მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა" -  გაძვირდება  თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა
"ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა" -  გაძვირდება  თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა

რო­დე­საც ატა­რებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის პო­ლი­ტი­კას, ხალ­ხს მო­უ­წო­დებ, კერ­ძო მან­ქა­ნე­ბი სახ­ლებ­თან გა­ა­ჩე­რონ, ამ დროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ტა­რი­ფის ზრდა არ არის სწო­რი, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მე­რი­ის მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ხმა­ლა­ძე აცხა­დებს, ტა­რი­ფის ზრდა არის ისე­თი ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­საც დიდი ალ­ბა­თო­ბით, მე­რია არ და­თან­ხმდე­ბა.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეს, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის კომ­პა­ნი­ას ნამ­დვი­ლად აქვს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ მათ და­გეგ­მი­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი ვერ მი­ი­ღეს ლა­რის კურ­სი­დან და საწ­ვა­ვის ფა­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი არ და­წყე­ბუ­ლა წელს და შარ­შან. სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი არის ის, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის არც ერ­თმა მე­ნე­ჯმენ­ტმა არ მო­ი­სურ­ვა ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. როცა პრობ­ლე­მას არ გას­ცემ პა­სუხს, დამ­ძიმ­დე­ბა და ოდეს­ღაც უფრო მძი­მე მო­ცე­მუ­ლო­ბის გა­და­წყვე­ტა მო­გი­წევს. ახლა გვაქვს ეს მძი­მე მო­ცე­მუ­ლო­ბა.

კომ­პა­ნი­ას­თან ჩემი უთან­ხმო­ე­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ კომ­პა­ნია აკე­თებს გან­ცხა­დე­ბებს, რომ მი­ი­ღეს ზა­რა­ლი. სა­ო­პე­რა­ციო შე­მო­სავ­ლებს და გა­სავ­ლებს რო­დე­საც ვით­ვლი­დით, ხარ­ჯე­ბი და შე­მო­სავ­ლე­ბი არის ერ­თმა­ნე­თის სა­პირ­წო­ნე. ამა­ზე აუ­დი­ტო­რუ­ლი დას­კვნა მზად­დე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს იძ­ლე­ვა, რომ იაფი სეს­ხის ჩა­დე­ბა მოხ­დეს კომ­პა­ნი­ა­ში, გარ­კვე­უ­ლი კა­პი­ტა­ლის მო­ძი­ე­ბა და ტა­რი­ფის გა­და­ხედ­ვა მოხ­დეს. რა თქმა უნდა, ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია ვერ შეს­რულ­დე­ბა და არ შეს­რულ­დე­ბა. თუმ­ცა, გა­მოვ­დი­ვართ იმ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი უნდა შე­იც­ვა­ლოს. კომ­პა­ნია ჯერ­ჯე­რო­ბით ზა­რალ­ზე არ არის. ისი­ნი ზა­რალს ეძა­ხი­ან მი­უ­ღე­ბელ შე­მო­სა­ვალს. ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ ნულ მო­გე­ბა­ზე. ხარ­ჯა­ვენ იმ­დენს, რამ­დე­ნიც შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ. მათ­თვის და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ახა­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი იყი­დონ, ეს გა­არ­ღვევს კომ­პა­ნი­ას, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბია მო­სა­ძებ­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნია „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი“ „სითი პარ­კის ბედს“ არ გა­ი­ზი­ა­რებს.

„თუ თქვენ გუ­ლის­ხმობთ იმას, რომ კომ­პა­ნია გა­ვაგ­დოთ და სხვა შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ, ეს სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა. ტა­რი­ფის ზრდას რაც შე­ე­ხე­ბა, აუ­დი­ტო­რიც ამ რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა და ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­თხე­ვა­შიც ეს ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლია, რო­დე­საც კომ­პა­ნია მო­გე­ბას ვერ ნა­ხუ­ლობს გა­ი­ზარ­დოს ტა­რი­ფი. მაგ­რამ არ­სე­ბობს სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბიც. რო­დე­საც ატა­რებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის პო­ლი­ტი­კას, ხალ­ხს მი­უ­წო­დებ გა­ა­ჩე­რონ კერ­ძო მან­ქა­ნე­ბი სახ­ლებ­თან, ამ დროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ტა­რი­ფის ზრდა არ არის სწო­რი. ეს კი­დევ უფრო უკე­თებს დრა­მა­ტი­ზე­ბას ამ სი­ტუ­ა­ცი­ას. ერთი კვი­რის ვა­და­ში მექ­ნე­ბა გეგ­მა. ტა­რი­ფის ზრდა არის ისე­თი ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­საც დიდი ალ­ბა­თო­ბით ჩვენ არ დავ­თან­ხმდე­ბით. ტა­რი­ფის ზრდით ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა არის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და სწო­რი გზაც, მაგ­რამ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას და იმ პო­ლი­ტი­კას, რო­მელ­საც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ატა­რებს და ყვე­ლა ვა­რი­ანტს გან­ვი­ხი­ლავ, გარ­და ტა­რი­ფის ზრდი­სა, - გან­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
6

