას უცვლის, განვლილი მკურნალობის კურსისა და კიბოს თანმდევი პრობლემების შესახებ საუბრობს, აქვს განტვირთვის შესაძლებლობა. აქ მისულებს კართან მხიარული ქალები შემოგეგებებიან, რომლებიც ნახატებით გაფორმებულ მისაღებ ოთახში შეგიპატიჟებენ. აღმოჩნდა, რომ ეს ნახატები მათი ნამუშევრებია, ხატვის ნიჭი კი სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ასევე, აქ შეკრებილი ქალები სწალობენ ინგლისურს, დაკავებულები არიან ფიტნესით, ცეკვითა და უამრავი საინტერესო აქტივობით.

როგორც „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი გვიამბობს, სწორედ კომპანია Avon-ის მხარდაჭერით შეიქმნა ეს უნიკალური სივრცე, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა.

„6 წლის განმავლობაში ოცნებად მქონდა, ასეთი სივრცე შეგვექმნა. საბოლოოდ, კომპანია Avon-ის დიდი მხარდაჭერით კი შევქმენით „ვარდისფერი სივრცე“. ეს კომპანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში იღებს მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ, სიკეთე უკან დაუბრუნდებათ. დღეს აქ ასობით ქალი იკრიბება და ერთმანეთს შემდეგი ეტაპების გავლაში ეხმარება. „ვარდისფერი სივრცის“ გარდა, ონკოლოგიური პაციენტებისთვის არცერთი ფსიქოლოგიური დახმარების ორგანზაცია არ არსებობს. ეს არის ჩვენი ერთადერთი ოაზისი“, - განგვიმარტა მან.

8 წლის წინ, თავადაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ ეს დიაგნოზი მძიმეა როგორც პაციენტისთვის, ისე გარემოცვისთვის, ამიტომ ფსიქოლოგიური დახმარება და მკურნალობის კურსთან დაკავშირებით ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

„გამარჯვებული ქალბატონები - ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია ახალი პაციენტებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევძელით, ისიც შეძლებს, მე რომ ვარ, ისიც იქნება! გარწმუნებთ, რომ აქ მოსულთა უმეტესობამ სწორი ფსიქოლოგიური მიდგომით ამ დაავადებაზე გამარჯვება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებთან კომუნიკაცია აქვთ, პაციენტებს მაინც ბევრი კითხვა უგროვდებათ.

„ვარდისფერ სივრცეში“ კი იხსნებიან უფრო თავისუფლად შეუძლიათ საუბარი, ჩვენ ხომ ფაქტობრივად, ერთი გზის გავლა გვიწევს. ყველაზე მეტ შეცდომას დაბნეული ადამიანი უშვებს, ჩვენთან მოსულები კი მეტ ინფორმაციას იღებენ, როგორ მოიქცნენ, როგორ მოიძიონ დაფინანსება, რა პროგრამებში ჩაერთონ და ა.შ“, - აღნიშნავს ანი მაზანიშვილი.

„ვარდისფერ სივრცეში“ მოსული ასობით დაბნეული, გულჩათხრობილი ქალი, რომელსაც ამ მძიმე სენის სახელის ხსენებაც კი არ სურს, რამდენიმე თვის შემდეგ ლაღ, ძლიერ, ინფორმირებულ პიროვნებად იქცევა, რომელსაც სჯერა, რომ კიბოს დაამარცხებს. სივრცის გამოცდილი პაციენტები კი, რომლებმაც დაავადებაზე გაიმარჯვეს, სხვებს აძლევენ ყველა იმ რჩევას, რაც მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ.

კომპანია Avon-ის დირექტორი ანა ცხადაძე აღნიშნავს, რომ მათი მთავარი ღირებულება როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით ქალების დახმარება და მათი ხელშეწყობაა ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე კომპანიას აინტერესებს ყველა საკითხი, რაც ქალებს ეხებათ, მათ შორის, ჯანმრთელობის კუთხითაც.

„ჩვენი კომპანიისთვის "ვარდისფერი სივრცე" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო პროექტია, რადგან ქალის გაძლიერება, მათთვის შესაძლებლობების შექმნა, მათი დახმარება და ხელშეწყობა როგორც ფინანსური, ასევე ჯანმრთელობის კუთხით, ჩვენთვის მთავარი მამოტივირებელი ძალაა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს სივრცე არის უნიკალური ჩვენს რეალობაში, რადგან ნებისმიერ ქალს, ვისაც ეს სჭირდება, სრულიად უფასოდ სთავაზობს ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას და ინფორმაციას მკურნალობის შემდეგი ნაბიჯების შესახებ”, - განმარტავს ის.

პაციენტები-პაციენტებისათვის - „ვარდისფერ სივრცეს“ ხშირად ასეც უწოდებენ, რადგანაც პაციენტებს მოტივაციას აძლევენ ის ქალები, რომელთაც ურთულესი გზა გაიარეს და ძუძუს კიბო დაამარცხეს.

„ახლა ეს ადამიანები გზამკვლევები არიან მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასე რომ ის წვლილი, რაც გახსნის დღიდან "ვარდისფერ სივრცეს" შეაქვს ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში, ნამდვილად ძალიან დიდია. 2019 წლის მარტიდან უკვე ასეულობით ქალს დავეხმარეთ, რაც ძალინ გვეამაყება”, - აღნიშნა ანა ცხადაძემ.

კომპანია Avon-ი „ვარდისფერი სივრცის“ ხელშეწყობას კვლავაც განაგრძობს და აღნიშნავს, რომ მისი კარი ყოველთვის ღია იქნება ყველა ქალისთვის, ვინც კიბოსთან საბრძოლველად მცირედით ხელშეწყობას მაინც საჭიროებს.

ფინკა ბანკში 2020 წლის ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

საქართველოში წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი, ვებსტერი შემოდის - 2021 წლიდან სტუდენტებს შეეძლებათ, ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ

კომპანია Avon-ი კოსმეტიკურმა გიგანტმა Natura & Co-მ შეისყიდა