მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელანიამ ყველას აჩვენა, ვინ არის პირველი" - "კაბების ომი" ნატოს სამიტზე
"მელანიამ ყველას აჩვენა, ვინ არის პირველი" - "კაბების ომი" ნატოს სამიტზე

ყვე­ლა ეპო­ქა­ში ცხოვ­რო­ბენ ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და და­ნარ­ჩე­ნე­ბის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო­ნი არი­ან, რო­მელ­თა სტი­ლი, ცხოვ­რე­ბის წესი მი­სა­ბა­ძია.

თუ წლე­ბის წინ ასე­თე­ბი პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა, გრე­ის კელი, ოდრი ჰე­პ­ბერ­ნი და სხვა ლე­გენ­და­რუ­ლი ქა­ლე­ბი იყ­ვნენ, თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში ე.წ. ინფლუ­ენ­სე­რე­ბი ქეით მიდლტო­ნი, მე­გან მარ­კლი, მე­ლა­ნია ტრამ­პი და სხვე­ბი არი­ან.

ამ­ჯე­რად, მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა ნა­ტოს 70-ე სა­მი­ტის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე არა­ნაკ­ლებ ინ­ტე­რესს მათი თან­მხლე­ბი ქა­ლე­ბის ჩაც­მის სტი­ლი იწ­ვევს.

ლონ­დონ­ში, ნა­ტოს სა­მიტ­ზე ჩა­სულ აშშ-ის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპსა და პირ­ველ ლედი მე­ლა­ნი­ას, ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯახ­მა ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში უმას­პინ­ძლა.

მი­ღე­ბას დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დი და­ეს­წრო, ასე­ვე შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ პრინ­ცი ჩარლ­ზი, მე­უღ­ლეს­თან კა­მი­ლა პარ­კერ­თან ერ­თად და პრინ­ცი უი­ლი­ა­მი ქეით მიდლტონ­თან ერ­თად.

მე­ლა­ნი­ას "ვა­ლენ­ტი­ნოს" ყვი­თე­ლი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც ია­სამ­ნის­ფე­რი დე­ტა­ლე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. კა­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 7 700 დო­ლა­რია. აშშ-ის პირ­ველ­მა ლე­დიმ კაბა ია­სამ­ნის­ფერ მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს შე­უ­ხა­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქეით მიდლტონს, მისი კაბა უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო. კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნი­ამ არ­ჩე­ვა­ნი დი­ზა­ი­ნერ ემი­ლია უიკს­თი­დის მწვა­ნე კა­ბა­ზე შე­ა­ჩე­რა, რომ­ლის ფა­სიც 780 დო­ლა­რია.

ქე­ი­თი­სა და მე­ლა­ნი­ას კა­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის თე­მად იქცა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მი­ღე­ბა­ზე მე­ლა­ნია ბრწყი­ნავ­და და და­ნარ­ჩე­ნე­ბი, მათ შო­რის, ქეით მიდლტო­ნი, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩა.

„ეს ქალი ბრი­ლი­ან­ტი­ვით ბრწყი­ნავს, იფე­რებს თა­ვის სტა­ტუსს.“

„ქე­ი­თი ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ მგო­ნი, მე­ლა­ნი­ამ ყვე­ლას აჩ­ვე­ნა, ვინ არის პირ­ვე­ლი.“

„ყო­ჩაღ ქე­ითს, მომ­წონს, რომ შე­და­რე­ბით ია­ფ­ფა­სი­ა­ნი კაბა ჩა­იც­ვა.“

„მე­ლა­ნია სხვა კლა­სია, იცის, რო­გორ მი­ი­პყროს ყუ­რა­დღე­ბა.“

„მე სი­სა­და­ვე მომ­წონს, ამი­ტო­მაც, მგო­ნი, ქე­ი­თი უფრო კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა“

ეს მცი­რე ნა­წი­ლია იმ კო­მენ­ტა­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამ ორი ქა­ლის ჩაც­მის სტილს მოჰ­ყვა. თქვენ რო­მე­ლი კაბა უფრო მო­გე­წო­ნათ?

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
orueli
11

მელანიამ დახურა

გურამი
13

საცვლებზე რატომ არ აკეთებ კომენტარს. მომავალო საქართველოს პრეზიდენტო. მე მგონი პუტინი სანატრელი გაგვიხდება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მელანიამ ყველას აჩვენა, ვინ არის პირველი" - "კაბების ომი" ნატოს სამიტზე

"მელანიამ ყველას აჩვენა, ვინ არის პირველი" - "კაბების ომი" ნატოს სამიტზე

ყველა ეპოქაში ცხოვრობენ ქალები, რომლებიც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობენ და დანარჩენებისთვის შთაგონების წყარონი არიან, რომელთა სტილი, ცხოვრების წესი მისაბაძია.

თუ წლების წინ ასეთები პრინცესა დაიანა, გრეის კელი, ოდრი ჰეპბერნი და სხვა ლეგენდარული ქალები იყვნენ, თანამედროვე ეპოქაში ე.წ. ინფლუენსერები ქეით მიდლტონი, მეგან მარკლი, მელანია ტრამპი და სხვები არიან.

ამჯერად, მსოფლიოს ყურადღება ნატოს 70-ე სამიტისკენაა მიმართული და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებზე არანაკლებ ინტერესს მათი თანმხლები ქალების ჩაცმის სტილი იწვევს.

ლონდონში, ნატოს სამიტზე ჩასულ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და პირველ ლედი მელანიას, ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლა.

მიღებას დედოფალი ელისაბედი დაესწრო, ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ პრინცი ჩარლზი, მეუღლესთან კამილა პარკერთან ერთად და პრინცი უილიამი ქეით მიდლტონთან ერთად.

მელანიას "ვალენტინოს" ყვითელი კაბა ეცვა, რომელიც იასამნისფერი დეტალებით იყო გაფორმებული. კაბის ღირებულება 7 700 დოლარია. აშშ-ის პირველმა ლედიმ კაბა იასამნისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შეუხამა.

რაც შეეხება ქეით მიდლტონს, მისი კაბა უფრო მოკრძალებული იყო. კემბრიჯის ჰერცოგინიამ არჩევანი დიზაინერ ემილია უიკსთიდის მწვანე კაბაზე შეაჩერა, რომლის ფასიც 780 დოლარია.

ქეითისა და მელანიას კაბები სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიღებაზე მელანია ბრწყინავდა და დანარჩენები, მათ შორის, ქეით მიდლტონი, შეუმჩნეველი დარჩა.

„ეს ქალი ბრილიანტივით ბრწყინავს, იფერებს თავის სტატუსს.“

„ქეითი ძალიან მომწონს, მაგრამ მგონი, მელანიამ ყველას აჩვენა, ვინ არის პირველი.“

„ყოჩაღ ქეითს, მომწონს, რომ შედარებით იაფფასიანი კაბა ჩაიცვა.“

„მელანია სხვა კლასია, იცის, როგორ მიიპყროს ყურადღება.“

„მე სისადავე მომწონს, ამიტომაც, მგონი, ქეითი უფრო კარგად გამოიყურება“

ეს მცირე ნაწილია იმ კომენტარებისა, რომელიც სოციალურ ქსელებში ამ ორი ქალის ჩაცმის სტილს მოჰყვა. თქვენ რომელი კაბა უფრო მოგეწონათ?

კანადელმა დეპუტატმა კამერის წინ ტანსაცმელი მაშინ გაიხადა, როცა "ზუმში"  სხდომა მიმდინარეობდა - "შესანიშნავი სხეული აქვს, მაგრამ კამერა უნდა აკონტროლოს"

ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა

ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ - ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!