სწორად საუბრობთ , ვნახოთ როგორ გადაწყვიტავთ .

ნონა
2

წესით არჩევნებამდე არ უნდა გაძვირდეს,,,მე კი,,ავოე,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა" -  გაძვირდება  თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა

"ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა" -  გაძვირდება  თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა

როდესაც ატარებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკას, ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ არის სწორი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ხმალაძე აცხადებს, ტარიფის ზრდა არის ისეთი ვარიანტი, რომელსაც დიდი ალბათობით, მერია არ დათანხმდება.

„საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების კომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემები. ეს გამოიხატება იმაში, რომ მათ დაგეგმილი შემოსავლები ვერ მიიღეს ლარის კურსიდან და საწვავის ფასიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პრობლემები არ დაწყებულა წელს და შარშან. სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ მუნიციპალიტეტის არც ერთმა მენეჯმენტმა არ მოისურვა ამ პრობლემების მოგვარება. როცა პრობლემას არ გასცემ პასუხს, დამძიმდება და ოდესღაც უფრო მძიმე მოცემულობის გადაწყვეტა მოგიწევს. ახლა გვაქვს ეს მძიმე მოცემულობა.

კომპანიასთან ჩემი უთანხმოება მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია აკეთებს განცხადებებს, რომ მიიღეს ზარალი. საოპერაციო შემოსავლებს და გასავლებს როდესაც ვითვლიდით, ხარჯები და შემოსავლები არის ერთმანეთის საპირწონე. ამაზე აუდიტორული დასკვნა მზადდება და რეკომენდაციებს იძლევა, რომ იაფი სესხის ჩადება მოხდეს კომპანიაში, გარკვეული კაპიტალის მოძიება და ტარიფის გადახედვა მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია ვერ შესრულდება და არ შესრულდება. თუმცა, გამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. კომპანია ჯერჯერობით ზარალზე არ არის. ისინი ზარალს ეძახიან მიუღებელ შემოსავალს. ისინი მუშაობენ ნულ მოგებაზე. ხარჯავენ იმდენს, რამდენიც შემოსავალი აქვთ. მათთვის დამატებითი ფინანსური ვალდებულება, რომ ახალი მიკროავტობუსები იყიდონ, ეს გაარღვევს კომპანიას, მაგრამ განსხვავებული ვარიანტებია მოსაძებნი“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ „სითი პარკის ბედს“ არ გაიზიარებს.

„თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ კომპანია გავაგდოთ და სხვა შემოვიყვანოთ, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნება. ტარიფის ზრდას რაც შეეხება, აუდიტორიც ამ რეკომენდაციას იძლევა და ჩვეულებრივ შემთხევაშიც ეს ყველაზე სწორი გამოსავალია, როდესაც კომპანია მოგებას ვერ ნახულობს გაიზარდოს ტარიფი. მაგრამ არსებობს სხვა ალტერნატივებიც. როდესაც ატარებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკას, ხალხს მიუწოდებ გააჩერონ კერძო მანქანები სახლებთან, ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ არის სწორი. ეს კიდევ უფრო უკეთებს დრამატიზებას ამ სიტუაციას. ერთი კვირის ვადაში მექნება გეგმა. ტარიფის ზრდა არის ისეთი ვარიანტი, რომელსაც დიდი ალბათობით ჩვენ არ დავთანხმდებით. ტარიფის ზრდით ფინანსური პრობლემების მოგვარება არის ყველაზე მარტივი და სწორი გზაც, მაგრამ ვითვალისწინებთ ქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ პოლიტიკას, რომელსაც მუნიციპალიტეტი ატარებს და ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა, - განცხადა ხმალაძემ.

"შეთანხმებას მივაღწიეთ" - კახა კალაძის კომენტარი იმის შესახებ, გაძვირდება თუ არა "მარშრუტკებით" მგზავრობა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - ფინანსისტის შეფასება

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი პოსტს ტოვებს -  "ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის"